მსოფლიო ეკონომიკა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივა ევროზონისთვის

საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივა ევროზონისთვის ევროს გაძლიერება ევროპის მთავარი ანტიკრიზისული ნაბიჯია

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოდიან წინადადებით, რომელიც ითვალისწინებს ევროზონაში ეკონომიკური მართვის ახალი სისტემის შემოღებას. მიზანია ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოგვარება.
საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების, ნიკოლა სარკოზისა და ანგელა მერკელის წინადადებით, უნდა შეიქმნას ახალი ორგანო ევროზონის ეკონომიკური პოლიტიკის სამართავად. ეს ახალი იდეა სარკოზიმ გააცნო ჟურნალისტებს, პარიზში, ანგელა მერკელთან ორსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : უორენ ბაფეტი კონგრესს მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდისკენ მოუწოდებს

უორენ ბაფეტი კონგრესს მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდისკენ მოუწოდებს საინვესტიციო კომპანია Hathawy–ის მმართველი უორენ ბაფეტი კონგრესმენებს მოუწოდებს, გაუზარდონ გადასახადები მდიდარ ამერიკელებს. მილიონერები და მილიარდერები ისედაც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ განებივრებულნი პრივილეგიებით, - მიაჩნია ბაფეტს. მისი სახალხო მხარდაჭერა აძლიერებს აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას პოზიციებს, რომელიც გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით, რესპუბლიკელებთან ბრძოლაშია ჩაბმული.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : აშშ-ს საფონდო ბირჟაზე ინდექსები ისევ ეცემა

სამ დღიანი ზრდის შემდეგ, აშშ-ს საფონდო ბირჟაზე ინდექსები დაეცა. ვერც საფრანგეთისა და გერამანიის ლიდერების შეხვედრამ და ვერც Fitch Ratings-ის მიერ აშშ-თვის "ААА" რეიტინგის დამტკიცებამ, ბაზრაზე ინვეტორების ნდობა ვერ დააბრუნა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : გლობალურ ბაზრებზე არასტაბილური ვითარებაა

მსოფლიოში საფონდო ბირჟების ინდექსების გაუმჯობესება აღირიცხა იმ ვარდნის შემდეგ, რომელიც ბოლო ორ კვირაში იყო და რასაც აშშ-ისა და ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების დავალიანებები იწვევდა.სამშაბათს უოლ სტრიტზე აქციების ფასებმა ვაჭრობის ბოლო წუთებში მოიმატა - მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფედერალური რეზერვის სისტემა, ცენტრალური ბანკი, გამოვიდა უპრეცედენტო დაპირებით, რომ სულ მცირე ორი წლის განმავლობაში აშშ-ის საპროცენტო განაკვეთებს ნულის სიახლოვეს დატოვებს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ამერიკულმა კომპანიებმა ჩინეთში ინვესტიციები შეამცირეს

ამერიკულმა კომპანიებმა ჩინეთში ინვესტიციები  შეამცირესმსოფლიო ეკონომიკის არამდგრადი მდგომარეობით შეშფოთებულმა ამერიკულმა კომპანიებმა, გასულ თვეში, ჩინეთში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა შეამცირეს.
უცხოური ინვესტიციების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 2,8%-ით შემცირდა, რაც სექტემბრიდან დღემდე შემცირების ყველაზე მასშტაბური მაჩვენებელია.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : საბერძნეთის გამო შესაძლოა ევროპულ ბანკებს გადასახადები გაუზარდონ

საბერძნეთის გამო შესაძლოა ევროპულ ბანკებს გადასახადები გაუზარდონევროზონის წევრი ქვეყნები ბანკებისთვის დამატებითი ბეგარის დაწესებას გეგმავენ, რაც საბერძნეთის ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის შევსებისთვის იქნება განკუთვნილი.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ევროპის საკრედიტო კრიზისის შიშით, საფონდო ბირჟებზე ვარდნა დაიწყო

ევროპის საკრედიტო კრიზისის შიშით, საფონდო ბირჟებზე ვარდნა დაიწყოევროპის საკრედიტო პრობლემამ ორშაბათს, ბანკების საფონდო ბირჟებზე ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. Loyal Bank of Scotland-ის აქციების ფასი 3,8%-ით დაეცა, ხოლო BNP Paribas კი, 3,1%-ით გაუფასურდა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : კაზინოების საქმე და ბრძოლა რუსეთის უწყებებს შორის

