საზოგადოება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : საქართველოში მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული ღრმავდება

"მოსახლეობის შედარებით დაბალშემოსავლიან ნაწილს, მძიმე ინფლაციური მდგომარეობის ფონზე, ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო ხარჯები მკვეთრად გაეზარდა და შემოსავლის სულ უფრო ნაკლები ნაწილის დაზოგვას ახერხებენ"

თბილისში უძრავი ქონება უმნიშვნელოდ გაიფდა. დედაქალაქში ერთ წელიწადში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასმა 4%-ით დაიკლო. წლის განმავლობაში დადებული გარიგებების მოცულობა კი 20%-ით შემცირდა. ფასების მცირე კლება ქვეყანაში მიმდინარე არსებული ეკონომიკური მდგომარეობით აიხსნება. იანვარი-მარტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ბინებზე მოთხოვნამ იკლო. თუმცა, აპრილი უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობის ზრდით გამოირჩევა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : რატომ ვერ გახდება რუსეთი დემოკრატიული

რუსეთის უმდიდრესი ოჯახები

"ფინანსის" მიერ გამოქვეყნებული რუსეთის უმდიდრესი ოჯახების სია ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის სადავეები ეთნიკური რუსების ხელში არ არის. დღეს მილიარდერების ეთნიკურ კუთვნილებაზე საუბარი აბსურდია

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : რას იძენთ: ცნობილი ბრენდების სათვალეებს თუ ჩინურ "პადელკას"

სათვალეების ბაზრის გადანაწილების ჩვენებური პარადოქსები
რას იძენთ: ცნობილი ბრენდების სათვალეებს თუ ჩინურ "პადელკას"
ცნობილი ბრენდების სათვალეები ქართულ ქსელებში უფრო იაფია, ვიდრე თავად საბრენდე მაღაზიებში საზღვარგარეთ

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : WikiLeaks ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტია

WikiLeaks ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტია 2011 წლის ნობელის პრემიის პრეტენდენტთა სიაში WikiLeaks-იც მოხვდა. ის პრემიაზე წარდგენილ 53 ორგანიზაციას შორის შეიყვანეს. პრეტენდენტთა სიაში ასევე არიან, ავღანელ ხალხთა უფლებათა დამცველი - სიმუ სამარი, ევროსაბჭო, გერმანიის ყოფილი კანცლერი - ჰელმუტ კოლი, კუბელი დისიდენტი ოსვალდო სარდინასი,

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : სამართალდამცავებმა გარემოვაჭრეები დაარბიეს, ნაცემია ერთი ქალბატონი

31 მაისს, თბილისში ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ე.წ. გარემოვაჭრეები დაარბიეს და კუთვნილი პროდუქცია ჩამოართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ექსპრესნიუსი” ავრცელებს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : "საქართველოში არავინ შემოიტანს მაღალი ხარისხის საქონელს"

"საქართველოში არავინ შემოიტანს მაღალი ხარისხის საქონელს" იყო დრო, როდესაც საქართველოში მეცხოველეობა ყვაოდა, თუმცა გამოხდა ხანი და ქართულ ბაზარზე ლამის უხსოვარ დროს გაყინული ხორცის ბუმია. ქართულად წოდებული რძის ნაწარმი კი შემოტანილი რძის ფხვნილით მზადდება.
"ქვეყანაში, რომელსაც იმპორტი 80%, ექსპორტი კი 20% აქვს და, პრაქტიკულად, მთლიანად უცხოურ ბაზარზეა დამოკიდებული, ექსპორტის წახალისებას უნდა ცდილობდეს. უკვე დიდი ხანია, რაც ლარი მყარდება, ისევე როგორც 2003-2007 წლებში. ლარის გამყარება ნიშნავს, რომ დამატებით ზემოგებას ღებულობს თურქი, ჩინელი და სხვა იმპორტიორი და ქართველი ექსპორტიორი კი პირიქით, ზარალდება. რატომ არ იაფდება ბენზინი? მე თუ მაქვს ძალა, ბენზინზე ფასს არ დავწევ, რადგან დიდ მოგებას მივიღებ",- ასე აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეკონომიკის ექსპერტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ნოდარ ჯავახიშვილი.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : 800 მილიონიანი რეზიდენცია

