"ვმუშაობთ, რომ საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანად წარმოვაჩინოთ" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ტურიზმი : "ვმუშაობთ, რომ საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანად წარმოვაჩინოთ"
ნანახია: 1232

ინტერვიუ ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან პეტრე კანკავასთან
[i]
[b]
- ბატონო პეტრე, სავარაუდოდ, რა მდგომარეობა იქნება და რა სიახლეები იგეგმება 2009 წლის ტურისტულ სეზონზე შავიზღვისპირა თუ სხვა კურორტებზე, როგორ ემზადება ტურიზმის დეპარტამენტი ამისათვის, რა იგეგმება მოქმედი კურორტების კეთილმოსაწყობად?

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმში გამოფენაზე გახლდით და პარალელურად კარგად დავათვალიერე ზღვისპირა ზოლი და სასტუმროები, თუ სად, რა და როგორ კეთდება. აღფრთოვანებული ვარ ბათუმის სისუფთავით. ჩვენი ამოცანა ხარისხისა და მომსახურების გაუმჯობესებაა, თანაც ფასის არაწევის ხარჯზე. კმაყოფილი ვარ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს სასტუმროების მეპატრონეებთან, კერძო სექტორთან. მაგალითად, სასტუმრო ,,სპუტნიკში", რომელიც ბათუმის შემოსასვლელთანაა, მოდერნიზაცია მიმდინარეობს, ხდება რესტორნების, აუზების კეთილმოწყობა, იგივე პროცესი მიმდინარეობს ყველა პატარა სასტუმროში, რომლებიც წინა წლებში გაიხსნა. თვის ბოლოს ბათუმში სასტუმრო ,,ჰილტონი" გაიხსნება, რომელიც მაღალი დონის ტურისტებზეა გათვლილი. კეთდება დელფინარიუმი, ბულვარი, შენდება ახალი პატარა სასტუმროები და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ტურისტმა რაც შეიძლება კარგად და კომფორტულად დაისვენოს. იგივე შემიძლია ვთქვა აჭარის სხვა კურორტებზეც.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან, გარემოს დაცვასა და კერძო მეპატრონეებთან შევთანხმდით, რომ მივცემთ რეკომენდაციებს, რათა სანაპირო ზოლი რეგულარულად გაიწმინდოს არამარტო სეზონზე, არამედ მუდმივად და ამაში ყველა უნდა ჩაერთოს.
- როგორი იქნება ფასები, გავრცელებული ინფორმაციით, კრიზისისა და აგვისტოს ომის შედეგად, ფასები წელს 2-ჯერ ნაკლები იქნება, რაც შარშანდელი ჩავარდნილი ტურისტული სეზონის შემდეგ, კიდევ უფრო უარყოფით გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაზე. მათთვის თუ აკეთებს მთავრობა რაიმე სახის საგადასახადო შეღავათებს?
- ფასებს, მოგეხსენებათ, ბაზარი კარნახობს, ჩვენ არ ვაწესებთ და ის, რომ 2-ჯერ ნაკლები იყოს, შეუძლებელია. ინდმეწარმე თვითონ განსაზღვრავს, რა ფასი დაადოს. ყველა სასტუმროს მფლობელს ვხვდები, ვეცნობი ვითარებას და ვაძლევთ ისეთ რეკომენდაციებს, რომელიც წაადგებათ. ადეკვატურ ფასებზეა საუბარი, ვთვლით, რომ ფასები ხელოვნურად იყო გაბერილი და ამიტომაც დაერქვა არაადეკვატური. რა თქმა უნდა, უმეტესობა დაუკლებს და შარშანდელთან შედარებით უკვე შემცირებულიცაა. სასტუმროს თვითღირებულებიდან გამომდინარე ისეთი ფასია დადგენილი, რომელსაც დამსვენებელი გაწვდება.
რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ჩვენ ამ პაკეტზე ვმუშაობთ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით და უახლოეს დღეებში მინისტრს ჩვენს შეხედულებას წარვუდგენთ, თუ რა შეღავათების გაწევა შეიძლება ტურისტული სექტორისთვის. შემდეგ მთავრობას მივაწვდით, განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას.
- ზაფხულის სეზონისთვის რა მოცულობის თანხებია გამოყოფილი ბიუჯეტიდან?
- ბიუჯეტიდან ცალკე რაიმე კონკრეტული თანხები ზაფხულის სეზონისთვის არ არის გამოყოფილი, ცალკეული პროექტებია. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის დახვეწა და ტექნიკური საკითხების მოგვარება, რაც მუდმივად მიმდინარეობს.