კაზინოების საქმე და ბრძოლა რუსეთის უწყებებს შორის რუსეთის პროკურატურის დადანაშაულება, რომ ის არალეგალურ სათამაშო ბიზნესშია ჩართული, კორუფციისთვის მიყენებული სერიოზული დარტყმა არ გეგონოთ. როგორც ირკვევა, ეს უფრო სამთავრობო უწყებებს შორის დაპირისპირებაა.”რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვის რეგიონის ადგილობრივი პროკურორები დაადანაშაულა, რომ არალეგალურ კაზინოებს მფარველობენ და, სამაგიეროდ, სხვადასხვა სახის ხეირს ნახულობენ.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : კრისტინ ლაგარდი სავალუტო ფონდში ახალ მმართველ გუნდს აყალიბებს

კრისტინ ლაგარდი სავალუტო ფონდში ახალ მმართველ გუნდს აყალიბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი ფონდში ახალ მმართველ გუნდს აყალიბებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ლაგარდმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე დევიდ ლიპტონის კანდიდატურა წარადგინა, რომელმაც ჯონ ლიპსკი ჩაანაცვლა. ლიპსკის უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ეწურება.
ლიპტონი მმართველი დირექტორის სოციალური მრჩეველის ფუნქციის შესრულებას 26 ივლისიდან, მოგვიანებით 2011 წლის 1 სექტემბერიდან კი პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ევროზონის ლიდერებს უკვე იტალიის საკითხიც ადარდებთ

ევროზონის ლიდერებს უკვე იტალიის საკითხიც ადარდებთ იტალიური სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა იმ დონეს გაუტოლდა, რომლის ზემოთაც ოფიციალურ რომს გადასახდელების გადახდა გაუძნელდება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მიმდინარე კვირაში შეხვედრას გამართავენ, რომელიც ევროზონის სავალო პრობლემებს შეეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის გამართვის მიზეზი გახდა საშიშროება იმისა, რომ იტალია დგას სახელმწიფო ვალის მომსახურების პრობლემის წინაშე, როგორც ეს იყო საბერძნეთის, ირლანდიის და პორტუგალიის შემთხვევაში.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ლაგარდი: აშშ-ს გამო, შესაძლოა, საფონდო ბირჟები დაინგრეს

ლაგარდი: აშშ-ს გამო, შესაძლოა, საფონდო ბირჟები დაინგრეს თუკი ამერიკა სახელმწიფო სესხის ზედა ზღვარს, ანუ, ე.წ. "ჭერს" არ გაზრდის, საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად მოიმატებს, საფონდო ბირჟები კი დაინგრევა. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდმა ამერიკულ ტელეარხ ABC–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს ფონდის მთავარ მიზანს, მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობას, უდიდეს საშიშროებას შეუქმნის.
ამერიკის ფინანსთა მინისტრმა, ტიმოთი გაიტნერმა აღნიშნა, რომ კონგრესს 2011 წლის 2 აგვისტომდე, სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის აწევის ალტერნატივა არ აქვს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : აზერბაიჯანში ხორბლის იმპორტი კვლავ დღგ-თი დაიბეგრება

აზერბაიჯანში ხორბლის იმპორტი კვლავ დღგ-თი დაიბეგრებააზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა იმპორტირებულ ხორბლეულსა და ჭვავზე, ასევე ფქვილზე დღგ-ის გადასახადის შემოღებაზე მიიღო გადაწყვეტილება.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო თრენდ.აზ ავრცელებს. სააგენტო აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელზე საბირ ველიევზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პურისა და ფქვილის ფასზე გავლენას არ მოახდენს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : მსოფლიოში ნავთობზე ფასები მცირდება

