რატომ შეიქმნა "ღვინის კლუბი" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : რატომ შეიქმნა "ღვინის კლუბი"
ნანახია: 918

"თუ გნებავთ გაიგოთ, რა არის ნამდვილი ღვინო, უნდა წახვიდეთ საქართველოში - ღვინის სამშობლოში!"
"ღვინის რენესანსი მსოფლიოში საქართველოდან იწყება"

საქართველოში ორიოდე თვის წინ ღვინისა და გასტრონომიის შესახებ ბლოგის vinoge.com-ის ბაზაზე "ღვინის კლუბი" დაფუძნდა, რომელიც როგორც მეღვინეებს, ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს. მათ შორის ჟურნალისტებს, იურისტებს, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებს, არქეოლოგებს, ლიტერატორებს, ფერმერებს და ა.შ.
"ღვინის კლუბის" მთავარი მიზნებია: ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება, გაბედული სიახლეებისა და ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა, მაქსიმალური და მართალი ინფორმაციის მიწოდება ბაზარზე წარმოდგენილი ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ, ღვინის ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა და ა.შ. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც იზიარებენ კლუბის მიზნებსა და იცავენ ამ წესდების მოთხოვნებს.
"ღვინის კლუბის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ავთანდილ კობახიძემ განაცხადა, რომ კლუბი ორგანიზებას გაუწევს და ჩაატარებს საერთაშორისო, ადგილობრივ და რეგიონალურ კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებს, სადაც მეღვინეები, მევენახეები, ფილოლოგები, ისტორიკოსები, სომელიეები, ჟურნალისტები და უცხოელი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს კონკრეტულ თემებზე.
ახლადშექმნილმა კლუბმა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო. კერძოდ, მათი ინიციატივით საქართველოში მოწვეული იქნა ცნობილი იტალიელი ღვინის ნეგოციანტი, ნატურალური ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ქსელის _"ველიერის'' მფლობელი და პრეზიდენტი ლუკა გარგანო.
სწორედ, ლუკა გარგანოს სახელს უკავშირდება, მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულს, ელიტარული სასმელებით მოვაჭრე აწყობილ დალაგებულ ფირმაში ბიზნესკურსის შეცვლა. იგი თავისი კაპიტალით გვერდში ამოუდგა ნატურალურ მეღვინეებს, მაშინ ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა სამყაროს და დაიწყო სრულიად უცნობი მეღვინეებისგან (თუ არ ჩავთვლით ნიკოლა ჟოლის) პროდუქციის შესყიდვა და ამ პროდუქციის პოპულარიზაცია.
ლუკა მსოფლიოს 150 ქვეყანაშია ნამყოფი. ვაჭრობს არყით, ლიბანური ღვინით, კუბური სიგარებით, აფრიკის ჯუნგლებში გაზრდილი ყავითა და კაკაოთი, კარიბის ზღვის ქვეყნების მიკროსაწარმოებში ჩამოსხმული რომით. ასევე ჰყავს კლიენტები სლოვენიაში, ხოვრატიაში, აშშ-ში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. ლუკა გარგანოსა და ნიკოლა ჟოლის დამსახურებაა ის, რომ დღეს ნატურალური ღვინის მწარმოებელთა სიას მრავალი ვარსკვლავური სახელი ამშვენებს. ლუკა საქართველოს პირველად 2006 წელს ძმასთან ერთად ეწვია. ძმებმა პირველივე ნახვით შეიყვარეს საქართველო და ბევრიც გააკეთეს ნამდვილი, ტრადიციული ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ისინი დღემდე შესაძლებლობას არ ტოვებენ, რომ არ ახსენონ საქართველო, ქართული ტრადიციები. მეტყველებისას ორივე ხაზგასმთ იყენებს ქვევრს ამფორის ნაცვლად, ხოლო თუ ახლადგასინჯული ღვინო მოეწონებათ, ქართულად ამბობენ - `ეს ღვინოა".
