| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
| « თებერვალი 2012 » |
|---|
| | | | | | |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| საზოგადოება : Medical House პოლიკლინიკების ბაზარზე ახალი კონცეფციითა და დაბალი ფასებით შედის |
თბილისში სამედიცინო დაწესებულებების რიცხვს ნოემბრიდან კიდევ ერთი `ქართულ-ამერიკული მედიცინის სახლი~ შეემატა. მედიცინის სახლი ქართველ პაციენტებს მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალურ მომსახურებას პირდება. კითხვებით, თუ რა კონკრეტულ მომსახურებებს გაუწევენ მომხმარებლებს, როგორი გეგმები აქვთ ქართულ ბაზარზე და რითია მათი სერვისი გამორჩეული ანალოგიური დაწესებულებებისგან, კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს ბ-ნ ლევან ფერაძეს მივმართეთ
|
| |
| საზოგადოება : 11.11.11-ის გლობალური აქცია დაიკავე მსოფლიო |
2011 წლის სოციალური მოძრაობები და ’ისტორიის დასასრულის’ დასასრული
|
| |
| საზოგადოება : მარკეტინგი გოიმებისთვის აღარ ამართლებს |
,,ჯენტლმენის” და სხვათა არაჯენტლმენური სტრატეგია.რამდენიმე დღის წინ ,,ჯენტლმენში” მომიხდა შესვლა. ფასები უბრალო კედებზე სამნიშნა რიცხვებით აღიწერებოდა. ერთ-ერთმა კედმა მიიქცია ჩემი ყურადღება. წინა დღის ნამყოფი ვიყავი ბაზრობაზე და ზუსტად ისეთი კედი 72 ლარად შევიძინე.
|
| |
| საზოგადოება : მაკდონალდსის საწამლავი |
სწარაფი კვება ფრანკენშტეინის საკვებით
|
| |
| საზოგადოება : ოთარ ხინიკაძემ ლექსების ახალი კრებული გამოსცა |
მიწა იტანს ამ უაზრო ხეტიალს, რადგან მალე მეც ხომ მიწად ვიქცევი, ამ ცხოვრების აზრი მხოლოდ ერთია, დრო იცოდე მოქცევის და მიქცევის..
|
| |
| საზოგადოება : პოლიტიკოსების და პარტიების გაუყალბებელი რეიტინგი |
პოლიტიკური პოდიუმი ტექტონური კატასტროფის შემდეგ
ჩარეცხილები, ჩამრეცხავები და მოხეტიალე დერვიშები
|
| |
| საზოგადოება : ბენდუქიძის ანატომია |
ის, რაც "მაესტროს" "ანატომიამ" გააკეთა, ჟურნალისტური ოსტატობით გამორჩეული კოლაჟია. თუმცა, 6 წელია, ამ და სხვა ფაქტებზე წერს გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ბენდუქიძესთან დაკავშირებით და არ იქნებოდა ურიგო "ანატომიას" ეს პუბლიკაციები თავის ჟურნალისტურ ინტერპრეტაციებში მოეხსენიებინა.
|
| |
| საზოგადოება : ექიმები მშობლებს ბავშვების ფასიანი ვაქცინით აცრას აიძულებენ |
ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლისტების მიერ ქართველების ყვლეფა გრძელდებავაქცინა არის იმუნოლოგიური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიის და ვირუსის ცოცხალ ან დახოცილ ფორმებს, ან იმ ნივთიერების მცირე ნაწილს, რომლებსაც ბაქტერია ან ვირუსი გამოიმუშავებს (ანატოქსინს). ვაქცინა აიძულებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, გამოიმუშაოს ანტისხეულები - ნივთიერება, რომელიც ებრძვის ინფექციას.