მსოფლიოში ნავთობზე ფასები მცირდებაფასების შემცირების ტენდენციის დაწყება ინვესტორების შიშს უკავშირდება, რომელიც ევროპაში, კერძოდ, იტალიასა და ესპანეთში სავალო კრიზისის გავრცელების საფრთხის გამო გაჩნდა.
როგორც ღეუტერს-ი წერს, 12 ივლისის მონაცემებით, Brent კატეგორიის ნავთობის ფასი ბარელზე 1,46 აშშ დოლარით 115,78 აშშ დოლარამდე შემცირდა, WTI - 0,83 აშშ დოლარით 94,32 აშშ დოლარამდე.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : სარეიტინგო სააგენტოებს ევროპაში კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებენ

სარეიტინგო სააგენტოებს ევროპაში კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებენგერმანიის ფინანსთა მინისტრი, ვოლფგან შოიბლე სამი სარეიტინგო სააგენტოს - Fitch Ratings–ის, Moodiy's–ისა და Standart & Poor’s–ის დომინანტურ მდგომარეობას აპროტესტებს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : არბილებს თუ არა რუსეთი სავაჭრო პოლიტიკას

არბილებს თუ არა რუსეთი სავაჭრო პოლიტიკასკეთილი ნება თუ WTO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა

რუსი და ქართველი ექსპერტები ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად კონსულტაციების ჩატარებას აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
კონსულტაციების ჩატარების შესახებ შეთანხმება მოსკოვში იქნა მიღწეული. აღნიშნულ შეხვედრაში, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშენკო, ქართველი პოლიტიკოსები და რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : აზიური კონკურენცია – პრობლემა ევროპული კომპანიებისთვის

ელექტრონიკის ევროპელ მწარმოებლებს არცთუ კარგი დრო დაუდგათ: ერთის მხრივ, მათთვის სულ უფრო რთულია აზიურ კომპანიებთან კონკურენცია და, მეორეც, მომხმარებელი ძალიან ნელა გადადის მათ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე.
ევროპული ბაზრის ერთ–ერთი ლიდერის, "ნოკიას" პრობლემები დიდი ხანია საზოგადოებისთვის ცნობილია. თავდაპირველად ფინურმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა მეორე კვარტალში მოგების 31%–ით შემცირების შესახებ განაცხადა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ სერიოზული პრობლემები აქვს ჰოლანდიურ Philips–საც.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : მსოფლიო ბანკმა განვითარებადი ქვეყნების დაფინანსება შეზღუდა

მსოფლიო ბანკმა განვითარებადი ქვეყნების დაფინანსება შეზღუდამსოფლიო ბანკმა 2010-2011 წლებში განვითარებადი ქვეყნების დაფინანსება 21%-ით, ანუ 57.4 მილიარდი დოლარით შეამცირა. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ განვითარებად ეკონომიკებს ახლა უფრო სჭირდებათ დახმარება, ვიდრე კრიზისის დაწყებამდე.
2010 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 30 ივნისამდე მსოფლიო ბანკმა 712 კრედიტი, გრანტი და საკრედიტო გარანტია გასცა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის, სიღარიბესთან ბრძოლისა და კერძო ბიზნესის განვითარებისთვის.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : სავალუტო ფონდი ფრანგმა ქალბატონმა ჩაიბარა

სავალუტო ფონდი ფრანგმა ქალბატონმა ჩაიბარაიგი სსფ-ს საქმიანობის რეფორმირებას აპირებს

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი, 55 წლის კრისტინ ლაგარდი სამშაბათიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს. 28 ივნისს, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოზე ორი კანდიდატურა იხილებოდა: ლაგარდის და მექსიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ავგუსტინ კარსტენსის. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, ფონდმა უპირატესობა ფრანგი ქალბატონის კანდიდატურას მიანიჭა. ფონდის წესდების მიხედვით, ლაგარდი ორგანიზაციას 5 წლის მანძილზე უხელმძღვანელებს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : თანამედროვე კრიზისის გადაჭრის გზები

თანამედროვე კრიზისის გადაჭრის გზებიარის თუ არა იაფი ფული კრიზისის დაძლევის საშუალება

