| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
| « თებერვალი 2012 » |
|---|
| | | | | | |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| მსოფლიო ეკონომიკა : OPEC-ი ნავთობის მიწოდებას გაზრდის |
 OPEC-ი 2011 წელს პირველი შეკრების გამართვას აპირებს. ორგანიზაცია აქამდე იგნორირებას უკეთებდა ნავთობზე მოთხოვნის ცვლილებას, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების კვოტის გაზრდის საკითხის გადასაწყვეტად შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ნავთობის საშუალო ფასის საპროგნოზო მაჩვენებელი 107.2 დოლარი ხდება |
 ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო RBC მსოფლიო ბანკის რუსეთის ეკონომიკის შესახებ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. ბანკის ახალი პროგნოზით, საშუალო ფასი ბარელ ნავთობზე 2011 წელს 107,2 აშშ დოლარი იქნება, 2012 წელს - 102,1 აშშ დოლარი.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ევროკავშირი სამეზობლო პოლიტიკის ბიუჯეტს ზრდის |
 მომავალი ორი წლის განმავლობაში ევროკავშირი თავის სამეზობლოს დამატებით 1 მილიარდ ევროზე მეტს დაახარჯავს. ეს გადაწყვეტილება პირდაპირი შედეგია არაბულ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებისა, თუმცა ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბრიუსელის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობაზე მის აღმოსავლელ მეზობლებთანაც. საქმე ეხება აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ბელორუსმა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 39%-მდე გაზარდა |
ინფლაცია ბელორუსში 2011 წელს 33-დან 39 პროცენტამდე გაიზრდება, თუ ქვეყნის ნაციონალური ბანკი არ შეცვლის პოლიტიკას, რომელიც ბელორუსული რუბლის რყევას უკავშირდება. ამის შესახებ ბელორუსის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ანდრეი ტური საუბრობს. ტურმა განაცხადა, რომ 1 ივნისისთვის ინფლაცია 15%-ს შეადგენს. "ბელსტატის" მონაცემებით, ამჟამად ის უკვე გადასცდა ამ დონეს. აპრილში ბელორუსში დაფიქსირებული იყო ფასების ყველაზე დიდი ზრდა ბოლო 8 წლის განმავლობაში და ინფლაციის თვიური მაჩვენებელი 4,5% დაფიქსირდა. ხელისუფლების მონაცემებით, 2011 წელს ინფალციის დონე 7,5-8,5%-ს არ უნდა გადასცდენოდა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : საბერძნეთს დეფოლტი რეალურად ემუქრება |
 საბერძნეთის დეფოლტი, მისი საკრედიტო რეიტინგის დაქვეითებასა და ბანკებისთვის ზიანის მიყენებასთან ერთად, ევროზონის ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : OPEC - მა აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების პროგნოზი გაზარდა |
 აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების სადღეღამისო მაჩვენებელი 2011 წელს 40 ათასი ბარელით გაიზრდება და 1,11 მლნ ბარელს მიაღწევს. ამის შესახებ ნავთობის კარტელი OPEC -ი მაისის ანგარიშში პროგნოზირებს. ნავთობის მოპოვებაზე მიმდინარე პროგნოზი 25 ათასი ბარელით მეტია, კარტელის მიერ გასულ თვეში ქვეყანაში ნავთობის მოპოვების საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : საბერძნეთისთვის დახმარების ახალი, 60 მილიარდიანი პაკეტი მზადდება |
 ამერიკული მასობრივი ინფორმაციის წყაროების ინფორმაციით, საბერძნეთი მსოფლიო კრედიტორებისგან ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. მისი მოცულობა 60 მილიარდი ევროთი განისაზღვრება. აღნიშნულ დახმარებას, როგორც აცხადებენ, ოფიციალური ათენი მომავალ თვეში მიიღებს.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : აშშ ჩინეთის ეკონომიკურ პოლიტიკას კვლავ აკრიტიკებს |
