ნანახია: 779
"ლუკოილის" ამერიკული ოცნება კომპანია აშშ-ში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს "ლუკოილმა" შტატებში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ არაერთხელ განაცხადა. როგორც ჩანს, მან ბოლოსდაბოლოს სურვილის შესრულება მოახერხა. კომპანია ჩონოცოპჰილლიპს -ის აქციონერებთან ერთად ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყებას და ინვესტიციების ჩადებას შტატების აღმოსავლეთში აპირებს. ექსპერტების აზრით, "ლუკოილი" ძალიან მარტივად შეძლებდა ამ მშენებლობისთვის საჭირო რესურსების მოზიდვას. ახალი ქარხანა აშშ-ში 2011 წელს დაიწყებს სრული დატვირთვით ფუნქციონირებას, როდესაც ავტომობილის საწვავზე მოთხოვნა გაიზრდება. "ლუკოილმა", რომლის 20%-ი ამერიკულ ჩონოცოპჰილლიპს-ს ეკუთვნის, არაერთხელ განაცხადა აშშ-ში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ფლობის შესახებ. ამჟამად კომპანია ამერიკული ნავთობპროდუქტების ბაზრის 5%-ს ფლობს. გაზაფხულზე `ლუკოილმა~ აშშ-ში 160 ავტოგასამართი სადგური გაყიდა, მას შემდეგ რაც მისმა ზარალმა 58 მლნ. დოლარს მიაღწია. თუმცა დანაკარგმა, როგორც ჩანს, "ლუკოილს" ამერიკული ბაზრისადმი ინტერესი ვერ დაუკარგა. რუსული კომპანიის ინვესტიციები რუსულ ნავთობზე იქნება ორიენტირებული. ინვესტიციების რაოდენობა და ქარხნის სიდიდე არ სახელდება. "ლუკოილს" დიდი ხანია ჰქონოდა სურვილი, რომ აშშ-ში ქარხანა გაეხსნა. ხელს ის უშლიდა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სიძვირისა და ეკოლოგიური შეზღუდვების გამო აღარ შენდებოდა. ახლანდელი გადაწყვეტილება კი მოულოდნელი აღმოჩნდა," - განაცხადა ექსპერტმა ალექსეი კოკინმა. რუსულ კომპანიას პირველი კვარტლის ბოლოს, დაახლოებით, 3 მლრდ. დოლარი ჰქონდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ დამატებით 2-3 მლრდ. დოლარის ოდენობის კრედიტის მოზიდვა შეუძლიათ. ექსპერტების განცხადებით, აშშ-ში ამჟამად ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საჭიროება არ არის, ნავთობზე მოთხოვნა მხოლოდ 2011 წელს დარეგულირდება და ზრდას დაჩქარებული ტემპებით დაიწყებს - წელიწადში 0.4 - 0.5%-ით. ქარხნის 2011 წლამდე ამოქმედებას აზრი არ აქვს. ასე რომ, ეს ყველა შემთხვევაში გრძელვადიანი პროექტია.