800 მილიონიანი რეზიდენცია"გაურკვეველია, თუ რა სახსრებით აშენდა ავლაბრის რეზიდენცია, როცა ერთადერთი კანონიერი რესურსი - სახელმწიფო ბიუჯეტი არ გამოიყენებულა"

"პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობაში 500 მლნ ლარი დაიხარჯა", - განაცხადა "კონსერვატიული პარტიის" წევრმა გიგა ბუკიამ. თუმცა, სინამდვილეში რა რაოდენობის თანხა მოხმარდა ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობას, ამაზე საჯარო ინფორმაცია არ არსებობს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ჯანდაცვის რეფორმა სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციას გულისხმობს

ჯანდაცვის რეფორმა სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციას გულისხმობს დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს საზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს. ყველა ადამიანს უფლება აქვს მიიღოს ჯანმრთელობის სრულფასოვანი მომსახურება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჯანდაცვის სფეროს მაღალი სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგების განვითარებას. დღევანდელი მდგომარეობით, საავადმყოფოებში საწოლების დატვირთვის მაჩვენებელი 32,3%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვანია და ჩამორჩება დსთ-ს, ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების მაჩვენებელს (კვლევა ჩატარდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ).

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ღარიბი ფენისთვის ინფლაცია 13,5%-ზე გაცილებით მაღალია

ღარიბი ფენისთვის ინფლაცია 13,5%-ზე გაცილებით მაღალია "როცა საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი წინ უსწრებს ინფლაციის მაჩვენებელს, მაშინ ღარიბი ფენის მდგომარეობა უარესდება, მათი ისედაც მწირი შემოსავლები მთლიანად სურსათზე იხარჯება"

საქართველოში არსებობა კვლავ ძვირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის აპრილში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 163,2 ლარი შეადგინა. მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით არის გაზრდილი. ერთი წლის წინ, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 127,4 ლარს შეადგენდა, 2011 წლის მარტში - 160,6 ლარს. სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის მიუხედავად, მიმდინარე თვეში ინფლაციის დონე წინა თვესთან შედარებით 0,1 %-ით შემცირდა. ერთი შეხედვით, საარსებო მინიმუმის ასეთი ზრდის ფონზე ინფლაციის დონის შემცირება პარადოქსულად შეიძლება ჩანდეს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : დასაქმების რეალური სურათი და შრომის უფლების არარსებობა საქართველოში

დასაქმების რეალური სურათი და შრომის უფლების არარსებობა საქართველოში "შრომის უფლება ადამიანის უმნიშვნელოვანეს, სასიცოცხლო უფლებათა რიგს განეკუთვნება, ნებისმიერი საზოგადოების წევრთა უმრავლესობისათვის შრომითი შემოსავალი ფიზიკური არსებობისა და მატერიალური კეთილდღეობის საფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, შრომა არის პიროვნების თვითრეალიზაციის, საზოგადოებაში დამკვიდრების, მისი გონებრივი და სულიერი პოტენციალის გამოვლენის საშუალება. ამის გამო უმუშევრობა აღიარებულია არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ პრობლემად. სწორედ ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება მიზანმიმართულად უნდა ზრუნავდეს საკუთარი მოქალაქეების დასაქმებაზე, ებრძვის უმუშევრობას.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : თურქები ნიქოზელებს წყალს არ აძლევენ

თურქები ნიქოზელებს წყალს არ აძლევენმიწების უცხოელებზე გასხვისება გრძელდება

სოფელი ზემო ნიქოზი ომის დროს ფრონტის ხაზის ერთ–ერთ ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენდა და ომის შემდეგ, მისი თანმხლები ნგრევის გარდა, სარწყავი წყლის პრობლემა მთელი სიმწვავით შეექმნა. ამას გარდა, ზემო ნიქოზის ბაღებისა და ვენახების მოზრდილი ნაწილი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და ადგილობრივებმა ჰექტრობით მიწის გარდა, ელემენტარული შემოსავლის წყაროც დაკარგეს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ძველი ბათუმის ზღვისპირა ზოლის შენობები გაიყიდება

