| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
| « თებერვალი 2012 » |
|---|
| | | | | | |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| საზოგადოება : სწრაფი კვება თუ ნელი სიკვდილი |
 ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც დრო ფულია. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დრო დავზოგოთ, რაც ხშირად, როგორც ჩანს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება.
|
| |
| საზოგადოება : ”საქართველოს რკინიგზიდან” თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნები დაიწყო |
”საქართველოს რკინიგზის” მიერ ფინანსური რესურსების განკარგვა ჯერ კიდევ აკაკი ჩხაიძის პერიოდში იყო პრობლემური საკითხი. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რკინიგზამ რამდენიმე მმართველი გამოიცვალა, ყველაზე დიდ ხანს ამ პოსტს ირაკლი ეზუგბაია შემორჩა. ეზუგბაიას ხელმძღვანელობის დროს ”საქართველოს რკინიგზამ" რამდენიმე პროექტი განახორციელა, აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიას სამომავლოდ უფრო სერიოზული პროექტები აქვს დაგეგმილი.
|
| |
| საზოგადოება : საქართველო ევროკავშირის წინააღმდეგ |
"სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადება დაგვიანებულია”მერაბ ჯანიაშვილი, აფბას პრეზიდენტისამოქალაქო საზოგადოების ერთმა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ის გამოსვლები გააპროტესტა, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას რომ იწვევს. ფაქტის კომენტირება არასამთავრობო ორგანიზაცია `ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის~ პრეზიდენტს მერაბ ჯანიაშვილს ვთხოვეთ.
|
| |
| საზოგადოება : ავარიულ სახლებს მესაკუთრეების თანხმობის გარეშე დაანგრევენ |
იმ ავარიული შენობების დემონტაჟი, რომელთა არსებობაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე მოხდება. შესაბამისი ცვლილება ?ივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონში მთავრობის ინიციატივით შედის. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განმარტებით, მერიის თანამშრომლები საკუთარი ხარჯით მოახდენენ ასეთი საშიში შენობების დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი სახლი აიგება, რომელშიც მესაკუთრეს კუთვნილ ფართს უფასოდ გადასცემენ.
|
| |
| საზოგადოება : საკუთრების ხელყოფა საბოლოოდ დაკანონდა |
"საქართველოს რკინიგზას" ქონების ექსპროპრეაციის უფლება მიენიჭაეკონომიკის მდგრადი განვითარების სწორუპოვარმა მინისტრმა ვერონიკა ქობალიამ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც "საქართველოს რკინიგზას" უფლება ეძლევა თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობისას ჩამოართვას მოქალაქეებს, თავისი შეხედულებისამებრ საზოგადოებრივი ინტერესის მომიზეზებით, მის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, ნარგავები და ასე შემდეგ.
|
| |
| საზოგადოება : დიდი ქართული საქმე |
"მამაჩემი ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი იყო""კანდელის ანთებას ვეცადე", - ეს სიტყვები მუჰაჯირების შთამომავალს, თურქეთში მოღვაწე დიდ მამულიშვილს, აჰმედ მელაშვილს ეკუთვნის. და, მართლაც, მთელი მისი შეგნებული ცხოვრება, საკუთარი სიცოცხლის ფასად, მან ამ კანდელის ანთებას შეალია. აჰმედ მელაშვილი პირველი იყო იმ თურქეთელ ქართველთაგან, რომლებმაც დაიწყეს ბრძოლა თავიანთი იდენტობისა და ქართული თვითმყოფადობის დაბრუნებისთვის, დაიწყეს მძიმე შრომა, რომ თურქეთში მიმობნეული ქართველობა გამოეფხიზლებინათ და თავიანთ ფესვებთან დაებრუნებინათ. ეს, იმ დროს, გასული საუკუნის სამოციან წლებში, მართლა ძალიან რთული, თითქმის წარმოუდგენელი იყო. ორად გაყოფილი მსოფლიო და მძიმე რკინის ფარდა ამას თითქმის მიუღწეველს ხდიდა.
|
| |
| საზოგადოება : ხუან ეჩანოვე: "ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!" |
 საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წევრმა, სოფლის მეურნეობის, რეგიონული მეურნეობის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხების კურატორმა ხუან ეჩანოვემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა სახელწოდებით "ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!".
