25 ადამიანი, რომელმელთაც მსოფლიო კრიზისი გამოიწვიეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : 25 ადამიანი, რომელმელთაც მსოფლიო კრიზისი გამოიწვიეს
ნანახია: 1672

ყველაზე რთული ეკონომიკური "შფოთვა" თანამედროვე მსოფლიოსთვის დიდი დეპრესიის შემდეგ არც თუ ბუნებრივი ფენომენია, იგი კაცობრიობის მიერ შექმნილი ერთ-ერთი უსაშინლესი კატასტროფა და მარცხია. ბოლო დროის განმავლობაში უფრო ხშირად ცდილობენ იმ ადამიანთა სახელების გამოვლენას, რომლებიც შექმნილი კრიზისის უშუალო დამნაშავეებად ითვლებიან. ახლახანს Guardian City-ს რედაქტორმა ჯულია ფინჩმა შეადგინა იმ ადამიანთა სია, რომლებმაც ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიეს.

ზემოთ ნახსენები სიის პირველი ადგილი აშშ-ს ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ ალან გრინსპანმა (1987-2006) დაიკავა. ექსპერტთა გამოკვლევის თანახმად, ჯერ რამდენიმე წლის წინ სწორედ ფედ.-ის თავმჯდომარემ ამერიკის ეკონომიკა ფინანსური კრიზისისაკენ წარმართა; ბოლოდროინდელ კრიზისთა რიცხვში, სწორედ გრინსპანის წყალობით 1987 წელიც მოხვდა, როდესაც საფონდო მარკეტი მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა; ამას მოყვა 9/11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად გამოწვეული სიძნელეები ეკონომიკურ სფეროში... ყოველივეს შემდეგ ამ ადამიანს მეტსახელად `ორაკულსა~ და `მაესტროს~ ეძახიან. ამჟამინდელ კრიზისშიც ბატონი ალანი ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა. მას ბრალად ედება უძრავი ქონების ფასთა დესტაბილიზაცია, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია დაბალი საპროცენტო განაკვეთები და ნაკლები რეგულაციები იპოთეკურ სესხთან დაკავშირებულ ბიზნესში. მისი ინიციატივით უძრავი ქონების მყიდველებმა გადაცვალეს ფიქსირებული იპოთეკური სესხები სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთის გარიგებებზე, რამაც მსესხებლები მეტად რთულ სიტუაციაში ჩააგდო; ამ უკანასკნელთ ვეღარ შეძლეს ახალი საპროცენტო განაკვეთთა სრულად დაფარვა.
მრავალი წლის განმავლობაში, გრინსპენი ცდილობდა სხვადასხვა სახის სასპეკულაციო ბიზნესის განვითარებასაც, რომელიც არც თუ მრავლად იყო მაშინ, როდესაც იგი ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე გახდა; შემდეგი 5 წლის მანძილზე ეს ბიზნესი 2002 წლისათვის 100$-დან 500$მდე გაიზარდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, გრინსპანისვე თქმით, მისი ვარაუდები და რწმენები ეკონომიკაში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არასწორი აღმოჩნდა, კერძოდ, რწმენები იმის შესახებ, რომ თავისუფალი მარკეტი თავადვე გაუმკლავდებოდა ეკონომიკური რეცესიის რისკს; მეტი რეგულაციები დააზიანებდა უოლ სტრიტს და რომ საბოლოო ჯამში ბანკები ყოველთვის პირველ რიგში თავის აქციონერებს დაიცავდნენ.
ალან გრინსპანმა ამჟამინდელი ფინანსური კრიზისი აღწერა, როგორც `სახეობა, რომელიც საუკუნეში ერთხელ მოდის~ ამის მიზეზი კი მისივე თქმით, გარკვეულწილად ბანკების `სწრაფი თამაში~ და მიუკერძოებელ აქციონერთა დაკარგვაა...