ძველი ბათუმის ზღვისპირა ზოლის შენობები გაიყიდებასაქართველოს ხელისუფლება ბათუმის ზღვისპირა ზოლს ინვესტორებს უთმობს. მასშტაბური პრივატიზაციის ფარგლებში, ძველი ბათუმის ზღვისპირა ზოლში არსებული შენობები გაიყიდება. მათ შორისაა უმაღლესი საბჭოს, ეროვნული ბანკის, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობები.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ნიკა გილაური: 2010 წელს ქვეყანაში უმუშევრობა 0,6 პროცენტით შემცირდა

ნიკა გილაური: 2010 წელს ქვეყანაში უმუშევრობა 0,6 პროცენტით შემცირდამთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ უკვე არსებობს 2010 წლის დაზუსტებული მონაცემები.
"2010 წელს უმუშევრობა შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი იზრდებოდა", - განაცხადა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2010 წელს უმუშევრობის დონე 16,9 პროცენტი იყო, ხოლო 2009 წელს 16,3 პროცენტი.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მორიგი დეზინფორმაცია

მორიგი დეზინფორმაციაIRI-ც დროულად გამოჩნდა

ველოდი, რომ ამ დღეებში რაღაც გამიხარდებოდა. და აჰა, ამ დაძაბულ დღეებში, IRI-მ სოციოლოგიური კვლევის შედეგები გვტყორცნა. NDI-მ ხომ ამას წინათ გაგვახარა და სულ მარცვალ-მარცვალ ჭეშმარიტების კენჭებით მოჭიქული უტყუარი მონაცემები გვამცნო, მის მიერვე ამდაგვარი მიზნებისთვის შექმნილი "კავკასიის რესურს-ცენტრის" მიერ გამოკვლეულ-ჩაგვირისტებული სიმართლის თაობაზე, ტრადიციული პრინციპით: "ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში". იქაც ისე იყო, როგორც აქ – რამდენიმე სიმართლე და ბევრი მნიშვნელოვანი ტყუილი.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : უცნაური პროექტი უცნობი შემსრულებლებით

ვინ შემოდის სუფსაში 800 მილიონიანი ინვესტიციით და ვინ ანადგურებს ქართულ ეკოსისტემას

სუფსაში პორტის მშენებლობის პროექტის უდიდეს მნიშვნელობაზე მთავრობაში ბევრს საუბრობენ. იმასაც ამბობენ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც გურიიის რეგიონისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში 700 მილიონიანი პროექტის განხორციელება, შეიძლება ითქვას, მშენებლობის დაწყების პირველივე დღეებში გახდეს ადგილზე დასაქმების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. სუფსის პორტის მშენებლობის იდეა, ბათუმის პორტის განტვირთვის გამო გაჩნდა, ბათუმში უნდა დარჩეს მხოლოდ 3 ნავსადგური, დანარჩენი კი უნდა გადავიდეს სუფსაში.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : საქართველო-რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობისთვის ვაჭრობა გრძელდება

"ასეთი მოთხოვნა სწორია - ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მაქსიმუმი, რომ მინიმალური სარგებელი მაინც მივიღოთ" - ირაკლი ლექვინაძე

დისკუსია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (ჭორლდ თრადე Oრგანიზატიონ, აკრონიმი ჭთO) 1995 წელს შეიქმნა, რომელიც მსოფლიო ვაჭრობას არეგულირებს. ეს არის ფორუმი, რომლის მეშვეობითაც სავაჭრო დავები წყდება. ორგანიზაციაში გაწევრიანებით, ყველა ქვეყანა თანხმდება საერთო პრინციპზე - ეს არის თავისუფალი ვაჭრობა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი წევრი ქვეყანა მაინც უფრო მეტად თავისუფალია, ვიდრე სხვა, მაგრამ ეს სხვებიც კი, სულ მცირე, იმაზე მაინც თანხმდებიან, რომ თავისუფალი ვაჭრობა პრინციპულად კარგი რამაა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მთავრობის ახალი პროპაგანდისტული ტრიუკი - უვიზო რეჟიმი აღმოსავლეთისთვის