|
| |
| საზოგადოება : ვერა ქობალიმ კომპოზიტორთა სახლი მუსიკოსებს საბოლოოდ წაართვა |
”ჩვენივე გაკეთებული საბუთებითა და ტექპასპორტებით ეკონომიკის სამინისტრომ კომპოზიტორთა სახლი საკუთარ სახელზე გადაიფორმა”საბჭოური განსაზღვრებით ”ინტელიგენცია” გონებრივი შრომით დაკავებულ ადამიანთა სოციალურ ფენას ან ჯგუფს ეწოდებოდა. მათში შედიოდნენ, მწერლები, პოეტები, მეცნიერები, აკადემიკოსები, კომპოზიტორები და მთლიანად განათლებული საზოგადოება. თუმცა, ეს ”ინტელიგენცია” პრეზიდენტმა რამდენიმე წლის წინ "ჩასარეცხად" გაიმეტა. ამის შემდეგ, სახელმწიფოსა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის არსებული დავა დღემდე მოუგვარებელ პრობლემად დარჩა.
|
| |
| საზოგადოება : ცივილიზებული ეკონომიკა და მონოპოლიები შეუთავსებელია |
 პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არ სჭირდება, რადგანაც არსებულ დოკუმენტში ქვეყნის გამოწვევები ჯეროვნად არ არის ასახული და დოკუმენტი ვერც ეკონომიკიური უსაფრთხოების სისტემას გვთავაზობს. ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრმა ვაჟა ბერიძემ აჭარაში მოქმედ არასამთავრობო სექტორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლებთან შეხვდრაზე განაცხადა.
|
| |
| საზოგადოება : სომხური ეკლესია პატრიარქების კომუნიკეს შესრულებაზე უარს ამბობს |
ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი მეზობლები სომხური წარმოშობის ეკლესიად 653-მდე ტაძარს აცხადებენსაქართველოში სომხეთის კათოლიკოს პატრიარქის ერთკვირიანი ისტორიული ვიზიტის განხილვა და ვიზიტის შემდგომ ქართულ-სომხურ ურთიერთობებში გაჩენილი ახალი გარემოებების თაობაზე მსჯელობები გრძელდება. რეგიონული მედიის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ საქართველოში გარეგინ II-ის ვიზიტმა მარცხი განიცადა და სომეხთა კათალიკოსი სამშობლოში კონკრეტული შედეგების გარეშე დაბრუნდა. სომხური და აზერბაიჯანული პრესის შეფასებით, "საქართველომ გარეგინ მეორეს სომხების შორსმიმავალი იმედების რეალიზების საშუალება არ მისცა". აზერბაიჯანული გამოცემა "ზეპკთორ” სომეხთა კათოლიკოსის საქართველოში ვიზიტს "ჩაგდებულად” აფასებს და მიუთითებს, რომ ერევანი მზად არ აღმოჩნდა იმ სამართლიანი და არაორაზროვანი პასუხისთვის, რომელიც თბილისმა საქართველოს ტერიტორიაზე სომხური მხარის ინტერესებს გასცა.
|
| |
| საზოგადოება : თბილისში დასუფთავების გადასახადი იზრდება |
ივლისიდან თბილისში, შესაძლოა, დასუფთავების გადასახადი გახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით განისაზღვროს. იმის მიუხედავად, ვინ რა დოზით აბინძურებს დედაქალაქს, თბილისის დასუფთავებაში ყველაზე მეტ თანხას ის მოქალაქეები გადაიხდიან, ვინც მეტ დენს მოიხმარს. არის თუ არა ლოგიკა აღნიშნულ ინიციატივაში? შეგახსენებთ: დედაქალაქის მერის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, დასუფთავების ტარიფი დაიანგარიშება აბონენტად დარეგისტრირებულ, ელექტროენერგიის მომხმარებლის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის პროპორციულად - 1 კვტ.სთ მოხმარებულ ენერგიაზე 0,05 ლარის ოდენობით, დღგ-ს გარეშე.
|
| |
| საზოგადოება : ქვეყნიდან ახალგაზრედები და შრომისუნარიანი მოქალაქეები გადიან |
საქართველო ბერდება
1990-იანი წლებიდან დღემდე განვლილი პერიოდი საქართველოს ისტორიაში შევა არა მარტო როგორც დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პერიოდი, არამედ როგორც დიდი მიგრაციის პერიოდი.