|
| |
| საზოგადოება : ჭვავის პურის ბაზარი ფალსიფიცირებული პროდუქტითაა გაჯერებული |
დიაბეტით დაავადებულებისთვის სასიცოცხლო საფრთხის შექმნით ჯერ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ გეგენავა ისქელებდა ჯიბეს, დღეს კი ისნის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოგუაძებოლო პერიოდში საინტერესო მოვლენები ხდება ე.წ. შავი ანუ ჭვავის პურის ბაზარზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართულ ბაზარზე ჭვავის ფქვილი პრაქტიკულად არ შემოდის, ~შავ” პურს ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილისგან აკეთებენ და ფერის მიცემა ჯანმრთელობისთვის საშიში მინარევებით ხდება. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით სამთავრობო ტელეარხები აქტიურობენ. რატომღაც უკლებლივ ყველა ტელევიზიას მხოლოდ ახლა გაუჩნდა მოსახლეობის ”დაცვის” და მისი სიტუაციაში გარკვევის სურვილი. ~შავი პურის” თემა იმდენად აქტუალური გახდა, რომ სამთავრობო ტელევიზიებში გასულმა სიუჟეტებმა, ერთგვარად, კამპანიის სახე შეიძინა.
|
| |
| საზოგადოება : რატომ უნდა ვიყო ივანიშვილის მრჩეველი |
”რატომ უნდა ვიყო ივანიშვილის მრჩეველი, არ სჯობს, ივანიშვილი იყოს ჩემი მრჩეველი?”
მე, მრჩეველი...
რა ხდება ბიძინა ივანიშვილის პარტიაში, როგორ მიმდინარეობს ახალი მოძრაობის ფორმირება, რას აკეთებს მრჩეველთა საბჭო? ამ კითხვებით “ბ&ფ”-მ “საქმეში ჩახედულ” პიროვნებას, ვაჟა ბერიძეს მიმართა. ამჯერად იგი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
|
| |
| საზოგადოება : უსუნო გაზი მომაკვდინებელი საფრთხეა |
”ბუნებრივ აირში ისეთი ნივთიერებების შერევა ხდება, რაც მოცულობაში ზრდის და არ იწვის”აცივებასთან ერთად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, ბუნებრივი აირის მოხმარება იზრდება. შესაბამისად, იზრდება საფრთხე, რომელიც ამ პროცესს ახლავს. სამწუხაროდ, გაზით გათბობა და მისი სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება, ისევ შეუსაბამო ტექნოლოგიებით ხდება, ასევე, მწვავედ დგას პრობლემა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ტრადიციულად იქცა - საყოფაცხოვრებო მოხმარებაში გატანილ ბუნებრივ აირს სუნი არ აქვს. არა და, სუნის მიმცემი კომპონენტების დამატება იმ ტრაგედიების სერიოზული პრევენცია იქნებოდა, რომლებიც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დგება.
|
| |
| საზოგადოება : არჩევნების გადასახადი - ახალი კომუნალური გადასახადი |
თუ არ იყიდი შაქარს, ვერც პურს შეიძენთბილისის საკრებულომ მიმდინარე წლის 24 ივნისს დაამტკიცა მერიის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიება. ახალი კანონის თანახმად, ყოველთვიურად თითოეულ ოჯახს ელექტროენერგიის თითოეულ მოხმარებულ კილოვატზე საშუალოდ 5 თეთრის გადახდა უწევს, დასუფთავების გადასახადის სახით. პარლამენტში კანონპროექტის შეტანის დღიდან მოყოლებული უამრავი ადამიანი ცდილობს ამოხსნას თავსატეხი - რა კავშირი არსებობს ნაგავსა და ელექტროენერგიას შორის, რატომ უნდა დაგიგროვდეს უფრო მეტი ნაგავი, რაც უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარ, თუმცა ამაოდ - მერიის ამ ინიციატივას ვერანაირი ლოგიკა ვერ ხსნის.
|
| |
| საზოგადოება : საშუალო ხელფასის მიხედვით მხოლოდ სომხეთს ვუსწრებთ |
 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 597 ლარს შეადგენს, ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი სულ რაღაც 155,6 ლარს. მეზობელ სომხეთში საშუალო ხელფასი 330 დოლარია (დაახლოებით 544 ლარი) შეადგენს, საარსებო მინიმუმი კი 232 ლარს უტოლდება. აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი 451 დოლარია (დაახლოებით 744 ლარი), საარსებო მინიმუმი კი დაახლოებით 330 ლარი. რაც შეეხება ჩრდილოელ მეზობელს, რუსეთში საშუალო ხელფასი 856 დოლარს, (დაახლოებით 1412 ლარი) უტოლდება, საარსებო მინიმუმი კი დაახლოებით 400 ლარია.