მთავრობის ახალი პროპაგანდისტული ტრიუკი - უვიზო რეჟიმი აღმოსავლეთისთვის საქართველოსა და ირანის მოქალაქეებს უფლება აქვთ მეორე მხარის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ორმოცდახუთი დღე დაყონ. ამის საშუალებას იძლევა 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული და 26 იანვარს ამოქმედებული ხელშეკრულება, რომლის კომენტირებისას პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი ხაზს უსვამს საერთაშორისო კონტექსტს - ამერიკა-ირანის დაძაბულ ურთიერთობას და, აქედან გამომდინარე, რისკების ინტენსივობას. თუმცა, ირანი არ აღმოჩნდა საკმარისი და პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ალბანეთის, სერბიის, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცოგოვინას და ერაყის მოქალაქეებიც საქართველოში უვიზოდ შემოვლენ.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : "ნაბუკო" 2017 წლამდე გაურკვეველი მიზეზით გადაიდო

"ნაბუკო" 2017 წლამდე გაურკვეველი მიზეზით გადაიდო გაზი და ნავთობი ის სფეროებია, სადაც გეოპოლიტიკური თამაშის წესები მკაფიოდ იცვლება ხოლმე. აზიის ქვეყნებში სწრაფი ეკონომიკური ზრდის გამო უკვე 2025 წლისთვის ენერგორესურსები დეფიციტური გახდება, რასაც დაემატება ნავთობის მოპოვების შემცირება ახალი პროდუქტიული საბადოების ამოწურვის შედეგად. შესაბამისად, გაზის ფასი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. პროექტი, რომელიც ყველაზე ხშირად განიხილება ქართულ მედიაში, სახელმწიფო მოხელეებისა თუ მთავრობასთან დაახლოებული ექსპერტების მიერ, როგორც ჩვენი ხელისუფლების დიდი მიღწევა, საქართველოს გადარჩენის შანსი და ლამის რუსეთის ნგრევის წინაპირობა - ეს გახლავთ ე.წ "ნაბუკოს” პროექტი.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ხორცის ბაზარზე კონკურენციის ნაცვლად "პატრიოტული” პარტნიორობა მკვიდრდება

ხორცის ბაზარზე კონკურენციის ნაცვლად "პატრიოტული” პარტნიორობა მკვიდრდება მონოპოლისტი ხორცის წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციისას კახეთის რეგიონშიც გამოჩნდა
რამდენიმე თვის წინ ხორცის ბაზარზე ხელოვნურად შექმნილი მონოპოლისტური გარემოს შესახებ ბევრი ითქვა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, მონოპოლისტების საქმიანობით დაზარალებული ჩვეულებრივი ადამიანები არც ინტერესდებიან, რატომ უძვირდებათ მათ ესა თუ ის პროდუქტი, ან რატომ ვერ ყიდიან საკუთარ პროდუქტს მათთვის მისაღები პირობებით. ზუსტად ასე მოხდა ხორცის ბაზარზეც.
ხორცის ბაზარზე "იბერმითის” გამოჩენის შემდეგ საინტერესო მოვლენები განვითარდა. ნატახტრის სასაკლაომ სახელმწიფოს აშკარა ჩარევით მოიპოვა ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობა. სწორედ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, კომპანია "იბერმითი” საცალო მოვაჭრეებისთვის ხორცის ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : დევნილებს ვადაგასული პროდუქტებით კვებავენ

დევნილები გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების დარიგების პროცესზე მეთვალყურეობის დაწესებას ითხოვენ

იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგია ითვალისწინებს რამდენიმე უმთავრეს მიზანს: მხარდაჭერა აღმოუჩინონ, დაეხმარონ და ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები შეუქმნან დევნილებს, საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებმა, მოწვეული ექსპერტებმა თუ კონსულტანტებმა უნდა იზრუნონ, დევნილების საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებისთვის, უნდა იყოს დიალოგი მთავრობას და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის, რათა გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობის საშუალება დევნილებსაც ჰქონდეთ.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ამერიკული ხედვა

ამერიკული ხედვა"საკითხი, ვის საკუთრებაშია მედია, ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ხალხი ფიქრობს"

მაშინ აშშ-ში რატომ იცის ყველამ ვისია CNN, NBC და ა.შ. თვით საკაბელო ტელევიზიებიც კი? ეს იმ ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობა რეალობაა,…. .


ბ-ნი მიტჩელი საერთაშორისო პოლიტიკის ცნობილი და ავტორიტეტული ექსპერტია, "ვარდების რევოლუციის" პერიოდში ამერიკის ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი იყო, სულ რაღაც ორი წლის წინ ძლიერ აქებდა ბ-ნ სააკაშვილს და დასცინოდა ოპოზიციის 2009 წლის აპრილის აქციებს. დღეს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას ამერიკელ ექსპერტთა შორის გამოირჩევა საკმაოდ კრიტიკული ტონით. გთავაზობთ ამ უაღრესად საინტერესო ინტერვიუს, სადაც არის პრობლემების ამერიკული ხედვაც და ჭეშმარიტების ძიებაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ არის რეცეპტები.
ეკა ღვინჯილია

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : სტუდენტები სამხატვრო აკადემიის ხელმძღვანელობას აუჯანყდნენ

"მცირე დროში დამოუკიდებლად მუშაობა უფრო ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე აკადემიაში განვლილი ოთხი უნაყოფო და არაფრის მომცემი წელი"

სამხატვრო აკადემიის რვა სტუდენტმა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ძველი სისტემით გაგრძელება აღარ ისურვა და ალტერნატიული, დამოუკიდებელი "თავისუფალი სახელოსნოს" შექმნის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. მათ აკადემიას პროტესტი სასწავლო პროგრამის არაეფექტურობის გამო გამოუცხადეს. სტუდენტებმა სპეციალური დეკლარაციაც შეიმუშავეს, რომლის მიზანია მათი თანამედროვე არტისტებად ჩამოყალიბება. მათი განცხადებით, აკადემია თანამედროვე სწავლის პროცესს ფეხს ვერ უბამს და ისინი აუცილებელი ცოდნის გარეშე რჩებიან.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ”საფლავი ღამით ზოგიერთი ანათებს მხოლოდ”

”საფლავი ღამით ზოგიერთი ანათებს მხოლოდ”გარდაიცვალა ზაზა კაც-იაშვილი

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ლელა დადიანის მოგონება

ლელა დადიანის მოგონება ყველა სიტყვა უძლური აღმოჩნდა...

მეხივით გავარდა ლელას სიკვდილის ამბავი და სხვადასხვა კონტინენტზე გაფანტული ფიროსმანელები ისევ ჩვენს საერთო მიმოწერას დაგვაბრუნა. და აღმოვჩნდით ამ უეცარი სიკვდილის პირისპირ, სიტყვით უძლურნი და მწუხარებით დამუნჯებულნი.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : "მაგატემ” მეწამორის ატომური სადგური ყველაზე სახიფათოდ გამოაცხადა

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას უცხოელი ექსპერტები სწავლობენ

კომისია OSART, რომელიც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ეგიდით მუშაობს, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის უსაფრთხოების საკითხს შეისწავლის.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : კახეთი ტურისტების მოთხოვნას ვერ პასუხობს

ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრში ინფრასტრუქტურა გაუმართავია
საქართველოს ხელისუფლების მიერ ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად დასახელებულ კახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმართავია. ამის თქმის საფუძველს საერთაშორისო ორგანიზაცია "გლობალ სტარის” განცხადება იძლევა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მთავრობა არაბი ბიზნესმენებისგან ვარძიის სასტუმროს პროექტს ელოდება

