გაგვაუმცროსმეცნიერთანამშრომლეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : გაგვაუმცროსმეცნიერთანამშრომლეს
ნანახია: 736

ყოფიერება განაპირობებს ცნობიერებას - მარტივი დიალექტივიზმის ეს მეტად საგულისხმო ფრაზა ძალიან კარგად ასახავს იმ მიზეზებს, რომელთა დამსახურებითაც, აი, ასე ყველანი ერთად აღმოვჩნდით გაუმცროსმეცნიერთანამშრომლებულები. ყოფიერების მხრივ რომ ნამდვილად არ ვყვავით, ამას დღესდღეისობით, ალბათ, ყველანი კარგად ვამჩნევთ (რამდენიმე გამოუსწორებელი ოპტიმისტის გარდა). თუმცა, ცნობიერებისა რა მოგახსენოთ. აი, მაგალითად, როგორც კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი "მოწინავე" ქვეყნის ეკონომიკას შეჰფერის, ჩვენც, ალბათ, უზრუნველყოფილები უნდა ვიყოთ მაღალკვალიფიციური და მაღალინტელექტუალური კაპიტალით. მართლაც მაღალპროფესიული კადრები ხომ ეკონომიკის ინტელექტუალიზაციის ერთადერთი გზაა. ადამიანური კაპიტალი ოცდამეერთე საუკუნეში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რესურსია, ვიდრე ბუნებრივი რესურსები ან დაგროვილი სიმდიდრე. შესაბამისად, საჭიროა შეიქმნას ინოვაციური ეკონომიკა, რომელიც დამყარებულ იქნება ცოდნაზე! საინტერესო პარალელის გავლება შეიძლება დოჩანაშვილისეულ კლიმთან მიმართებაში. წარმოიდგინეთ ბატონი კეჟერაძის მიერ დამოძღვრილი ნატურალური თუ "კარცერ-ლუქსებით" ნატურალიზირებული "ჰომოეკონომიკუს-კლიმები", თუ რაოდენ პრეფერენციულ ვითარებაში აღმოაჩენს ნებისმიერ ქვეყანას. თუმცა, მოდით, აქ შევჩერდეთ!
საქართველოში არსებული განათლების სისტემა, რომ (მსუბუქად რომ ვთქვათ) სრულყოფილებით ვერ დაიკვეხნის, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა ახლახან, როდესაც იკვლევდნენ განათლების დონეს მოსწავლეებში. შეკითხვაზე, თუ რა იყო "ვალენტობა", მათმა უმრავლესობამ დაუფიქრებლად მიუთითა სიყვარულის დღეზე. თუმცა ეს ერთეული ფაქტია და სრულიად ვერ ასახავს იმ კრიზისულ მდგომარეობას, რომელიც ამ მხრივ ქვეყანაში სუფევს. საკმარისია გადახედოთ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და დიდი დაკვირვების გარეშე აღმოაჩენთ, რომ აბიტურიენტთა უმრავლესობა ძირითადად ბიზნესისა და იურიდიულ ფაკულტეტებს ირჩევს. ქვეყანაში არ ვითარდება, პირიქით, მოსპობის პირასაა ტექნიკური მიმართულებები, სადაც საქართველოს ყოველთვის მოწინავე პოზიცია ეკავა. ტექნიკურმა სასწავლებლებმა იმისთვის, რათა როგორმე მოეზიდათ აბიტურიენტები, საერთოდ ამოიღეს ჩასაბარებელ საგანთა ნუსხიდან მათემატიკა! საინტერესოა, არსებობს თუ არა რაიმე პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფდა სტუდენტური პოტენციალის რაციონალურად გამოყენებას, თუნდაც სტუდენტების აზრის ინტეგრაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ისეთი მნიშვნელოვანი რესურსის გამოყენებას, როგორსაც შეიცავს "სტუკონომიკა". მძიმე სიტუაციაა უმაღლეს სასწავლებლებშიც. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თითქმის არცერთ მათგანში არ არსებობს საქართველოს ეკონომიკის კათედრა!
შეიძლება ეს მინორული ტონი მკითხველს ზედმეტად პესიმისტურად ეჩვენოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აყვავებული ეკონომიკის სიმაღლეც კი ფესვებიდან იზომება, ფესვები კი სწორედ ის სტუდენტები არიან, რომელზედაც ზემოთ მოგახსენებდით. კვალიფიკაციის პრობლემები, "ტვინების დენადობა" სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებული სირთულეებია, სწორედ ამიტომაც უნდა ვეცადოთ, რომ "სტუკონომიკის" პოტენციალი ვაქციოთ ჰომოეკონომიკად და არა ფსევდოეკონომიკად.