|
| |
| საზოგადოება : მინიმალური მინიმუმი |
2011 იანვართან შედარებით ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო ფასების დონე 10,2%-ით "საქსტატის" ინფორმაციით, 2011 წლის ოქტომბერში ამ მაჩვენებელმა 156,2 ლარი შეადგინა, ერთი წლის წინათ კი 145,5 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის სექტემბერში - 155,6 ლარს. აღსანიშნავია, რომ ივნის-აგვისტოში საარსებო მინიმუმმა მცირედით კლება დაიწყო, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მაისამდე კი იგი განუხრელად იზრდებოდა. საარსებო მინიმუმის 6-წლიანი მაქსიმუმი მაისში დაფიქსირდა, როცა მან 166,4 ლარს მიაღწია.
|
| |
| საზოგადოება : გარე მოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული საქონელი მერიის საკუთრებაში გადავა |
 თბილისის ტერიტორიაზე, გარე მოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული საქონელი თბილისის მერიის საკუთრებაში გადავა, რომელიც შესაძლებელია ფიზიკურ, ან იურიდიულ პირებს უსასყიდლოდ, ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეთ.
|
| |
| საზოგადოება : თბილისის პარკები ხელისუფლების წარმომადგენელთა ბიზნესინტერესებს ეწირება |
 ეკოლოგიური სამართლის ცენტრის მტკიცებით, თბილისში არსებული პარკების ნაწილი თავის ფუნქციას ვეღარ შეინარჩუნებს და შესაძლოა ისინი ინვესტორების კომერციულ ინტერესებს შეეწირონ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში არსებული პარკები 49 წლიანი მართვის უფლებით კერძო ინვესტორებს გადაეცემათ.
|
| |
| საზოგადოება : ”გარემოს დაცვა საქართველოში სულ უფრო არაპრიორიტეტული ხდება” |
"ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი ერთ წელიწადში 150 მლნ დოლარზე მეტია"
"ახალი კანონპროექტით ტყეები გაიცემა იჯარით. ინვესტორს, მეიჯარეს საშუალება აქვს ყველანაირი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე აითვისოს ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლის"
ინტერვიუ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტების კოორდინატორთან, რეზო გეთიაშვილთან
|
| |
| საზოგადოება : მგზავრობის ღირებულების გაზრდისა და დაპირებული კომფორტის მოლოდინში |
 რამდენიმე თვეა, რაც თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები გამოჩნდა, რასაც თან მოჰყვა მგზავრობის ღირებულების გაძვირება. ფასები გაზრდილია როგორც ახალ, ასევე ძველ სამარშუტო ტაქსებზე. ამასთან, ძველ სამარშუტო ტაქსებში არ მუშაობს საბარათე სისტემა, რის გამოც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ვერ სარგებლობენ შეღავათებით.
|
| |
| საზოგადოება : საგარეო ვაჭრობა - ძველი და ახალი ტენდენციები |
 საქართველოსთვის ვაჭრობას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. მიმდინარე გლობალურ პირობებში ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სავაჭრო ურთიერთობებს ენიჭება უზარმაზარი მნიშვნელობა, რადგანაც სწორედ ვაჭრობაზეა აგებული თითქმის მთელი სისტემა ქვეყნების წარმატებული ეკონომიკური ფუნქციონირებისა, რომელიც მთლიანობაში ხელს უწყობს ქვეყანათა განვითარებას და ვაჭრობიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებას. საქართველოს ვაჭრობა ექსპორტის ზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაც წარმოადგენს სიღარიბის დაძლევის, წარმოების განვითარების, სპეციალიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების და შედეგად ეკონომიკური ზრდის საუკეთესო საშუალებას.