მშენებლობა მომავალ წელს უნდა დაიწყოს
საქართველოს ხელისუფლება არაბი ინვესტორისგან ვარძიაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტს ელოდება. პროექტი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას წლის ბოლომდე უნდა ჩაბარდეს, ხოლო მომავალი წლის დასაწყისისთვის სასტუმროს მშენებლობა დაიწყოს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : "საქართველოს რკინიგზამ” ბათუმის ბულვარი უკანონოდ დაიკანონა

"საქართველოს რკინიგზამ” ბათუმის ბულვარი უკანონოდ დაიკანონავინ დაეპატრონება ბულვარს ცრუმაგიერი პირების მეშვეობით

პრემიერ ნიკა გილაურის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ "საქართველოს რკინიგზის” მფლობელ კომპანიას "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” ბათუმის ბულვარის 4504 კვადრატული მეტრი ტერიტორია აჩუქა. ერთი შეხედვით, ასეთი გულუხვობა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა, ადგილობრივ თვითმმართველობას დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომ არ მიეღო. საუბარია უკვე გაჩუქებული ადგილიდან ასწლოვანი ხეების ვანდალურ ამოძირკვასთან და ტერიტორიის მესრით შემოღობვასთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიამ სასტუმროს მშენებლობისთვის დაისაკუთრა. პროტესტი, რომელმაც ბათუმის მოსახლეობა და ადგილობრივი პოლიტიკური ისტებლიშმენტი გააერთიანა, ერთადერთი მოწოდებით დაიწყო: "ჩემი სახელი და გვარი ბათუმია", "ნუ გავჩეხავთ ბათუმის გულს", "გადავარჩინოთ ბულვარი".

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : რიყის ტერიტორია რეკრეაციულ ფუნქციას კარგავს

რიყის ტერიტორია რეკრეაციულ ფუნქციას კარგავს თბილისის მერიამ რიყის, როგორც ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილის კომპლექსური განვითარებისა და განაშენიანების პროექტზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო, პროექტი მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს. პროგრამა რამდენიმე მასშტაბურ პროექტს მოიცავს, რომელთა უმთავრესი მიზანი რიყის ტერიტორიის 95%-ის განაშენიანება, ლადშაფტური არქიტექტურისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა. პარკს რეკრეაციული ფუნქცია ექნება. 10 ჰექტარ ფართობზე განთავსებულ პარკში, რომელსაც საქართველოს რუკის ფორმა აქვს, სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა ბილიკები, მცირე წყლის არხები და ტბები, ასევე მცირე ატრაქციონები, საბავშვო და სპორტული მოედნები, უფროსი თაობისთვის დასასვენებელი ადგილი და ამფითეატრი, სადაც სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : სამსახურიდან დათხოვნილ მოხელეს სასამართლოც ვერ უშველის

სამსახურიდან დათხოვნილ მოხელეს სასამართლოც ვერ უშველის საქართველოში სამსახურიდან ამა თუ იმ ადამიანის დათხოვნა ისედაც გამარტივებულია - დამქირავებელს დაქირავებულის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. ახლა, მორიგი გამარტივება საჯარო მოხელეებს უკავშირდება. საჭიროების შემთხვევაში, მათ ისე გაყრიან სამსახურიდან, რომ სასამართლოს მეშვეობითაც ვეღარ შეძლებენ ვერაფრის მიღწევას. იურისტები ეჭვობენ, რომ ასეთი ცვლილება კონკრეტულ საქმეებს უკავშირდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელე უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში ვეღარც სამსახურში აღდგენას შეძლებს და ვეღარც იმ თანხის აღებას, რაც გაცდენის გამო უნდა მიეღო. ამ ნორმას უკუძალაც ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი წესი მიმდინარე საქმეებზეც გავრცელდება.

  სრულად ნახვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48