|
| |
| საზოგადოება : სურსათის წარმოებაზე ზედამხედველობა მკაცრდება |
სურსათის უვნებლობის კანონში ცვლილებები შედის
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონმდებლობის შესაბამისად, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც დამრღვევ სურსათის მწარმოებელთა და დისტრიბუტორთათვის საჯარიმო სანქციები ამოქმედდება. პირის საქმიანობა სურსათის მწარმოებლად ან დისტრიბუტორად რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ცვლილება ძალაში უკვე შევიდა.
|
| |
| საზოგადოება : ფქვილის გაიაფების მიუხედავად პურზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა |
"საქართველო მარცვლეულის ექსპორტიორი ქვეყანა ვერ გახდება"საინტერესო და საკმაოდ დასაფიქრებელია ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგმარეობა, რომელიც პროდუქციასა და მათზე ფასების უაზროდ ზრდას ეხება. ფქვილი იაფდება, პურზე ფასები კი მატულობს. ალბათ შეამჩნევდით, რომ ყველაფერი უკუღმა ხდება. რა არის პურზე ფასის მატების მიზეზი მაშინ, როდესაც ფქვილი იაფდება? რა თქმა უნდა ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვებს თუ დავუჯერებთ საგანგაშო არაფერია: „საქართველო მალე მარცვლელულის მიწოდების რეგიონალური ცენტრი უნდა გახდეს“-ო.
|
| |
| საზოგადოება : საოჯახო სასტუმროს მფლობელები 1.კვ მეტრზე 10 ლარს გადაიხდიან |
"სეზონის დასრულების შემდეგ არ არის გამორიცხული საგადასახადო ორგანოებმა "აღმოაჩინონ”, რომ გამქირავებელმა ბრუნვის გადასახადი ან საშემოსავლო გადასახადი დამალა”საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მიმართულება ტურიზმია. მიუხედავად ამ სფეროს დეკლარირებულად პრიორიტეტულობისა, ტურისტული ინდუსტრია დღეს უმძიმეს დღეშია. ზღვის სეზონი ახლოვდება და შესაბამისად, საქართველოს საზღვაო კურორტებზეც სრული სამზადისია. გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტ ტურისტს ელოდებიან, მათ შორის უცხოელებსაც.
|
| |
| საზოგადოება : კლიმატის ცვლილება - მიზეზები და შედეგები |
 უკანასკნელ წლებში მეცნიერთა ვარაუდი შეჩერდა იმ მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომ ადამიანი თავისი საქმიანობით გავლენას ახდენს გლობალური საშუალო ტემპერატურის სწრაფ ზრდაზე. მის შედეგებს კი მსოფლიო უკვე იმკის, რაც ბოლო პერიოდში იაპონიაში განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა..
|
| |
| საზოგადოება : რა დაჯდა 7 ათასი ეკვადორული ვარდი |
ლეგენდასავით დადის ამბავი დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სიყვარულზე: დუქანი გაყიდა, მილიონი ალისფერი ვარდი ფეხქვეშ რომ დაეფინა ფრანგი მოცეკვავე მარგარიტასთვის, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდაო. ასე იყო თუ არა, არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში "ფიროსმანის მილიონი ვარდი" დღემდე ლამაზ ამბად რჩება...
|
| |
| საზოგადოება : ”სუხიშვილებმა” ქართველ მაყურებელს ახალი პროგრამა შესთავაზა |
თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს ნაციონალურმა ბალეტმა `სუხიშვილებმა” მაყურებელს ორდღიანი ახალი შოუ-პროგრამა შესთავაზა. კონცერტზე პირველად იქნა წარმოდგენილი ის ახალი ცეკვები, რომლებიც უმცროსმა ილიკო სუხიშვილმა უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დადგა. საათნახევრიან პროგრამაში 15 ახალი ნომერი შევიდა, მათ შორის იყო ორი მუსიკალური კომპოზიციაც. წარმოდგენის ყველაზე ემოციური ნაწილი იყო ცეკვა "ხორუმი,” რომელიც სიჩუმეში შესრულდა. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, უმცროსი ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმული ახალი ცეკვებისათვის კოსტუმები თავად ნინო სუხიშვილის მიერ იქნა შეკერილი.
