სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი 55 მლნ.-დან 34 ადმინისტრაციული ხარჯებია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი 55 მლნ.-დან 34 ადმინისტრაციული ხარჯებია
ნანახია: 1106

ინტერვიუ, სოფლის მეურნეობის ექსპერტთან პაატა კოღუაშვილთან


ბ-ნ პაატა, რა არის 2010 წელს სოფლის მეურნეობის ბიუჯეტში მთავარი პრიორიტეტები?
- 2010 წლის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს ხუთი მთავარი პრიორიტეტი განსაზღვრავს. ეს არის, - პირველი, - სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაცია, აქ მოიაზრება რაიონში ექსცენიის სამსახურების შექმნის ღონისძიებები. მეორე, - მეღვინეობის განვითარება და ფალსიფიკაციასთან ბრძოლა. სამწუხაროდ. აქ მეღვინეობასთან დაკავშირებით არაფერი მოიაზრება, გარდა ღვინის ლაბორატორიული კვლევა და ქართული ღვინო -პროდუქტის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები და მსოფლიოს ღვინის კონგრესის ჩატარება.
მესამე, - მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობა-განხორციელდება საკარანტინო და განსაკუთრებით მავნე ორგანიზმების გავრცელება-განვითარების ფიტოსანიტარული მონიტორინგი, მათი ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია.
მეოთხე, - სურსათის უვნებლობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა ნაგულისხმებია სასურსათო პროდუქტების ლაბორატორიული კვლევის პროგრამა, ასევე უნდა განხორციელდეს სასურსათო და სასმელი წყლის ნიმუშის დადგენილი წესით აღება და შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში, ლაბორატორიული ტესტებისა და შესაბამისი მაკორექტირებელ ღონისძიებების გატარება, მაგრამ, წესით, ქვეყანაში უნდა დადგინდეს და ამოქმედდეს წერტილოვანი კრიტიკული შეფასების შემხვედრი სისტემა. ეს, პრაქტიკულად, არ ინერგება ჩვენს ქვეყანაში და ასევე, სურსათის უვნებლობის შესახებ კანონის მოქმედების ვადამ გადაიწია 2015 წლისთვის. პრაქტიკულად, ჩვენ ამით არ ვპასუხობთ ევროკავშირის იმ მოთხოვნას, რომელიც ეხება უშუალოდ სურსათის უვნებლობას. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა თავისუფალი ბაზრის სისტემის დანერგვისთვის და უპირატესობის მოსანიჭებლად ჩვენს ქვეყანას მოსთხოვა სამი პირობის შესრულება. ეს არის ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა, შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია და სურსათის უვნებლობა. ფაქტიურად, ჩვენ ვერაფერს ვასრულებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის ბაზარი ჩვენთვის დახურულია.
მეხუთე, - მეცხოველეობის განვითარება. აქ მოიაზრება, ჯილეხის, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეცხოველეობასთან განვითარების მხრივ. პრაქტიკულად, 300 000 სულით არის შემცირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ოდენობა; 600 000 სულით შემცირდა ღორის სულადობა, 300 000 ით შემცირდა ცხვრის სულადობა და 3 მლნ-ით შემცირდა ქათმის სულადობა. ამ მიმართულებით არანაირი ღონისძიებების გატარება არ არის გათვალისწინებული. ამ ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი დიდი პორბლემაა ის, რომ სახელმწიფო-ვეტერინალური სამსახური ფაქტიურად ქვეყანაში მინიმუმამდეა დაყვანილი, ფაქტიურად, არცერთ სოფელს ვეტ ?ქიმი არ ჰყავს. ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა დაავადებების მხრივ. უკვე იმდენად მძიმე მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელმწიფოს აჩუქა გარკვეული ვაქცინაცია, რათა გატარებულიყო გარკვეული პრევენცია დაავადებების შესაჩერებლად, მაგრამ ამ ვაქცინის გამკეთებლებიც რომ არ აღმოგვაჩნდა, ამაშია მთელი უბედურება. სიმართლე გითხრათ, როდესაც მე ამ ბიუჯეტს გადავხედე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სახელმწიფოს უნდა სრული დეგრადაცია და დისკრედიტაცია მოახდინოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როგორც სახელმწიფო სტრუქტურა, საერთოდ გაუქმდეს ან შეუერთდეს რომელიმე სამინისტროს, მაგალითად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ბიუჯეტს მივყავართ სამინისტროს ლიკვიდაციისკენ. რაც შეეხება თანხებს: 2008 წელს ბიუჯეტი შეადგენდა -71 მლნ. ლარს, ხოლო 2009 წელს-113 მლნ-ს და 2010 წელს გამოყოფილია 55 მლნ. ლარი, მაგრამ ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით, ამ 55 მლნ ლარიდან ადმინისტრაციული ხარჯები, ცენტრალური აპარატის ხარჯები, ხელფასები შეადგენს 34 მლნ-ს. ანუ უშუალოდ სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი არის, სადღაც, 21 მლნ ლარი.
