ტყიბულში წაბლის ხეების მკურნალობა ხე-ტყის მაფიაში გადაიზარდა? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : ტყიბულში წაბლის ხეების მკურნალობა ხე-ტყის მაფიაში გადაიზარდა?
ნანახია: 1262

უკვე რამდენიმე თვეა ტყიბულის რაიონში დიდი ოდენობით წაბლის ხეების ჭრა მიმდინარეობს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. მოსახლეობას პრეტენზია აქვს კომპანიასთან, რომელიც რაიონში წაბლის ხეების ჭრის სამუშაოებს ასრულებს.
როგორც კომპანიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, კომპანია "ვუდიმპექსი" რაიონში წაბლის ხეების სანიტარულ ჭრებს ახორციელებს, რაც აუცილებელია, რათა მოხდეს ჯანსაღი ხეების დაცვა, რომ დაავადება მათაც არ გადაედოთ. მოსახლეობის განცხადებით კი კომპანია გარდა დაავადებული ხეებისა, საღ ხეებსაც ჭრის და ამის აღსაკვეთად არც ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს რამეს.
საქართველოს მთავრობის #858 განკარგულება, ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების შესახებ, 2009 წლის 13 ნოემბერს გაიცა. მას ხელს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აწერს. განკარგულების თანახმად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სატყეო დეპარტამენტს დაევალა, 15 წლის ვადით შპს "ვუდიმპექსთან" ხელშეკრულების გაფორმება. "ბ&ფ"-თვის ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის ეკუთვნის კომპანია "ვუდიმპექსი" და მაინცდამაინც მას რატომ გაუფორმდა ხელშეკრულება. ეჭვებს კი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომპანია ხელისუფლების წარმომადგენლებთანაა დაკავშირებული, აჩენს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც რაიონში წაბლის ხეების ჭრას შეეხება და დღემდე აწუხებს ტყიბულის მოსახლეობას, უპასუხოდ რჩება და ხელისუფლების წარმომადგენლები კი აქტიურად განაგრძობენ კომპანიის დაცვას, მათ შორის, რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი კუბლაშვილი. როგორც აღმოჩნდა, ეს კომპანია, ფოთშია რეგისტრირებული და სატყეო დეპარტამენტისთვის ხეების მოჭრის ინიციატივით პირადად მიუმართავს. მთავრობამ თხოვნა შეუსრულა და გრძელვადიანი ხელშეკრულებაც გაუფორმა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შპს "ვუდიმპრექსმა" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2010 წლის 1 ივნისამდე 2 მლნ. ლარი და 2011 წლის 1 ივნისამდე 1 მლნ. ლარი უნდა გადაიხადოს. კომპანიის წარმომადგენლები და სატყეო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ `ვუდიმპექსი~ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მხოლოდ სანიტარულ ჭრებს ახორციელებს. ჭრების შედეგად ამოღებული დაავადებული და გამხმარი ხის მერქნული რესურსით აპირებს კომპანია ამ თანხის ამოღებას და გადახდას?
ალბათ, არა!
ამაზე მოსახლეობის მიერ გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" 2010 წლის 12 მარტის ნომერში გამოქვეყნებული წერილი სათაურით "გიხმობთ, გთხოვთ, გადაგვარჩინეთ"!!! ნათლად მეტყველებს. წერილში მოსახლეობა შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რაც ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და მის შემოგარენში ხდება, - "იჩეხება ტყე, იჭრება მრავალწლოვანი ხეები, წითელ წიგნში შეტანილი წაბლი, ვითომდა დაავადების გამო, არადა, იჭრება ჯანსაღი მზარდი ხეები. თანაც, არა შერჩევით, არამედ პირწმინდად. იქმნება იმის საშიშროება, რომ შიშველი მთებიდან მეწყერი დაიძრას, ბუნებრივი წყაროები დაიკარგოს, განადგურდეს ფლორა და ფაუნა". ალბათ, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ საიდან აპირებს კომპანია 3 მლნ. ლარის ამოღებას და გადახდას. მართალია, განკარგულების თანახმად, მოჭრილი ხეები კომპანიის მფლობელობაშია, თუმცა სპეციალისტების თქმით, როცა ფირმა იღებს ლიცენზიას ტყით სარგებლობისა და ხის მერქნის გატანაზე უცხოეთში, მას უფლება არ აქვს, მოჭრას და სურვილის შემთხვევაში გაიტანოს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხის მასალა, ხოლო კერძო მფლობელობაში არსებული ხეების მოჭრის უფლება კი კომპანიას არ აქვს. როგორც ტყიბულის მოსახლეობა აცხადებს, ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანიის წარმომადგენლები პირდაპირ მაცხოვრებელთა ეზოებში შედიან და ჭრიან ხეებს, რის მიზეზადაც დაავადების გავრცელების საშიშროებას ასახელებენ. კერძო მფლობელობაში არსებული ხეების მოჭრის შემდეგ დოკუმენტაციაში იწერება უფრო დიდი რაოდენობის კუბური მეტრი და ამ გზით არა მარტო კერძო პირის, არამედ სახელმწიფო ფონდიდან მოჭრილი, წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ჯაშები გადის საზღვარგარეთ, სადაც სოლიდურ თანხად იყიდება.
