ნანახია: 1042
მიმდინარე წლის 15-18 ივნისს, აზერბაიჯანული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აჭარის ტურისტულ ინფრასტრუქტურას ეცნობიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეკლამო საინფორმაციო ტურის ფარგლებში, აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები რეგიონის ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ქ.ბათუმისა და ქ. ქობულეთის ტურისტულ და საკურორტო პოტენციალს ეცნობიან. პრეს-ტურმა აჭარის ღირსშესანიშნაობების _ ბოტანიკური ბაღის, გონიოს ციხის, მუზეუმების, ასევე ტურისტული სააგენტოებისა და სასტუმროების (როგორც ბათუმში, ასევე ქობულეთში), მახუნცეთის ჩანჩქერის მონახულება მოიცვა.
|