გუდაურში და ბაკურიანში დამსვენებელთა არნახული რაოდენობაა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ტურიზმი : გუდაურში და ბაკურიანში დამსვენებელთა არნახული რაოდენობაა
ნანახია: 855

ინტერვიუ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ზაალ აბაზაძესთან

- ბატონო ზაალ, როგორი იყო 2009 წელი ქართული ტურისტული ინდუსტრიისთვის, რამდენად დადებითად შეიძლება შეფასდეს ეს წელი საქართველოში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით და რა იგეგმება 2010 წელს?
- ვთვლი, რომ 2009 წელი საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის პოზიტიური იყო. როდესაც გასულ წელს ვაფასებთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მდგომარეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში იყო შექმნილი. ცნობილია, თუ რა ზეგავლენა მოახდინა 2008 წლის აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა ქართულ ტურიზმზე და მის განვითარებაზე. ამას ემატება მსოფლიო ფინანსური კრიზისიც. მიუხედავად ამისა, 2009 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა. დამსვენებელთა რაოდენობა გაიზარდა როგორც საზღვაო, ისე სამთო კურორტებზე. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უამრავი პროექტი განახორციელა და ამასთან, ყველა მათგანი უკვე დასრულებულია. განხორციელებული პროექტების შედეგებს მიმდინარე წელს ვიხილავთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, წლევანდელი წელი წარმატებულად უნდა შეფასდეს.
ტურიზმის დეპარტამენტს მიმდინარე წელს ძალიან დიდი გეგმები აქვს.
2010 წელს ვაპირებთ მრავალი პროექტის განხორციელებას, მათ შორის იქნება სრულიად ახალი პროექტებიც. მათ შესახებ საზოგადოება მალე შეიტყობს.
თუ გავითვალისწინებთ წლევანდელი ზამთრის სეზონს, ანუ იმას, რომ გუდაურში და ბაკურიანში არის დამსვენებელთა არნახული რაოდენობა, ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 2010 წელს ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ.

- რა იგეგმება ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების მხრივ, როგორიცაა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების განათლების არასათანადო დონე, საქართველო, როგორც ტურისტებისთვის საშიში ქვეყანა?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებელად აქტიურად ვმუშაობთ და მათი ნაწილი შეიძლება უახლოეს მომავალშიც გადაწყდეს, მაგრამ ინფრასტრუქტურა ძალიან ფართო და ფრთხილი თემაა. იგი დაკავშირებულია მშენებლობასთან და ფინანსებთან და მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ ამ თემებს ფრთხილად ვეკიდებით. ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული პროექტები და მათ განსახორციელებლად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და უახლოეს მომავალში ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობა თბილისის მერიასთან. თუ ვინმეს რაიმე იდეები აქვს ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, ჩვენ მზად ვართ მათთან სათანამშრომლოდ. ამ ეტაპზე მთავარი ერთმანეთთან სწორი კომუნიკაციაა.
გასულ წელს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ჩაატარა მოკლევადიანი ტრენინგები საქართველოს ძირითადი ქალაქებისა და კურორტების ტურიზმის სფეროში დასაქმებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რაც მიმდინარე წელსაც აუცილებლად გაგრძელდება.
რაც შეეხება საქართველოს იმიჯს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ყველა ქვეყანას აქვს შეფასების თავისი კრიტერიუმი. ყველა მათგანს ჰყავს გუნდი, რომელიც აფასებს იმას, თუ რამდენად საშიშია ესა თუ ის ქვეყანა ტურისტებისთვის. ჩვენი მხრიდან საჭიროა ინდივიდუალური მუშაობა. უნდა გვქონდეს ზუსტი იდენტიფიკაცია, თუ რომელ ქვეყნებში აქვს საქართველოს საშიში სახელმწიფოს სტატუსი. რეალურად, ჩვენი მიზანია, რომ რაც უნდა უმნიშვნელო იყოს ბაზა, გავაქროთ ამგვარი წარმოდგენა და შედეგების მიხედვით განვსაზღვროთ, თუ რამდენად სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. რაც უნდა კარგი პრომოაქციები ჩაატარო, თუ არსებობს ნეგატიური ინფორმაცია, ყველაფერ ამას აზრი არ აქვს.

- 2009 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში. ამასთან, მისივე ორგანიზებით მოეწყო მსოფლიოს მრავალი წამყვანი ჟურნალისტისთვის გაცნობითი პრეს-ტური. ამ მიმართულებით რას გეგმავს ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს?
- საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა. ქვეყნის პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც სჭირდება საკმაოდ სერიოზული მიდგომა. ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული მონახაზი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება მთელი წლის განმავლობაში და ვაპირებთ, რომ საკითხში სპეციალისტები ჩავრთოთ. გარდა ამისა, უნდა მოვიფიქროთ განსხვავებული მარკეტინგული გეგმა. მაგალითად, ჩამოვიყვანოთ ჟურნალისტი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც გავლენიანები არიან მოდის სფეროში და ითვლებიან ე.წ. `მაღალი კლასის~ საზოგადოებად. მათ ბევრი ადამიანი ბაძავს და, შესაბამისად, მათმა ჩამოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ნაკადის შემოდინება. ჩვენ უკვე დავამყარეთ კავშირები ასეთ ადამიანებთან. ახლა მთავარია მიზნობრივი ჯგუფის განსაზღვრა, რაშიც ჩვენს მიერ მოწვეული სპეციალისტები დაგვეხმარებიან.
რაც შეეხება გამოფენა-ბაზრობებს, მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს დაახლოებით 15 ტურისტულ ბაზრობაში მონაწილეობა. გამოფენებში მონაწილეობის მთავარი მიზანი, ისევ და ისევ, კერძო სექტორის დახმარებაა. ამით კერძო კომპანიებს კონტაქტების დამყარებაში ვეხმარებით.

- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აფერხებს საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარებას და ტურისტების რაოდენობის ზრდას, არის სასტუმროების საკმაოდ მაღალი ფასები, რასაც მათი მფლობელები ქვეყანაში არსებული მაღალი გადასახადებით ხსნიან. 2009 წლის შემოდგომაზე იყო საუბარი, რომ სასტუმროების მფლობელთათვის მათი მომსახურების ფასების შემცირების მიზნით დაწესებულიყო გარკვეული საგადასახადო შეღავათები. იგეგმება თუ არა რეალურად სასტუმროების მფლობელთათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება და რა სტადიაზეა ეს პროცესი?
- ეს ძალიან დელიკატური თემაა და, ამასთან, ტურიზმის დეპარტამენტის ფუნქციებში არ შედის ფასების რეგულირება. მას საკმაოდ სერიოზული ანალიზი სჭირდება და ამ ეტაპზე სასტუმროების მფლობელთათვის რაიმე საგადასახადო შეღავათების დაწესება არ განიხილება.

- რამდენად თანამშრომლობს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ქვეყანაში ტურიზმის ექსპერტებთან. იმ ადამიანებთან, რომელთაც ამ სფეროში მუშაობის მრავალი წლის გამოცდილება აქვთ და რამდენად ითვალისწინებს მათ მოსაზრებებს?
- ჩვენი აზრით, საქართველოში არის უზარმაზარი ინტელექტუალური და ანალიტიკური პოტენციალი. ასევე, უზარმაზარი რაოდენობის უკვე დამუშავებული მასალა. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ეს ყველაფერი რეალურია და სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ვისაც აქვს გამოცდილება ამ სფეროში მუშაობის, ქართველი იქნება თუ უცხოელი, მზად ვართ ვითანამშრომლოთ და მათი მოსაზრებები გავითვალისწინოთ.

ესაუბრა შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48