ქვეყნის მმართველები კი მიიჩნევენ, რომ ფინანსური კრიზისის აღმოფხვრა და ინფლაციის სალდოს შეჩერება ფულითაა შესაძლებელი, თან ბევრი ფულით. მონეტარული პოლიტიკის კორიფე და ცნობილი Taylor rule-ის გამომგონებელი ჯონ ტეილორი კი თვლის, რომ იაფი ფულის უზარმაზარი მასა არ წარმოადგენს აქტუალური ფინანსური კრიზისის დაძლევის ეფექტურ საშუალებას.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : შეწყვეტს თუ არა ევროზონა არსებობას

შეწყვეტს თუ არა ევროზონა არსებობასBloomberg-ის ჩატარებული კვლევით 2016 წლისთვის ევროზონიდან ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გასვლას რესპონდენტთა 59% ელოდება


ევროზონამ საკუთარი არსებობა, შესაძლოა, 2013 წლისთვის დაასრულოს, რადგან მისი წევრი ქვეყნების მზადყოფნა, დახმარება გაუწიონ თავიანთ მეზობლებს, სულ უფრო მცირდება. ამის შესახებ კვლევითი კომპანია Centre for Economics and business Research (CEBR)–ის ანალიტიკოსები აცხადებენ.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ევროპა აზიიდან ინფლაციის იმპორტს ეწევა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განგაში უკვე ატეხა

ევროპას განვითარებადი ქვეყნებიდან არა მხოლოდ ტელევიზორები და სათამაშოები, ინფლაციაც შემოაქვს. ამასთან დაკავშირებით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განგაში უკვე ატეხა. აზიის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურმა ბუმმა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც აზიიდან ევროპაში შემოტანილ პროდუქციაზე მნიშვნელოვნად აისახა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : კრიზისის მიზეზი ეკონომიკის ზედმეტ თავისუფლებაშია

კრიზისი, რომელიც სამი ევროპული ქვეყნის (საბერძნეთი, ირლანდია და პორტუგალია) სახელმწიფო ვალებს უკავშირდება, ეკონომიკური შეზღუდვების არარსებობითაა გამოწვეული. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ?ინისტრმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ განაცხადა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : IMF და OECD მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპების კლებას პროგნოზირებენ

IMF და OECD მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპების კლებას პროგნოზირებენ

2011 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4.3 პროცენტით გაიზრდება

"მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპები შემცირდება, რაც გამოწვეული იქნება მთელი რიგი ფაქტორების გამო. კერძოდ, ამაში ყველაზე დიდ წვლილს ევროზონის პრობლემები და აშშ-ს უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი შეიტანს. თუმცა კრიზისის მეორე ტალღის საშიშროება არ არსებობს", - ამ განცხადებას OECD-ის პრეზიდენტი ანხელ გურია აკეთებს.
ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელ ფაქტორებად ორგანიზაციის ხელმძღვანელი აგრეთვე ასახელებს ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკურ არასტაბილურობას, საკვებზე მაღალ ფასებს, იაპონიის კატასტროფას და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალის დიდ მოცულობას.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ობამა ახალი კრიზისის საფრთხეს ხედავს

ობამა ახალი კრიზისის საფრთხეს ხედავს"თუ საგარეო ვალის ზედა ზღვრის აწევა არ მოხდა,
აშშ დეფოლტის წინაშე დადგება" - ტიმოთი გეიტნერი


თუკი აშშ–ს კონგრესი არ გაზრდის სახელმწიფო ვალის "ჭერს," შესაძლოა, ეს ახალი ფინანსური კრიზისის მიზეზი გახდეს. ეს განცხადება შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა.
ამერიკას მითითებებს სარეიტინგო სააგენტო Fitch ratings-ც აძლევს და ამერიკას საგარეო ვალის ზედა ზღვრის აწევისკენ მოუწოდებს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ევროკავშირი კერძო კრედიტორებისთვის საბერძნეთის დეფოლტს ამზადებს

