ინფორმაცია "იაფი კრედიტით" დაინტერესებული პირებისთვის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : ინფორმაცია "იაფი კრედიტით" დაინტერესებული პირებისთვის
ნანახია: 1059

სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტით” დაინტერესებული პირების დასაკრედიტებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აცხადებს კონკურენტულ შერჩევას

ხილისა და ბოსტნეულის შესანახი (ცივი) სამაცივრე-სასაწყობე მეურნეობის მოწყობის მიზნით
I. კრედიტით სარგებლობის პირობები
კრედიტის მოცულობა – 20 000 ლარზე მეტი
სარგებლობის პერიოდი – 7 წელი
საპროცენტო განაკვეთი – არაუმეტეს 7%-სა
საშეღავათო პერიოდი – 2 წელი
II. საწყობის ტექნიკური პირობები
1. საწყობის ტექნიკური პარამეტრები:
ა) საწყობის ტიპი (ცივი და მშრალი, ცივი და ნოტიო);
ბ) საწყობის მინიმალური მოცულობა: 1000 ტონა შესანახი პროდუქტი;
გ) შენახვის რეჟიმები: ტემპერატურული, ტენიანობის კონტროლი, ჟანგბადის პარარელური რეჟიმი;
დ) ფართის მიხედვით პროდუქტის დასაწყობების ტიპი:
პალეტებით (ყუთები), სტელაჟებით ან ნაყარის სახით.
2. მეწარმე საკუთარი სახსრებით აფინანსებს პროექტის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 30 პროცენტს.
3. იაფი კრედიტით ფინანსდება პროექტის მთლიანი ღირებულების მაქსიმუმ 70 პროცენტი.
4. კონკურენტულ შერჩევაში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტული შერჩევით შემოთავაზებული ნორმატივებით ასაშენებელი საწყობის აშენებას საკუთარი სახსრების ყველაზე მაღალი თანამონაწილეობით, მაგრამ არანაკლებ პროექტის მთლიანი ღირებულების 30 პროცენტისა.
5. ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის შესანახი ცივი საწყობების ამოქმედება და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება ამოქმედებიდან არანაკლებ 7 წლის განმავლობაში მოქმედი კანონმდებლობის და
კონკურენტული შერჩევით გათვალისწინებული ხილისა და ბოსტნეულის შესანახი ცივი საწყობის ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად.
6. საწყობის ამოქმედებისთანავე შენობის იპოთეკით დატვირთვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ.
7. საწყობის გასხვისების შემთხვევაში მყიდველს გადაყვება ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა გამყიდველს სახელმწიფოს წინაშე;
8. საწყობი უნდა აკმაყოფილებდეს მშენებლობის ზოგად სტანდარტებს.
9. უნდა იყოს მექანიკური ვენტილაციის, ტენიანობის და ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი.
10. შესაძლებელი უნდა იყოს ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის რეგულირება და შენარჩუნება.
11. საწყობს უნდა გააჩნდეს ტექნიკურად გამართული საჭირო სატრანსპორტო საშუალებები.
12. კონკურენტულ შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.
13. კონკურენტულ შერჩევაში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში უნდა წარმოადგინონ განცხადება, პროექტის ღირებულება, ბიზნეს გეგმა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი.
14. კონკურენტულ შერჩევაში მონაწილეობის მსურველების განცხადებების მიღება დაიწყება 2009 წლის 1 ივნისიდან და დამთავრდება 2009 წლის 30 ივნისს. საბუთები მიიღება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10-დან 16 საათამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მისამართი: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის გამზირი # 6; საკონტაქტო ტელეფონი - 37 80 24


სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტით” დაინტერესებული პირების დასაკრედიტებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აცხადებს კონკურენტულ შერჩევას

