კუზნეცოვის ფაიფური - უბრალო გლეხის გენიალური ქმნილება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : კუზნეცოვის ფაიფური - უბრალო გლეხის გენიალური ქმნილება
ნანახია: 1927

კუზნეცოვების დინასტიის ფუძემდებელი იაკობ კუზნეცოვი ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. ხნავდა, თესავდა, კაპიკს კაპიკზე ადებდა და ასე გაჰქონდა თავი. იაკობის უზარმაზარი სახლი ხელსაყრელ ადგილზე იდგა სოფლებს - რეჩიცასა და ნოვოხარიტონოვოს შორის. საქმიანი ხალხი ამ ადგილას ცხენებს ასვენებდა და მათთვის საჭმელს იღებდნენ, ქირაობდნენ ცულებს, ნაჯახებს, ტვირთის საზიდარებს და ღამის გასათევადაც იქვე რჩებოდნენ. ადგილმდებარეობის წყალობით კუზნეცოვებს საჭმელ-სასმელი ყოველთვის ჰქონდათ, შვილები - ტერენტი და აკიმი კი, ზოგჯერ სუფრებს მამლის მესამე ყივილამდეც კი ემსახურებოდნენ.
შესაძლოა, სწორედ ღამის ღრეობების გამო გავარდა ხმები, თითქოს იაკობ ვასილის ძემ თავის სახლში, თუ ყრუ ტყიან ადგილას მოკლა და გაძარცვა ვიღაც მდიდარი ვაჭარი. ასეა თუ ისე, იაკობმა და მისმა ვაჟებმა სოფელ გჟელთან ახლოს, მდინარე დორკის ნაპირებზე, მალე არნახული ძელური სახლი წამოჭიმეს.
როგორც კი შეწყდა ხის მთლელების კაკუნი, დურგლები ქვის მთლელებმა შეცვალეს. გვიანობამდე ბოლო არ უჩანდა აგურისა და თიხის რიგებს. ბოლოს, მილებიდან ორი დიდი ცეცხლოვანი კვამლი ამოვარდა და ასე დაედო საფუძველი კუზნეცოვების ფაიფურის ქარხანას. ეს იყო 1810 წელს, 2 წლით ადრე ნაპოლეონის შემოსვლამდე. ვინ და როგორ შთააგონა იაკობი ფაიფურს შეჭიდებოდა, არავინ იცის. 2 წლის შემდეგ წარმოების უფროსი ტერენტი გახდა. მას უკვე აღარ აწყობდა მამის პრიმიტიული ქურები და გადაწაყვიტა ახალი ქარხანა აემოქმედებინა არა გჟელში, არამედ იქ, სადაც მუშებისთვის გაცილებით ნაკლების გადახდა შეიძლებოდა. ასეთი კი ლიკინოს დაუსახლებელი ადგილები აღმოჩნდა, რომელიც გაღარიბებულ მემამულეს - სარიჩევს ეკუთნოდა. ტერენტიმ შეისყიდა ის და დიდი მშენებლობისთის მზადება დაიწყო.
ტერენტი კუზნეცოვისთვის საეტაპო 1832 წელი გახდა, როცა დულევოში ქარხანა აამუშავა, სადაც უკვე იყო ფერწერის საამქრო, ნაწარმის დასახარისხებელი შენობა და ფართო საწყობები.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ კუზნეცოვებს დიდი კონკურენტი გამოუჩნდათ მეფაბრიკე საფანოვის სახით სოფელ კოროტკოვოდან, რომელსაც ფერწერის ძალიან ნიჭიერი სპეციალისტები ჰყავდა. ისინი საღებავების დამზადების და ფაიფურის მასის შემადგენლობის საიდუმლოებებს ფლობდნენ. ირჩევდნენ მკაფიო ტონებს, მკვეთრ-ბარხატის კობალტს, ცისფერ, ვარდისფერ, ყვითელ, მუქ მალინისფერსა და ღია ყავისფერს. ძვირფასი ჭურჭლის გასაფორმებლად ისინი ოქროს იყენებდნენ. ნაკეთობა გრავირებული იყო მყარი აქატით და კარგად იკითხებოდა მკვეთრი წარწერის ყოველი დეტალი, სურათის თხელი ნაყში და ლამაზი ორნამენტი.
ამ დონის ხელოვნებისათვის რომ მიეღწია, ტერენტის მთელი ცხოვრება არ ეყოფოდა, ამიტომაც ის საფონოვს იქამდე არ მოეშვა, სანამ წარმოება არენდით არ აიღო, შემდეგ კი საერთოდ არ გამოისყიდა. კუზნეცოვმა გააფართოვა წარმოება, სადაც მუშათა რიცხვმა 400 ადამიანს მიაღწია. ამ სიმდიდრის ბატონ-პატრონი ტერენტის შვილი -სიდორ კუზნეცოვი გახდა. მან დახურა კოროტკოვის ქარხანა და ხელოსნები დულევოში გადაიყვანა.
