ნანახია: 1112
საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, აჭარის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროებისათვის ჩატარდა "ტრეინინგი" სახელწოდებით, - "სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია საქართველოში". "ტრეინინგზე" სასტუმროების გიდის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ "ტრეინინგს" სასტუმროების მეპატრონეები დაესწრნენ. სამომავლოდ, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სასტუმროების გიდის სახელმძღვანელოს დაბეჭდავს, სადაც საქართველოს მაშტაბით არსებული სასტუმროები და სასტუმრო-სახლები იქნება წარმოდგენილი. მსგავსი "ტრეინინგები" საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩატარდა. აღნიშნულ სახელმძღვანელოში გათვალისწინებული იქნება ყველა ის შენიშვნები, რაც შეხვედრების დროს წამოიჭრა.
|