აშშ-ს ეკონომიკის მინისტრმა, ტიმოტი გეიტნერმა მოუწოდა ჩინეთს, უფრო მეტად დაეყრდნოს ქვეყნის შიდა სამომხმარებლო მოთხოვნას და შეამციროს ექსპორტზე თავისი დამოკიდებულება გეიტნერის განცხადებით, "უმჯობესია ჩინეთმა საფუძველი ჩაუყაროს ახალ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც დაფუძნებული იქნება შიდა მოთხოვნაზე". აშშ-ს ეკონომიკის მინისტრმა ეს განცხადება ჩინეთთან ორმხრივ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წინ ვაშინგტონში გააკეთა. მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ აშშ-ს 16 სამინისტროს და დეპარტამენტების მეთაურები და ჩინური მხარის 20 წარმომადგენელი.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ბელორუსის მთავრობამ ეკონომიკაში არსებული პრობლემების გაშუქება აკრძალა |
ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე წერა აეკრძალათ. პრეზიდენტ ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ სახელმწიფო გამომცემლობების მთავარი რედაქტორებისთვის სპეციალური დეოლოგიური სემინარი ჩაატარა, რომელზეც ჟურნალისტებს ურჩიეს, ვალუტის კურსის, ფასების ზრდისა და უმუშევრობის თემებზე აღარ დაეწერათ. სემინარის მიზეზი ბელორუსის სტატისტიკური კომიტეტის ხელმძღვანელის სტატია გახდა, რომლის თანახმადაც ირკვეოდა, რომ სავალუტო კრიზისის შედეგად, ძირითადად კერძო ბიზნესში დასაქმებულმა 600 ათასმა მოქალაქემ მუშაობა შეაჩერა. ვალუტის უკმარისობის შედეგად კი ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროდუქციის შემოტანა შეიზღუდა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : პუტინმა ნავთობკომპანიები გარიგებაში ამხილა |
 რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ბენზინის გაძვირებას მწარმოებელი კომპანიების გარიგებით ხსნის. ამის შესახებ პრემიერმა სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მანამდე ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა აღნიშნა, რომ ბირჟებზე საწვავის ფასი უსაფუძვლოდ, ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო იზრდება. პუტინმა კი განაცხადა, რომ საქმე არა დეფიციტში, არამედ გარიგებაშია.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : კლინტონი სურსათის გაძვირებას აპროტესტებს |
 ამერიკის სახელმწიფო მდივანი მსოფლიო თანამეგობრობას სურსათზე ფასების ზრდის წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება ჰილარი კლინტონმა რომში, გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ძირითადი პროდუქტების, მათ შორის ხორბლის და ბრინჯის ფასები ბოლო 2-წლიან რეკორდს უახლოვდება.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : აზერბაიჯანს თურქეთის ტურისტების გადაბირება სურს |
აზერბაიჯანს სურს, თურქეთის ტურისტულ ინდუსტრიაზე ფასების მომატება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, თურქეთში ტურისტულ მომსახურებაზე ფასების ზრდა დამსვენებლებს აზერბაიჯანის ტურისტულ ობიექტებში მიიზიდავს. ის დამსვენებლები, რომლებიც უპირატესობას თურქეთის კურორტებს ანიჭებდნენ, ახლა აზერბაიჯანში დაისვენებენ. ჩვენი ინფრასტრუქტურა ამისთვის მზადაა, განაცხადა ისმიევმა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : თურქეთმა მსოფლიო ბაზარს რელიგიური ტურიზმის ახალი სახეობა შესთავაზა |
თურქეთი ტურიზმში ახალ მიმართულებას ნერგავს, რომლის სლოგანია - იგრძენი თავი მუსულმანად, ისლამის მიუღებლად. იდეის ავტორების განმარტებით, ტური მოიცავს ლოცვებს, (მათ შორის დილასა და შუაღამეს) და ისლამის გაკვეთილებს. ტურის მონაწილეებს, უარის თქმა მოუწევთ ალკოჰოლზე, ღორის ხორცის ჭამაზე, თუმცა მოწევა არ იკრძალება.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ბენ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ცნობამ აშშ დოლარი გაამყარა |
 უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის ცნობის გავრცელების ფონზე, ევროპის საფონდო ვაჭრობები 2 მაისს წამყვანი ინდექსების ზრდით გაიხსნა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბაზარმა "ნომერ პირველი" ტერორისტის გარდაცვალების ინფორმაციაზე და გაუმჯობესებულ კორპორაციულ ანგარიშებზე გააკეთა რეაგირება. ბენ ლადენის სიკვდილის ცნობის გავრცელების შემდეგ, აშშ დოლარი გამყარდა, ნავთობის ფასი დაეცა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ევროზონაში სახელმწიფო ვალების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია |
სააგენტო Eurostar- ის მიერ 26 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2010 წელს ევროზონის ქვეყნებში სახელმწიფო ვალმა ისტორიულ პიკს მიაღწია. 2009 წლის შემდეგ რეგიონში სახელმწიფო ვალი 5,5%-ით გაიზარდა და 85,1 პროცენტი შეადგინა. ევროკავშირის ყველა ქვეყნის სახელმწიფო ვალი 80%-მდე გაიზარდა. 2009 წელს ეს ნიშნული 74,4 %-ს წარმოადგენდა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : სურსათზე ფასების მატება აზიის ეკონომიკის ზრდას აფერხებს |
 აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშის თანახმად, სურსათისა და საწვავის ფასების ზრდა ძირს უთხრის აზიის ეკონომიკას. სავარაუდოდ, ფასების ზრდა მომავალშიც გაგრძელდება და მისი ნეგატიური გავლენა საკმაოდ შესამჩნევი იქნება. მიმდინარე წლის განმავლობაში, აზიაში შიდა სასურსათო ფასები 10%-მდე გაიზარდა. შუა აღმოსავლეთში არეულობის გამო კი ნავთობის ფასმაც მოიმატა. ბანკის მონაცემებით, სწორედ ეს ორი ფაქტორი აფერხებს აზიის ეკონომიკურ ზრდას.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ავსტრალიური დოლარის კურსის ზრდა ეკონომიკაში დილემას წარმოშობს |
ავსტრალიური დოლარი არათუ მყარდება, არამედ ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
ავსტრალიური დოლარი 1,07 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია და, პროგნოზების თანახმად, მომავალ ექვს თვეში 1,16 აშშ დოლარს მიაღწევს. 983 წლის დეკემბრის მერე ავსტრალიურ დოლარს ამ ნიშნულისთვის არ მიუღწევია. ,,ავსტრალიური დოლარი კვლავ იწევს და არავის იცის, როდის შეჩერდება მისი ზრდა", - განაცხადა ABC-ის ეკონომიკურმა კორესპონდენტმა სტეფან ლონგმა.” ეს მართლაც რომ გადატრიალებაა. 2000 წლის ოლიმპიადის დროს 1 აშშ დოლარი 2 ავსტრალიურ დოლარს უდრიდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 15 პროცენტით დაეცა. ზედმეტია იმის თქმა, რომ ავსტრალიური დოლარის კურსის აწევაც ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ჩინეთში ინფლაციის ტემპი იზრდება |
 სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების თანახმად, ჩინეთში ინფლაციის ზრდი ტემპი მოსალოდნელზე მაღალია. მარტში სამომხმარებლო ფასებმა აიწია და მან 5,4 %-ს მიაღწია, ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე თვის მაჩვენებელთან შედარებით ბევრად მაღალია. გარდა ამისა, წლიური მაჩვენებელმა 4,9% შეადგინა. ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიმართავს არსებული სასურსათო და სხვა პროდუქციის ფასების შესანარჩუნებლად. ოქტომბრიდან საპროცენტო განაკვეთები არ გაზრდილა, თუმცა ამის მიუხედავად, ინფლაცია მაინც იმატებს.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ამერიკას რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სჭირდება |