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაო მეურნეობის (ხორცის პირველადი დამუშავების) მოსაწყობად
I. კრედიტით სარგებლობის პირობები
კრედიტის მოცულობა – 20 000 ლარზე მეტი
სარგებლობის პერიოდი – 7 წელი
საპროცენტო განაკვეთი – არაუმეტეს 7%-სა
საშეღავათო პერიოდი – 2 წელი
II. სასაკლაოს ტექნიკური პირობები
1. შესაქმნელი სასაკლაოების ტექნიკური პირობები:
ა) სასაკლაოს შენობა აშენებული უნდა იყოს მშრალ ოდნავ დაქანებულ ადგილას, გრუნტის წყლების დაშორება - 1 მეტრით ქვემოთ საწარმოს ყველაზე დაბალი ადგილიდან;
ბ) საწარმოს ტერიტორია იღობება 2 მეტრის სიმაღლის მასიური ღობით და აღჭურვილია ორი დამოუკიდებელი შესასვლელით. ორივე შესასვლელთან მოწყობილი უნდა იყოს სადეზინფექციო ბარიერები;
გ) საწარმოს ტერიტორიაზე - ტრანსპორტის სადეზინფექციო მოედანი;
დ) ცხოველების გასაჩერებელი ღია და დახურული ბაკები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაჩერებელი მინიმუმ 50 სულისათვის;
ე) სასაკლაოს ტერიტორიაზე ერთმანეთისგან იზოლირებული უნდა იყოს ცხოველთა მისაღები ბაზა და საწარმოო კორპუსი.
ვ) საწარმოო კორპუსში განლაგებული უნდა იყოს დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზი დამხმარე განყოფილებებით:
- ნაწლავების, სუბპროდუქტების, ცხიმის პირველადი გადამუშავების საამქროთი;
- ტყავის გადასამუშავებელი;
- სამაცივრე განყოფილებები (გამაგრილებელი 20 ტ ერთი დღით გასაჩერებლად და 100 ტ ხორცის შენახვის შესაძლებლობით).
ზ) სასაკლაო უნდა იქნას აღჭურვილი შესაბამისი ლაბორატორიით;
თ) სასაკლაო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცივი და ცხელი წყლით;
ი) სასაკლაოს მიერ გამოშვებული პროდუქცია უნდა იყოს იდენტიფიცირებული მიკვლევადობისათვის;
კ) სასაკლაო პასუხისმგებელი უნდა იყოს მის მიერ პირველად გადამუშავებული პროდუქციის კეთილსაიმედოობაზე;
2. მეწარმე საკუთარი სახსრებით აფინანსებს პროექტის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 30 პროცენტს.
3. იაფი კრედიტით ფინანსდება პროექტის ღირებულების მაქსიმუმ 70 პროცენტი.
4. კონკურენტულ შერჩევაში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტული შერჩევით შემოთავაზებული სასაკლაოს მოწყობას საკუთარი სახსრების ყველაზე მაღალი თანამონაწილეობით, მაგრამ არანაკლებ პროექტის ღირებულების 30 პროცენტისა.
5. ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში სასაკლაოს ამოქმედება და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება ამოქმედებიდან არანაკლებ 7 წლის განმავლობაში მოქმედი კანონმდებლობის და კონკურენტული შერჩევით გათვალისწინებული სასაკლაოს მოთხოვნების შესაბამისად.
6. სასაკლაოს ამოქმედებისთანავე იპოთეკით დატვირთვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ.
7. სასაკლაოს გასხვისების შემთხვევაში მყიდველს გადაყვება ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა გამყიდველს სახელმწიფოს წინაშე;
8. სასაკლაოს შენობა უნდა აკმაყოფილებდეს მშენებლობის ზოგად სტანდარტებს.
9. კონკურენტულ შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.
10. კონკურენტულ შერჩევაში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში უნდა წარმოადგინონ განცხადება, პროექტის ღირებულება, ბიზნეს გეგმა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი.
11. კონკურენტულ შერჩევაში მონაწილეობის მსურველების განცხადებების მიღება დაიწყება 2009 წლის 1 ივნისიდან და დამთავრდება 2009 წლის 30 ივნისს. საბუთები მიიღება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10-დან 16 საათამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში; მისამართი: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის გამზირი #6; საკონტაქტო ტელეფონი - 37 80 24


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48