ამ საწარმოს გარდა კუზნეცოვ-უმცროსს ფაიფურ-ფაიანსის ქარხანა რიგაშიც ჰქონდა, სადაც ჩაისა და სადილის ნაკრების მასიური წარმოება მიმდინარეობდა. აქ გჟელელი ხელოსნები მუშაობდნენ. სიდორი თავისი ქონების გადაბარებას ვაჟზე - მატვეიზე აპირებდა, რომელსაც საქმისადმი სიყვარულს ბავშვობიდან უნერგავდა. განათლებას მატვეი სახლში იღებდა. 15 წლის ასაკში მამამ თავისი მემკვიდრე რიგაში ფაიფურის საქმისა და მართვის წარმოების სასწავლად გაგზავნა. სახლში მიღებულ განათლებას მატვეიმ რიგის კომერციული სასწავლებლის კურსიც შემატა.
19 წლის ასაკში მატვეიმ ცოლი მოიყვანა და 7 ვაჟისა და ერთი ქალიშვილის ბედნიერი მამა გახდა. მისი მთავარი მიზანი რუსეთის ფაიფურის ყველა ქარხნის გაერთიანება იყო. თუმცაღა წინმსწრები კონკურენტების გატეხვა არც ისე ადვილი იყო. ტვერის გუბერნიაში აუერბახის მშვენიერი საწარმო მუშაობდა, სადაც 7 000 მუშა იყო დასაქმებული. აქ შესანიშნავი ნიმუშები იქმნებოდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა სხვადასხვა ორნამენტებიანი სასადილო ნაკრები. მხატვრების საუკეთესო ნამუშევარი ტვერის სამეფო კარისთვის შექმნილი ჭურჭლის ნაკრები იყო.
მატვეიმ ამ ქარხნის შესყიდვა მოახერხა. XIX საუკუნის II ნახევრისთვის მატვეი კუზნეცოვი ყველაზე მსხვილი ფაიფურის, ფაიანსის, მაიოლიკისა და სხვა სახეობების ნაკეთობათა მიმწოდებელი გახდა მსოფლიო ბაზრზე.
შვილები ხშირად ფლანგავენ მამების მონაპოვარ ქონებას! ამბობენ, რომ ასეთ მემკვიდრეებზე ბუნება ისვენებსო. კუზნეცოვების საგვარეულოში მსგავსი არაფერი მომხდარა. ოჯახური ბიზნესი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და სულ უფრო და უფრო იზრდებოდა შემოსავლები.
მატვეი კუზნეცოვს რუსეთში უკვე 18 საუკეთესო საწარმო ეკუთნოდა. 1889 წელს გაფორმდა მოსკოვიდან მართვადი ‘მ.ს. კუზნეცოვის ფაიფურისა და ფაიანსის ნაკეთობების ამხანაგობა~. თუმცა საბოლოო მიზანი ჯერ კიდევ არ იყო მიღწეული.
გარტნერის საწარმო მატვეის ფხასავით ეჩხირებოდა ყელში. ვაჭარი გარტნერი ჯერ კიდევ 1746 წელს ჩავიდა რუსეთში და ვერბილკის დასახლებაში, თავადი ურესოვის მიწებზე ფაიფურის საქმე ააწყო. მისი ფერად-ფერადი სასადილო ჭურჭელი მთელ ევროპაში იყო განთქმული და საქსონური ხელოსნების ნაკეთობებს უწევდა კონკურენციას.
მოულოდნელად გარტნერის საქმეები ცუდად წავიდა. გავარდა ხმები, რომ ამაში კუზნეცოვის ხელი ერია. ასეა თუ ისე, 1892 წელს გარტნერის ქარხანა კუზნეცოვის საკუთრება გახდა. როდესაც მას ეკითხებოდნენ, თუ როგორ მოახერხა თვით გარტნერის დამარცხება, ისეთი იუმორით პასუხობდა, რომ ტყუილ-მართალს უკვე ვეღარავინ იგებდა. გარტნერის ქარხანა 238 000 მანეთი დაჯდა. ქარხანას ‘ამხანაგობაში~ 300 ათეული მიწა მოჰყვა. ყველა ფაბრიკული მოდელი, ფორმა, ნახატი, ნიმუში 5 000-ად იქნა შესყიდული. შეიძინა რა ქარხანა და მიწები, კუზნეცოვმა გარტნერის მყვირალა მარკაც იყიდა სავაჭრო ნიშნით. განსაკუთრებული შეთანხმებაც კი შედგა, რომლის თანახმადაც კუზნეცოვს უფლება ჰქონდა ნაწარმზე ყოფილი მფლობელის ღერბი და საფირმო ნიშანი, მისი ჯილდოები და გამოფენების მედლები განეთავსებინა.
