რატომ დატოვეს ფედერაცია გიორგი ნემსაძემ და ლევან ყიფიანმა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რატომ დატოვეს ფედერაცია გიორგი ნემსაძემ და ლევან ყიფიანმა
ნანახია: 838

გასულ კვირას, ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა, რომლის დღის წესრიგში ორი საკითხი იყო, ფედერაციის წესდებაში შესატანი ცვლილებები და ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევა.
ყრილობაზე აღმასკომის წევრობის 24 მსურველი იყო, რომელთაგან 18 უნდა არჩეულიყო. ხმის მიცემის უფლება 30 დელეგატს ჰქონდა, თუმცა, 2 მათგანის შევსებული ბიულეტენი გაუქმდა, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ გვარების ნაცვლად, მათ რიცხვები შემოხაზეს.
აღმასკომი შემდგენაირად დაკომპლექტდა: ალექსანდრე ჩივაძე (ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი, 27 ხმა), ვახტანგ ქორიძე (აჭარის ფეხბურთის ფედერაცია, 24), დავით ნამგალაური (ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირები, 24) გრიგოლ ცაავა (თბილისის ფეხბურთის ფედერაცია, 25), მურად ანჯაფარიძე (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, 22), სერგო გაბელია (სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია, 23), ვალერი მანაგაძე (იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია, 19), კახა ებრალიძე (გურიის ფეხბურთის ფედერაცია, 19), სერგო კვარაცხელია (სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაცია, 24), გიორგი რევაზიშვილი (შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაცია, 20), ვიტალი გრძელიშვილი (მცხეთა-მთიანეთის ფეხბურთის ფედერაცია, 20), ლაშა მინდელი (ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაცია, 21) გოჩა როსტომაშვილი (კახეთის ფეხბურთის ფედერაცია, 21), ტარიელ ხაჩიძე (სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია, 17), გია შარაბიძე (რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაცია, 20), გია ფირცხალავა (ქალთა ფეხბურთის ასოციაცია, 23), გიორგი ასანიძე (საფეხბურთო კლუბი "სამტრედია", 21), გია გეგეჭკორი (მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი, 22), მე-19 წევრი ავტომატურად ზვიად სიჭინავაა.
აღმასკომში ვერ შევიდნენ: ლექსო თოფურია ("ლოკომოტივი”, 7), გურამ რუხაძე ("ვიტ ჯორჯია”, 10), ბუბა ტყავაძე (`დინამო” თბილისი, 6), მურთაზ შელია ("სპარტაკი”, 7), ლევან ყიფიანი (საქართველოს ფუტსალის ასოციაცია, 8), დიმიტრი რამიშვილი (პროფესიული ფეხბურთის ლიგა, 8).
ახალმა აღმასკომმა პირველი სერიოზული გადაწყვეტილება ხუთიოდ წუთში ამცნო ჟურნალისტებს - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები მხოლოდ ორნი, ალექსნადრე ჩივაძე და გია ფირცხალავა იქნებიან.
ახალი ფედერაცია ასე გამოიყურება: პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ვიცე-პრეზიდენტები – ალექსანდრე ჩივაძე და გია ფრიცხალავა, სიჭინავას მრჩეველი მურთაზ ხურცილავა. ახალი ფედერაციის პრეზიდენტის პირობებში მეორე კაცის თანამდებობა შეინარჩუნა რევაზ არველაძემ.
ყრილობაზე არ მივიდნენ გიროგი ნემსაძე და ლევან ყიფიანი. ნემსაძემ არათუ აღმასკომის წევრობაზე, საერთოდ ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობაზე განაცხადა უარი. არადა, ნემსაძე სიჭინავას გუნდის წევრი იყო და ბოლო დღეებამდე გადაწყვეტილი იყო, რომ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა. ბოლოს კი ასე არ მოხდა. ნემსაძემ მიზეზად სიჭინავას მისდამი უნდობლობა დაასახელა. მისი განცხადებით: `სიჭინავასთან მუშაობა ძალიან რთული იქნებოდა, რადგან ჩემდამი მისი ნდობა ნულამდე იყო დასული. ამიტომ, გადავწყვიტე ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობისგან თავი შემეკავებინა. თავდაპირველად, თანამშრომლობისა და საქმის კეთების სურვილი ნამდვილად მქონდა, მაგრამ მოგვიანებით, ბევრ საფეხბურთო საკითხში ვერ ვთანხმდებოდით. ხვალ-ზეგ ეს უთანხმოება შესაძლოა, უფრო გაღრმავებულიყო და კონფლიქტური ვითარება შექმნილიყო. დაკონკრეტებას არ შევუდგები, მაგრამ უთანხმოება, როგორც საფეხბურთო, ასევე, საორგანიზაციო საკითხებში მქონდა. თავად აცხადებს, რომ ფეხბურთი კარგად არ ესმის, მაგრამ, ჩემს მიერ წამოწეულ სპეციფიურ საკითხებში არ მეთანხმებოდა. ამიტომ, არჩეული პრეზიდენტისთვის ხელი რომ არ შემეშალა, გადავწყვიტე ფედერაციაში არ მემუშავა”. უცნაურია, რას ერჩიან ამ კაცს. ჯერ იყო და 2007 წლის 13 მაისს სფფ-ს პრეზიდენტად აირჩიეს და ერთი საათის შემდეგ თავადვე ათქმევინეს უარი პრეზიდენტობაზე, ახლა კი, მართალია, იგი სიჭინავამ მოსვლისას თავისი გუნდის წევრად გამოაცხადა, მაგრამ ნემსაძე კვლ;ავ გაურკვეველი მიზეზებით ტოვებს ფედერაციას.
ახალი პრეზიდენტის მიერ ასევე თანაგუნდელად გამოცხადებული პიროვნება ლევან ყიფიანი კი აღმასკომში ვერ მოხვდა, რადგან საკმარისი ხმები ვერ მიიღო. ყიფიანი და ნემსაძე ერთად იბრძოდნენ ფედერაციის წინა პრეზიდენტის გადასაყენებლად და სიჭინავას მოსვლის შემდეგ თითქოს მათ ფედერაციაში უნდა ემუშავათ, თუმცა, როგორც ჩანს ამ ხალხს ხელისუფლების წარმომადგენლები არ სწყალობენ და შესაბამისად სიჭინავაც იძულებულია ეს ადამიანები თავისი გუნდის მიღმა დატოვოს. სამაგიეროდ, დელეგატებმა აღმასკომის წევრებად აირჩიეს ისეთი პიროვნებები, რომლებიც უშუალოდ ხელისუფლების წევრები არიან და გამომდინარე აქედან სიჭინავას მათი გაგება არ გაუჭირდება. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ფედერაციის პრეზიდენტის შეცხლისა, ეს სტრუქტურა ისევ მთავრობის წარმომადგენლებს ექვემდებარება და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის, საკადრო მათთან შეთანხემებით მიიღება.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48