გააგრძელებს თუ არა მერია სახურავებისა და ლიფტების შეკეთებას » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : გააგრძელებს თუ არა მერია სახურავებისა და ლიფტების შეკეთებას
ნანახია: 1491

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პროექტი – "არც ერთი კეთილმოუწყობელი კორპუსი დედაქალაქის მასშტაბით" წლების წინ დაინერგა და დღესაც წარმატებით ხორციელდება. ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბინების შეძენა კერძო კომპანიების მიერ აშენებულ კორპუსებში, სადაც მობინადრეებს შეუკეთებელი სახურავის და ლიფტის პრობლემები არ აწუხებთ. ამის მიუხედავად, დღევანდელი თბილისური რეალობა სხვაა: მოქალაქეთა უმრავლესობა კვლავ კეთილმოუწყობელ სადარბაზოებში ცხოვრობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქის მერია სადარბაზოების რემონტისთვის ფულს აღარ გამოყოფს. საკითხის გასარკვევად "ბ&ფ"-მა ინტერვიუ "თბილისის კორპუსის" თავმჯდომარის მოადგილეს კახა გურულს სთხოვა.
რამდენად წარმატებით განხორციელდა ქალაქის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სადარბაზოების კეთილმოწყობას უკავშირდება?
შეიძლება ითქვას, რომ "თბილისის კორპუსის" მიერ დანერგილი პროექტი - "არც ერთი კეთილმოუწყობელი კორპუსი დედაქალაქის მასშტაბით", წარმატებით მუშაობს.
სადარბაზოების კეთილმოწყობაზე დახარჯული თანხების რამდენ პროცენტს აფინანსებს სახელმწიფო და რამდენს იხდის მოსახლეობა, შეცვლილია თუ არა სადღეისოდ ეს მაჩვენებლები?
ლიფტის შეკეთების შემთხვევაში, ამხანაგობის თანამონაწილეობის წილი არის 30%, სახელმწიფოსი, შესაბამისად - 70%; შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთებისას, მერიის თანამონაწილეობის პროცენტული წილია -75, ქანობიანი სახურავის შეკეთებისას – 80%. სულ არის ცხრა პროგრამა და თითოეულ შემთხვევაში თანადაფინანსების წილი განსხვავებულია. დღესდღეობით სახელმწიფო სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხების იმდენივე პროცენტს ანაზღაურებს, რამდენსაც პროექტის დანერგვის დღიდან, პროცენტული მაჩვენებლები არ შეცვლილა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერია აღარ აფინანსებს სარემონტო სადარბაზოებს, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ყველა უბანში შეიქმნა რაიონული განყოფილებები. ამხანაგობის თავმჯდომარემ განცხადება არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, თვის პირველ ათ რიცხვში, თავისი უბნის განყოფილებაში უნდა შეიტანოს. ფინანსდება ყველა განცხადება, გარდა შემთხვევისა, როცა სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა არ არის ზუსტი, ანუ მაშინ, როცა შესასრულებელი სამუშაო და სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამება ერთმანეთს. ხშირია, რომ არაკეთილსინდისიერად იქცევიან ფირმები, რომლებიც ამხანაგობებს ემსახურებიან და პირადი მოგების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოების თანხებს ზრდიან. კომპანიის შერჩევისას მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ამხანაგობას. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ფინანსურ ცდომილებებს ხარჯთაღრიცხვის დროს, ზარალდება მოსახლეობა, რომლის განცხადებაც არ ფინანსდება.
რას ითვალისწინებს ძირითადად ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტი?
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამხანაგობა ავტომატურად შექმნილია ყველა საცხოვრებელ კორპუსში. თუ მობინადრეებს სურვილი ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მერიის მიერ განხორციელებულ პროგრამებში, უნდა მოიწვიონ კრება, აირჩიონ თავმჯდომარე და დარეგისტრირდნენ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში - "თბილისის კორპუსში". ამხანაგობის წევრები მხოლოდ ბინის მესაკუთრეები არიან, ანუ ისინი, ვისზეც ბინა ოფიციალურადაა გაფორმებული.