|
| |
| საზოგადოება : ქაოტური ჯანდაცვის რეფორმა |
"საქართველოში სამედიცინო პერსონალის პროდუქტიულობის დონე ვერ აკმაყოფილებს მისაღებ სტანდარტებს და ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონსა და დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით”
"ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ფაქტობრივად, თითქმის მთლიანად მოიშალა ჯანდაცვის სისტემა. შეიძლება ითქვას, რომ რეალური, ხალხისთვის ხელმისაწვდომი რეფორმა არც კი გატარებულა და ამის მთავარი მიზეზი იყო ქვეყანაში ამ დროს გამეფებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისი. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დღეს უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 170 ქვეყნიდან საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების წილით საქართველო 149-152-ე ადგილებს იყოფს იემენთან, ტოგოსა და ერიტრეასთან ერთად.
|
| |
| საზოგადოება : მანდატურები კერძო სკოლებშიც გამოჩნდნენ |
"სამინისტრომ ეს ინტიტუტი პედაგოგების გასაკონტროლებლად შემოიღო"მანდატურები სკოლაში - ეს არის ნებისმიერი პროფესიის ადამიანთა სამკაციანი ჯგუფი. ერთი ქალბატონი და ორი მამაკაცი ამერიკული პროგრამის ფარგლებში გადის მომზადებას, ხოლო შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ, ტრენინგებს ფსიქოლოგიასა და კანონმდებლობაში. მათ მოვალეობაში შედის ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სკოლაში კონფლიქტების მოგვარება, დანაშაულის პრევენცია და მოსწავლეებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა.
|
| |
| საზოგადოება : ხორცის მწარმოებელთა მადა იზრდება |
 "საინტერესოა, ხელისუფლებამ რატომ დაიწყო მაინც და მაინც ახლა ხორცის ხარისხის კონტროლზე ფიქრი და თან მხოლოდ თბილისში. დანარჩენი საქართველოს მასშტაბით რა ხდება? იქ არ ცხოვრობენ ქართველები, რომლის ჯანმრთელობაზეც სახელმწიფო ზრუნავს?” "გაუგებარია ის, რომ საქართველო ევროკავშირს სურსათის ხარისხის კონტროლის აღდგენაზე უარს უცხადებს, პარალელურად კი რეგულაციებს და შეზღუდვებს სურსათის მხოლოდ ერთ სახეობაზე აწესებს. ხარისხის კონტროლს თუ აღვადგენთ, მაშინ ყველა პროდუქტისთვის აღვადგინოთ და ევროკავშირთანაც გავაფორმოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება".
|
| |
| საზოგადოება : შემოსავლების სამსახურმა "პალიტრა მედიაში" შემოწმება დაიწყო |
ჰოლდინგ ”პალიტრა მედიას,” რომელსაც მეორე დღეა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამოწმებს, დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. ჰოლდინგის ოფისთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც.
|
| |
| საზოგადოება : "მედიაპალიტრის" განცხადება |
 7 ივნისს "მედიაპალიტრის" 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურმა შემოწმება ერთდროულად დაიწყო; მათ შორის 4 კომპანიის საწყობები დაილუქა ინვენტარიზაციისთვის. "მედიაპალიტრა" არ არის საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგი ზოგადად, თუმცა ერთდროულად 6 სხვადასხვა შპს-ში მოულოდნელი შემოწმების დაწყება ლოგიკურად ბადებს ეჭვს და იწვევს შეშფოთებას, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა, მოხდეს მედიასახლზე გარკვეული ზეწოლა.
|
| |
| საზოგადოება : 2022 წლიდან გერმანია ბირთვულ ენერგიას აღარ მოიხმარს |
გერმანიის მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია შეთანხმდა გეგმაზე, რომელიც 2022 წლისთვის ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურების დახურვას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების ფონია გერმანიაში მიმდინარე დისკუსია ბირთვული ენერგიის უსაფრთხოების შესახებ - დისკუსია, რომელიც იაპონიაში მიწისძვრითა და ცუნამით ფუკუსიმის სადგურის დაზიანებამ და კრიზისმა გამოიწვია.გერმანია პირველი განვითარებული ქვეყანაა, რომელიც ბირთვულ ენერგიაზე უარს ამბობს.”როგორც ამ ქვეყნის მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ გამოაცხადა, 2022 წლისთვის იქ ყველა ბირთვული ელექტროსადგური დაიხურება.”გადაწყვეტილებას, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრმა ნორბერტ რიოტგენმა ბერლინში გამოაცხადა, ბიძგი მისცა იაპონიაში, ფუკუსიმის ატომურ სადგურზე შექმნილმა კრიზისმა, - "ენერგოპოლიტიკის სფეროში კოალიციამ შეთანხმებას და ცვლილებას მიაღწია.