აი, ასე გახდა კუზნეცოვი ფაიფურის წარმოების მონოპოლისტი. Mმის წილად ყველა საწარმოს 2/3 მოდიოდა. განსაკუთრებით პოპულარული ძველრუსული სტილის შორენკეცის ღუმელები იყო. ისინი ისეთი დონის ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებად იქცნენ, რომ სახლების დასამშვენებლადაც კი გამოიყენებოდა.
‘ამხანაგობა~ არამარტო 12 რუსულ ბაზარზე ვაჭრობდა, არამედ პერსიაში, თურქეთში, ბალკანეთის ქვეყნებში. კუზნეცოვის ფაიფურს დასავლეთშიც კარგად იცნობდნენ და მასზე გაზეთებშიც იწერებოდა.
თუ როგორ იზრდებოდა კუზნეცოვების შემოსავლები, ამაზე დულევოს ქარხნით შეიძლება ვიმსჯელოთ - თუ 1866 წელს მისი ბრუნვა 115 200 მანეთს შეადგენდა, 1884-ში 500 000-მდე გაიზარდა. XX ს-ის დასაწყისში ჭურჭლის გამოსაწვავი 8 ქურა იყო, 530 ცხენის სიმძლავრის მქონე 3 ორთქლის მანქანა, 20 (მუფელნიხ) ქურა. მუშათა რიცხვი 2335 ადამიანს აღწევდა. როცა ნიჟეგოროდის რკინიგზა გაკეთდა, ქარხანა გაცოცხლებულ მაგისტრალზე აღმოჩნდა, ის დრეზნის ვაგზლიდან სულ რაღაც 8 კილომეტრზე მდებარეობდა. ამან კი კუზნეცოვებს ახალი შესაძლებლობები მისცა.
დულევის ნაკეთობანი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოდ ითვლებოდა. წარმატებას უმაღლესი კლასის თავდაპირველი მასალა და მასის სპეციალური გადამუშავება განაპირობებდა. არსი იმაში მდგომარეობდა, რომ თიხა მთელი წლის განმავლობაში სარდაფებში ინახებოდა, სადაც ატმოსფერული ზეგავლენით პლასტიურობას ინარჩუნებდა. სხვა საიდუმლოა საწვავი. ეს იყო ტორფი, რომლის მოპოვების სეზონიც 20 ივლისამდე უნდა დასრულებულიყო. უფრო გვიან აღებული გაშრობას ვეღარ ასწრებდა და ამ საქმისათვის უვარგისი იყო.
კუზნეცოვის მთავარი წარმატება ის იყო, რომ მისი ნაწარმი ყველა ოჯახში გამოჩნდა. გლეხებისთვის საქონელი უფრო იაფი და ნაკლებხარისხიანი იყო, ქალაქელები საშუალო ფასის ჭურჭლის ნაკეთობებს ყიდულობდნენ, რომელიც მოხატულობით მდიდრულს წააგავდა. გარდა ამისა, მზადდებოდა ჭურჭელი ტრაქტირებისთვის, რესტორნებისთვის და რაღა თქმა უნდა, ძალიან ძვირიანი ჭურჭელი სახელის მოსახვეჭად.
მატვეი კუზნეცოვი თვალს არ აშორებდა მსოფლიო ბაზაარს და შეიძლება ითქვას, ხელი მის მაჯაზე ედო. 1910 წელს საფრანგეთში ფირმა "ფორმა" ფორმის მისაცემი ავტომატები გამოუშვა სქელი არამტვრევადი კედლებიანი ყავისა და ჩაის ჭიქებისათვის. კუზნეცოვმა მაშინვე გამოისყიდა ამ ავტომატების პარტია და ჯერ დულევოში, შემდეგ კი გჟელში დაამონტაჟა. XIX ს-ის დასასრულს ევროპაში ფაიფურის არა შეღებვას, არამედ სურათებიდან ნახატების დატანას შეუდგნენ. ეს სიახლე კუზნეცოვმა ძალიან მალე აითვისა თავის ქარხნებში და წარმოებაში საკუთარი 900 სახეობის გადამყვანი სურათი დანერგა.
სად არის ახლა კუზნეცოვის ფაიფური? მხოლოდ მუზეუმებში. ტვერში ინახება მშვენიერი კოლექცია - ფინჯნები, თეფშები, ყველის დასადები ლამბაქები, საკარაქეები და ზარდახშები. ნოვოდევიჩის მონასტერში და კოლომენსკის მუზეუმში შემონახულია ფასკუნჯის პანოს დეტალები. რაც შეეხება დულევოს, მას თვალი ამერიკელებმა დაადგეს, ჩაფიქრებული იყო ერთობლივი საწარმოს შექმნა, მაგრამ არ გამოვიდა. დავა წლებში გაიწელა და რითი დამთავრდება არავინ იცის.



თამთა დადეშელი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48