ნანახია: 869
მე-40 საიუბილეო შეკრება გაიმართება დევიზით - შევცვალოთ პლანეტის მდგომარეობა: ხელახლა გავიაზროთ, ხელახლა დავგეგმოთ, ხელახლა ავაშენოთ მსოფლიო. ფორუმში სახელმწიფოებისა და მთავრობების 30 მეთაური, უამრავი მეცნიერი და ბიზნესმენი იღებს მონაწილეობას. არავინ ელის, რომ დავოსში მიღებული იქნება მსოფლიო მასშტაბის შეთანხმება საბანკო საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით. ამ საკითხს, ცხადია, განიხილავენ და როგორც ჩანს, ყველას ხელს მისცემს მოთხოვნა, რომ კარგ დროს ბანკები აგროვებდნენ მეტ კაპიტალს "შავი დღისთვის". ჰაიტისთან დაკავშირებით "ძლიერნი ამა სოფლისანი" ცალკე იმსჯელებენ ამერიკის ექს-პრეზიდენტ ბილ კლინტონის ხელმძღვანელობით. ფორუმს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გახსნის. ექსპერტები ელიან, რომ დიდი დეპრესიის შემდეგ, ყველაზე მძიმე კრიზისის მერე დავოსში დაიწყება საუბარი თამაშის ახალ წესებზე, აგრეთვე, 2010 წლის გლობალურ რისკებზე, რომელთა შორის გამოყოფენ განვითარებული ქვეყნების ბიუჯეტების დეფიციტს და ჩინეთის ეკონომიკის გადახურებას. საქართველოდან დავოსის ფორმუში მონაწილეობას იღებს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" და ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე. სხვა ოფიციალური პირებისა და ექსპერტების მონაწილეობის თაობაზე დავოსის ფორუმში ინფორმაცია არ გავრცელებულა.
"ბ&ფ"
|