| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
| « თებერვალი 2012 » |
|---|
| | | | | | |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| საზოგადოება : მგზავრობის გაიაფების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტს მიმართავს |
ინტერპრესნიუსი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულების გაიაფების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტს, თბილისის მერსა და საკრებულოს მიმართავს. გუშინ პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა ბექა კემულარიამ რამდენიმე მოქალაქესთან ერთად, დღეს საკრებულოში გუშინდელი აქციის რეზოლუციის ტექსტი შეიტანა და განაცხადის სახით საკრებულოს მოქალაქეთა მისაღებში დატოვეს.
|
| |
| საზოგადოება : საარსებო მინიმუმი შემცირდა |
ივნისში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 158,6 ლარით განისაზღვრასაქართველოში 2011 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 23,32%-ით გაიზარდა. `საქსტატის~ ინფორმაციით, 2011 წლის ივნისში ამ მაჩვენებელმა 158,6 ლარი შეადგინა, ერთი წლის წინათ კი 128,6 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის მაისში - 166,4 ლარს, რაც სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
|
| |
| საზოგადოება : "იაფი კრედიტის" გაცემის საკითხი, რომელიმე ჩინოვნიკის კაბინეტში წყდება |
 თბილისის მერია ბიზნესს 2011 წლის იანვრიდან "იაფი კრედიტით" უზრუნველყოფს. "იაფი კრედიტით" სარგებლობა მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ ბიზნესსა და ბიზნესის დაწყების მსურველ პირებს შეუძლიათ. თბილისის მერიამ, "იაფი კრედიტის" ფარგლებში, საკუთარი ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოყო. სესხის მაქსიმალური ოდენობა, თითოეულ პირზე, 150 ათასი ლარით განისაზღვრა.
|
| |
| საზოგადოება : "100 ახალი საავადმყოფო" კვლავ პროექტად რჩება |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. სამინისტრო ვალდებულია მიისწრაფვოდეს სიცოცხლისთვის ჯანმრთელი ატმოსფეროს შექმნისკენ და ამ მიმართულებით გაატაროს სახელმწიფო პოლიტიკა შრომის, ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში. სამინისტროს პოლიტიკაში ამ მიმართულებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა 2003 წლიდან შეიძინა, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და რეფორმების გატარება აუცილებელი გახდა. საქართველომ უარი თქვა მართვის არსებულ ძველ მოდელებზე. ეს ჯანდაცვის სფეროსაც შეეხო და ამ მიმართულებითაც დაიწყო სისტემური ცვლილებები.
|
| |
| საზოგადოება : თბილისში მგზავრობა გაძვირდა |
ბევრი სიცრუე და კითხვის ნიშანი "მარშრუტკების" გარშემო
თბილისში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, თითქმის ყველა მიმართულებით, 50-დან 80 თეთრამდე გაძვირდა. თუმცა, მძღოლები ვერ აკონკრეტებენ, ვინ მიიღო მგზავრობის გაძვირების გადაწყვეტილება. მათი თქმით, ახალი, 80-თეთრიანი აბრები მათ დისპეტჩერებმა დაურიგეს, მაგრამ მძღოლები არც იმას აკონკრეტებენ, თავად დისპეტჩერებმა ვისგან მიიღეს მგზავრობის გაძვირების მითითება.
|
| |
| საზოგადოება : “საქართველო სომხეთის ”აღთქმული მიწაა” |
"საქართველო სომხებისთვის ისევეა "აღთქმული მიწა", როგორც ისრაელი ებრაელებისთვის
არნოლდ სტეპანიანის ვნებანი
ვიღაცამ "სომხური კარტის” გათამაშება გადაწყვიტა კავკასიაში. ისევ ამოქმედდა მეხუთე კოლონა საქართველოში, ისევ გვიტევენ ჩვენი ძმები - სომხები.
