ნანახია: 796
წარმოუდგენელია, რომ საქართველოში ხახვისა და კარტოფილის იმპორტი ხდება, ეს კულტურები აქ ძალიან კარგად მოდის
ინტერვიუ `ქეა საერთაშორისო კავკასიაში” დირექტორთან ჯონათან პადიფუტთან.
- სოციალისტურიდან ლიბერალურ საბაზრო პრინციპებზე გარდამავალი პერიოდი საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. მეურნეობის წამყვან დარგებში შეიცვალა განვითარების ძირეული მიდგომები, ამ პროცესთან ადაპტირება განსაკუთრებით გაუჭირდა მოსახლეობის საშუალო ფენებს. ამ პროცესში, შეიძლება ითქვას, მოიშალა ინფრასტრუქტურა, რამაც ეკონომიკის განვითარებას ძალიან დიდი დაღი დაასვა. სირთულეებს ეკონომიკური განვითარების პროცესში დაემატა შეიარაღებული კონფლიქტები და შიდა სამოქალაქო დაპირისპირება. ერთი სიტყვით, ქვეყანაში სერიოზულად დადგა სიღარიბის პრობლემა. ასეთ ვითარებაში, სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა, როგორც ჰუმანიტარული დახმარების, ისე ეკონომიკური განვითარების პროცესში გატარებული პროგრამების კუთხით.
- ქეა საერთაშორისო კავკასიაში ერთერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობა დაიწყო. ვინ არიან ?ეას დონორები და რა არის ორგანიზაციის ძირითადი პრიორიტეტები საქართველოში?
- ქეა ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაციაა და ის, მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 70 ქვეყანაში მუშაობს. ჩვენს ვებ-გვერდზე არის რუკა, რომელ ქვეყნებში ვმუშაობთ და სად რა პრიორიტეტები გვაქვს. ?ეას აქვს 2 ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, ერთი არის საგანგებო რეაგირების მიმართულება, ჰუმანიტარული მისია, რომელიც კრიზისულ ვითარებაში მუშაობს, მეორე პრიორიტეტია განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელება. საბოლოოდ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია სიღარიბესთან ბრძოლა მთელს მსოფლიოში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი ფოკუსი გახდა ქალები და ძირითადად ახალგაზრდა ქალები. რაც შეეხება ვინ აფინანსებს ?ეას?აქართველოში, ძირითადად დაფინანსებას ვიღებთ სამთავრობო ინსტიტუციებისგან, როგორიცაა მაგალითად შვეიცარიის განვითარების კორპორაცია (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა, ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ევროკომისია (EC) და ა.შ. სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე იხილოთ.
- ჩვენ ვიცნობთ "ქეას” საქმიანობას საქართველოში, შეგვიძლია საუბარი, რატომ არის პრიორიტეტი სიღარიბესთან ბრძოლა. თუმცა ეს არის საქართველო, აქ შესაბამისი პრობლემებია, სხვა ქვეყნებს სხვა პრობლემები აქვთ. რა არის თქვენი ორგანიზაციის პრიორიტეტი საქართველოში?
- სიღარიბესთან ბრძოლა ჩვენი ორგანიზაციის გლობალური მისია. მსოფლიო სიღარიბის გარეშე ქეას ყველა ქვეყანაში მოქმედი ოფისის საერთო მიზანია. ასევე ქეასთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა ქალების გაძლიერება და ეს მიმართულება თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედი წარმომადგენლობის მუშაობაში აისახება, მათ შორის საქართველოშიც. აქ ჩვენ გავცემთ გრანტებს ახალგაზრდა ქალებზე ბიზნესის წამოსაწყებად. ამ პროგრამის მიხედვით ჩვენ ვეძებთ ქალებს ვისაც აქვთ კარგი ბიზნეს იდეა და გრანტები გაიცემა თანამონაწილეობის პრინციპით. მაგ. დაახლოებით 800-1000 დოლარს გავცემთ, მაგრამ დაახლოებით ამდენივე თვითონ ბიზნესმენმა ქალმა უნდა გაიღოს. ამ ქალებს ვუტარებთ ტრენინგებს ბიზნესის წარმოებასა და მენეჯმენტში. ჩვენ გრანტის გაცემის შემდეგაც ვადევნებთ თვალყურს ამ ბიზნესის განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში გრანტის მიმღებს კონსულტაციებს ისევ ვაძლევთ.