- სტატისტიკის მიხედვით, როგორია უცხოელი ტურისტების რაოდენობა ომის შემდგომ საქართველოში; თუ ახერხებს სახელმწიფო მათ მოზიდვას და დაინტერესებას ქართული კურორტებით და როგორ; თუკი წინა წლებში საუბარი იყო იმაზე, რომ უცხოელებს ჩვენს ტრადიციებს, სამზარეულოს, ბუნებას ვაცნობდით და ეს იყო მთავარი Pღ, ახლა აქცენტი კეთდება სლოგანზე - ,,აქ იყო ომი", ანუ ნახეთ თუ როგორია ომგადატანილი ქვეყანა. როგორ ფიქრობთ, გაამართლებს თუ არა ეს?
- ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნის წარმოჩენისთვის და საქართველო, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა, მიმზიდველი გავხადოთ ტურისტებისთვის. ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც ხდება საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა და უცხოელი ტურისტების მოზიდვა. ორი მნიშვნელოვანი გამოფენა იყო თბილისში და ბათუმში. როგორც აღვნიშნე ეს შიდა ტურიზმზე იყო ორიენტირებული. ზუსტად იმ ბაზრებზე ვმუშაობთ საზღვარგარეთ, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია და რომელთაგანაც ბევრი ტურისტის ჩამოსვლას ველოდებით და არ მივდივართ ისეთ გამოფენებზე, რომლებიც ნაკლებად ეფექტური იქნება ჩვენთვის, უყაირათოდ არ ვხარჯავთ თანხებს. ძირითად აქცენტს უკრაინაზე, ისრაელზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, თურქეთზე ვაკეთებთ. ბოლო წლების ანალიზმა მოგვცა სწორედ ამის ვარაუდის საშუალება. მოგეხსენებათ, ეკონომიკური კრიზისის შედეგად მთელ მსოფლიოშია მოსალოდნელი ტურიზმის ვარდნა და ამიტომ მიზნობრივი აქცენტები კეთდება კონკრეტულ ბაზრებზე.
რეალურად ომმა ყველაზე დიდი ზარალი აჭარის რეგიონს მიაყენა, ზამთრის ტურიზმმა კი არსებული სიტუაციის ფონზე წარმატებით ჩაიარა. ამის შემდეგ იყო მკვეთრი ვარდნა, რამაც შემდეგ საკმაო აღმავლობა განიცადა. სტატისტიკის მიხედვით 2009 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 239 521 უცხოელი იყო, რაც 2008 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მხოლოდ 6%-ით ნაკლებია. მიუხედავად ომისა და 3-4 თვიანი ჩავარდნისა, 2008 წელს, საერთო ჯამში, მაინც უფრო მეტი ტურისტი იყო, ვიდრე 2007-ში.
თვითონ ქართველი მოსახლეობისთვისაც უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქვეყნის ყველა კუთხის მონახულება და დასვენება.
ქართული ტურისტული კომპანიები ძალიან აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ არამხოლოდ შეინარჩუნონ ძველი კლიენტურა, არამედ გაზარდონ კიდეც მათი რიცხვი.
- ებრაელი ჟურნალისტების ვიზიტი საქართველოში - რა იყო მიზანი და რას გაეცნენ ისინი კონკრეტულად?
- ჩვენ მთელი მსოფლიოდან ჩამოგვყავს ჟურნალისტები. ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ ეს პრეს-ტურებია. წამყვანი ტურისტული ჟურნალ-გაზეთების ჟურნალისტები ჩამოგვყავს იმისთვის, რომ პირადად ვაჩვენოთ, როგორია ომის შემდგომი საქართველო, რამდენად უსაფრთხოა აქ ყოფნა და რამდენად სასიამოვნო იქნება ტურისტისთვის ამ ქვეყნის გაცნობა. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც ამ გამომცემლობებს ენდობიან, კარგი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს ქვეყანაზე. ამას დიდი ეფექტი აქვს.
- ტურისტული კომპანიები ითხოვენ, რომ სახელმწიფო მათ ქვეყნის გაპიარებაში დაეხმაროს. ანუ, მაგალითად, თუკი CNN-ზე ირანის, მალტის, თურქეთისა თუ სხვა ქვეყნების რეკლამებია, საქართველოზეც გაკეთდეს მსგავსი რამ..
