ღვინის მაფია უძლიერესია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : ღვინის მაფია უძლიერესია
ნანახია: 970

"ეს სწორედ მაფიაა, როცა სხვებს არ აძლევენ საშუალებას, რომ თავიანთ თავს უშველონ და ბიუჯეტშიც თანხები შევიდეს"

2009 წლის რთველისთვის მთავრობამ მზადება ადრიანად დაიწყო - სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით 25 მლნ ლარის გამოყოფაა გადაწყვეტილი. 2008 წლის რთველისთვის გამოყოფილმა 12 მლნ-მა ლარმა გლეხებს დიდი ვერაფერი შეღავათი მოუტანა, მაგრამ მთავრობა ამჯერად იმედიანადაა განწყობილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით: "ეს იქნება ფინანსური დახმარება, რომელსაც თითოეული გლეხი სახელმწიფოსგან დანამატის სახით მიიღებს იმ თანხაზე, რომლებსაც საწარმოები მათ მიერ მოყვანილ მოსავალში გადაუხდიან".
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, 2009 წლის რთველის სუბსიდირების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დამატებით გადასახდელი თანხა 1 კგ. რქაწითელზე 15 თეთრი, ხოლო საფერავზე 25 თეთრი იქნება.
სახელმწიფო გეგმავს, რომ წლევანდელი რთველი წარმატებული იყოს და ფიქრობენ, რომ რთველში მონაწილეობას დაახლოებით 38 კომპანია მიიღებს.
თუმცა, როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა განაცხადა, ღვინის კომპანიები, გამონაკლისების გარდა, შემოდგომით ყურძნის შესყიდვაზე უარს აცხადებენ, რადგან მათ შარშანდელი ღვინო ისევ გასაყიდი აქვთ.
სახელმწიფომ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა და კომპანიებზე შეღავათიანი სესხი გასცა, რითაც ისინი ღვინის კომპანიებისგან წინა წლების ღვინოს შეისყიდიან და საბრენდე სპირტს დაამზადებენ. 6 მლნ ლარის სესხი ორმა კომპანიამ "გუგულმა" და "რუჯმა" მიიღო. "ჩვენ რამდენიმე კომპანია დავაფინანსეთ, რომლებიც გლეხებისგან 6 მლნ ლიტრ ჩაწოლილ ღვინოს გამოისყიდიან", - აცხადებს ამასთან დაკავშირებით კვეზერელი.
მთავრობის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვს "საქართველოს ქრისტიან-დემოკრატების პარტიის" წევრს ნიკა ლალიაშვილს. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კორუფციულად მოქმედებს და სხვა მწარმოებლებს გასაქანს არ აძლევს.
გთავაზობთ ინტერვიუს ნიკა ლალიაშვილთან.

- ბატონო ნიკა, თქვენ განაცხადეთ, რომ რთველის სუბსიდირება მევენახეობისთვის გამოსავალი არა არის. თქვენი აზრით, რატომ არა არის 25 მლნ-მდე ლარის სუბსიდია გამოსავალი იმ მართლაც რთული მდგომარეობიდან, რასაც ყურძნის შედეგიანად რეალიზება ჰქვია?
- სახელმწიფოს მიერ 2009 წლის რთველის სუბსიდირება, რა თქმა უნდა, არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი არის, რადგან წელს ის დაშინებული ბიზნესმენები არ გვეყოლება, რომლებსაც შესაბამისი სტრუქტურები დაიბარებენ და ტონობით ყურძნის შესყიდვას აიძულებენ, ასევე არც მეღვინეებს აიძულებენ ტონობით ღვინის გაკეთებას, მაშინ როცა შარშანდელი და შარშანწინდელი ღვინო ისევ გასაყიდი აქვთ და არ იციან სად წაიღონ. ასეთი სურათი წელლს, იმედია, აღარ იქნება. ამიტომ ამ მხრივ რთველისთვის გამოყოფილი თანხა გამოსავალია, მაგრამ ზოგადად პრობლემას არ შველის. რთველის ეს დაფინანსება კახეთს წელს ფეხზე დადგომაში დაეხმარება, რომ ჭარბი წარმოების შემთხვევაში, ყურძენზე მოთხოვნა იყოს და ფასი ჰქონდეს. ეს მთავარი ამოცანაა, რასაც ჩვენ ახლა ერთჯერადი ინვესტირებით ხელოვნურად ვაკეთებთ, რათა რეგიონი არ მოკვდეს, თუმცა, ეს პრობლემას ვერ წყვეტს.

