| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
| « თებერვალი 2012 » |
|---|
| | | | | | |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| მსოფლიო ეკონომიკა : ირლანდიის ეკონომიკა 1,6 %-ით დაეცა |
 ცენტრალური ოფისის სტატისტიკის მონაცემებით, მესამე მეოთხედში ირლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0,3%- ით შემცირდა. მეოთხე მეოთხედში ევროსივრციდან bail-out –ის შედეგად აღნიშნული მონაცემი 1%-ით იყო შემცირებული. ამავე მეოთხედში სამომხმარებლო კალათის მოცულობა 1,4%-ით შემცირდა, ხოლო ინვესტიციების რაოდენობამ კი 2,3%-ით იკლო.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : Coca-cola მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ათეულიდან გავარდა |
დასავლეში უპირატესობას ჯანსაღ სასმელს ანიჭებენBrand finance-ის ვერსიით, კომპანია Coca-cola პირველად გავარდა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პირველი ათეულიდან, რადგან 9 მილიარდი დოლარი დაკარგა და მესამე პოზიციიდან მე–16–ზე გადაინაცვლა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ობამა ბანკების დასჯას აპირებს |
 აპირებს, აიძულოს აშშ–ის უმსხვილესი ბანკები, შეცვალონ იპოთეკური კრედიტების გაცემის პირობები. ეს ცვლილება მილიონობით ოჯახს შეეხება და ფინანსურ ინსტიტუტებს 30 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ყირგიზეთი გაზის კომპანიას რუსეთს მიჰყიდის |
ყირგიზეთი მზადაა, გაზის რუსულ მონოპოლისტს "გაზპრომს" "ყირგიზგაზის" აქციათა 75% მიყიდოს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრემიერ–მინისტრმა რუს კოლეგასთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : რომელი ბიზნესი მოიგებს იაპონიის კატასტროფისგან? |
ევროპული ავტო კონცერნები ბაზარზე დამატებით წილებს მოიპოვებენ
აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უახლოესი წლების განმავლობაში ორჯერ გადააჭარბებს ევროზონის საშუალო ტემპებს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ეკონომიკის კრიზისამდელ დონეს არ უნდა ველოდოთ. საერთაშორისო შედარებების ვენის ინსტიტუტის წარმომადგენლის პეტერ ჰავლიკის აზრით, რთულია გავთვალოთ იაპონიის ბუნებრივი კატასტროფის შედეგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური განვითარებისთვის.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : საბერძნეთში დასვენება რეკორდულად გაიაფდა |
ბოლო 10 თვის განმავლობაში საბერძნეთში დასვენება რეკორდულად გაიაფდა. ამის მიზეზია ოტელების მფლობელებისა და თავად სახელმწიფოს სურვილი, როგორმე გადარჩნენ. მათმა მცდელობამ ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა ქვეყნის ხელმძღვანელობას და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ეს მეთოდი იმუშავებს.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ამერიკის კრიზისი სასურსათო პრობლემებში გადაიზარდა |
აშშ-ში სურსათზე ფასების ზრდა დაკავშირებულია როგორც დოლარის კურსის საერთაშორისო დაცემაზე, ასევე ვაშინგტონის აქტიური ემისიური პოლიტიკის შედეგებზე - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გლობალიზაციისა და სოციალური მოძრაობის ინსტიტუტის ეკონომიკური კვლევების ცენტრის სპეციალისტები. 2011 წელის აშშ მთელს მსოფლიოსთან ერთად შეეჯახა სურსათზე ფასების ზრდას, რამაც ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამწვავებაზე იმოქმედა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს მოგების გადასახადის გაზრდას აიძულებს |
ევროკავშირი "საგადასახადო ოაზისების" წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობსევროპულ კომპანიებს არასასიამოვნო სიურპრიზი ელით: ევროკომისია აპირებს დაბალი მოგების გადასახადების მქონე ქვეყნები აიძულოს ტარიფებს გადახედონ. ე.წ. "საგადასახადო ოაზისებში" (თავისუფალ ეკონომიკურ და ინდუსტრიალ ზონებში) მოქმედ კომპანიებს მოგების შემცირება მოუწევთ, ხოლო წამყვანი ქვეყნების ბიუჯეტები, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთი და სხვა მაღალი მოგების გადასახადის მქონე ქვეყნების, გაიზრდება.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : მსოფლიომ ნავთობის მოხმარება 2.18%-ით გაზარდა |
ნავთობის მოხმარება მსოფლიოში 2010 წლის მონაცემებით 2009 წელთან შედარებით 1.85 მლნ ბარელით/დღეში ანუ 2.18%-ით გაიზარდა, ნათქვამია 11 მარტს გამოქვეყნებულ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკის) ყოველთვიურ მიმოხილვაში.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : არგენტინა სიმინდის ექსპორტის მოცულობის გაზრდის საკითხს განიხილავს |