-CNN-ზე და EURONEWS-ზე რგოლის დატრიალება იმდენად ძვირია, რომ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გაცილებით მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე ათწამიან რგოლს. აქ სუფთა მარკეტინგია. მარკეტინგული ხედვით ეს მაძლევს საშუალებას, რომ ის თანხები, რაც ჩვენ გვაქვს ამ კუთხით გადავისროლოთ, მოვიწვიოთ წამყვანი გაზეთებისა და ტელეკომპანიების ჟურნალისტები და ამგვარად გავაშუქოთ. ორიოდე დღის წინ 16 უკრაინელ ჟურნალისტს ვუმასპინძლეთ. ჩამოდიან დაახლოებით 1 კვირით და ძალიან ბევრ ადგილს ათვალიერებენ.
მნიშვნელოვანი ამოცანა დავისახეთ - საქართველოს წარმოჩენა ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით. ტელევიზიებში ფილმიც მზადდება.
ყველა ავიაკომპანიასთან, რომელიც საქართველოში დაფრინავს, ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და წამოვწიეთ საბორტო ჟურნალების თემა, რომელშიც მინიმუმ 1 თვის განმავლობაში დაიწერება სტატიები საქართველოზე, როგორც ტურისტულ ქვეყანაზე და მოგეხსენებათ, რამდენი მგზავრი გადადის ყოველ რეისზე, ამიტომ ეს არნახულად ეფექტური რამაა.
ასევე ვიწყებთ ვიდეორგოლის გადაღებას საქართველოს შესახებ. იმისათვის, რომ პროდუქტი რომელიმე მსხვილ ტელეარხზე წარადგინო, საჭიროა პროფესიონალურად გადაღებული, უმაღლესი ხარისხისა და კარგი სცენარით გაკეთებული რგოლი. დაგეგმვა და გადაღებებიც ივნისიდან დაიწყება, იქნება ორნაწილიანი, საზაფხულო და ზამთრის კურორტებზე. ჩვენ მოვიწვიეთ და გვყავს ექსპერტები ცნობილი ტურისტული არხებიდან. ჩამოვლენ საქართველოში, შეისწავლიან, გადაიღებენ ფილმს და შესაძლებელია Discover-ზე ან travel channel-ზე ვნახოთ 50 წუთიანი ფილმი, რომელიც CNN-ს ათწამიან რგოლზე გაცილებით უფრო ეფექტურია. ძალიან კარგი მარკეტინგული ჯგუფი გვყავს, რომელმაც ზუსტად იცის სად, რა და როდის არის გასაკეთებელი.
- ბევრი ქართველი თვლის, რომ თურქეთში უფრო იაფია დასვენება, მომსახურების ხარისხი, სასტუმროების დონე მაღალია და ამიტომ იქ არჩევენ დასასვენებლად გამგზავრებას, განსაკუთრებით ზაფხულში. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს აღარ მოუნდედ დასასვენებლად საზღვრის გადაკვეთა?
- თურქეთის ტურიზმის დეპარტამენტმა შეიმუშავა ფასების დაკლების პროგრამა, რეკომენდაციები მისცეს სასტუმროებს, რომ გაანახევრონ ფასები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გაითვალისწინებს. ბევრმა საგრძნობლად დაუწია ფასებს და ამ რეკომენდაციამ წარმატებული შედეგი გამოიღო. ჩვენ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ საქართველოში ხარისხი მატულობს, ფასი კი ნაკლებად. ამიტომ, ვთვლით, რომ ფასები კონკურენტუნარიანია და დამსვენებელი თვითონ კარნახობს კერძო მესაკუთრეს და თუ ისინი ჩვენს რჩევებსაც გაითვალისწინებენ, სეზონი ძალიან წარმატებული იქნება, სასტუმროები სავსე, მოგება კი გარანტირებული, შესაძლოა მცირე, მაგრამ მაინც. დღევანდელი ეკონომიკური ვითარებისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წელს ყველა ცდილობს თუნდაც მინიმალური მოგებით, მაგრამ მაინც იმუშაოს.
- პროექტები - ბახმარო და ურეკი 12 თვიანი კურორტები, ,,ქართული სოფელი" ბახმაროში _ რა ეტაპზეა და რა გაკეთდა ახალი?
- ეს პროექტი შარშან დაიწყო. საკმაოდ პერსპექტიული პროექტია. გათვლილია ყველაფერი, მაგრამ საჭიროა ინვესტიციები და მოგეხსენებათ, ეკონომიკური კრიზისის გამო, ინვესტიციები არამარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში შეჩერდა. ანუ ამ ეტაპზე ბახმაროსა და ურეკის პროექტები ინვესტიციების მოლოდინის რეჟიმშია.

ესაუბრა თამთა დადეშელი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48