ვენაში გამართულ ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე საბერძნეთის ვალების გადახდის ვადის გაგრძელების საკითხი განიხილებოდა.
ჩინოვნიკების განცხადებით, საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხზე ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწია. მაგრამ საბერძნეთი უნდა დათანხმდეს გარკვეულ პირობას, რომელიც კერძო კრედიტორებს შეეხება.
ევროზონის ქვეყნების ხელისუფლებები იმ კერძო კრედიტორებს, რომელთა ობლიგაციების დაფარვის ვადაც უკვე მალე დადგება, შესთავაზებენ გაცვალონ თავიანთი ობლიგაციები უფრო გრძელვადიან ფასიან ქაღალდებში. თუ საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხი 20 ივნისს გადაწყდება, ზემოთხსენებული პროცესის დაწყება შეიძლება ივლისში მოხდეს. გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვალების 7 წლით გადავადებას თავაზობს პარტნიორებს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : იტალიის მოქალაქეებმა ატომურ ენერგიაზე უარი თქვეს

იტალიაში ჩატარებულ საყოველთაო რეფერენდუმზე ამომრჩეველმა უარი თქვა ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე. ეს დიდი დარტყმაა პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთვის, რომლის კოალიციამაც სულ რაღაც ორი კვირის წინ გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე დიდი დანაკარგები ნახა.
იტალიის მოქალაქეებმა ასევე უარი თქვეს სამთავრობო ინიციატივაზე - მინისტრებს სასამართლო საქმეებისგან იმუნიტეტი მიენიჭოთ, ისევე როგორც უარი თქვეს წყლის პრივატიზაციის გეგმებზე. კვირას და ორშაბათს გამართულ რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 57-მა პროცენტმა მიიღო - 1995 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ რეფერენდუმზე 50-პროცენტიან კვორუმს მიაღწიეს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : მსოფლიოში მილიონერთა რაოდენობა 12 პროცენტით გაიზარდა

მსოფლიოში მილიონერთა რაოდენობა გაიზარდა. ზრდა სინგაპურისა და ჩინეთის ხარჯზე დაფიქსირდა.
Boston Consulting Group-ის (BCG) კვლევის მიხედვით, მსოფლიოში მილიონერთა რაოდენობა 12,2%-ით გაიზარდა და მთლიანობაში 12,5 მლნ ადამიანი შეადგინა. ყველაზე მეტი მილიონერი, რომელთა ქონებაც დოლარებშია აკუმულირებული, აშშ-ში ცხოვრობს და მათი რაოდენობა 5,2 მლნ-ს შეადგენს; შემდეგ მოდის იაპონია 1,53 მლნ-ით და ჩინეთი 1,11 მლნ-ით.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ოქროს ახალი iPad-ი Bentley-ზე ძვირი ღირს

 ოქროს ახალი iPad-ი Bentley-ზე ძვირი ღირსძვირფასი ლითონებისგან და ქვებისგან დამზადებული სხვადასხვა მოწყობილობები სულ უფრო პოპულარული ხდება და ლუქს-კლასის საქონლის კატეგორიად ითვლება. ახლახანს, მსგავსი მოწყობილობა ბრიტანეთში კომპანია იPად-მა დაამზადა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : გერმანიის მაღაზიებიდან მილიარდობით ევროს ღირებულების საქონელი იკარგება

 გერმანიის მაღაზიებიდან მილიარდობით ევროს ღირებულების საქონელი იკარგებაგასული წლის განმავლობაში გერმანიაში მაღაზიებიდან და ბაზრობებიდან უკვალოდ გაქრა 3.7 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი, რაც მთელი დარგის ამონაგების 1%-ია. გერმანიის ქალაქ კიოლნში ვაჭრობის კვლევის ინსტიტუტის მიერ გაიმართა კვლევის პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც გამქრალი საქონლის დიდი წილი ქურდებზე მოდის, დაახლოებით 20% კი - არაკეთილსინდისიერი სავაჭრო თანამშრომლების "დამსახურებაა".

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ევროკავშირი კერძო კრედიტორებისთვის საბერძნეთის დეფოლტს ამზადებს

 ევროკავშირი კერძო კრედიტორებისთვის საბერძნეთის დეფოლტს ამზადებსვენაში გამართულ ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე საბერძნეთის ვალების გადახდის ვადის გაგრძელების საკითხი განიხილებოდა.
ჩინოვნიკების განცხადებით, საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხზე ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწია. მაგრამ საბერძნეთი უნდა დათანხმდეს გარკვეულ პირობას, რომელიც კერძო კრედიტორებს შეეხება.

  სრულად ნახვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48