არგენტინის ხელისუფლება სიმინდის ექსპორტის მოცულობის გაზრდის საკითხს განიხილავს. საუბარია 2010-2011 მარკეტინგული წლის პერიოდში დამატებით დაახლოებით 7 მილიონ ტონა სიმინდის მოსავლის ექსპორტირებაზე. მანამდე ხელისუფლების მიერ ექსპორტზე 5 მილიონი ტონა სიმინდის გატანა იყო ნებადართული. არსებული პროგნოზით, არგენტინაში მოსავალი 18,5-20 მილიონი ტონას მიაღწევს, შიდა მოხმარების მაჩვენებელი 8 მილიონი ტონაა, დანარჩენი 10,5-12 მილიონი ტონა კი შესაძლებელია ექსპორტზე გავიდეს.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : რუსეთში ალმასების ბირჟა შეიქმნება |
 რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო ალმასის გაყიდვის ბირჟის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა, კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე განუცხადა. გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის წამყვანი ალმასის მომპოვებელი კომპანია "ალროსა" შესაძლოა ღია სააქციო საზოგადოებად იქცეს.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : "მარტინ ვილსს სურს ინგლისისს ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს” |
ინგლისის ბანკის საპროცენტო განაკვეთის კომიტეტის წევრები აცხადებენ რომ, ცენტრალურმა ბანკმა უნდა დაიწყოს კურსის გაზრდა, მომავალში კი მისი მკვეთრი ზრდა უნდა განხორციელდეს. მათი განცხადებით, ეს 2% -ით შეამცირებს ინფლაციას და ხალხს დაეხმარება განთავისუფლდნენ მუდმივი შიშისაგან.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : დიდი ბრიტანეთი კადაფის მილიარდების კონფისკაციას აპირებს |
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის განმავლობაში გადაწყვიტეს გაეყინათ ლიბიური რევოლუციის ლიდერის მუამერ კადაფის ანგარიშები ლონდონში. აქტივების მიახლოებითი ჯამი შეადგენს მილიარდობით ფუნტ სტრელინგს. ბრიტანეტის სახაზინომ შეადგინა სპეციალური ქვედანაყოფი, რომ პოლიტიკოსის ფული მოეძებნათ, რომელიც გადაგზავნილი იყო ქვეყანაში. დადგენილი იყო, რომ ის დედაქალაქში ინახავს რამდენიმე მილიარდ ფუნტს, სხვადასხვა აქტივებისა და ინვესტიციების სახით, რომელებსაც მიეკუთვნება მისი დიდი სახლი შეფასებული 10 მილიონ ფუნტ სტრელინგად. "ჩვენ მზად ვართ კადაფის აქტივებზე კონტროლი დავამყაროთ, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს" - იტყობინება ერთ-ერთი წყარო ბრიტანეთის ხელისუფლებიდან.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : სომხეთში ნავთობიმპორტიორებმა ბენზინი გააძვირეს |
გაზეთ "კაპიტალის" ცნობით, ბაზრის ძირითადმა მოთამაშეებმა ლიტრი ბენზინი 10 დრამით (0,027 აშშ დოლარი) უკვე გააძვირეს, ზოგიერთი მათგანი ფასების მომატებას მომავალში გეგმავს, ერთ-ერთი მოთამაშე კომპანია "ფლეში" კი ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. კომპანიაში "ფლეში" განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ნავთობზე არსებული საერთაშორისო ფასების ფონზე, სომხეთში ბენზინის ფასი ისედაც დაბალია და იგი აუცილებლად უნდა გაიზარდოს.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : თანამედროვეობის უმდიდრესი მმართველების რეიტინგი |
აღშფოთებული ხალხის ზეწოლის შედეგად ეგვიპტისა (მუბარაკ) და ტუნისის (ბენ ალი) მმართველები, რომლებიც ფლობდნენ შეუზღუდავ ძალაუფებას იძულებულნი გახდნენ დაეტოვებიანთ თავიანთი თანამდებობები. თუმცა, ასეთი ავტოკრატების მთელი რიგი, წყნარად აგრძელებს თავიანთი ქვეყნების მართვას და თავისი ოჯახური კლანებისთვის გიგანტური ქონების დაგროვებას. ჰანდელსბლატტ –მა შეადგინა ყველაზე მდიდარი მმართველების რეიტინგი, რომლებიც ფლობენ პრაქტიკულად შეუზღუდავ ძალაუფლებას.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ვის შეხვდება ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის სავარძელი? |
ევროპა იმ კანდიდატურებს განიხილავს, ვინც ჟან-კლოდ ტრიშე ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პოსტზე უნდა შეცვალოს. მისი უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში იწურება, მაგრამ სავარძლისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაშია. გერმანიის ფინანსთა მინისტრის ვოლფგანგ შოიბლეს განცხადებით, არჩევა მიმდინარე წლის მარტში მოხდება. ტრიშეს მემკვიდრედ ბუნდესბანკის პირველი პირი აკსელ ვებერი სახელდებოდა, მაგრამ მოულოდნელად წინა კვირაში მან თანამდებობა დატოვა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : "საკვებზე ფასების ზრდა აჯანყებების და არეულობების მიზეზი ხდება” |