ვალუტას კვლავ მოგება მოაქვს
ივნისში დოლარისა და ევროს კურსის ცვალებადობის ხარჯზე ინვესტორებმა მოგება ნახეს უცხოური ვალუტის გამყარების გამო, რუსეთში შემოსავლების მიღების ერთ-ერთ წყაროდ ივნისში საბანკო დეპოზიტები და ნაღდი ფულის გაცვლით მოგების მიღება იქცა, - ნათქვამია მაკროეკონომიკური კვლევების ცენტრის "იუნიკონის" კვლევაში. ხოლო უძრავ ქონებასა და ფასიან ქაღალდებში გაკეთებული ინვესტიციები, საფონდო ბირჟებზე საცხოვრებელზე დაწეული ფასების გამო, ზარალის მომტანი აღმოჩნდა. ზემოთ აღნიშნული მაკროეკონომიკური კვლევების ცენტრის თანახმად, ივნისში დოლარის რუბლთან მიმართებაში 0.99%-ით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 1.02%-ით გამყარებამ ამ ვალუტაში ფულის შენახვისადმი ყურადღება გაზარდა. ერთი თვის განმავლობაში დოლარის დეპოზიტების შემსყიდველუნარიანობა 0.88%-ით, ხოლო ევროს შემთხვევაში – 0.91%-ით. ამაში თავისი როლი წლიური მაჩვენებლის 12%-ით შემცირებამაც ითამაშა. 'რუბლის დეპოზიტებმა ივნისში 0.31%-ის მოგება მოიტანა," - ნათქვამია მაკროეკონომიკური კვლევების ცენტრის "იუნიკონის" კვლევაში. საბანკო დეპოზიტების შემდეგ ყველაზე კარგი მაჩვენებელი ოქრომ აჩვენა, რომელმაც წლიური 25.56%-ით მოიმატა. იმის გამო, რომ საერთო ჯამში ძვირფასი ქვების ღირებულება ივნისში ნეგატიურ ტენდენციას გვიჩვენებს, ივნისში ოქრო 2.7%-ით გაუფასურდა. ინვესტორების იმედგაცრუება მოსკოვში უძრავი ქონების ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია. გასული თვის განმავლობაში მოსკოვში კვადრატული მეტრი საცხოვრებლის ფასმა უარყოფითი ტენდენცია შეინარჩუნა და 1.7%-ით შემცირდა. ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის, ოლეგ რეპჩენკოს, განცხადებით, ივნისში საცხოვრებელზე ფასების ვარდნა უკვე ბოლო რვა თვის განმავლობაში გრძელდება. ანალიტიკოსის, ელდერ ვაგაბოვას აზრით, უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობის განვითარება მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
ბანკები Private Banking -ში ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან
Scorpio Partnership -ის კვლევის თანახმად, Mერილლ Lყნცჰ -ის საკუთრებაში არსებულმა ქონებამ Bank of Amerika (BofA)-ს მუდვმივი კლიენტების აქტივების მართვის მხრივ ლიდერობის საშუალება მისცა და ამ მხრივ შვეიცარულ ბანკ UBS-ს აჯობა. 2008 წელს ამ ბანკებისა და მათი კონკურენტების საკუთრებაში არსებული აქტივები 1.7%-ით შემცირდა და 14.5 მლრდ. დოლარი შეადგინა. Private Banking -ის განვითარებისთვის შედარებით არაპერსპექტიულ ქვეყნებად ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი ითვლება. Scorpio Partnership -ის კვლევა 14.000 კერძო ბანკისა და 7.000 მათი კლიენტის გამოკითხვაზე დაყრდნობით გაკეთდა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, აქტივების გაუფასურებისა და კლიენტების მხრიდან საბანკო სექტორიდან მათი მილიონების გამოტანის ფონზე, ბანკების მმართველობაში მყოფი კლიენტების რესურსების ზრდა 2008 წელს 2.9 ტრლნ. დოლარით შემცირდა და 14.5 ტრლნ. დოლარი შეადგინა. ამ სექტორში მოგება, კვლევის