|
| |
| საზოგადოება : სამოქალაქო აქტივობა და არაფორმალური შრომითი ურთიერთობები |
მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გზების ძიებაშისტრუქტურულმა ცვლილებებმა ეკონომიკაში, ხშირ შემთხვევაში გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა პრივატიზაციამ, საკუთრების უსამართლოდ, არათანაბრად გადანაწილებამ, საერთოდ საკუთრების ცნების არასწორმა გაგებამ და საზოგადოების გამოუცდელობამ, ემოქმედა ახალი (საბაზრო) ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლებში, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ერთგვარი ჰიბრიდული ფორმალური (სამოქალაქო) და არაფორმალური (არასამოქალაქო) ეკონომიკების გამაერთიანებელი ეკონომიკის დამკვიდრება გამოიწვია.
|
| |
| საზოგადოება : გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოს დაბინძურების პრობლემას ვერ ამჩნევს |
"ეკოლოგების მოკვლევით, ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს"
პოლიეთილენის მოხმარების შემცირების და მისი ქაღალდის პარკებით ჩანაცვლების პროპაგანდა მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ამ დროს, საქართველოში ისიც არ აქვთ გაცნობიერებული, რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს პოლიეთილენის პარკი გარემოსა და ადამიანის სიცოცხლისთვის. ეფექტური გამოსავალი, ალბათ, აკრძალვებზე მეტად საზოგადოებაში ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლებაა. ადამიანები დღემდე დაუდევრად ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რაც სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან აკრძალვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს.
|
| |
| საზოგადოება : მართვის მოწმობის აღება 17 წლიდან ხდება შესაძლებელი |
 2011 წლის 1 ივნისს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც შესაძლებელი გახდა ერთ–ერთი მშობლის წერილობითი თანხმობით მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვას 17 წლის ასაკს მიღწეული პირი.
|
| |
| საზოგადოება : ქეცბაიას “ქართული კატენაჩიო” |
 ხორვატიის ნაკრებთან 2:1 წაგება კატასტროფა არ არის. ბოლო წლების შედეგების ფონზე წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს. ამავე დროს, დამაფიქრებელია ის სასათბურე პირობები, რომელსაც თემურ ქეცბაიას უქმნიან.
|
| |
| საზოგადოება : MTV-ის ფესტივალი ბათუმში შესაძლოა ჩაიშალოს |
გასული წლის ბოლოს სააკაშვილმა მთავრობის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ 2013 წლიდან ყოველწლიურად უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ ადგილობრივ მცხოვრებთა რიცხვს უნდა გადააჭარბოს - ,, თუ გულმოდგინედ ვიმუშავებთ, ჩვენ მივაღწევთ .... 10 მილიონ ტურისტს“.
|
| |
| საზოგადოება : "სახელმწიფოს როლი სტუდენტთა დასაქმებაში ნულის ტოლია" |
დასაქმებულ სტუდენტთა უმრავლესობის თვიური ხელფასი საარსებო მინიმუმსაც კი არ უტოლდება
ზომბირების და მასებზე ზემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოყენებული მეთოდია ინფორმაციის შეზღუდვა, როდესაც იბლოკება ინფორმაციის მნიშვნელოვანი არხები და ადამიანები იძულებულნი არიან, მოიხმარონ ის ინფორმაცია, რასაც აწვდის მათ ხელისუფლება. ამის ნიშნები, სამწუხაროდ, საქართველოშიც არის. უარესი მდგომარეობაა უმაღლეს სასწავლებლებში. "თვითმართველობას სტუდენტთა აზრი და სურვილები არ აინტერესებს და დაქვემდებარებულნი არიან ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს. იგი სტუდენტებში კლავს ყველაფერს და აქცევს ზომბებად”, - განაცხადა "დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" წევრმა გიორგი სარიშვილმა.
|
| |
|
|
|
|