ნანახია: 757
ამერიკული "აუდიტორული ბიუროს" მონაცემებით, უმსხვილესი საგაზეთო გამოცემების ტირაჟი ბოლო 70 წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა. აპრილიდან სექტემბრამდე ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.6%-ით დაეცა. ექსპერტების აზრით, ასეთი ტენდენცია ამერიკის მოსახლეობაში დემოგრაფიულ ცვლილებებთან, ინტერნეტის პოპულარიზაციასა და გაზეთებზე არსებულ განსხვავებულ ფასებთანაა დაკავშირებული. დასკვნაში ნათქვამია, რომ ყოველდღიურ გაზეთებს 30.4 მლნ. ამერიკელი ყიდულობს. ამასთან, 1940 წელს, როდესაც საგაზეთო ასოციაციამ ტირაჟის სტატისტიკის წარმოება დაიწყო, გაზეთებს 41.1 მლნ. ადამიანი კითხულობდა. მას შემდეგ საგაზეთო ისტორიაში დაფიქსირდა როგორც აღმასვლა, ასევე წარუმატებლობებიც. 1987 წლიდან კი საგაზეთო ინდუსტრია დაღმასვლას განიცდის. მიმდინარე წლის აპრილის თვიდან სექტემბრამდე, UშA თოდაყ-მ თავისი 27 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ტირაჟის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა. გაზეთმა მკითხველთა 17.15%-ი დაკარგა და პირველი ადგილი თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ს დაუთმო, რომელმაც ტირაჟის 0.61%-ით გაზრდა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მატება ელექტრონული ვერსიის გამოწერის მსურველთა ხარჯზე მოხდა. თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ის ბეჭდური ვერსიის გაყიდვები 2%-ით შემცირდა. რეიტინგში მესამე ადგილი თჰე New York Times-მა დაიკავა, რომლის ტირაჟიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაშიც 7.28%-ით შემცირდა და 927.9 ათასი ერთეული შეადგინა. საგაზეთო ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორის, ვიცე-პრეზიდენტ ბილ ნაიჯელის განცხადებით, ასეთი მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი იყო. ამასთან, Neilsen-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გაზეთის საიტის მომხმარებელთა რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 7%-ით გაიზარდა და თვეში 21.5 მლნ. ერთეული შეადგინა. როგორც Benchmark-ის მედიაექსპერტმა ედვარდ ატორინომ განაცხადა, გაყიდვების მაჩვენებლის დაწევა განპირობებულია იმით, რომ სარეკლამო შემოსავლების 25-30%-ით დაწევის ფონზე მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ამის გამოა, რომ გამომცემლობები გაზეთზე ფასს ზრდიან, რაც მკითხველს ნამდვილად არ აწყობს. ამასთან ერთად აშშ-ს მოსახლეობის დემოგრაფიული ცვლილებებიც გარკვეულ ზემოქმედებას ახდენენ. "ძველი თაობა იღუპება, ახალგაზრდები კი გაზეთს არ კითხულობენ. ამიტომ მასმედიის საშუალებები იძულებულნი არიან ორიენტაცია ინტერნეტზე მოახდინონ," - განაცხადა ექსპერტმა. ხოლო LSE–ის ექსპერტის, ჩარლზ ბეკეტის აზრით, ამ ვარდნის მთავარი მიზეზი არის ის, რომ თანამედროვე ამერიკელებს, რომლებიც შოპინგით, სამსახურითა და სპორტით არიან დაკავებულნი, გაზეთის საკითხავად დრო უბრალოდ აღარ რჩებათ.
|