პოლიტიკოსთა რიგებიდან აღსანიშნავია აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი. ეს უკანასკნელიც გარკვეულწილად დამნაშავეა ამჟამინდელ ფინანსურ ქაოსში. კლინტონმა გააძლიერა 1977 წლის საზოგადოების რეინვესტმენტის აქტი, რათა აეძულებინა იპოთეკური სესხის გამსესხებელ პირებს შეემსუბუქებინათ კანონები და მსესხებელთათვის უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო სესხის აღება.
1999 წელს კლინტონმა Gლასს-შტეაგალლ აქტის ანულირება მოახდინა, რამაც სრულიად განაცალკევა ერთმანეთისაგან კომერციული ბანკები, რომლებიც იღებენ დეპოზიტს, ასევე გამოყო საინვესტიციო ბანკები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის ინვესტიციებს და იღებენ სარისკო გადაწყვეტილებებს. ანულირებამდე იპოტეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 5% გახლდათ, საკრედიტო კრიზისის დაწყებისას კი საპროცენტო განაკვეთის დონემ 30%-ს მიაღწია.

ეკონომიკური კრიზისის სიაში მორიგ დამნაშავედ გორდონ ბრაუნი დაასახელეს. იგი როგორც ამბობენ, მთლად "დააბრმავეს" ამჟამინდელი მსოფლიო ეკონომიკის ძალაუფლებით სავსე ადამიანებმა, რომლებმაც ბრაუნს უბიძგეს სამოქალაქო საპროცენტო განაკვეთისათვის უფრო მეტი ყურადღების მიქცევა, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგებისათვის, როგორიცაა წარმოებლობა სხვადასხვა სფეროში. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა უცხოური ბანკებისა და ბევრი კერძო ბიზნესისთვის წარადგინა ახალი გეგმა, რომელიც თავის მხრივ დაბალ საგადასახადო ტარიფებს გულისხმობდა.

რასაკვირველია, დამნაშავეთა სიას არც ჯორჯ ბუში გადაურჩებოდა, მან მორიგი, მეოთხე ადგილი დაიკავა. ბუშის ადმინისტრაციამ ცოტა რამ იღონა, რომ "ნინჯასთვის" დაემუხრუჭებინა მეტად დიდი რაოდენობის იპოთეკურ სესხთა გაცემა, ანუ იმ პირებისათვის, რომლებსაც არც შემოსავალი ჰქონდათ და არც დიდად იყვნენ სამუშაოს შოვნით შეწუხებულნი, ლოგიკურად ის პირები, რომელთაც სესხის დროულად დაფარვა შეეძლოთ.

პოლიტიკოსთა რიგებში აშშ-ს შტატის ტეხასის ყოფილი სენატორი პილ გრამიც დგას. აღსანიშნავია, რომ გრამს მიღებული აქვს PhD ეკონომიკაში; იგი აქტიურად და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა ფინანსური დერეგულაციისათვის. მის მუშაობას კი მთელი რიგი რეგულაციებით ახალისებდა კლინტონის ადმინისტრაციაც, მათ შორის საკრედიტო სესხების გაცვლითი ბიზნესითაც. "ნიუ-იორკ თაიმსის" თანახმად, ფედერალურმა ქრონიკამ აჩვენა, რომ 1989 წლიდან 2002 წლამდე ის იყო კომერციული ბანკებიდან საკონტრიბუციო კამპანიების ტოპ ამთვისებელი. 2000 წლის აპრილში ნიუ-იორკში ყოფნის შემდეგ, სენატორმა განაცხადა: "უოლ სტრიტზე ყოფნისას, მე ვაანალიზებ, რომ ეს არის ამერიკული კაპიტალიზმის ყველაზე ნერვული ცენტრი და მე ვაანალიზებ რა გააკეთა კაპიტალიზმმა ამერიკის მუშა ხალხისათვის, პირადად ჩემთვის ეს სამოთხეა". საბოლოოდ მან დატოვა კაპიტოლ ჰილი და UBS-ში ინვესტმენტ ბანკირად დაიწყო მუშაობა.