რა ევალება კონკრეტულად ამხანაგობის თავმჯდომარეს, რამდენად თანამშრომლობენ ისინი თბილისის მერიასთან და რა თანხას შეადგენს მათი ანაზღაურება?
სტატისტიკის მიხედვით, შეინიშნება ამხანაგური გაერთიანებების ზრდა. დღესდღეობით შექმნილია 5100-ზე მეტი ამხანაგობა, მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. რაც შეეხება ამხანაგობის თავმჯდომარეს, მას არანაირი ხელფასი, ანაზღაურება არ აქვს. დავნერგეთ წამახალისებელი თანხები განსაკუთრებით აქტიური კორპუსის თავმჯდომარეებისთვის. მათ შეიძლება თავი გამოიჩინონ საერთო ქონების მოვლა-გაფრთხილებაში, ჩვენთან ურთიერთობის გაფართოებაში და ა.შ.
თითოეულ კორპუსში ერთი ამხანაგობის გაერთიანება და ერთი თავმჯდომარეა. ზოგიერთი კორპუსი ათსადარბაზოიანიცაა. რამდენად აგვარებს კორპუსის თავმჯდომარე თითოეული მობინადრის პრობლემებს?
ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურია ამხანაგობის თავმჯდომარე.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სარემონტო სამუშაოების გარკვეულ ხარჯებს ანაზღაურებს, დარჩენილი თანხის სრულად დაფარვა, ლიფტის და სახურავის შეკეთების შემთხვევაში, ძირითადად მაღალი სართულის მობინადრეებს უხდებათ. ეს თანხა დაახლოებით თითო ოჯახზე 200-300 ლარს შეადგენს. მობინადრეთა დიდი ნაწილი ამ თანხას ვერ იხდის, რის გამოც სადარბაზოს კეთილმოწყობის პროექტის ისევ გაურკვეველი ვადით გადადება ხდება. ამ შემთხვევაში რა შეიძლება გააკეთოს ქალაქის მერიამ?
ეს არის აბსოლიტურად ამხანაგობის მოსაგვარებელი საკითხი. მობინადრეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ლიფტი ისევეა დაბალი სართულის მოხმარების საგანი, როგორც სარდაფი მაღალი სართულისა. ამხანაგობამ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი, რომელ სართულზე მცხოვრები რა თანხას დადებს, ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს მეზობლებში, რადგან მერიამ უკვე გააკეთა საქმის მნიშვნელოვანი ნაწილი და მობინადრეებს ამ საკითხში ვერ დაეხმარება.
იმ ფირმათაგან, რომლებსაც ამხანაგობები კორპუსში მოსაგვარებელი სამუშაოების გამო მიმართავენ, სამშენებლო კომპანია "ორბი+"-ცაა. კომპანიის დირექტორის ვაჟა ჭონქაძის განცხადებით, "ორბი+" ყოველთვიურად ამხანაგობებისგან სარემონტო ობიექტების შესახებ დაახლოებით იგივე რაოდენობის განცხადებას იღებს, რასაც წინა წელს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ წელს მერიისაგან ვერც ერთ ობიექტზე ვერ მიიღო დაფინანსება. ბატონ ვაჟას აქვს ინფორმაცია სხვა არაკეთილსინდისიერი კომპანიების არსებობის შესახებ, რომელთა უმრავლესობაც დაიხურა და აქვე დასძენს, რომ წლებია მისი ფირმა სამშენებლო ბაზარზე მოღვაწეობს და დაკისრებულ მოვალეობებს პატიოსნად ასრულებს.
"ბ&ფ"-მა მერიაში გაარკვია, რომ მერიაში ყოველ თვე შესული 500-600 განცხადიდან, დაახლოებით, მხოლოდ 100 ფინანსდება. ამის მიზეზი კი, მერიის ინფორმაციით, ამხანაგობების მიერ არასწორად შერჩეული კომპანიებია. დამატებითი ინფორმაციისთვის 2009 წლიდან "თბილისის კორპუსს" ახალი თავმჯდომარე ჰყავს – ზურა კიკალიშვილი ქეთევან აბდუშელაშვილმა შეცვალა.

ნუკა ჩოხელი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48