- თქვენი განცხადებით, მეღვინეობაში მაფიაა, რა გაძლევთ ამ განცხადების საფუძველს და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ მოქმედებს ეს მაფია?
- ღვინის სფეროში მაფიაა, რადგან კომპანიების ლიცენზირება ძალიან საეჭვოდ ხდება და სულ ორი კომპანიაა ლიცენზირებული. რომელსაც საქართველოდან საბრენდე სპირტების ექსპორტირება შეუძლიათ. საბრენდე სპირტი ღვინისგან მიიღება, რომელიც ჩვენ იმდენი გვაქვს, რომ აღარ ვიცით სად წავიღოთ და დღეს ყველა ქარხანაში ჭარბია. საბრენდე სპირტი ევროპულ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. მოთხოვნა საბრენდე სპირტზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ღვინოზე. ღვინის ჭარბი წარმოებაა და საფრანგეთში უკვე ვენახები იჩეხება, სამაგიეროდ, საბრენდე სპირტზე მოთხოვნა იზრდება. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია არსებული ღვინის მარაგებით, რომელიც გვაქვს და ასევე წლევანდელი მოსავლით მიღებული ღვინისგან, საბრენდე სპირტი დავამზადოთ. შემდეგ კი მსოფლიო ბაზარზე გავიტანოთ. არის ღვინის ქრხნები, რომელთაც ყველანაირი საშუალება აქვთ, საბრენდე სპირტი აწარმოონ და ექსპორტზე გაიტანონ. მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უფლებას არ აძლევენ. საინტერესოა, ის 2 კომპანია რა კრიტერიუმით იქნა შერჩეული, რომელთაც ექსპორტის უფლება აქვთ. ეს სწორედ მაფიაა, როცა სხვებს არ აძლევენ საშუალებას, რომ თავიანთ თავს უშველონ და ბიუჯეტშიც თანხები შევიდეს.

- თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რომელი კომპანიებია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან წახალისებულია და ხომ არ ლობირებს მათ მთავრობა ან მეღვინეობიდან წასული ბატონი არჩილ გეგენავა, რომელიც პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეა?
- არჩილ გეგენავა ნიმუშია თანამედროვე ღვინის წარმოების და აბსოლიტურად გამორიცხულია მის პატიოსნებაში ეჭვის შეტანა. გარდა ამისა, ის ჩემი პირადი მეგობარია. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობდი გეგენავას. დარწმუნებული ვარ მას თვითონაც ძალიან უნდა, რომ საბრენდე სპირტის ექსპორტირება გააკეთოს. როგორც მწარმოებლის, ეს მისი პრობლემაცაა. მე ვგულისხმობდი იმ 2 კომპანიას, რომელსაც საზოგადოება არც კი იცნობს. ამ შემთხვევაში გარიგებები კორუფციული გზით ხდება. იმ ორი კომპანიის სახელებს მე არ დავასახელებ. თქვენ შეგიძლიათ სოფლის მეურნეობის საინისტროში გაიგოთ, რომელი კომპანიებია ლიცენზირებული.

როგორც გაზეთ "ბანკები და ფინანსებს" სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, საბრენდე სპირტის ექსპორტის საწარმოებლად ლიცენზია ბევრ კომპანიას აქვს, თუმცა არცერთი კომპანიის სახელწოდება არ დაუსახელებიათ. მათი თქმით, ექსპორტის წარმოება ყველა იმ კომპანიას შეუძლია, რომელიც შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48