რაც შეეხება პროგრამებს, რომლებიც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:
1. "სასურსათო პროდუქციის ლაბორატორიული კვლვა" - 650 000ლარი
2. "ეპიზოტის საწინააღმდეგო ღონისძიებები " -250 000
3. "მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობა" 2 700 000 ლარი. ამ მხრივ, წინა წელთან შედარებით გაიზარდა ბიუჯეტიდან დაფინანსება, რადგან რეალურად გამოჩნდა საშინელი მდგომარეობა, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. იმდენად უხარისხო და გამოუდეგარი შხამ-ქიმიკატები დაურიგდა შიდა ქართლის მოსახლეობას, რომ ხარისხიანი ხილი წელს ვერ იქნა მიღებული.
4."მეღვინეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები" - 0
5."ვენახების განახლების ხელშემწყობი ღონისძიებები" - 0
6."ღვინის ლაბორატორიული კვლევა"-100 000
7."ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები"- 500 000 ლარი
8."რთველის ხელშემწყობი ღონისძიეები" - 0
9."მსოფლიო ღვინის კონგრესი"-700 000 ლ. საქართველოს კონგრესის ჩატარების გამოცდილება უკვე გააჩნია. 60-იანი წლების პირველ ნახევარში ჩატარდა მსოფლიო მეღვინეთა კონგრესი. საქართველოში ჩამოვიდა მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხცელ იქნა აღიარებული მევენახეობისა და მეღვინეობის კლასიკურ ქვეყნად. მე ვთვლი, რომ ამ კონგრესს გააჩნია ძალიან დიდი მნიშვნელობა.
10."სოფლის განვითარების პროექტი"-700 000 ლარი
11."სასოფლო-სამეურნეო კვლევის დანერგვა"-0
12."თიანი და მაღალმთიანი რეგიონის განვითარების პროგრამა"- 2 620 000
13."ფრინველის გრიპის კონტროლისა და ადამიანების პანდემიის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტი"- 6 843 000
საერთოდ გაუქმდა და გაჩერდა `სოფლის მექანიზაციის უზრუნველყოფის და სოფლად სატრაქტორო პარკის განახლების პროგრამა~, რაც ყოვლად მიუღებელია. ამ ბიუჯეტით ნამდვილად ვერ გადაწყდება ის ამოცანა, რომელიც დგას სოფლის მეურნეობის მიმართ, რასაც ჰქვია სასურსათო უზრუნველყოფა, სასურსათო დამოუკიდებლობა ქვეყნისა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობასთან. საქართველოში უკვე დიდი ხანია იმპორტმა გადააჭარბა მილიარდ დოლარს და ექსპორტი, ფაქტიურად, 200 მილიონსაც ვეღარ შეადგენს. ეს კი იმისკენ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა. ბაზარზე თანაფარდობა არის 1/5. ვიმეორებ, რომ ჩვენ ვართ ძალიან მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში. ფაქტიურად, მართლდება ის პროგნოზი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით 2007 -2008 წლებში, რომელსაც გამოეხმაურა მსოფლიოს სასურსათო პროგრამა და განაცხადა, რომ 2009-2010 წლისთვის საქართველოში სერიოზული კრიზისული სიტუაცია შეიქმნება, ისევე, როგორც აფრიკის ჩამორჩენილ რამდენიმე ქვეყანაში, მონღოლეთსა და ტაჯიკეთში. კრიზისი, რომელიც ახლა მძვინვარებს მსოფლიოში, რომელიც ჩვენ, როგორც განვითარებად ქვეყანას ნაკლებად შეგვეხო, ასე ადვილად არ დამთავრდება და მისი მომავალი პერიოდი არის კიდევ 9 -10 წელიწადი, ანუ 2019-2020 წლიდან უკვე დაიწყება მსოფლიოში ახალი აღმავლობის ხანა. სწორედ მსგავსი ტიპის კრიზისები უწყობს ხელს ახალი ინოვაციებისა და ანტიკრიზისული თეორიების შექმნას. საქართველოსთვის, სოფლის მეურნეობა ის დარგია, რომელსაც მაშველი რგოლის ფუნქცია აკისრია, ანუ ეს ის დარგია, რომელსაც ჯაჭვური რეაქციით შეუძლია აამოქმედოს სხვა დარგები: კვების მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა და ა.შ. ჩვენთან კი ავიწყდებათ, რომ თუნდაც ტურიზმის ინდუსტრია, ტურიზმის განვითარება აუცილებლად უნდა მოხდეს აგრარული მეურნეობის, აგროსასურსათო სექტორის, სოფლის მეურნეობის განვითარების პარალელურად. მისი განვითარება ამის გარეშე ვერ მოხდება და პრაქტიკულად, შეუძლებელია.