|
| |
| საზოგადოება : თბილისში მგზავრობა გაძვირდა |
ბევრი სიცრუე და კითხვის ნიშანი `მარშრუტკების~ გარშემოთბილისში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, თითქმის ყველა მიმართულებით, 50-დან 80 თეთრამდე გაძვირდა. თუმცა, მძღოლები ვერ აკონკრეტებენ, ვინ მიიღო მგზავრობის გაძვირების გადაწყვეტილება. მათი თქმით, ახალი, 80-თეთრიანი აბრები მათ დისპეტჩერებმა დაურიგეს, მაგრამ მძღოლები არც იმას აკონკრეტებენ, თავად დისპეტჩერებმა ვისგან მიიღეს მგზავრობის გაძვირების მითითება.
|
| |
| საზოგადოება : "ალფა”, "ავერსი” და "სილქნეტი” ქუთაისის "ტორპედოს” სპონსორები გახდნენ |
 ეტყობა, ამ სამი, ჩვენი მასშტაბებითსოლიდური კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გერმანულ `ფოლკსვაგენს~ მიბაძოს. გერმანული `ვოლფსბურგი~ შესანიშნავ კლუბად ჩამოყალიბდა. ოღონდ ამ ბედსა და მთავრობას მინდობილ კომპანიებს `ფოლკსვაგენისგან~ განსხვავებით, რომელმაც თავად გადაწყვიტა კლუბის ჩამოყალიბება, მთავრობა, უბრძანა - ასე მოიქეცითო.
|
| |
| საზოგადოება : დაგეგმეთ დასვენება სამთო კურორტზე |
 ზაფხულში ტურისტების სიმრავლე არა მარტო საზღვაო ქალაქებში, არამედ მაღალმთიან რეგიონებშიც შეინიშნება. განსაკუთრებით პოპულარულია: ბორჯომი, ლოპოტას ხეობა, სვანეთი, ყაზბეგი, აბასთუმანი, საირმე, წაღვერი... რომლებიც გამოირჩევიან, როგორც უნიკალური სამკურნალო თვისებებით, ასევე კულტურული ღირსშესანიშნაობებითა და მრავალფეროვანი ბუნებით. ბოლო წლებში, მთაში დასვენება ძალზედ აქტუალური გახდა არა მარტო ქართველებისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ზღვასთან შედარებით მთაში დასვენება ბევრად უფრო იაფია, ერთი დღე-ღამის ფასი სასტუმროში დაახლოებით 50 ლარიდან 1480 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ჩვეულებრივ საოჯახო სასტუმროებში 7 ლარიდან 20 ლარამდე. ფასი ძირითადად განსხვავდება ადგილმდებარეობისა და შეთავაზებული პირობების მიხედვით.
|
| |
| საზოგადოება : ”ბანკები და ფინანსები” უერთდება საქართველოს პრესის ასოციაციის მიმართვას |
მიუხედავად იმისა, რომ ფოტორეპორტიორების დაკავებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების მსვლელობაში იყო ჩვენთვის გაუგებარი მოქმედებები, რაც შეიძლება უფრო შედეგიანად და მიზანმიმართულად გაკეთებულიყო, გაზეთი ”ბანკები და ფინანსები” მონაწილეობდა აქციებში, დღეს კი უერთდება ასოციაციის მიმართვას.
|
| |
| საზოგადოება : დაუსაქმებელი ახალგაზრდები - უპერსპექტივო ქვეყანა |
 შრომის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც უზრუნველყოფს მისი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებასა და ჰარმონიულ განვითარებას. სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლების რეალიზებისათვის ხელის შეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ახალგაზრდების დასაქმებას შეეხება, რადგან, პირველ რიგში, ისინი წარმოადგენენ ქვეყნის სამუშაო ძალის სოლიდურ ნაწილს და, მეორე და მთავარი, ქვეყნის მომავალს, რომელთა სასტარტო სამუშაო პირობებზე დიდწილადაა დამოკიდებული მათი შემდგომი განვითარება და კვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება. ახალგაზრდობა უკვე დღეს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების სტრუქტურას, თუმცა ამასთან ერთად ახალგაზრდები მთელს მსოფლიოში შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაუცველ სოციალურ ჯგუფად ითვლებიან, და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოში.
