ნანახია: 1359
New Holland Agriculture-მა საქართველოში თავის ოფიციალურ წარმომადგენლად GT Group-ი აირჩია.
New Holland Agriculture ერთ-ერთი პირველი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი გლობალური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. შპს GT Group-ი ამიერიდან, საქართველოში New Holland Agriculture-ს კომპანიის გაყიდვების სერვისს წარმოადგენს. ამჟამად კომპანიას თბილისში მხოლოდ ერთი სერვის ცენტრი აქვს, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფერმერებისთვის მომსახურების გაწევა შეუძლია. GT Group-სა და New Holland-ს შორის კონტრაქტს ხელი ერთობლივად გამართულ პრეს-კონფერენციაზე საზეიმოდ მოეწერა. პრეს-კონფერენციაზე მონაწილეობას ღებულობდნენ- ტომ დევისი- New Holland-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიზნეს დირექტორი, ოგუზ კურანი- New Holland-ის კავკასიის რეგიონის ბიზნეს მენეჯერი, ლევენ გოგსაძე- GT Group-ის გენერალური დირექტორი და ირაკლი ცანკაშვილი- GT Group-ის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულების ხელმძღვანელი. "საქართველოს ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაა. ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 3%, როგორც სახნავი მიწები მუდმივად ათვისებულია. თუმცა ამგვარი მიწები ქვეყნის ტერიტორიის 11%-ს შეადგენს. საქართველოს სასოფლო-სამეურნეოდ დიდი პოტენციალი აქვს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია". - ამბობს ტომ დევისი. "მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი აგრო-ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის New Holland-ის საქართველოში შემოსვლა ძალზე მნიშვნელოვანია. კომპანია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ასევე მზად ვართ, ახალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი კადრების გამოყენებით შევქმნათ. ჩვენს სერვის ცენტრებში ფერმერებს საშუალება ექნებათ- ტექნიკის გამართული და შეუფერხებელი მუშაობისთვის კონსულტაციები მიიღონ. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ფასები 12-13 ათასი ევროდან იწყება და 200 ათას ევრომდე მერყეობს"- ამბობს ლევან გოცაძე. New Holland-ი საფეხბურთო კლუბ Juventus-ის გენერალური სპონსორია. პრეს-კონფერენციის ბოლოს ჟურნალისტებისთვის იტალიაში ერთი 3 დღიანი საგზური გათამაშდა. ჟუვენტუს-ის თამაშზე დასასწრები ბილეთით VIP სექტორში და ექსკურსიით New Holland-ის ქარხანაში. ჰოლდინგური კომპანია GT Group-ი 2005 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად "ჯი-თი-გრუპი" და მისი შვილობილი კომპანიები საქართველოს, სომხეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ბაზარზე ოპერირებენ. კომპანიის საქმიანობის სფერო მსუბიქი და სატვირთო ავტომობილები, სამშენებლო და სპეციალური ტექნიკა, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, საცხებ-საპოხი მასალები, საბურავები, ავტოსათადარიგო ნაწილები და სერვისი, ასევე კვების პროდუქტებია. კომპანია მსოფლიოში მრავალ სახელგანთქმულ ბრენდს ექსკლუზიურად წარმოადგენს.
|