თანახმად, დაახლოებით, 32.9%-ით დაეცა. მომდევნო 12 თვე Private Banking -თვის საკმაოდ რთული იქნება – კომპანიებს შედარებით მომგებიანი ბაზრების პოვნა და მათი ეფექტურობის გაზრდა მოუწევთ. ამ სიძნელეებიდან შესაძლო გამოსავალი კონსოლიდაცია და ახალ ბაზრებზე გასვლა იქნება. როგორც კვლევაშია ნათქვამი, რესპოდენტთა 72%-ი მმართველობის მხრივ კონსოლიდაციის გაზრდას მოელის. ამ ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე პერსპექტიულ ქვეყნებად ითვლება ჩინეთი და ინდოეთი. ექსპერტების აზრით, საერთაშორისო ბანკებმა კლიენტებთან მუშაობა უნდა გააგრძელონ და მათთან დაახლოება სცადონ. Merrill Lynch-ის საკუთრებაში არსებული ქონებით (1.3 ტრლნ. დოლარის მფლობელი, 2007 წლის მიხედვით მესამე ადგილს იკავებდა) BofA -ს ჩამოუვარდება, რომელიც ადრე იმ მსხვილი ბანკების სიაში, რომლებიც კლიენტებთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, არ ფიგურირებდა, 2009 წლის ნუსხაში 1.5 ტრლნ. დოლარით სათავეში მოექცა. ასეთი მაჩვენებელი გასულ წელს UBS -მა აჩვენა, რომლის მონაცემიც წელს 1.9 ტრლნ. დოლარიდან 1.4 ტრლნ. დოლარამდე შემცირდა – ეს ბანკების მიერ კრიზისის განმავლობაში განცდილი ზარალისა და აშშ-ში საგადასახადო სკანდალის შემდეგ. "გადამწყვეტი როლი Bankd of Amerika აძლიერებამ ითამაშა და არა შვეიცარიული ბანკის პრობლემებმა," - განაცხადა შცორპიო –ის ხელმძღვანელმა სებასტიან დოვმა. საერთო ჯამში, Private Banking –ში ამერიკული ბანკები დომინირებენ – ექვსი მათგანი პირველ ათეულში მოხვდა. "ამერიკულ ბანკებს, რომლებიც Private Banking–ის სფეროში მოღვაწეობენ, ძალიან ძლიერი შიდა ბაზარი აქვთ. თუკი ამას გამოვრიცხავთ, მაშინ მენეჯერული თვალსაზრისით უდაო ლიდერად UBS -ი მოგვევლინება,"- განაცხადა ბ-ნ დოვმა.
ობამა სამიტების ხარჯზე ფულის დაზოგვის ინიციატივით გამოდის
მსოფლიომ კრიზისის ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების თავიდან აცილება მოახერხა, რაც მსოფლიო ფინანსურ სისტემას გლობალური კოლაფსით ემუქრებოდა, თუმცა ეკონომიკის რეგულირებამდე ჯერ ადრეა, - ეს განცხადება 11 ივლისს ბარაკ ობამამ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, იტალიაში სამდღიანი "დიდი რვიანის" სამიტის დასკვნით კონფერენციაზე განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში არსებული ფინანსური სისტემის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელისუფლების მრავალმილიარდიანი გეგმების განხორციელება შეძლოს. ბარაკ ობამამ "დიდი რვიანის" სამიტი ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი მეშვეობით ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი და სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღეს, თუმცა დასძინა, რომ სხვადასხვა სახის სამიტები ზედმეტად ხშირად ტარდება, რასაც დიდი რესურსები სჭირდება და აუცილებელია მათი რაოდენობის შემცირება. შეგახსენებთ, რომ "დიდი რვიანის" სამიტი (აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი, კანადა) იტალიაში მიმდინარე წლის 8-10 ივლისს მიმდინარეობდა და მისი ორგანიზება 150.000.000 აშშ დოლარი დაჯდა.