|
| |
| საზოგადოება : "ლუგელა" დამსვენებელს აქტიურ დასვენებას სთავაზობს |
ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში მდებარე კურორტ "ლუგელას" ამინდმა დამსვენებელი დაუკარგა. თუმცა, სოფელში იმედოვნებენ, რომ აგვისტო–სექტემბერში კლიენტების რაოდენობა პიკს მიაღწევს. "მიუხედავად იმისა, რომ კურორტი ერთ პატარა სოფელს მოიცავს, დამსვენებელი არ აკლია. აქ ყოველ წელს ჩამოდიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები," - ამბობს სოფელ მუხურში მდებარე ჯანმრთელობის გაუმჯობესების ცენტრის "ლუგელას" დირექტორი თემურ თორდავა. მისი თქმით, კომპლექსი ერთდროულად 100 დამსვენებელს ემსახურება, აქ დასვენება დღე–ღამეში სამჯერადი კვებით 30-დან 35 ლარამდე ღირს. ქირავდება კერძო ბინებიც, სადაც ფასი ოდნავ დაბალია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მას თორდავა დამაკმაყოფილებელს უწოდებს.
|
| |
| საზოგადოება : დეზერტირების ბაზრის ადგილას ახალი ცენტრის მშენებლობა ივლისში იწყება |
დეზერტირების ბაზრობის ნაცვლად ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესი შესაძლოა უკვე ივლისის ბოლოს დაიწყოს. ამის შესახებ რადიო ~კომერსანტს” ~თბილისი მოლის” გენერალურმა დირექტორმა განუცხადა. სწორედ ეს კომპანია ახორციელებს ახალი სავაჭრო კომპლექსის მშენებლობას. ამჟამად გარკვეული საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და მშენებლობის დაწყება ან მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ან უკიდურეს შემთხვევაში სექტემბერში მოხდება.
|
| |
| საზოგადოება : მომხმარებლები მობილურ ოპერატორებს თაღლითობაში დებენ ბრალს |
ტექნიკური ხარვეზი თუ მომხმარებლების დაჩაგვრაფასიანი ”უფასო კავშირი” მობილური ოპერატორებისგან
|
| |
| საზოგადოება : ფსიქოლოგიის ინსტიტუტს აუქმებენ |
ილიას სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელსაც ფსიქოლოგიის ინსტიტუტი შარშან შეუერთდა, მეცნიერ-თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებს
|
| |
| საზოგადოება : ინტერვიუ ეკონოკიმის ექსპერტთან შოთა მურღულიასთან |
”ქუთაისში პარლამენტის შენობა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა, რაც გაუგებარი ფაქტია”
”ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტში საბინაო კომუნალურ მაჩვენებელზეა გატარებული, ალბათ, სხვა კოდი ვერ მოიფიქრეს, თორემ საქართველოს პარლამენტი რომელი საბინაო კომუნალური დანიშნულებისაა”
|
| |
| საზოგადოება : არასამთავრობო ორგანიზაციების ჩრდილოვანი ბიზნესი საქართველოში |
ვინ მიხედავს ამ კლანურ-მაფიურ სექტორს, როცა მისი ამდაგვარი არსებობით ხელისუფლება და ოპოზიცია ერთნაირადაა დაინტერესებული
რა არის USAID -ის გულგრილობის მიზეზი
|
| |
| საზოგადოება : პური გაიაფდება |
საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი განახლდაივლისის თვეში საქართველოში ხორბლის ფასის შემცირებას ვარაუდობენ. ექსპერტებს ამ ვარაუდის საფუძველს რუსეთის ემბარგოს მოხსნა აძლევს, რომლის შედეგადაც რუსული ხორბლის პირველი პარტია უკვე ამ თვეში შემოვა ჩვენს ქვეყანაში. ლოგიკურად ხორბლის გაიაფებამ ფქვილის და, შესაბამისად, პურის გაიაფებაც უნდა გამოიწვიოს, რომელზეც მაღალი ფასი საქართველოს მოსახლეობას ესოდენ აწუხებს.