მსოფლიო მასშტაბით საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, რამაც შეიძლება პოლიტიკური არასტაბილურობა და მილიონობით ხალხის გაღარიბება გამოიწვიოს. საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასები არის მთავარი გამოწვევა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებიც მთლიანად არიან დამოკიდებულნი ისეთი საქონლების იმპორტზე, როგორიცაა მარცვლეული პროდუქტები, ხორბალი და ნავთობი.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ბამბის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია |
სურსათის შემდეგ, შესაძლოა, ტანსაცმელიც გაძვირდეს
ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბამბის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად გადააჭარბა 2 დოლარს გირვანქაზე. ფასების ზრდა ჩინეთის მხრიდან მოთხოვნის ზრდის შედეგია. გარდა ამისა, ავსტრალიაში, რომელიც მსოფლიოში ბამბის ნომერი მეოთხე ექსპორტიორია, ცუდ მოსავალს ელიან.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ობამამ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა |
აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტის განახევრება 2013 წლამდე და ათწლიან პერიოდში 1,1 ტრილიონი დოლარის დაზოგვა - საამისო პირობებს ქმნის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მან კონგრესს წარუდგინა. "როცა პრეზიდენტად მუშაობას შევუდექი, პირობა დავდე, რომ ბიუჯეტის დეფიციტს გავანახევრებდი პრეზიდენტობის პირველი ვადის ბოლომდე. ბიუჯეტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ამ დაპირებას შეესაბამება", განაცხადა ობამამ, რომლის ბიუჯეტის პროექტიც 3,7 ტრილიონ დოლარს მოიცავს. ამ პროექტით, ბიუჯეტის დეფიციტი 2012 წელს მკვეთრად ეცემა (1,1 ტრილიონ დოლარამდე) მას შემდეგ, რაც 2011 წელს (ფისკალურ წელს) სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწევს (1,6 ტრილიონ დოლარს).
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ჩინეთს ინვესტორების მოხიბვლა ჯერ კიდევ უჭირს |
ჩინეთი, რომელმაც ეკონომიკის მოცულობით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და იაპონია მესამე პოზიციაზე გადასწია, მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებას ცდილობს. ამ მიმართულებით პეკინის კიდევ ერთი ნაბიჯი მისი ეროვნული ვალუტის მსოფლიო ვალუტად გადაქცევაა. ევროს ერთ-ერთი შემქმნელის, ნობელის პრემიის ლაურეატის რობერტ მანდელის განცხადებით, იუანის ზრდა თითქმის გარდაუვალია. "პერსპექტივაში იუანი, სავარაუდოდ, სარეზერვო ვალუტა გახდება, თუნდაც ჩინეთის მთავრობამ ამისთვის არაფერი მოიმოქმედოს," - განაცხადა პროფესორმა მანდელმა. მისივე შეფასებით, იუანი უკვე გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონული ვალუტა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ვინ ქმნის ამინდს ამერიკის ლობისტურ ინდუსტრიაში |
 აშშ-ს მთავრობის დოკუმენტების თანახმად, ვაშინგტონში ლობისტებისთვის გადახდილი ფულით, საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანას შორის ლიდერობს
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ანალიტიკოსები სურსათის გაძვირებას რამდენიმე თვის განმავლობაში ელიან |
მსოფლიოში სურსათის მარაგები რეკორდულად შემცირდა
უამინდობის გამო მთელ მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქცია მკვეთრად იზრდება. შაქრის ფასი ავსტრალიაში შესული ციკლონის შედეგად იზრდება, რომელიც შაქრის ლერწმის მოსავალს განადგურებით ემუქრება. 2 თებერვალს შაქრის ფასებმა 30 თვის მაქსიმუმს მიაღწია და გირვანქაზე 34,81 ცენტი შეადგინა. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ფასები 36,08%-ით გაიზარდა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : BP-ს აშშ-ში გაზის ფასებით მანიპულირებაში დადანაშაულება ემუქრება |