ფინანსურ კრიზისში არანაკლებ დამნაშავენი არიან უოლ სტრიტი/ბანკირებიც. შემდეგი დამნაშავე კი სწორედ ამ ფენის წარმომადგენელი Goldman Sachs-ის მთავარი, აშშ-ს სტრატეგისტი, აბი კოჰენია, რომლის ზედმეტსახელი "სამარადისო სპეკულანტია." იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ქალად ითვლებოდა, თუმცა ამაოდ. ის ცნობილი იყო წინანსწარი პროგნოზების გაკეთებით, თუმცა ახლა მან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა წინასწარ ვერ განსაზღვრა აქციათა ფასის კრახი.

"ჰანკ" გრინბერგი, AIG-ს სადაზღვეო ჯგუფი.
ამჟამად 83 წლის ჰანკი- აკა მაურისი- AIG-ს ჯგუფის ბოსი გახლავთ. მან თავად შექმნა თავისი ბიზნესი და მალევე მსოფლიოს საერთაშორისო და უდიდეს სადაზღვეო კომპანიად გარდაქმნა. AIG-ს კრედიტთა გაცვლასთან დაკავშირებული ფართო ბიზნესი ჰქონდა. როდესაც AIG-ს საკრედიტო განაკვეთმა უცბად დაიწია, იგი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, მას აშშ-ს მთავრობისაგან დაახლოებით 85 მლნ. დოლარის სესხი სჭირდებოდა, რათა თავიდან აეცილებინა კოლაპსი. მოგვიანებით მათ აშშ-ს ხაზინისა და ფედერალური რესერვიდან კვლავ დასჭირდათ რამდენიმე მილიონი დოლარის სესხი; ამის მიუხედავად, AIG-ს აღმსრულებელმა ორგანოებმა არ მოიკლეს ძვირადღირებული მოგზაურობები, მათ შორის 444.000$ ღირებულების გოლფის თამაშები და სპა პროცედურები კალიფორნიაში და 86.000$ სანადირო ექსპედიცია ინგლისში. როგორც მერილენდის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ელიჯა ქამინგსმა განაცხადა, ამ სადაზღვევო ფირმის წარმომადგენლები იკეთებდნენ მანიკურსა და პედიკურს, იტარებდნენ სხვადასხვა სახის პროცედურებს, მასაჟებს, მაშინ როდესაც ამერიკელი ხალხი აღებულ სესხებს ითვლიდა.

ენდი ჰორნბაი, HBOS-ის ყოფილი ბოსი.
ენდი ჰორბსი მეტად პატივსაცემი, მომხიბლავი და მეტად ჭკვიანი ფიგურაა ამერიკული მაღალი ფენის საზოგადოებაში. აღსანიშნავია, რომ მან სტრატეგია აითვისა სწორედ `შოტლანდიური ეროვნული ბანკისაგან~, როდესაც იგი "ჰალიფაქსს" შეუერთდა, სწორედ ამან ჩააგდო HBOS იმ მეტად რთულ კრიზისულ მდგომარეობაში, რომელშიც იგი ახლა იმყოფება. ვინ იფიქრებდა, რომ ძლევამოსილი ჰალიფაქსი ასეთ დონემდე დაეცემოდა ნაციონალიზაციის მიჯნაზე?!

სერ ფრედ გუდვინი, ყოფილი RBS-ის ბოსი.
ფრედ გუდვინი ერთ პერიოდში გორდონ ბრაუნის გამორჩეულად პატივსაცმი ბიზნესმენი გახლდათ; ცოტა ხნის წინ კი პრემიერ- მინისტრმა განაცხადა, რომ იგი "გაბრაზებულია" იმ ადამიანზე, რომელსაც "ფრედ ზი შრედს" ეძახიან (იგულისხმება ფრედ გუდვინი), "შოტლანდიის ეროვნულ ბანკში" მისი სტრატეგიის გამო, რამაც ბანკს 28მლნ. ფუნტი სტერლინგი დააკარგინა და ამას კიდევ სახელმწიფოს კუთვნილი 70%-ის ზარალიც დაერთო. რასაკვირველია, სწორედ გუდვინის წყალობით, დანაკარგი არანაკლებ მძიმედ აისახება სახელმწიფოში არსებულ სხვადასხვა ბიზნესსფეროზეც.