რაც შეეხება ახლანდელ ვიზიტს საქართველოში, მისი შეხვედრა ჟურნალისტებთან, ღვინის სპეციალისტებთან და უბრალოდ ღვინის კულტურებით დაინეტერესებულ საზოგადოებასთან "კავკასიის ცენტრში", "ღვინის კლუბის" ორგანიზებით 4 ოქტომბერს შედგა. მსოფლიოში ცნობილ ნეგოციანტის ვიზიტს საქართველოში საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება და აღფრთოვანება მოჰყვა.
შეხვედრაზე "ველიერის" პრეზიდენტმა ისაუბრა თემაზე - `თანამედროვე მსოფლიოში ნატურალური და ინდუსტრიული ღვინის სექტორების განვითარება და ღვინის ბიზნესის პერსპექტივები". გარგანოს თქმით, საქართველოში პრიორიტეტული ნატურალური ღვინის წარმოება უნდა იყოს, რადგან აქ ჯერ კიდევ არ მომხდარა მეღვინეობის სრული ინდუსტრიალიზაცია, როგორც ეს ტრადიციული მეღვინეობის სხვა ქვეყნებში შეინიშნება. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ქვეყანამ სწორად გამოიყენოს უნიკალური რესურსები-ვაზის ეროვნული ჯიშები და მეღვინეობის ისტორიული ტრადიციები. "რასაც ახლა გეტყვით, ამას ვეუბნები ყველას მთელს მსოფლიოში - თუ გნებავთ გაიგოთ, რა არის ნამდვილი ღვინო, უნდა წახვიდეთ საქართველოში - ღვინის სამშობლოში! მხოლოდ საქართველოში შეიტყობთ, რისთვის შექმნა ადამიანმა ღვინო. ქართველებმა კარგად იცით, რომ ღვინო ურთიერთობებისთვის არსებობს, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში ეს ცოდნა დავიწყებულია. ღვინოს მაღაზიაში ყიდულობენ, როგორც რაღაც ნივთს და აღარც ის იციან, რას ყიდულობენ", – აღნიშნა ლუკა გარგანომ.
მისი თქმით, ინდუსტრიალიზაციისა და გლობალიზაციის პირობებში, ღვინის დამზადების ტექნოლოგიები და ნორმები რადიკალურად შეიცვალა და დღეს ღვინოს ეძახიან "რაღაც სასმელს", რომელიც სინამდვილეში ღვინო აღარ არის. განსაკუთრებული პრობლემაა სელექციური საფუარების გამოყენება ღვინის ინდუსტრიაში. ამ საფუარებს მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების ღვინის კომპანიებისათვის მხოლოდ 3-4 მსხვილი ქარხანა ამზადებს. ამ მიზეზით ბოლო წლების ღვინოები ერთმანეთს ჰგავს და ვეღარ გაარჩევთ, რომელ ქვეყანაშია დამზადებული. თანაც, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სელექციური საფუარების უმეტესობა გენეტიკურად მოდიფიცირებულია. "ასეთი მძიმე ვითარების მიუხედავად, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ და ვხედავ, რომ ნატურალურ პროდუქტებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ღვინის რენესანსი კი მსოფლიოში საქართველოდან იწყება", განაცხადა ლუკა გარგანომ.
"ველიერის" პრეზიდენტს დიდი ხნის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ნატურალური ღვინის მწარმოებელ ქართულ კომპანია "თავადი მაყაშვილის მარანთან". ამ კომპანიის წარმომადგენლის, სოლომონ ცაიშვილის ცნობით, ლუკა გარგანო ქართველ მეგობრებთან ერთად საქართველოშიც დააფუძნებს ფირმას, რომელიც მოიძიებს და ევროპის ბაზარზე გაიტანს საუკეთესო ნატურალურ ქართულ ღვინოებს.
"კავკასიურ სახლში" შეხვედრის დასასრულს "ღვინის კლუბის" თავმჯდომარემ, მალხაზ ხარბედიამ საზოგადოებას აცნობა, რომ ლუკა გარგანო გახდა კლუბის პირველი საპატიო წევრი და მასთან თანამშრომლობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

სტატიაში გამოყენებულია vinoge.com-ის ბლოგზე განთავსებული მასალა.
ნატა მიგრიაული


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48