|
| |
| საზოგადოება : კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალი იქნება |
"თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შესახებ" კანონპროექტი ევროკავშირის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს"
კანონპროექტის არსებული ვარიანტის მიხედვით კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი უკიდურესად დაბალია
”ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბამ” კანონპროექტზე კომენტარი გაავრცელა
|
| |
| საზოგადოება : ბნელა?! |
”ბესპრედელი” დღეს - როგორ ხდება კერძო საკუთრების ”ახევა” პოლიტიკური მოწინააღმდეგისთვის
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ერეკლე მეორის მეოდნის #3 ში არსებული შენობა შპს ”ახალი კაპიტალის” მფლობელობში არსებული შპს ”როსტომ მეფის სასახლის” საკუთრებაა
|
| |
| საზოგადოება : დიდი ფასდაკლება ევროპულ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე |
მაღაზიათა ქსელ "ევროტექნიკსის" სპეციალური შეთავაზება მის ერთგულ მომხმარებელს
|
| |
| საზოგადოება : სახელმწიფო ტენდერებით ყველაზე მეტ ფულს კეზერაშვილი შოულობს |
სახელმწიფო შემსყიდველების ყველაზე მსხვილი მიმწოდებლების სამეულში ორი თავდაცვის ყოფილი მინისტრის კომპანიაასახელმწიფო შემსყიდველების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი 10 თვის სტატისტიკით `ლუკოილ ჯორჯიაა”. 2011 წლის 10 თვეში სახელმწიფო შემსყიდველებმა 325 763 520 ლარის პროდუქცია და მომსახურება შეიძინეს. მათ შორის, ყველაზე მეტ თანხაზე 43 924 101 ლარის ხელშეკრულება სახელმწიფო ორგანოებთან `ლუკოილ ჯორჯიამ” გააფორმა.
|
| |
| საზოგადოება : 64 მილიონი ბათუმის "ანბანის კოშკისთვის” |
 ბათუმში ანბანის კოშკის მშენებლობისთვის 64 მილიონი იხარჯება მაშინ, როცა მთელი აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 115 მილიონი ლარით არის დაგეგმილი. ”ანბანის კოშკის მშენებლობისთვის, რომელზეც უკვე განთავსებულია ქართული ანბანის 33-ვე ასო, 60 მილიონი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის კი დამატებით 4 მილიონი ლარი გამოიყო.
|
| |
| საზოგადოება : 4G ინტერნეტი არც ისე შორსაა?! |
 ,,ბილაინმა" მეოთხე თაობის ინტერნეტის დემონსტრირება მოახდინა
|
| |
| საზოგადოება : "ამ გარემოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია" |
"მთავარია, საქართველოს ხელმძღვანელი ქართველმა ხალხმა აირჩიოს და არ დანიშნოს მოსკოვმა ან ვაშინგტონმა, ან ორივემ ერთად"
"თუ არჩევნები სამართლიანი არ იქნება, ყველაფერი აზრს კარგავს. პერსონალიები მხოლოდ სახელ-გვარებად დარჩებიან და აღვირახსნილი ამბიციურობა ისევ წალეკავს მოსახლეობისგან სანახევროდ დაცლილ საქართველოს"
როდის ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რა სიახლეა საარჩევნო პრაქტიკაში, ისევ გაყალბდება თუ არა არჩევნები. ამ კითხვებით გაზეთმა `ბანკები და ფინანსები~ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს მიმართა.
|
| |
| საზოგადოება : მთავრობამ გზების რეაბილიტაციის თანხები შეამცირა |
 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 493,790 მილიონი ლარი გაიწერა. წლეულს ამ მიმართულებით, 525,547 მილიონი იხარჯება.
|
| |
| საზოგადოება : სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუქმებისკენ მორიგი ნაბიჯი გადაიდგა |
საქართველოს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტების რეორგანიზაციას გეგმავს.
|
| |
| საზოგადოება : საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა ახალი სატრანზიტო გაზსადენი აშენდეს |
 საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა აშენდეს ახალი სატრანზიტო გაზსადენი, რომელიც აზერბაიჯანული გაზის თურქეთში და შემდგომ ევროპაში ტრანსპორტირებას უზრუნვეყოფს.
|
| |
| საზოგადოება : ,,ქართული ოცნება” ქართული საზოგადოების, გულისთქმას ეხმიანება |
ვაჟა ბერიძე: მოძრაობა “ქართული ოცნება” საქმიანობას ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც გააგრძელებს
|
| |
|
|
|
|