ნანახია: 836
მიუხედავად აშშ-ს ეკონომიკის გამოცოცხლების ნიშნებისა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი – უმუშევართა რაოდენობა – ზრდას განაგრძობს. მიმდინარე კვირას შრომის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა იმ ამერიკელთა რაოდენობამ, რომლებმაც სამსახური გლობალური ფინანსური კრიზისის დროს დაკარგეს, 7.2 მლნ. ადამიანს გადააჭარბა, რაც დასაქმებული მოსახლეობის 9.8%-ს შეადგენს. ანალიტიკოსების აზრით, დასაქმების ბაზარზე მდგომარეობა გაუარესებას 2010 წლის დასაწყისამდე განაგრძობს. აშშ-ში სექტემბრის თვეში 263.000 სამუშაო ადგილი გაუქმდა, რაც აგვისტოს მონაცემზე 62.000 მეტია. ანალიტიკოსებისთვის ეს შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. მათ მიერ ადრე გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, დაახლოვებით 180.000 ადამიანი უნდა დარჩენილიყო სამსახურის გარეშე. `უმუშევართა სექტემბრის მონაცემები ეკონომიკის სტაბილიზაციის შენელებაზე მიუთითებს. სავარაუდოდ, ეკონომიკაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას არ უნდა ველოდოთ", - განაცხადა HIS Global Insight-ის ანალიტიკოსმა ნაიჯელ გაულტმა. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჩინოვნიკები მათ მიერ ადრე გაკეთებული ანგარიშების გადახედვას აპირებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სამუშაო ადგილი კრიზისის პერიოდში დაკარგა 8 მლრნ.-ს მიაღწევს. ოპტიმისტურად არც აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი, ბენ ბერნანკეა, განწყობილი. მისი განცხადებით, აგვისტოს თვეში ეკონომიკაში მომხდარმა დადებითმა ბიძგებმა შრომით ბაზარზე მდგომარეობის შენარჩუნება ვერ შეძლო. როგორც ჩანს, ამერიკის შრომითი ბაზარი კრიზისის აქტიური ფაზის დასრულებას…ყველა ბოლოს იგრძნობს. "დადებითი ბიძგები 2010 წლის პირველ კვარტალში მოხდება, მაგრამ მანმადე უმუშევართა რაოდენობა 10%-ს მიაღწევს – ბოლო 27 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს და კლებას პერმანენტულად დაიწყებს", - ნათქვამია TD Bank Financial Group-ის ექსპერტების დასკვნაში, რომელიც აშშ-ს ეკონომიკის პერსპექტივებს მეიძღვნა. პროგნოზების თანახმად, აშშ-ში უმუშევართა ნიშნული მიმდინარე წლის მეოთხე და 2010 წლის პირველ კვარტალში 10%-ს მიაღწევს, ხოლო მომდევნო წლის ბოლოსთვის 9.7%-მდე შემცირდება. "აშშ-ს შრომით ბაზარზე ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მდგომარეობის რეგულირება ნელა მოხდება", - განაცხადა TD Bank Financial Group-ის წამყვანმა ეკონომისტმა რიჩარდ კილმა.
|