რაც შეეხება სოციალურ სექტორს, ჩვენ დავიწყეთ ერთგვარი ეკო კლუბების ჩამოყალიბება სკოლებში, ძალიან საინტერესოა, რომ ამ კლუბებში ძირითადად გოგონები გაწევრიანდნენ, კლუბებში ხდება ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებზე, ასევე კონფლიქტებზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ტოლერანტულ პრინციპებზე. "ქეამ” საქართველოში საქმიანობა 90- იან წლებში დაიწყო. როგორ შეაფასებთ ამ დროის განმავლობაში კონკრეტულად თქვენს საქმიანობას ქვეყანაში, რამდენად მიღწეულია მთავარი მიზანი - სიღარიბის დაძლევა და რა მდგომარეობაა ზოგადად ამ კუთხით საქართველოში?
- დღეისათვის საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 25%-ია, ეს მაჩვენებელი ათი წლის წინ 50%-ს აღწევდა. ვერ გეტყვით რამდენია ჩვენი ორგანიზაციის წილი ამ ცვლილებაში, მაგრამ გვაქვს სტატისტიკური მაჩვენებელი, რომ იმ ოჯახებში, რომლებმაც ბიზნესაქმიანობა ?ეას დახმარებით დაიწყეს, შემოსავალი დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. თუმცა, ეს არ არის ჩვენი მთავარი მიღწევა. ჩვენი პროგრამები ასევე მიმართული იყო ადამიანების საცხოვრებელი პრირობების, გარემოს გაუმჯობესებაზე. ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურული განვითარების პროგრამები, რომლის ფარგლებშიც აღვადგინეთ სასმელი წყლის სისტემები სოფელებში. რატომ არის მნიშვნელოვანი, მაგალითად, წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრა, - ქალი აღარ დახარჯავს დროს რომელიც წყლის ზიდვისას სჭირდება, მას შეუძლია ეს დრო ეფექტურად, სხვა აქტივობებში გამოიყენოს. ჩვენ გამოვითვალეთ, რომ წყლის სისტემის გაუმჯობესების შემდეგ ქალები დღეში დაახლოებით 4 საათს ზოგავენ.
- ძალიან საინტერესო მიდგომაა. თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციების რეგიონებში საქმიანობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით მაინც იბადება კითხვები. ხშირად ხდება ისე, რომ ორგანიზაცია ფულს ხარჯავს ისეთი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგალითად, გურიის ერთერთ სოფელში 70 000 ლარამდე დაიხარჯა წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე. იმ სოფელში თითქმის ყველა ოჯახს აქვს ჭა, საიდანაც წყალს იღებენ. ამ დროს, იმ სოფელში არის სხვა, ძალიან სერიოზული პრობლემები, რომელთა გადაჭრაც იმ მცხოვრებთათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ვინ განსაზღვრავს, სად რა პროექტი განხორციელდეს და როგორ ნაწილდება პრიორიტეტები კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში?
