ნანახია: 977
ამერიკამ ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე რეცესია გადაიტანა. წინასწარი მონაცემებით, მესამე კვარტალში აშშ-ს მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მოსალოდნელზე მეტად, 3.5%-ით გაიზარდა. ივლის-სექტმბერში აშშ-ში გაიზარდა ექსპორტი, სამომხმარებლო ხარჯები და სამშენებლო სფეროში ინვესტიციები გაიზარდა. ანალიტიკოსები წარმატებას ხელისუფლების ქმედებებს უკავშირებენ, რომელიც მანქანების შემსყიდველთა სტიმულირებისკენ და ზოგიერთი გადასახადის დაწევისკენ იყო მიმართული. თუმცა რეალურად პოზიტიურ ეფექტს ამერიკელები ახლა ნახავენ. კრიზისის გამო სამსახური თითქმის 7 მლნ. ადამიანმა დაკარგა. აშშ-ს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, რომ არ მოდუნდნენ. `ძალიან მიხარია, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა. ჩვენ 2009 წლის დასაწყისიდან საკმაოდ გრძელი გზა განვვლეთ. 3.5%-იანი ზრდა ამ სფეროში ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე კარგი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ რეცესია შესუსტდა და ჩვენმა მცდელობებმა მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, შედეგები გამოიღო, მაგრამ ჩვენ წინ კიდევ ძალიან დიდი შრომის გაწევა მოგვიწევს იმისათვის, რომ ეკონომიკის საბოლოო რეგულირება მოხდეს და კრიზისი დავძლიოთ – ის რაც "დიდი დეპრესიის" შემდეგ ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის", - აცხადებს ბარაკ ობამა, აშშ-ს პრეზიდენტი.
მოამზადა ირმა ზარნაძემ
|