|
| |
| საზოგადოება : მესტიაში პრეზიდენტის რეზიდენცია შენდება |
 მესტიაში პრეზიდენტის რეზიდენცია შენდება. ადგილი, სადაც შენობა უნდა აშენდეს, მესტიის საუკეთესო ადგილას მდებარეობს. ერთ მხარეს, ის მესტიის დასახლებასა და ისტორიულ კოშკებს გადაჰყურებს, ხოლო მეორე მხარეს ჰაწვალი მდებარეობს, სადაც ახალი სათხილამურო ტრასა შენდება.
|
| |
| საზოგადოება : ადლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მილიონ ლარამდე ჯდება |
ადლიის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად სამუშაოების ახალი ეტაპი დაიწყო. აჭარის მთავრობის ცნობით, მდინარე ჭოროხის შესართავიდან ინერტული მასალების ზღვაში შეტანით ბათუმის ახალ ბულვარსა და ადლიის დასახლებას ზღვა საფრთხეს ვეღარ შეუქმნის. წელს ადლიის სანაპიროზე 100 000 კუბ. მეტრი ინერტული მასალის ჩაყრა იგეგმება. სამუშაოები 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.
|
| |
| საზოგადოება : "ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაფასების დონე ძალიან დაბალია" |
ინტერვიუ ექსპერტთან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში ტიმოთი ტრეინერთანინტელექტუალურ საკუთრებას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საკუთრებას, თავისი ღირებულება აქვს. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, აქტუალური ხდება ინტელექტუალურ სიახლეთა შექმნა და მათი სამართლებრივი დაცვა. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრება სათანადოდ დაფასებული და შეფასებული არ არის. სწორედ ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების ცნობადობისა და მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ (EPI), ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრების დარგში ტიმოთი ტრეინერი მოიწვია. ტიმოთი ტრეინერი 20 წელზე მეტია, რაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საკითხებზე მუშაობს. წლების მანძილზე იგი გახლდათ გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის პრეზიდენტი და თანათავმჯდომარეობდა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს.
|
| |
| საზოგადოება : "თბილისის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს წყალი გაფილტრული კანალიზაციაა” |
თბილისი მოსახლეობა სასმელი წყლით ჟინვალის წყალსაცავიდან მარაგდება. აქ ამბობენ, რომ ეს ყველაზე სუფთა წყალია, თუმცა, ეს მხოლოდ რამდენიმე კილომეტრზე. მდინარე არაგვი ჟინვალ ჰესიდან ბოდონის წყალსაცავში ჩადის, საიდანაც დედაქალაქი სასმელი წყლით მარაგდება. ჟინვალის წყალსაცავსა და ბოდონის წყალსაცავს კანალიზაცია უერთდება. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, წყალი დაბინძურებულია. "წყალი კი გვაქვს, მაგრამ ეს წყალი არ არის სუფთა, ეს არის არაგვის სარწყავი წყალი".
|
| |
| საზოგადოება : "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" წყალმომარაგების პრობლემები აქვს |
 2010 წლის 1 დეკემბრიდან დედაქალაქის მოსახლეობას წყლის ტარიფი 75 თეთრით გაუძვირდა და 3,15 ლარი შეადგინა. როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალური ვებ გვერდი გვამცნობს: "წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებაზე დაწესებულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ წყლის ხარისხი და მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა, არამედ სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკური და გადაუდებელ სამუშაოთა ჩატარებაც". დედაქალაქში უკანასკნელ ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა კი ცხადყო, რომ რეალობა სულ სხვაა. წყლის ტარიფის გაზრდის შედეგად მივიღეთ მხოლოდ გაუარესებული ხარისხი და მომსახურება.
