რა გააცოცხლებს სოფელს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რა გააცოცხლებს სოფელს
ნანახია: 1036

"საჭიროა უფრო რეალური და აქტიური ნაბიჯები"

ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის დადგენისას დიდ ყურადღებას აქცევენ ამ ქვეყნის რეგიონალურ მოწყობასა და ადგილობრივი თვითმმართველობების სიძლიერეს. ჩვენს ქვეყანაში 2006 წლამდე თვითმმართველობები სოფლებისა და დაბების დონეზე არსებობდა, 2006 წელს დაწყებული რეფორმის საფუძველზე თვითმმართველობები გამსხვილდა, ახლა ჩვეულებრივი სოფლების მართვისა და ეკონომიკური ცხოვრების ბედი რაიონული მუნიციპალიტეტის დონეზე წყდება.
2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სოფლებისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. "ბანკები და ფინანსები" დაინტერესდა, რა პრინციპით განაწილდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი რესურსები და რა პრობლემების გადაწყვეტისკენაა ეს თანხები მიმართული. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე, ვანო ხუხუნაიშვილთან საუბარში განვიხილეთ არა მარტო ამ 20 მილიონი ლარის საკითხი, არამედ მთლიანად თვითმმართველობის რეფორმა და მისი მიმდინარეობა.
- მთავრობამ 2009 წლის ბიუჯეტში სოფლებისთვის 20 მილიონი ლარი გამოყო. როგორ უნდა განაწილდეს ეს ფული, რა მიზნებს მოხმარდება, ვინ გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება?
- ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო პროექტია, თუმცა, სამწუხაროდ, დეტალების შესახებ საქმის კურსში არ ვარ. თუმცა, ეს სამუშაო პროცესია, ბევრი ნიუანსია დასახვეწი და მთავარი გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ წინ არის. საერთოდ, მომავალი წლის საქართველოს ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება. რაც შეეხება ამ 20 მილიონ ლარს, ეს ფული გადაეცემა მუნიციპალიტეტებს, თვითმმართველობებს და შემდეგ მათი მეშვეობით მოხდება გარკვეული პროექტების დაფინანსება. ვფიქრობ, რომ ეს ფული სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე უნდა წავიდეს და ამ თანხის დახარჯვასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს. როგორ უნდა მიიღოს ამა თუ იმ სოფელმა თანხა და რაში უნდა დაიხარჯოს ის, ეს პროცედურები ნათლად ჩემთვის ცნობილი არ არის. ვფიქრობ, რომ ჩვენს კომიტეტს ამ პროცედურების ჩამოყალიბებაში კიდევ შეეძლება მონაწილეობის მიღება. ზოგადად კი შეიძლება ითქვას, რომ თვითონ სოფლებმა უნდა წარმოადგინონ საერთო კრების გადაწყვეტილება ან სხვა სახით განაცხადი მუნიციპალიტეტებში და ეს თანხა მიიღონ.
- როგორც ვიცით, ბიუჯეტში სხვადასხვა მიმართულების დაფინანსებისას, უკვე გათვალისწინებულია სოფლის პრობლემები, რატომ გახდა საჭირო 20 მილიონის ცალკე პროგრამის ფარგლებში გამოყოფა?
- რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ახლაც არის 60 მილიონზე მეტი ლარი გამოყოფილი, მაგრამ მთავრობამ გადაწყვიტა და ვფიქრობ, სწორად, რომ გარკვეული აქცენტების გაკეთება სოფლის მიმართულებითაც არის შესაძლებელი. იქ მოსახლეობამ თვითონ უნდა შეარჩიოს პრობლემატური საკითხები, გააკეთოს განაცხადი და მოითხოვოს რესურსები მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის.
- რამდენი სოფელია საქართველოში ოფიციალურად, როგორც ვიცით, შარშან განხორციელებული რეფორმის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის ფორმები შეიცვალა; ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების, ბიუჯეტის შევსების და ფინანსური რესურსების ხარჯვის ფორმები?
- 2006 წლამდე საქართველოში 1100 ერთეული სოფელი და ამდენივე ერთეული საკრებულო იყო. მაშინ ეს სოფლები ფუნქციებისა და ფინანსური რესურსების გარეშე დარჩა. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ერთეულები, სადაც მოსახლეობისთვის მომსახურების მიწოდება, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზება უფრო რეალური იქნებოდა. ეს გახდა რეფორმის მთავარი მიზეზი და მიზანი. ბოლო წლებში მიღებული იქნა "კანონი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის შესახებ", სადაც გარკვეული პირობები ჩაიდო ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის და მისი გამჭირვალეობის შესახებ, დღესდღეობით სწორედ ეს კანონი მუშაობს. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმრთველობების შემოსავლებს, ადრე საშემოსავლო გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში მიდიოდა, რეფორმით გადასახადები გაერთიანდა, რის შემდეგაც ერთიანი გადასახადი მთლიანად ცენტრალურ ბიუჯეტში წამოვიდა. სანაცვლოდ, მთავრობამ სპეციალური ფონდის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, ფინანსების გადანაწილების ახალი ფორმულით, ადგილობრივ თვითმმართველობებს დაახლოებით იგივე შემოსავლები დარჩათ, რაც ადრე ჰქონდათ. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი მცირე უკუსვლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ამ ფონდში გათვალისწინებული თანხები შედარებით ნაკლებია, ვიდრე ძველი თვითმმართველობების ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული. ფინანსების გადანაწილების ახალი ფორმულის თანახმად, ფონდიდან ფულადი რესურსები მუნიციპალიტეტებს მიეწოდება. ეს არის მათი პირდაპირი შემოსავალი, რომლის დახარჯვაც საკუთარი შეხედულებებისამებრ შეუძლიათ.
ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლებზე საუბრისას, ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ის პროექტები და ის ფინანსები, რომლებსაც ისინი სუბვენციებისა და სუბსიდიების სახით იღებენ. ეს 20 მილიონი ლარი, რომელიც საუბრის დასაწყისში ვახსენეთ, ცალკე პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხები წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.
- როგორი წარმატებით განხორციელდა რეფორმა, როგორ შეიცვალა თვითმმართველობების ცხოვრება ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ?
- რეფორმა არ არის დასრულებული, ეს მუდმივი პროცესია. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას დინამიური სისტემა, რომელიც იძლევა განვითარების საშუალებას. უნდა ითქვას, რომ რაც ამ ეტაპზე გაკეთებულია, ერთგვარად, უკმარისობის გრძნობას ბადებს. ახლა საჭიროა უფრო რეალური და აქტიური ნაბიჯები. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ფუნქციების უფრო ნათლად გადანაწილება. 2006 წლამდე არსებული "თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" კანონით, ბევრი პრობლემა გვარდებოდა ადგილზე, თუმცა მმართველობა იგულისხმებოდა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ადგილობრივი წარმონაქმნი. ჩემი აზრით, ეს არ იყო რეალური თვითმმართველობა. ახალი "თვითმმართველობის კანონით" ის საკითხები, რომლებიც ადრე ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციებში შედიოდა გაუთვალისწინებელია და ჰაერში გამოკიდული დარჩა, ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ უფლება-მოვალეობები ჯერ კიდევ გაურკვეველია. არსებობს საკითხები, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობები ვერ არეგულირებს იმიტომ, რომ ის არ არის "თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში" ასახული, იგივე საკითხები ჯერჯერობით არც ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებში ასახულა. ჩვენ ამ საკითხებზე მთავრობასთან ერთად მუშაობა სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ. პრობლემა ამგვარად დგას, მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, იმ საკითხებიდან რომელებიც ადრე თვითმმართველობის ორგანოებს ეხებოდა, რომელი უნდა დარჩეს ადგილობრივ თვითმმართველობებს და რომლები უნდა გადავიდეს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებში, თავის მხრივ ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავისი ფუნქციები სამხარეო ადმინისტრაციებს უნდა გადაუნაწილოს. ჩვენი ამოცანა სამხარეო ადმინისტრაციების გაძლიერებაა. უახლოეს მომავალში ქობულეთში გასვლითი სხდომა ჩატარდება, სადაც ამ პრობლების შესახებ გარკვეული ანალიზი და დასკვნები მომზადებული გვაქვს. ჩვენ უკვე 12 კანონი გვაქვს მომზადებული, რომელიც მთავრობას უნდა შევთავაზოთ, ამ კანონებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციები ნათლად არის განსაზღვრული. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ადგილობრივიო თვითმმართველობების ბიუჯეტის გაზრდა. ჩვენი კომიტეტის პოზიციით, ფულადი რესურსები, რომელთა ხარჯვაც ადგილზე გადაწყდება, უნდა გაიზარდოს. აღნიშნული საკითხები 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის უკვე გადაწყვეტილი უნდა იყოს.
ქვეყნის ცხოვრებაში თვითმმართველობების როლისა და ფუნქციის გაძლიერების კუთხით, უდაოდ მისასალმებელი ფაქტია საქართველოს მთავრობაში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შექმნა, ეს სტრუქტურა ჩვენი კომიტეტის პარტნიორი იქნება. ვფიქრობ, ეს სამინისტრო თვითმმართველობების ლობისტი გახდება. ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს თვითმმართველობების გაძლიერებას, როგორც გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.



სოფო დიდებაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48