ამასთან, საინტერესოა ის ფაქტი, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება ჭრის პროცესი და რეალურად მხოლოდ დაავადებული ხეები იჭრება თუ მოჭრილებს შორის სარი ხეებიცაა. ამას კი ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს. მათი თქმით, ხშირად სწორედ საღი ხეები იჭრება, რითაც იქმნება რეალური საფრთხე იმისა, რომ მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზარალოს დასახლება.
"დაავადებული კორომების მკურნალობა შეიძლება, მაგრამ ამისთვის საჭიროა კვალიფიციური პერსონალი და სახელმწიფოს მხარდაჭერა. ანალოგიური პრობლემაა საფრანგეთში, საბერძნეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთშიც. დაავადებას ამ ქვეყნებში მკურნალობენ სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო ბიოლოგიური მეთოდით. ამ მხრივ მათ წარმატებასაც მიაღწიეს. ყოველ შემთხვევაში, გავრცელების ტემპი ისეთი არაა, როგორც საქართველოში. მკურნალობის ბიოლოგიური მეთოდი გულისხმობს დაავადებული ხის "აცრას". რაც შეეხება უკვე გამხმარ ხეს, სამწუხაროდ, დაავადებული წაბლის კორომის გადარჩენის ერთადერთი გზა უკვე გამხმარი ხის მოჭრა და კორომიდან მოშორებით მისი დაწვაა. მსოფლიოში ამ დაავადების თავიდან აცილების კიდევ ერთი გზა არსებობს, რომელიც შემდეგში მდგომარეობს - სხვა ქვეყნებში მიკროორგანიზმების გავრცელება რომ არ დაუშვან, არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც წაბლის ხის მასალას უნდა გააჩნდეს "ჯანმრთელობის სერთიფიკატი", ანუ საქართველოდან საზღვარგარეთ საექსპორტოდ შეიძლება მხოლოდ ჯანმრთელი ხის მასალა გავიდეს და არავითარ შემთხვევაში უკვე გამხმარი წაბლი", - განაცხადა სატყეო დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა გიორგობიანმა გაზეთ "რეზონანსთან" საუბრისას.
საინტერესოა, ხელისუფლება რატომ არ მიმართავს მკურნალობის ამ მეთოდს. როგორც ჩანს, დაავადებასთან ბრძოლის ამ მეთოდს მავანისთვის დიდი ფულის მოტანა შეუძლია და, შესაბამისად, ჩვენთან წაბლის ხეების მკურნალობის ასეთი წესიც აპრობირებულია.
ჩვენს ამ ეჭვს ის დასკვნაც ამყარებს, რომელიც ვასილ გულიაშვილის ინსტიტუტმა, ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტმა და მცენარეთა დაცვის ინსტიტუტმა ერთობლივად მოამზადეს. დასკვნაში აღნიშნულია ის უბნები, სადაც კვლევა ჩატარდა და რომელ უბნებშიც უნდა მომხდარიყო ხეების ჭრა. ესენია: საწირე, ტყიბული, მუხურა, ორპირი და გურნა. ამ ჩამონათვალში არ ფიგურირებს სოფელი ცუცხვათი, თუმცა, ადგილობრივების თქმით, აქ დიდი რაოდენობით წაბლის ხე მოიჭრა.







 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48