სტივ ქრავშოუ, B&B-ს ყოფილი ბოსი.
არც თუ დიდი ხნის წინ Bრადფორდ & Bilingley მეტად მოსაწყენი საზოგადო შენობა იყო, რომელიც სულ რაღაც ორ ადამიანს იყენებდა თავისი სანდო სტატუსის დასაფიქსირებლად. 2004 წელს თავაზიანმა ქრავშოუმ თავის თავზე აიღო ბიზნესის ხელმძღვანელობა. სტივმა პირველ რიგში დახურა B&B-ს ბიზნესი, თითქმის ნახევრით შეამცირა შტატის წევრები, B&B იპოთეკური სესხების აღებისა და გაცემის სპეციალისტთა კომპანიად გადააკეთა და სესხების გაცემას `ლომის სესხები~ დაარქვა, რადგანაც ამ უკანასკნელის ასაღებად პირს აღარ ესაჭიროებოდა რეგულარული შემოსავლის ქონა, თუმცაBბიზნესმა ვერ გაუძლო დიდი ეკონომიკური კრიზისის წნეხს და მალე საყოველთაო საფონდო მარკეტის დაქცევის შედეგად B&B-მ თავი დიდ ვალებში ამოყო. ქრავშოუმ მალევე აქციონერებს 300 ფუნტი სტერლინგი სთხოვა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ B&B-ს ნაციონალიზაცია უნდა მომხდარიყო. ქრავშოუ რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ადამ ეფლგარტი, "ნორზერნ როკის" ყოფილი ბოსი.
ფლგარტს თავიდანვე დიდი ამბიციები ჰქონდა, თუმცა მისმა ბიზნეს მოდელმა უცაბედი კოლაფსი განიცადა, როდესაც საკრედიტო კრიზისი დაიწყო. ეფლგარტს გაუმართლა, იგი უმალვე განერიდა ბიზნესს უამრავი ფულით სავსე "მაზიდათი", რათა შეემსუბუქებინა წარუმატებლობით გამოწვეული "ტკივილი" და ზაფხული კრიკეტის თამაშში გაატარა.

რალფ კიოფი და მეთიუ ტანინი.
კიოფი და ტანინი Bear Stearns-ის ბანკირები შარშან თაღლითობაში ამხილეს, კერძოდ კი თავისი თაღლითური მაქინაციების მეშვეობით მათ დააქციეს ორი საფონდო ტრნსექცია, რომელიც ინვესტიციათა რისკს ამცირებდა. ისინი ასევე ატყუებდნენ ინვესტორებს ფულის რაოდენობაში, სესხთა გაცემისას, ხოლო საფონდო ბაზარზე მძიმე ჟამის დადგომისას კი თავიანთ ფულს მშვიდად იღებდნენ მიმოქცევიდან.

ლევის რანიერი
ლევის რანიერი, რომელიც იპოთეკურ სესხთა "მამა ღმერთად" იწოდებოდა, თავისი სახელი "ლომის პოკერით" უკვდავყო; გარდა ამისა, მან პირველმა 1980-იან წლებში წარადგინა ამერიკული მორტგაგე-ბაცკედ ბონდს, რომლებიც წარმოადგენენ ფასიან ქაღალდებს და როგორც წესი მათ "უსაფრთხო" მარკეტებში უშვებენ, სადაც რისკი ნაკლებია. მისი ყველაზე ცნობილი გამონათქვამია "იპოთეკური სესხები სწორედ მათემატიკაა". 2004 წელს Bუსინესს ჭეეკ-მა დაასახელა იგი ყველაზე დიდ ინოვატორად გასული 75 წლის მანძილზე ისეთი ადამიანებთან ერთად, როგორიცაა ბილ გეიტსი და სტივ ჯობსი. რანიერმა 2006 წელს გარკვეულწილად გამოთქვა ვარაუდი იპოთეკურ სესხთა გაცემასთან დაკავშირებული რისკის შესახებ, თუმცა ამის მიუხედავად, მისი "ფრანკლინ ბენქ ქროპი"თითქმის დაიქცა საკრედიტო მარკეტის კრიზისის გამო.

