საქართველოში დღეს პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებელი არავინ არის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : საქართველოში დღეს პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებელი არავინ არის
ნანახია: 893

,,საქართველოში კანონი "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის შესახებ" 2010 წლამდე ოფიციალურად შეჩერებულია. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს",- ამბობს საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე.
იგი აღშფოთებას ვერ მალავს ამ ფაქტის გამო და აცხადებს, რომ მომხმარებელთა უფლებები საქართველოში დღეს აბსოლუტურად ყველგან დარღვეულია: ბაზრობებზე, რესტორნებში, სატრანსპორტო კომპანიებში, სასტუმროებში და ა.შ
ზოგადად, მომხმარებელთა ფედერაციის საქმიანობის ძირითად მიზანს უხარისხო პროდუქციისგან და მომსახურებისგან მომხმარებელთა დაცვის პროგრამის შექმნა და მისი განხორციელება წარმოადგენს. იგი თანამშრომლობს როგორც არასამთავრობო, ასევე სახელმწიფო სექტორთან. ეს ორგანიზაცია უფლებამოსილია შეისყიდოს ნებისმიერი პროდუქტი და ჩაატაროს დამოუკიდებელი ექსპერტიზა. სწორედ ახლახანს ჩატარებული ერთ-ერთი ასეთი რიგითი შემოწმების დროს სამომხმარებლო ბაზარზე კარაქის კვლევის შედეგად, რბილად რომ ვთქვათ, აღმაშფოთებელი ფაქტი გამოვლინდა.
ქართული და უცხოური წარმოების 26 დასახელების კარაქის ლაბორატორიაში ჩატარებული შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ აქედან ნახევარზე მეტს ეტიკეტზე მითითებული და რეალურად მასში არსებული ცხიმიანობის პროცენტული მაჩვენებელი არაიდენტური ჰქონდათ. ,,კარაქში აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ყველაფერთან ერთად, მაღაზიებში პროდუქტის შენახვის პირობებიც მკვეთრად ირღვევა,"- აცხადებს კოიძე.
მისი თქმით, ელექტროენერგიის ეკონომიის გამო, მაღაზიათა უმრავლესობა მთელი ღამის განმავლობაში არ ამუშავებს მაცივარს, შედეგად გაყინულ პროდუქტებში ხდება ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ეს აფუჭებს სურსათს და ის უკვე საკვებად უვარგისია. მსგავსი დაუდევრობა განსაკუთრებით საშიშია მალეფუჭებად პროდუქტებთან მიმართებაში.
მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ მაგალითად ,,კეჩუპის~ და მაიონეზის შენახვა 0-10 გრადუსზე ზევით დაუშვებელია. იგი აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს. რეალურად კი, როგორც ვიცით, ისინი ზოგჯერ პირდაპირ დახლზე აწყვია.
B&F ასევე ესაუბრა მომხმარებელთა ფედერაციის ერთ-ერთ თანადამფუძნებელს და ფონდ ,,ქართული ხარისხის~ დირექტორს გიგლა კუნჭულიას, რომელიც ასევე უკმაყოფილოა სამომხმარებლო ბაზარზე დღეს არსებული დარღვევების გამო. ,,ჩვენ შევიძინეთ ლაზერული თერმომეტრი, რომელიც საშუალებას გვაძლევს წამებში გავზომოთ ტემპერატურა ამა თუ იმ პროდუქტში. გარე ბაზრობებზე, 30-32 გრადუსი ტემპერატურის პირობებში, ასეთი გაზომვის შედეგად ძეხვში ტემპერატურა +25 გრადუსი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც, წესით +8 გრადუსი არის ნორმა და სხვა მონაცემით დაუშვებელია მისი საკვებად გამოიყენება",- ამბობს კუნჭულია.
ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა სუპერმარკეტები ვადაგადაცილებული პროდუქტებით ვაჭრობენ. ზოგიერთ მათგანს შენახვის ვადის და ვარგისიანობის დამადასტურებელი არანაირი შტამპი არა აქვს. სახეზეა ასევე მეტროლოგიასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები. მაგალითად,Yყველამ იცის, რომ საბითუმო მაღაზიებში შაქარი და ფქვილი ტომარაში არის განთავსებული და დევს იატაკზე. მაგრამ, ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ეს ამ პროდუქტების შენახვის პირობის უხეში დარღვევაა, რადგან ასეთი ტიპის პროდუქტები ადვილად იღებენ ნესტს, რაც აფუჭებს და წონას მატებს მას.
კოიძის და კუნჭულიას შეხედულება აბსოლუტურად იდენტურია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ პასუხისმგებელი პირი სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქტის ვარგისიანობაზე არის მხოლოდ და მხოლოდ რეალიზატორი.
და მაინც, ვინ არის ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი არსებულ დარღვევაზე, რეალიზაროტი თუ მომწოდებელი? წესით, რომელი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა არეგულირებდეს აღნიშნულ სიტემას?
B&F-მა ამ შეკითხვებით სურსათის უვნებლობის,ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს მიმართა, საიდანაც გვაცნობეს, რომ პროდუქციის ხარისხსა და უვნებლობაზე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად პასუხისმგებელი არის მეწარმე.
აღნიშნული სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, საჯარო ინფორაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ქალბატონ ირმა გოგოლაძის ცნობით, სავაჭრო ქსელში ვადაგადასული პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მეწარმეს ეძლევა გაფრთხილება, აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვაზე.
იმ შემთხვევაში კი, თუ სურსათის ლაბორატორიული კვლევის შედეგად, რომელსაც 2009 წლის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური სასურსათო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით ახორციელებს, უსაფრთხოების მაჩვენებლის დარღვევა გამოვლინდა, საქმე ფინანსურ პოლიციას გადაეცემა. ასევე მიღებული იქნება გადაწყვეტილება მავნებელი სურსათის განადგურების შესახებ.
ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ საქართველოში პროდუქციის 80% -ზე მეტი იმპორტირებულ საქონელს უკავია. ხოლო დანარჩენი ადგილობრივი წარმოებისაა.
შეკითხვაზე, თუ სად და როგორ უნდა ხდებოდეს იმპორტირებული პროდუქტის უვნებლობის კონტროლი, კოიძე პასუხობს, რომ "ხარისხის შემოწმების პროცედურა წესით საბაჟოზევე უნდა ტარდებოდეს, მაგრამ მაშინ როდესაც გაუქმდა ანტიმონოპოლიური სამსახური და სახელმწიფო კონტროლი სურსათის უვნებლობაზე შეჩერებულია, საქართველოში მომხმარებელი სრულიად დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდა".
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციის კონტროლი, სავაჭრო ქსელიდან პროდუქციის ნიმუშის შეძენის და მისი ლაბორატორიული ანალიზის საშუალებით ხორციელდება.
მომხმარებელთა ფედერაციის ინფორმაციით, პოსტსაბჭოთა სივრცეში შემავალ ქვეყნებს შორის ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის ზოგადი პრინციპების დაცვის მხრივ, საქართველოს ყველაზე სუსტის სტატუსი მიენიჭა.
თუ რატომ შეაჩერა სახელმწიფომ კანონი პროდუქტის უვნებლობის კონტროლის თაობაზე, მაშინ როცა ამ კანონის მიზანი არის მომხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა, მოხმარებისთვის განკუთვნილ სურსათთან მიმართებაში შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების და მისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით.
რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ცვლილება და საერთოდ, რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე, არავინ იცის.


ქეთი სიხუაშვილი




 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48