- მე აგიხსნით, ჩვენ როგორ ვგეგმავთ პროექტებს და მერე გურიის თემას დავუბრუნდები. კონკურსს საგრანტო წინადადებაზე აცხადებს დონორი და განსაზღვრავს იქ პრიორიტეტებს. ჩვენ ვატარებთ კვლევას, რა საჭიროებები არსებობს და რა პრობლემების გადაჭრას ვგეგმავთ. შემდეგ ჩვენს საგრანტო წინადადებაში ვუგზავნით დონორს, ეს არის ჩვეულებრივი კონკურსი. დონორი ირჩევს საუკეთესო წინადადებას. როდესაც პროექტი დამტკიცდება, ამის შემდეგ ვიწყებთ მის განხორციელებას. ანუ, ჩვენი ინტერვენცია მთლიანად არის მორგებული დონორის პრიორიტეტებზე. თუმცა, ამ პროექტებში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, თუ პროექტი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არ არის, ბუნებრივია, მის განხორციელებაში იგი არ ჩაერთვება. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავაკეთოთ ისეთი პროექტები, რომელიც ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას გურიაში. 2007 წელს Gთძ-მა შიდ ქართლში შეისწავლა სასმელი წყლის ხარისხი. დადგინდა, რომ ყველა ოჯახს აქვს საკუთარი ჭა და მოსახლეობა იყენებს ამ წყალს, ყველა კმაყოფილი იყო. მაგრამ, როდესაც წყალი შეამოწმეს, აღმოაჩინეს, რომ სასმელად უვარგისი იყო. რა ხდებოდა შიდა ქართლში? ჭებთან ძალიან ახლოს მოწყობილი იყო ტუალეტები, საიდანაც კანალიზაციის წყალი ერეოდა ჭის წყალს. ამ წყალს ხალხი სასმელად იყენებდა, რადგან ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მყისიერი პრობლემები არ ჰქონიათ. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში ეს მათ ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებდა. მოგეხსენებათ ეს რეალური და სერიოზული პრობლემაა. თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანებს დეტალურად არ უხსნიან, რატომ ხორციელდება კონკრეტულად ეს პროექტი და არა სხვა.
- ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი სადაც ”ქეა” საქმიანობს სოფლის მეურნეობაა. ამ სფეროში, შეიძლება ითქვას, კატასტროფული შედეგები გვაქვს. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ეს სექტორი გამოიმუშავებს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%-ს. ამ პირობებში, პრეტენზიები მიიმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ, რომელიც სრულად არის გამოთიშული პროცესს. ამ სამინისტროს ვებ-გვერდზეც არ არის ინფორმაცია გარდა ~ქეას” ტიპის ორგანიზაციების საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტებისა. გულწრფელად მინდა გკითხოთ, თუ სოფლის მეურნეობის განვითარება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად რჩება, რა საჭიროა ეს სამინისტრო, რომელსაც საკმაოდ დიდი ადმინისტრაციული ხარჯები აქვს, ასევე, მაინტერესებს, როგორ თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონკრეტულად ”ქეასთან” და მსგავს ორგანიზაციებთან?
- სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, თანამშრომლობის საკმაოდ კარგი დონე გვაქვს, ვფიქრობ, მთავარი პრობლემა ამ სამინისტროს დაფინანსების სიმწირეა. ჩვენ ორიოდ კვირის წინ გვქონდა სამუშაო შეხვედრა სიღარიბის თემაზე, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სწორედ შეხვედრაზე წარვადგინეთ რეკომენდაციები, რომ საჭიროა სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსების 300%-ით გაზრდდა. ეჭვგარეშეა, რომ სოფლის მეურნეობას სჭირდება მეტი ინვესტიცია. ასევე, აუცილებელია, ფერმერმერთათვის საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზება. პრაქტიკულად არ ხდება, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების კონტროლი. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი სამუშაოებია ამ მიმართულებით ჩასატარებელი.