ჯოსფ კასანო, AIG-ს ფინანსური პროდუქცია
კასანო უძღვებოდა AIG-ს ჯგუფს, საკრედიტო ბიზნესს, კერძოდ კი კრედტთა სხვადასხვა სახის გაცვლას ლონდონში, გააკოტრა მსოფლიოს უმსვილესი სადაზღვეო კომპანია, რითაც აიძულა აშშ-ს მთავრობა, მილიონები გამოეყო დახმარების მიზნით. კასანომ, რომელიც ქინგსბრიჯში ცხოვრობს, დაახლოებით 280 ფუნტი სტერლინგის მოგება ნახა, თუმცა მას შემდეგ რაც ბიზნესი წარუმატებლად დაამთავრა და 11მლნ. დოლარიც დაკარგა, ის დაითხოვეს; აღსანიშნავია, ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის კონგრესმენმა ჯონ სარბანესმა განაცხადა: "AIG მუხლებზე სწორედ ერთმა ხელმა დააჩოქინა".

ჩაქ პრინცი, ჩიტი-ს ყოფილი ბოსი
პროფესიით მოსამართლემ, სწორედ პრინცმა გადააქცია "სიტი" მსოფლიოში უმსხვილეს ბანკად. როდესაც მოგება 2007 წელს გაუარესდა, მან იუარა, რომ არასწორი მენეჯმეტის თავი სწორედ ის იყო და იგი მხოლოდ მაშინ დაითხოვეს, როდესაც საკრედიტო ბიზნესში ათობით მილიონი დოლარი დაკარგა. `ტკივილის~ შესამსუბუქებლად მან 140 მლნ. დოლარი მიიღო.

ანჯელო მოზილო, საქვეყნოდ ცნობილი ფინანსისტი
Aანჯელო ცნობილია როგოც "სტაფილოსფერი" თავისი "ზაგარის" გამო. იგი იყო ამერიკის უდიდესი იპოთეკური სესხის გაცემის ბიზნესის მთავარი აღმსრულებელი; ბანკი გაკოტრებას, სადამდეც სწორედ ანჯელომ მიიყვანა, ამერიკის ბანკის მიერ გამოყოფილი თანხის მეშვეობით გადაურჩა. კომპანია ხელმძღვანელობდა სპეციალური "ვიპ პროგრამით", რომელიც აძლევდა სესხებს ისეთ VIP პირებს როგორებიც არიან ქრისტოფერ დოდი, საბანკო კომიტეტის თავმჯდომარე ან თუნდაც ფრედი მაკი და სხვ.

სიაში ასევე მოხვდნენ სტან ო’ნეილი, მერილ ლინჩის ყოფილი ბოსი და ჯიმი ქეინე, Bეარ შტეარნს-ის ყოფილი ბოსი. ეს ადამიანები მეტად დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ ელიტის სამყაროში, თუმცა თავისივე შეცდომების გამო, ახლა ისინი დამნაშავეთა სიაში მოხვდნენ. სწორედ სტან ო’ნეილის (პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც ოულ სტრიტ ფირმას ხელმძღვანელობდა) წყალობით, ბანკმა მომხმარებელთა ნდობა დაკარგა და გარდა ამისა 8მლნ. დოლარის ვალიც დაიდო. "მერლის" ბანკი ამის შემდეგ "ამერიკის ეროვნული ბანკის" მფარველობის ქვეშ გადავიდა. რაც შეეხება ჯიმი ქეინეს, მისი არასწორი მენეჯმენტის შედეგად Bear Sterns კრიზისში ჩავარდა, თუმცა ჯიმიმ ამას არ მიაქცია ყურადღება და დეტროიტში გამართულ ტურნამენტში მონაწილეობის მიღება განაგრძო. საბოლოოდ კი, მან თავისი ბანკი მარტში თითქმის დაქცევამდე მიიყვანა, ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა გაეყიდა თავისი კუთვნილი აქციები და წასულიყო ამ ბიზნესიდან.