BP-ს რეპუტაციის ეტაპობრივ აღდგენას აშშ-ში მექსიკის ყურის კატასტროფის შემდეგ შესაძლოა ამერიკელი მარეგულირებლების გამოძიებამ შეუშალოს ხელი. BP შესაძლოა ამერიკულ ბაზარზე გაზის ფასებით მანიპულირებაში დაადანაშაულონ. BP-ს შავი ზოლები ჯერ კიდევ არ გაფერმკრთალებულა. ცოტა ხსნი წინ რუსმა პარტნიორებმა "ალფა ჯგუფმა", Access Industries და Рenrvt-მ კომპანიას წაუყენეს პრეტენზიები და დაბლოკეს აქციათა გაცვლა და BP–ისა და Рrynefim-ს ერთობლივი საწარმოს შექმნა. ახლა ბრიტანული გიგანტის თავზე კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა. BP–მ აღიარა, რომ მალე მას შეიძლება წაუყენონ ოფიციალური ბრალდებები ამერიკულ სპოტ ბაზარზე გაზის ფასებით მანიპულირებისათვის.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ბენ ბერნანკე აშშ-ს დეფოლტს არ გამორიცხავს |
გასულ ხუთშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ - ბენ ბერნანკემ, მოუწოდა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაზარდონ სახელმწიფო სესხების დასაშვები მაქსიმუმი. აშშ-ს მთავარი ბანკირი პოლიტიკოსებს აფრთხილებს, რომ დაყოვნების შემთხვევაში მოსალოდნელია ქვეყნის სახელმწიფო ობლიგაციების დეფოლტი და ახალი ეკონომიკური საფრთხეები.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : არაბმა ინვესტორებმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო მილიარდები დაკარგეს |
ეგვიპტეში მიმდინარე მასობრივმა უწესრიგობამ, აგრეთვე იემენში ახლად დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა, მკვეთრად შეამცირა ახლო აღმოსავლური კომპანიების კაპიტალიზაცია და გამოიწვია ის, რომ ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მოცემული აქტივების საკურსო ღირებულება მაიმატებს, როგორც კი რეგიონში არსებული სიტუაცია გამოსწორდება.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : მოლდოვა რუსული გაზის ტრანზიტის გაძვირებას ითხოვს |
მოლდოვა რუსული გაზის ტრანზიტის გაძვირებას ითხოვს. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის ვალერი ლაზერის განცხადებით, მოლდოვა "გაზპრომთან" შეთანხმდა, რომ 2011 წელს ამ საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს. საუბარია ტრანზიტის საფასურის ევროპულ დონემდე გაზრდის შესახებ.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : SOCAR–მა ეგვიპტეში მუშაობა შეაჩერა |
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის შვილობილმა კომპანია SOCAR Trading–მა ეგვიპტეში ნავთობის მოპოვება და გადამუშავება შეწყვიტა. ამის მიზეზი ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისია.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : გლობალურ ენერგობაზარზე გაზზე დამოკიდებულება გაიზრდება |
ExxonMobile-ის პროგნოზით ბუნებრივი აირის გამოყენება გაიზრდება
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგაზის კორპორაცია, ამერიკული ExxonMobile, მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის 2030 წლამდე განვითარების ყოველწლიურ პროგნოზს აქვეყნებს. კორპორაცია თვლის, რომ 20 წლის შემდეგ ბუნებრივი აირი, ნავთობის შემდეგ, რიგით მეორე საწვავი გახდება. თუმცა მოხმარების ტემპები გაზზე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ნავთობზე. ExxonMobile თვლის, რომ შარშან მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის მიერ გამოწვეული კატასტროფა მთელს მსოფლიოში ზღვის დიდი სიღრმეებიდან ნავთობის მოპოვებას, ხელს არ შეუშლის.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : როგორც იქნა |
პუტინის პარტიას მავზოლეუმიდან ლენინის ცხედრის გამოტანა სურსთუკი რუსეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ ლენინის მავზოლეუმის დახურვაზე დაწყებული კამპანია წარმატებით დასრულდება, ბელადს როგორც სჩანს, საკუთარი სარკოფაგიდან გამოაძევებენ "მისი როგორც მთავარი ფიგურის არსებობა სარკოფაგში, რომელიც ქვეყნის გულში მდებარეობს ნონსენსია", – წერს პარლამენტის წევრი ვლადიმერ მედინსკი პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის პარტიის "ერთიანი რუსეთის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : Twitter-ის სარეკლამო შემოსავალმა შესაძლოა 2011 წელს 150 მილიონ დოლარს მიაღწიოს |
 Twitter-მა შესაძლოა ამ წელს დიდი სარეკლამო შემოსავალი მიიღოს, ამის მიუხედავად ის მაინც ჩამორჩება Facebook-ს. კვლევების ცენტრმა eMarketer-მა განაცხადა, რომ Twitter-ის სარეკლამო შემოსავალი 150 მილიონ დოლარს გაუტოლდება. გასულ წელს, კი მისმა შემოსავალმა 45 მილიონი დოლარი შეადგინა. ვარაუდობენ, რომ ამ წელს 140 მილიონი დოლარის შემოსავლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნება
|
| |
|
|
|
|