აშშ-მა და USAID-მა რვა არასამთავრობო ორგანიზაციას 3 მილიონი ამერიკული დოლარი გამოუყვეს
ამ არასამთავრობოების სახელები ქართულ საზოგადოებას არაფერს ეუბნება
ამ საკითხებზე პასუხის გაცემა იოლი არ არის. ამერიკელი პარტნიორების გულწრფელობაში და წესიერებაში ეჭვი არც მე მეპარება, მაგრამ დახმარებების ეფექტურობასთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება მაქვს, ისე როგორც პარტნიორების შერევის სისტემასთან, რომელიც ვფიქრობ აშკარად ერთსულოვნებას საჭიროებს.
როგორია თემის ფაქტობრივი მხარე ამერიკის საელჩოსა და USAID-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე.
აშშ იწყებს რვა ქართულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. საერთაშორისო განვითარების სააგენტო ასახელებს რვა ახალი ადგილობრივი პარტნიორის სახელს. 2009 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კენტ ლოგსდონი და UშAID-ის ახალი დირექტორი ჯოკ კონლი მონაწილეობენ შესაბამისი ხელმოწერის ღონისძიებაში. რვა ქართული ორგანიზაცია მიიღებს დაფინანსებას ამერიკის მთავრობისგან.
ხუთმა ახალმა პარტნიორმა მიიღო გრანტი UშAID-ის ვაშინგტონის განვითარების გრანტების პროგრამიდან, რაც მოხმარდება ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სფეროს წარმომადგენელი ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებას. გრანტების მიმღები ეს ორგანიზაციები მუშაობენ იძულებით გადაადგილებულ და თბილისიდან მოშორებულ რეგიონებში მცხოვრებ ქალებთან, რათა დაეხმარონ მათ თავიანთი ბიზნესის წამოწყებაში. საქართველოს გაეწევა დახმარება ტყეების გაჩეხვის საწინააღმდეგო და კლიმატის ცვლილების საკითხების გადაწყვეტაში. ეს ხუთი ახალი პარტნიორია:
-წალენჯიხის უნარშეზღუდულ პირთა ასოციაცია;
-კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი;
- ტრენინგისა და კონსულტაციების ცენტრი;
- ველური ბუნების კონსერვაციის ქართული ცენტრი;
- ქალების ფონდი საქართველოში;
ამასთანავე სამი სხვა ორგანიზაცია დაფინანსდება `საჯარო პოლიტიკაზე გაუმჯობესებული დისკუსიის პროგრამის~ მეშვეობით, რომელიც USAID-ის საქართველოს ოფისის მიერ არის დაფინანსებული და ქართველი ხალხისთვის დაპირებული 1 მილიარდი დოლარის ნაწილია. ამ პროექტის მიზანია გაძლიერდეს დიალოგი მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მუშა ჯგუფების, მედიისა და სხვა არასამთავრობო ინსტიტუტების ჩართვის მეშვეობით, რითიც ჩატარდება საკითხზე მიმართული ანალიზი და მოხდება ინფორმაციისა და მოსაზრებების გაცვლა საქართველოს მთავრობასა და ქართულ საზოგადოებას შორის. USAID-მა სამ სხვადასხვა ორგანიზაციას გადასცა 200000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. ეს ადგილობრივი ორგანიზაციები შეეცდებიან გააძლიერონ იდეების პლურალისტური მიმოცვლა და წაახალისებენ საჯარო დისკუსიებში მეტად ჩართულობას. ეს სამი ახალი პარტნიორია:
-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად);
-პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისთვის;
-თბილისის ბიზნეს-სერვის ცენტრი;
ჯამში ყველა ახალი პარტნიორი ამერიკის მთავრობიდან დახმარების სახით მიიღებს 3 მილიონ აშშ დოლარს. ამ დახმარების გარდა USAID ჩაატარებს ტრენინგებს და გასწევს ტექნიკურ დახმარებას, რათა ამ ახალი პარტნიორების მიერ მიღწეული წარმატება გრძელვადიანი იყოს.
სამწუხაროდ, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ჩვენ კონკრეტული ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. იმედია, USAID დააკმაყოფილებს "ბ&ფ"-ს მკითხველთა ინტერესებს და მოგვაწვდის ინფორმაციას როგორც გრანტის მიმღებთა შესახებ, ისე იმის თაობაზე, თუ რა კრიტერიუმებით იქნა ეს არასამთავრობოები შერჩეული და რა აძლევს საფუძველს ამ სერიოზულ ამერიკულ ორგანიზაციას, იყოს დარწმუნებული, რომ ეს ორგანიზაციები დასმულ ამოცანებს წარმატებით გაართმევენ თავს.
ადა ექიზაშვილი