ეკონომიკურ კრიზისში დამნაშავეთა 25 კაციან სიაში ასევე მოხვდნენ ზემოთ ნახსენები ქრისტოფერ დოდი, სენატის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარე და გირ ჰაარდე, ისლანდიის პრემიერ-მინისტრიც. აღსანიშნავია, რომ ქრისტოფერი ყოველთვის ცდილობდა გაეძლიერებინა რეგულაციები Fannie Mae-სა და Freddie Mac-ის ფირმებზე, სწორედ მისი მეშვეობით ამ ფირმებმა შეძლეს უფრო ფართოდ წარედგინათ თავისი ბიზნესი საკრედიტო მარკეტში, თავად ქრისტოფერმა კი 1989-2008 წლებში 165.000 დოლარის მოგება ნახა, ყველაზე მეტი ვიდრე ნებისმიერმა სხვამ სენატში. რაც შეეხება ისლანდიის პრემიერ-მინისტრს, მან სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ყველანაირ ზომებს მიიღებდა მაისში დაგეგმილი ნაადრევი არჩევნების შესახებ, მას შემდეგ რაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, გასულ ოქტომბერს ისლანდიის სამი უმსხვილესი ბანკი გაკოტრდა და მილიონობით დოლარის ვალებში ჩავარდა. ქვეყანა იძულებული გახდა 2.1 ბილიონი დოლარის სესხი აეღო საერთაშორისო მონეტარული ფონდისაგან; საბოლოოდ ჰაარდე აღარ დაელოდა მაისის არჩევნებს და გადადგა, რაც სხვათაშორის ყელის სიმსივნეს დააბრალა.
ზემოთ ჩამოთვლილ 20 ტოპ "დამანგრეველსა" და კრიზისში ჩამგდებ ადამიანთა შემდეგ ჯულია ფინჩი ჩამოთვლის ისეთ ადამიანთა სახელებსა და Gგვარებს როგორებიც არიან მერვინ კინგი, ინგლისის ბანკის მმართველი; ჯონ ტინერი, FSA-ს მთავარი აღმსრულებელი 2003-07 წლებში; დიკ ფალდი, "ლემან ბრაზერსის" მთავარი აღმსრულებელი; ასევე უორენ ბაფეტი, ცნობილი მილიონერი ინვესტორი; ჯორჯ სოროსი, სპეკულატორი და კიდევ სხვა რამდენიმე, რომლებსაც თავის მხრივ გარკვეული ბრალი მიუძღვით 2008-09 რეცესიაში, თუმცა არც თუ დიდი წვლილი, როგორ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს, განსაკუთრებით კი იმათ ვინ ტოპ ათეულში მოხვდა.


 
კომენტარები (3)   ბეჭდვა
 

1 ავტორი: zviad
22 თებერვალი 2009 18:48 ICQ: --



love

ციტირება    
 

2 ავტორი: melnichikov
28 მაი 2011 18:09 ICQ: --



ციტირება    
 

3 ავტორი: melnichikov
29 მაი 2011 12:16 ICQ: --



ციტირება    
 
კომენტარების დამატება
Name:
E-Mail:

Code:
CAPCHA-ს დამცავი კოდის სურათი
კოდის განახლება
Enter code:

 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48