 ობამას ადმინისტრაცია სერიოზულ ძალისხმევას ხარჯავს იმისთვის, რომ როგორმე რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამ წლის ბოლომდე შეიყვანოს და კონგრესი დაარწმუნოს იმაში, რომ წარსულში ცივი ომის დროინდელ მეტოქესთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები აუცილებელია – განაცხადა პარასკევს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : აზიის ეკონომიკის აღდგენას ინფლაცია აფერხებს |
აზიის განვითარებადი ეკონომიკები გლობალურ აღდგენას უწყობს ხელს და მარეგულირებლების ამოცანაა ინფლაციის და "გადახურების” წინააღმდეგ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება - განაცხადა აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ოთხშაბათს. ADB-ის ეკონომისტების მოლოდინით ჩინეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ტაილანდის და ფიჯის ეკონომიკები 2011 წელს 7,8%-ით გაიზრდება, ხოლო 2012 წელს- 7,7%-ით. 2009 წელს ჯამურმა ზრდამ 9% შეადგინა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ლიბიის ოპოზიცია ნავთობის ექსპორტირებისთვის ემზადება |
 ლიბიის აღმოსავლეთში მდებარე სანავთობე პორტში ოპოზიციის ძალების მიერ კონტროლირებულ ნავთობის ტანკერს ელიან, რომელმაც ნავთობის ექსპორტი უნდა განახორციელოს. ეს მნიშვნელოვნად ზრდის მეამბოხეთა იმედს, რომ იარაღის შესყიდვისთვის საჭირო თანხებს მოიპოვებს.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა ისლანდიას უჩივლოს |
დიდი ბრიტანეთი სავარაუდოდ სასამართლოს მიმართავს, რათა ისლანდიურ ბანკს Icesave ვალების გადახდა აიძულოს. დავალიანების მოცულობა 5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს - ამის შესახებ ბრიტანეთის ხაზინის შეფ-მდივანმა დენი ალექსანდერმა ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგების კომენტარისას განაცხდა. "ბი-ბი-სის” ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ სასამართლოს ჰოლანდიამაც მიმართოს, რათა ილსნდიას ვალების გადახდა აიძულოს.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : პორტუგალია ევროკავშირისგან 75 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ითხოვს |
 პორტუგალიამ ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით მიმართა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რათა ქვეყანამ შეძლოს საბიუჯეტო კრიზისთან გამკლავება. ”ირლანდიისა და საბერძნეთის შემდეგ, პორტუგალია მესამე ქვეყანაა, რომელსაც დასჭირდა მეზობლებისთვის საკრედიტო მხარდაჭერის თხოვნა. ,,მე შევეცადე ყველა შესაძლო მეთოდი გამომეყენებინა, მაგრამ დადგა დრო როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება უკვე ძალიან სარისკოა", - განაცხადა ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა სოკრეტიმ სატელევიზიო მიმართვაში.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ამერიკა რუსეთს მსო–ში წელს ელის |
აშშ–ის სავაჭრო წარმომადგენლის რონ კერკის განცხადებით, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესაძლოა უკვე 2011 ან 2012 წელს შევიდეს. "თუ ეს წელს არა, მომავალ წელს აუცილებლად მოხდება," – განაცხადა კერკმა. ნიუ–იორკში, არასამთავრობო ორგანიზაცია `საერთაშორისო საქმეთა საბჭოზე~ გამოსვლისას რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ სერგეი ივანოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი შესაძლოა მსო–ში ექვსი თვის განმავლობაში გაწევრიანდეს.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : სურსათის ფასი რეკორდულად მაღალი მაჩვენებლიდან დაბლა იწევს |
