მოლდოველები - ყველაზე ღარიბები ევროპაში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : მოლდოველები - ყველაზე ღარიბები ევროპაში
ნანახია: 1167

რადიოსადგურ Deutsche Welle-ს გამოკვლევათა მონაცემებით, ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა მოლდოვაა. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოველების შემოსავლებმა ბოლო ორ წელში საგრძნობლად მოიმატა, კეთილდღეობამდე მათ ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ. იმისათვის, რომ მოლდოვაში ერთი თვის განმავლობაში იარსებო, საშუალოდ, 130 ევროა საჭირო. მოლდოვაში საშუალო თვიური ხელფასი 175 ევროა, თუმცა დამწყები მასწავლებელი მხოლოდ 35 ევროს იღებს. ექსპერტთა აზრით, ქვეყნის კეთილდღეობაზე, გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, დიდწილად მოქმედებს პოლიტიკური ფაქტორები, რაც ქვეყნის ორიენტირების არასათანადო სიცხადეში გამოიხატება. მოლდოველები ძირითადად საზღვრებს გარედან გამოგზავნილი ფულით ცხოვრობენ. ბოლო ათი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ 600 ათასი მოლდოველი მოქალაქეა სამუშაოდ გასული, რომელთა უმრავლესობა განათლებული და ახალგაზრდა ადამიანია,ეს კი ქვეყნის სამუშაო ძალის ყველაზე აქტიური სეგმენტია. მსოფლიო ბანკის 2008 წლის მონაცემებით, მოლდოვაში 2007 წელს მშპ-მ 36,2% შეადგინა. ეს ციფრი კი მეტწილად საზღვარგარეთიდან, მიგრანტების მიერ გამოგზავნილმა ფინანსებმა განსაზღვრა. ეს კი, თავის მხრივ, მოლდოვური ეკონომიკის სისუსტის მაჩვენებელია, რაც თავის მხრივ, ამუხრუჭებს, ქვეყნის როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკურ ცხოვრებას, რომელშიც მოსკოვთან არასტაბილური ურთიერთობებიც მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ მოლდოვას მშპ-ს მეოთხედი ღვინის ექსპორტზე მოდის, რომლის 80% რუსეთის ბაზარზე შედიოდა.
მოლდოვაში საბაზრო ეკონომიკის განვითარება არასწორი გზით წარიმართა. 1990-1999 წლებში წარმოების მოცულობა 60%-ით შემცირდა. 2000-2008 წლებში ასეთი მოცულობით წარმოების შემცირება არ შეინიშნებოდა, თუმცა არც ზრდის ტემპი იყო განსაკუთრებულად მაღალი. ამიტომაც არცაა გასაკვირი, რომ მოლდოვას ეკონომიკა ევროპაში ერთ-ერთ სუსტ ეკონომიკადაა მიჩნეული. მოლდოვაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ გაცილებით დაბალია, ვიდრე ცენტრალურ ევროპაში და ის წლიურ 2,2 ათას დოლარს შეადგენს. სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ მოლდოვას მოსახლეობის 30% სიღარიბის ზღვარზეა. ანალიტიკოსთა შეფასებით, სიტუაციას ართულებს ის გარემოებაც, რომ ქვეყანა დღემდე ვერ ჩამოყალიბდა თავის პოლიტიკურ ორიენტირებში და ვერ შეთანხმდა იმაზე, თუ ვისთან, რა ფინანსური კავშირები დაამყაროს. მომავალ წელს მოლდოვაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებია. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს - ვლადიმირ ვორონინს დიდი ძალისხმევა მოუწევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ადგილიდან დაძრას და რეალური შედეგები დაანახოს მოსახლეობას, რათა თავისი დაბალი რეიტინგი რამენაირად გააკეთილშობილოს.


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48