განათლების დონე ნებისმიერ სახელმწიფოში განაპირობებს ეკონომიკის მდგომარეობას და ოთხკომპონენტიანი "ცოდნის ეკონომიკაც" განმსაზღვრელია თანამედროვე, წარმატებული ქვეყნების ფორმირების საქმეში. "ცოდნის ეკონომიკის" კომპონენტებია: განათლება (მხოლოდ წიგნიერი და განსწავლული მოსახლეობა შეძლებს შექმნას და გამოიყენოს ნებისმიერი სიახლე); ინფორმაციული ინფრასტრუქტურა (კავშირგაბმულობის და მონაცემთა გაცვლის საშუალებანი); თამაშის წესები ეკონომიკაში და ყველაზე მნიშვნელოვანი – ინოვაციური სისტემა (ლაბორატორიების, სამეცნიერო ცენტრების და უნივერსიტეტების განვითარებული ქსელი).
"კაპიტალიზმი ტალანტების მიერ შეკვეთილ მუსიკაზე ცეკვავს" - ესაა ფრაზა შვედი ეკონომისტების კელ ნორდსტორმისა და იანას რიდერსტალის გახმაურებული წიგნიდან "კარაოკე კაპიტალიზმი". ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის ალტერნატიულ ხედვასთან "ცოდნის ეკონომიკასთან", რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ინტელექტუალური კაპიტალის მაკონტროლებელზე გადადის. წარმოების ძირითადი საშუალება კი ნაცრისფერი ნივთიერებაა, რომლის წონა დაახლოებით 1,3 კილოგრამია. ეს ადამიანის ტვინია.
აი, მაგალითიც:
"თანამედროვე კომპანიები ერთმანეთს კონკურენციას ცოდნის საფუძველზე უწევენ, მაგრამ ცოდნა ხანმოკლეა. ცოდნას ისე უნდა მოვეპყრათ, თითქოს ის რძეა - მასზე გამოშვების თარიღი უნდა დავსვათ. თუ დროულად არ გამოვიყენებთ, ამჟავდება და გამოუსადეგარი გახდება. აუცილებელია მუდმივი - როგორც რევოლუციური, ასევე ევოლუციური - განვითარება.
აღსანიშნავია ერთ-ერთი გამოკვლევაც, რომ რაც მეტია ქვეყნის მოსახლეობაში განათელბულ ადამიანთა რაოდენობა, მით უფრო მაღალია ამავე სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის ტემპები. რის მიხედვითაც ყალიბდება შემდეგი დამოკიდებულება – განათლების ასიგნებათა 1%-ით გაზრდა იწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის მატებას 0,35%-ით.
ჰომოეკონომისტი სულაც არაა ოცდამეერთე საუკუნის "პირმშო" ან ჩვენი დროის ნეოლოგიზმი. კაპიტალდაბანდებების ეკონომიკური მიზანშეწონილობა "ადამიანისეულ ფაქტორში" ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 90-იანი წლებისთვის იქცა პრიორიტეტულ მიმართულებად. გარი ბეკერმა, რომელმაც სწორედ ამ საკითხების წინა პლანზე წამოწევისთვის მიიღო ნობელის პრემია 1992 წელს, დამაჯერებლად გვიჩვენა, რომ მსხვილი დანახარჯები განათლებასა და მომავალი სპეციალისტების მომზადებაში, სამედიცინო მომსახურებაში, სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში, რაც მიმართულია კადრების შენარჩუნებასა, სათანადო დონეზე მხარდაჭერასა და კვლავწარმოებაზე, ტოლფასია ინვესტიციებისა ახალი მანქანების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების შექმნასა და შეძენაზე. ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში უზრუნველყოფს ისეთსავე, თუ მეტს არა, მოგებას, როგორც კერძო ბიზნესის, ისე მთელი საზოგადოებისთვის.
თუმცა არსებობს ერთი დიდი მაგრამ. "ინდივიდის თვალსაზრისით განათლება მომგებიანია იმ შემთხვევაში, თუ განათლებაზე გაწეული ხარჯების რეალური ღირებულება და მოგება დადებითი სიდიდეა" (გარი ბეკერი). საქართველოში კი მეცნიერებაში წასული ადამიანებისთვის საარსებო მინიმუმზე ოდნავ მაღალი ხელფასია გათვალისწინებული...
გაგვაუმცროსმეცნიერთანამშრომლეს!

გიორგი მახარაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48