”ევროკავშირის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, რვათვიანი მატების შემდეგ, მარტში გლობალური სასურსათო ფასები დაიწია ”გლობალური სასურსათო ფასების ინდექსი, რომელიც განსაზღვრავს სურსათის ფასებზე თვიურ ცვლილებებს, ხორცის, შაქრისა და მარცვლეულის ჩათვლით, მარტში საშუალოდ 229.8-ზე ჩამოვიდა. თებერვალში კი ეს მაჩვენებლი 236.8 –ს წარმოადგენდა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : პორტუგალიის ფინანსური მდგომარეობა ევროკავშირის სამიტის მთავარი თემაა |
 ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ. მას შემდეგ რაც პორტუგალიის პარლამენტმა არ მიიღო ბიუჯეტის შემცირების პროექტი, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა სოკრეტიმ პოსტი დატოვა. ამჯერად, ევროკავშირის სამიტის მიზანია, ევროსივრცეში სავალო კრიზისის შემცირება და ამ საკითხის მოსაგვარებლად გარკვეული გეგმის შემუშავება. გარდა ამისა, სამიტის დღისწესრიგში დგას ლიბიის მდგომარეობის, ეგვიპტესა და ტუნისში მიმდინარე მოვლენების განხილვა. სამიტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირის 27 სახელმწიფოში ევროსივრცეში სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმიშაონ ,,კომპლექსური გეგმა", ამ გეგმის თანახმად, რა თქმა უნდა, ვალდებულებები, პორტუგალიის წინაშეც დგება.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ტრაგედია თუ მომავალი ეკონომიკური აღმავლობის საწინდარი |
 იაპონიას მიწისძვრამ და ცუნამმა სერიოზული ზარალი მიაყენა. სტიქიურ უბედურებას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მას რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეეწირა. გარდა ამისა, იაპონიის ეკონომიკამ 300 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა. წამყვან დარგებში, როგორიცაა მშენებლობა და ელექტრონიკა, წარმოება შემცირდა, ამან კი განაპირობა იენაზე ტრანზაქციების შემცირება, რამაც შეამცირა მოთხოვნა იენაზე. შესაბამისად, ფუნდამენტური ანალიზის საფუძველზე, იაპონიის ვალუტის კურსი უნდა შემცირებულიყო. მიწისძვრის შემდეგ, თავდაპირველად, იწყო კიდეც შემცირება, თუმცა ამჟამად იენის კურსი დაუბრუნდა თავის მიწისძვრამდელ მნიშვნელობას და მისი კურსის რყევა ნორმის ფარგლებშია.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : მიმოქცევიდან 20 მილიონი ევროს ყალბი მონეტები იქნა ამოღებული |
,,ბუნდესბანკისა“ და ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ თანამშრომლებს ყალბი მონეტების მიმოქცევაში გაშევაბაში ედებათ ბრალი,,გერმანიის ცენტრალური ბანკისა და ავიაკომპანია ,,ლუფტჰანზას“ თანამშრომლებს ჩამოყალიბებული ჰქონდათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც გერმანიის ბანკში ჩამოწერილ ევროს მონეტებს პირვანდელ ფორმას უბრუნებდა და ხელმეორედ უშვებდა ფულად მიმოქცევაში", - განაცხადეს გერმანიის სამართლდამცავ ორგანოში.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ევროკავშირში საწვავზე მომუშავე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება |
ევროკომისია 2050 წლიდან ევროპის ქალაქებში ტრადიციულ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების მოძრაობას აკრძალავს, - ამის შესახებ ევროკავშირის ტრანსპორტის კომისარმა სიმ კალასმა განაცხადა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : იაპონია ეკონომიკის აღსადგენად ახალ ფინანსურ წყაროებს ეძებს |
 იაპონიის ხელისუფლებაში თვლიან, რომ ამა წლის 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამისგან მიღებული ზარალი 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ორჯერ აღემატება 1995 წელს კუბეზე ბუნებრივი კატაკლიზმებისგან მიყენებულ ზარალს. ექსპერტების აზრით, მთავრობა გაზრდის სესხის ლიმიტს, რომელიც თავდაპირველად 44,3 მილიარდი იენით განისაზღვრა.
|
| |
|
|
|
|