კრიზისმა ჰოლივუდში შეაღწია ჰოლივუდი კრიზისს განიცდის. კინოს ბიზნესი უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ის კონგლომერატები, რომლებსაც დიდი სტუდიები მხოლოდ ერთი ნაწილის სახით აქვთ. კინოკომპანიებმა Disney,Fox და Universal მოგების მიღება ადგილობრივი რადიოსადგურებიდან მოახერხეს. თიმე ჭარნერს -ის მდგომარეობა კი უკიდურესად რთულია. 2009 წელს DVD გაყიდვები რეკორდულად შემცირდა. ახლა ჰოლივუდის დევიზია: ნაკლები დახარჯე, ნურაფერს გააკეთებ სარისკოს! არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს რთული აღმოჩნდა. გასულ წელს ჭალლ შტრეეტ -ის ფულის ნაკადი, რომელმაც ფილმის შექმნის პროცესში არსებული ყველა რისკი გაიზიარა, მოულოდნელად დაშრა. ინვესტორები მიხვდნენ, რომ კინო-ბიზნესის შედეგი უკეთესი წვეულებებია და არა ფული. კინოკრედიტორები ახლა ბალანსის შევსებას ცდილობენ. უცხოელი ინვესტორები კი თავიანთ ქვეყანასა და ბიზნესზე არიან კონცენტრირებულები. JPM Morgan -ის ხელმძღვანელის დევიდ შეჰინის განცხადებით, კრიზისამდე ოცდაათიდან 25 ბანკი კინოინდუსტრიას აქტიურად აფინანსებდა, ახლა კი მათი რაოდენობა 12-ს არ აღემატება. ამ ყველაფერს შედეგად ის მოჰყვება, რომ ნაკლებ ფილმს გადაიღებენ. ამერიკის კინო განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, გასულ წელს 606 ახალი ფილმი გადაიღეს. მიმდინარე წელს კი, სავარაუდოდ, ეს ციფრი ოთხასზე ნაკლები იქნება. ეს უცაბედად არ მოხდება. ამ შედეგის მისაღწევად კინოიდუსტრიას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. სხვა რომ არაფერი, ტალანტის ფასიც კლებულობს. მსახიობებს იმაზე გაცილებით ნაკლებს უხდიან, ვიდრე ადრე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ფილმი წარმატებული აღმოჩნდება და მისი გაყიდვებიც წარმატებულია. ამ ყველაფერს ხელს ისიც უწყობს, რომ ყოველდღიურად რეკლამების რაოდენობაც მცირდება. კინოინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები იმედოვნებენ, რომ ფართომასშტაბიანი და დიდ ბიუჯეტიანი ფილმების გადაღება ძველ დიდებას აღიდგენს.
ევროპელები "ნაბუკოს" მშენებლობაზე შეთანხმდნენ
ანკარაში ხუთმა ქვეყანამ - თურქეთმა, ავსტრიამ, ბულგარეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა, "ნაბუკოს" გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობათაშორის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომლის საშუალებითაც ევროპაში გაზის იმპორტი რუსეთის გვერდის ავლით მოხდება. ცერემონიას ოცი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის ევროკომისიის ხელმძღვანელი ხოსე მანუელ ბაროზუ, ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი, ასევე, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ მორნინგსტარი. "ნაბუკოს" გაზსადენის მაგისტრალი წელიწადში 31 მლრდ. კუბამეტრის სიმძლავრისაა და შუა აზიიდან და კასპიისზღვისპირა რეგიონიდან ცენტრალურ ევროპაში გაზი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით მოხვდება. "ნაბუკოს" პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2011 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა ბოლო დროს 2013 წლისთვის გადაიდო. პროექტი 12 მლრდ. დოლარად არის შეფასებული. გაზსადენის მშენებლობის პირველი ნაწილი 2010 წელს დაიწყება. კომენტარებიდან გამომდინარე, "ნაბუკოს" მთავარი მიზანი - რუსული გაზისგან ევროპის დამოუკიდებლობის მიღწევაა. მიხეილ სააკაშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ ამ გაზსადენთან დაკავშირებით შეთანხმების მიღება მოსკოვზე გამარჯვებას ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ მარტში "გაზპრომმა" შეთავაზება მიიღო "ნაბუკოს" პროექტში მონაწილეობის შესახებ, თუმცა მან უარი განაცხადა. როგორც კონცერნის ხელმძღვანელმა განაცხადა, რუსეთი ორ პროექტში - "ჩრდილოეთის ნაკადსა" და "დასავლეთის ნაკადში" - უკვე იღებს მონაწილეობას.
მოამზადა ირმა ზარნაძემ
|