- ამ ბიუჯეტის პირობებში რამდენად რეალურია, რომ სახნავ-სათესი მიწების ათვისების კლების ტენდენცია შეჩერდეს, ან დადებითად შეიცვალოს და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ბოლო წლების განმავლობაში?
- ჩვენ, ბოლო წლებში, დაახლოებით, 55-60% სახნავ-სათესი მიწებისა დაუმუშავებელი გვრჩებოდა. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, შენარჩუნებული იქნება და ის იმედები, რომ თითქოს ამ კრიზისის შედეგად მოსახლეობა დედაქალაქიდან სოფლებს დაუბრუნდება, არასწორი აღმოჩნდა. სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო პერიოდში, 4_5% -ით კიდევ გაიზარდა სოფლიდან მიგრაცია ქალაქისაკენ. პრაქტიკულად, ვისაც კი რაიმე განათლება და პროფესია აქვს, აქით გამორბის, რადგან ოჯახის რჩენის მეტი საშუალება უფრო ქალაქშია, ხოლო სოფელში ეს ყველაფერი დამოკიდებულია სახნავი მიწის ფართობზე, შენს ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, იმ კრედიტზე, რომელზეც ხელი მიგიწვდება და ამინდზე. სანამ ჩვენ სოფლებში მოტივაცია ფერმერისა არ გაიზრდება, არაფერი გამოგვივა, ხოლო ამისთვის საჭიროა სპეციალური აგრო ?აკრედიტო და სადაზღვევო სისტემების შექმნა. ამაზე ჩვენთან არავინ ფიქრობს. გლეხს არ სჭირდება სამათხოვროდ მიღებული აზოტი და სამადლო 20 ლიტრი დიზელი, რომელსაც შემდეგ მიდიან და ყიდიან. გლეხს სჭირდება სპეციალური საკრედიტო სისტემა. მთელ მსოფლიოში, სადაც კი სოფლის მეურნეობა არსებობს, ვითარდება სპეციალური საკრედიტო სისტემების, სახელმწიფო პროგრამების, სუბსიდირების პოლიტიკის საშუალებით ხდება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს აბსოლუტურად ყველა პირობა იმისა, რომ 70 % უზრუნველყოს თავის თავი მარცვლეული კულტურებით, მაგრამ ამ მხრივაც გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. მითუმეტეს, ჩვენ უდიდესი წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ხორბლის განვითარებაში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს სოფლებს. საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მთელი დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ, არის ის განცდა, რომ ქართველი გლეხი დაუბრუნდება და ააღორძინებს სოფელს და მშიერი არ მოკვდება. ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ და მომავალშიც ჩვენი სტატუსი ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება, აგრარულ-ინდუსტრიული. აი, ეს არის ჩვენი უპირველესი ამოცანა.
- საუბრისას აღნიშნეთ, თუ როგორ ვითარდება სხვა ქვეყნებში სოფლის მეურნეობა, იგივე სპეციალური საკრედიტო სისტემების და სახელმწიფო პროგრამების საშუალებით. თქვენი აზრით, რატომ არ ხდება სოფლის მეურნეობაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იგივე ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება?