|
| |
| საზოგადოება : სომხურ-ქართული დაპირისპირების საფრთხე რეალურია |
ხელისუფლებამ პატრიარქს და ეკლესიას მკაფიოდ მიუთითა, თუ რა ღირს რეალურად მათი 86%-იანი რეიტინგი
აღმოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტში სომხურ სამოციქულო (გრიგორიანულ) ეკლესიას უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას
|
| |
| საზოგადოება : პოსტ-საბჭოთა სივრცეში სომხეთს ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა აქვს |
სერჟ სარგსიანი: პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა გვაქვს"ა, ბარჟომ? მა, საქართველო? განა ჩვენ კი არ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა?"სომხები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელს ჩვენზე ადრე მოაწერენ
|
| |
| საზოგადოება : საქორწინო კონტრაქტი - სიყვარული თუ შეურაცხყოფა |
 საქორწინო კონტრაქტი - ეს არის შეთანხმება მეუღლეებს/დასაქორწინებელ პირებს შორის, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. ქორწინება, როგორც გარიგების თეორია, ჯერ კიდევ ძველ რომში გაჩნდა. რომის სამართალი მხოლოდ ქონებრივ და პირად არაქონებრივ ურთიერთობებს აწესრიგებდა, ამიტომ ქორწინების ნებისმიერი ფორმა სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებად განიხილებოდა.
|
| |
| საზოგადოება : თბილისზე სომხების პრეტენზიები სამართლიანია |
"მივმართავ ალეკო ელისაშვილს, "თბილისის ჰამქრის" უსტაბაშს - ჩაუდგეს სათავეში და სომეხი მრეწველების და მეცენატების მიერ თბილიში აგებულ ყველა მნიშვნელოვან შენობას გავუკეთოთ შესაბამისი მემორიალური დაფა"ვაჟა ბერიძე
|
| |
| საზოგადოება : კომუნალური გადასახადების ზრდის ტენდენცია გრძელდება |
1 ივლისიდან თბილისის მოსახლეობა დასუფთავების გაზრდილ გადასახადს გადაიხდისპირველი ივლისიდან დასუფთავების ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით განისაზღვრება - ყოველ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე 5 თეთრი იქნება, დღგ-ს გარეშე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 24 ივნისის სხდომაზე დაამტკიცა - მას შემდეგ, რაც საკითხს სამჯერ უყარეს კენჭი. საკრებულოს 34-მა წევრმა 8-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი დედაქალაქში დასუფთავების მომსახურებისთვის გადასახადის დაანგარიშების წესის შეცვლას.
|
| |
| საზოგადოება : საარსებო მინიმუმმა, ოფიციალური სტატისტიკით, 166 ლარი შეადგინა |
გასულ წელთან შედარებით საარსებო მინიმუმის 30%-იანი ზრდიდან 20-22% სურსათის გაძვირებამ გამოიწვია
ნორმატიული კალათის ღირებულება, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის არის აუცილებელი კვლავ იზრდება. 2011 წლის მაისის თვის მდგომარეობით საარსებო მინიმუმი 166.4 ლარით განისაზღვრა. ეს ციფრი 8.9%-ით აღემატება 2011 წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელს, ხოლო წინა წლის შესაბამისი პერიოდის ნიშნულს 29.1%-ით აჭარბებს. საშუალო ოჯახის არსებობისთვის აუცილებელი თანხის მოცულობა ‘საქსტატის~ მიერ 279.1 ლარით განისაზღვრა.
|
| |
| საზოგადოება : ინტერვიუ ”მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარესთან ნინო ჩხობაძესთან |
"ტრაგედია, რაც რიკოთზე მოხდა, განპირობებული იყო იმ ტერიტორიის გეოლოგიური შეფასებების უგულებელყოფით"
"გეოლოგები მუშაობენ, თუმცა სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მათ დაფინანსება არ სჭირდებათ და მათ დასკვნებსაც თითქმის არავინ ითვალისწინებს"
|
| |
|
|
|
|