- დაფინანსების პრობლემაზე გაამახვილეთ ყურადღება, გავიხსენოთ, რომ 2009 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 2010 წელთან შედარებით 2-ჯერ მეტი იყო. გავიხსენოტ ისიც, რომ გაიხსნა ფერმერთა მომსახურების საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც შემდეგ ჩვეულებრივ მაღაზიებად გარდაიქმნენ, სადაც შხამქიმიკატები და მსგავსი პროდუქტები იყიდება, არადა, მათი მთავარი ფუნქცია გლეხებისთვის უფასო საკონსულტაციო მომსახურების გაწევა გახლდათ. ერთი სიტყვით, მინდა ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირიტად პრობლემა არათანმიმდევრული და არამიზანმიმართული პოლიტიკაა. როგორც ამ სფეროს მთავარ დონორებს, გაქვთ თუ არა რაიმე ბერკეტები, რომ მოსთხოვოთ მთავრობას ამ სექტორის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა?
- კონფერენციაზე ჩვენ წარმოვადგინეთ რეკომენდაციები, ჩვენი მთავარი მესიჯი მთავრობის მიმართ იყო, რომ გაძლიერდეს ადგილზე საკონსულტაციო ჯგუფების საქმიანობა და გაიზარდოს დაფინანსება. ეს არ იყო მარტო დონორებისთვის გამართული კონფერენცია, მას ესწრებოდა სოფლის მეურნეობის და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები. უნდა დაისვას კითხვა, რა არის სამინისტროს მიზანი და მისი მთავარი ფუნქცია. არ ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამექანიზაციო მომსახურება უნდა გაუწიოს ფერმერებს, ეს არის კერძო სექტორის პასუხისმგებლობა. სამინისტროს პასუხისმგებლობაა, რომ შექმნას ჯანსაღი გარემო, რაც ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას. ეს კი სწორედ გულისხმობს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას და მხარდაჭერას ფერმერების და ისეთი გარემოს შექმნას, როცა თავად ბიზნესია დაინტერესებული, რომ ინვესტიცია ჩაიდოს სოფლის მეურნეობაში. - სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართ დასავლეთში აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომაა. სწორედ ამ სექტორში ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, შეიძლება ითქვას, პროტექციონისტულ პოლიტიკას ატარებენ. გეთანხმებით, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ვერ დაჯდება ტრაქტორზე და ვერ მოემსახურება გლეხებს. მაგრამ ჩვენმა ფერმერებმა დღეს არც კი იციან, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პრეფერენციები მოქმედებს. ასევე, არ ხორციელდება სექტორში ტანამედროვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის დანერგვისთვის ღონისძიებები. როგორ მუშაობს ~ქეა” ამ მიმართულებით? - ჩვენ არ გვაქვს პროექტი, რომელიც იმუშავებდა წვრილ ფერმერებთან და ცნობადობას აამაღლებდა. თუმცა, გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი, რომელსაც ჰქვია ~ფერმერები ბაზრისკენ”. ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესმენებს, რომ შექმნან ერთობლივი საკონსოლიდაციო ცენტრი, როცა თანამონაწილეობის პრინციპით ბიზნესმენები ქმნიან საწარმოებს. ძალიან სერიოზული პრობლემაა, ექსპორტ?მპორტის სალდო. წარმოუდგენელია, რომ საქართველოში ხახვისა და კარტოფილის იმპორტი ხდება, ეს კულტურები აქ ძალიან კარგად მოდის. ჩვენი პროექტი, რომლითაც ვცდილობთ ამ კულტურების მწარმოებელთა კონსოლიდაციას და მათი პროდუქტის ბაზარზე გატანას, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ჩვენ, გვაქვს ძალიან სერიოზული პროექტი რაჭაში. ვცდილობთ ბიზნესმენების წახალისებას, რომ დაიწყონ საქმიანობა საქართველოს ამ რეგიონში. ამ მიზნით გავცემთ 30 ათას დოლარიან გრანტებს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი უკვე ორჯერ გამოცხადდა, სამწუხაროდ, ამ გრანტების ათვისება არ ხდება. ეს ჩემთვის ძალიან გასაკვირია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სოფლის მეურნეობის სფეროში საბანკო მომსახურება და მხარდაჭერა პრაქტიკულად არ არსებობს.
ესაუბრა ლევან მარტაძე
|