- იმ ულტრალიბერალური პოლიტიკის გატარებამ, რომელიც საქართველოში 2004 წლიდან დაიწყო, მოგვიტანა ის შედეგები, რაც დღეს ქვეყანაშია. რატომღაც ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გაითავისა, რომ ამ დარგის განვითარება სახელმწიფოს ქუდის, სახელმწიფოს მეთვალყურეობის, მარეგულირებლის წარმმართველი როლის გარეშე არ ხდება. ჩვენ იმდენად მრავალფეროვანი, მრავალდარგოვანი მეურნეობა გვაქვს, რომ დიდი საექსპორტო მიზნები არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ე.წ. ნიშა და შეგვიძლია ჩვენი პროდუქცია შევიტანოთ ევროპის ბაზარზე. ეს კი, პირველ რიგში, უნდა იყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის საკუთარი ბაზრის დაკმაყოფილება და ქართული აგრარული პროდუქციის დაბრუნება ბაზრიდან განდევნილ საკუთარ ბაზებს. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გლეხს პროდუქციის რეალიზაციაში, ეს მან უნდა გააკეთოს საბითუმო ბაზრების, სავაჭრო სახლების, სხვადასხვა მარკეტინგული გათვლების შესაბამისად. ამაზე დღეს, რატომღაც, თავს არავინ იწუხებს და სანამ ეს არ გაკეთდება, მანამ გაგრძელდება, ეს ქუჩის ბაზრობები და ის ანტისანიტარული მდგომარეობა, რაც დღეს ქვეყანაშია.
- ბ-ნ პაატა, ჩვენთან საუბრისას, ექსპერტების გარკვეული ნაწილი, 2009 წლის ერთ-ერთ დიდ პარადოქსად კვეზერელის ღირსების ორდენით დაჯილდოვებას ასახელებს. მოკლედ შევაფასოთ 2009 წელს ამ მიმართულებით გატარებული პოლიტიკა.
- კვეზერელის ღირსების ორდენით დაჯილდოვება ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, ეს პრეზიდენტის საქმეა და მას ამის უფლება აქვს. ადამიანმა შეიძლება კაცი გადაარჩინოს სიკვდილს, საჭიროდ ჩათვალეს ამის თქმა და მისცეს ღირსების ორდენი, მაგრამ იმისათვის, რომ მან 2009 წელს რთველი წარმატებით ჩაატარა, ეს არის ნამდვილად სასაცილო და მეტი არაფერი. ვითომ ქვეყანამ კონიაკის სპირიტს გამოხდა დაიწყო. ეს ხომ სასაცილოა და ამაზე საუბარი ზედმეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღემდე არ გააჩნია სოფლის მეურნეობისა და სურსათის წარმოების განვითარების სტრატეგია. ქვეყანაში ერთადერთი ლეგალური დოკუმენტი არის 1997 წლის აპრილში მიღებული `საქართველოს აგრარული პოლიტიკის კონცეფცია~, რომელზეც ათჯერ მაინც დავწერე, რომ დაძველდა, მორალურად და ყველანაირად, დღეს ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, გლობალური სასურსათო კრიზისის გამო და სულ სხვა ამოცანები არის ჩამოსაყალიბებელი. მთავრობა გაიღვიძებს და გაახსენდება, რომ, თურმე, ხილის ან ვაზის კრეფის სეზონი დაიწყო და მერე იწყებენ ფიქრს გასაღების ბაზრებზე. საერთოდ, ეს ასე არცერთ ქვეყანაში არ ხდება.
- 2010 წლის ბიუჯეტის თანახმად, სოფლის მეურნეობის სუბსიდირების რა ღონისძიებები იგეგმება და ზოგადად, როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ სუბსიდირების პოლიტიკას?
- არავითარი სუბსიდირების პოლიტიკა საქართველოში არ არსებობს. ის პოლიტიკა, რომელიც გატარდა 2009 წელს ვაზთან მიმართებაში, არის სასაცილო. ე.ი. ვინც ჩააბარებდა თეთრ ყურძენს ღვინის ქარხანაში, მიიღებდა, პირობითად ვამბობ, 15 თეთრს, ხოლო შავ ყურძენზე 25 თეთრს. კი მაგრამ ეს ღვინის ქარხნები სახელმწიფო ქარხნები არიან და მის დავალებებს ასრულებენ? მსგავსი პოლიტიკის გატარება უნდა ხორციელდებოდეს სწორად შემუშავებული გეგმების მიხედვით და არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება.

ნატა მიგრიაული


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48