მწერლებს "მწერლის სახლს" არ უბრუნებენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მწერლებს "მწერლის სახლს" არ უბრუნებენ
ნანახია: 961


საკუთრების ხელყოფა და საზოგადოების ელიტნაწილის ჩარეცხვა ვარდების რევოლუციის შემდგომი ხელისუფლების სავიზიტო ბარათი გახდა. ვარდების ხელისუფლებამ რევოლუციით გონებადაბინდულ საზოგადოებას თავისი რეალური სახე ჯერ კიდევ 2005 წელს დაანახა. სწორედ მაშინ ჩამოართვეს მწერლებს "მწერლის სახლი". ამ ფაქტს ბევრი პროტესტი და ვნებათაღელვა მოჰყვა. თუმცა, ხელისუფლებამ არც მწერლებს მოუსმინა და არც საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთებას მიაქცია ყურადღება, შენობა გასაყიდად გაამზადეს. თუმცა, "მწერლის სახლი" ჯერ კიდევ არ არის გაყიდული. ბოლო დღეებში კი ხელისუფლების წარმომადგენლები მწერლებისთვის ამ სახლის დაბრუნებაზე ალაპარკდნენ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა საქმე არც ისე კარგად არის, როგორც ამას სახელისუფლებო ტელევიზიებით აშუქებენ.
საქართველოს მწერალთა კავშირის შენობა 1905 წელს სარაჯიშვილმა ააშენა. მისი გარდაცვალების შემდეგ 1912 წელს უდიდესმა მეცენატმა, აკაკი ხოშტარიამ ეს შენობა შეისყიდა. დღეს ამბობენ, რომ სარაჯიშვილმა მწერლებს შენობა თითქოს თავისი ნებით გადასცა, მაგრამ როგორც თავად მწერლები აცხადებენ, ეს ასე არ ყოფილა. სარაჯიშვილს, უბრალოდ, სურვილი ჰქონდა, რომ ეს სახლი ხელოვანების შეკრების ადგილი ყოფილიყო. როდესაც იგი აკაკი ხოშტარიას საკუთრება გახდა, მან შენობა, თავისი ავეჯით, პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, კოტე მაყაშვილსა და სხვებს გადაულოცა. 1918 წლიდან დღემდე, უკვე 90 წელია, ამ შენობაში მწერალთა კავშირი ბინადრობს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების ყველა დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ ეს შენობა მწერალთა კავშირის საკუთრებაა.
2005 წელს ზურაბ ჟვანიას მიერ ხელმოწერილ ორმოცდამეათე ბრძანებულების დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ მწერალთა კავშირს თავისი კუთვნილი შენობები, ქართული მწერლობის განვითარების მიზნით, ჩამოერთვას და სახელმწიფოს გადაეცეს. როგორც მწერლები ამბობენ, უკვე 4 წელია, ისინი ამ დადგენილებას ასაჩივრებენ და ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს.
ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ მწერალთა კავშირს შენობა დაუბრუნა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთი "ბ & ფ" პოეტ ვაჟა ოთარაშვილს დაუკავშირდა: "მე დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად ვერ შევაქებ. მართალია, მედიით ინფორმაცია გავრცელდა, რომ მწერალთა კავშირს მწერლებს უბრუნებენ. მაგრამ რეალურად საქართველოს მწერალთა კავშირს, მისი კუთვნილი შენობა ჯერ სახელმწიფოსგან არ დაბრუნებია. ეს განცხადება ჩვენი მთავრობის მორიგი პიარია, რომელიც სატელევიზიო საშუალებით გაკეთდა. ამის მიზეზი ისაა, რომ 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მიტინგზე მწერლები არ გავიდნენ. როცა ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, წინა საარჩევნოდ კულტურის სამინიოსტრო და მთავრობის წარმომადგენლები შეხვედრებზე გვიცხადებდნენ, რომ მწერლებს 2008 წლის პირველი იანვრიდან მწერალთა კავშირის შენობაში თავად შეგვიძღვებოდნენ და ჩაგვაბარებდნენ. მას შემდეგ, რაც არჩევნებმა და 7 ნოემბერმა ჩაიარა, კიდევ ორი წელი გავიდა. ჩვენ კი ისევ გარეთ ვართ. ასე იყო მთელი 4 წლის განმავლობაში და დღესაც, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხრიდან მორიგ ტყუილს უნდა ველოდოთ. ტელევიზიის არხების უმეტესობა სახელმწიფოსია და ამიტომ რასაც უნდათ, იმას გამოაცხადებენ. არავითარი იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ შენობის 4 ოთახი გადმოგვეცემა, ჩვენ არ გვაქვს. მთავრობა კი გვიცხადებს- თქვენ შენობაში 2009 წლის პირველი სექტემბრიდან შეხვალთო. ანუ ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოვლენების განვითარებას ელოდება და სამომავლოდ სწორედ განვითარებული მოვლენების მიხედვით იმოქმედებს. თუ ეს ხელისუფლება სექტემბრამდე შეიცვალა, მე იმედი მაქვს, ისეთი მთავრობა მოვა, რომელიც კანონიერ მფლობელს თავის ქონებას დაუბრუნებს. დღესდღეობით სასამართლო პროცესი, მწერალთა კავშირის შენობასთან დაკავშირებით, ისევ მიმდინარეობს. ამდენად "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო~. მაჩაბლის 11, მაჩაბლის 13 და კიდევ ის დაკეტილი შენობა, რომელსაც მთავრობის პოლიციელები იცავენ- მწერალთა კავშირის კუთვნილებაა. სახელმწიფოში ხელისუფლება, მითუმეტეს კი პარლამენტი, კანონის უზენაესობას თავად უნდა იცავდეს. მე კი მაგალითს მაძლევდნენ. ჩვენს კუთვნილ შენობაში, რომლის ფართიც საკმაოდ დიდია, რატომ გვაძლევენ მხოლოდ 4 ოთახს? ეს ხომ მთლიანად მწერალთა კავშირის კუთვნილი შენობა იყო. აცხადებენ, რომ შენობა ყველა მწერლისაა. რა თქმა უნდა, მწერალთა კავშირის კარი ყოველთვის ყველა ხელოვანისთვის ღია იყო. აქ მუდმივად სხვადასხვა შემოქმედებითი საღამოები ტარდებოდა. 90 წელია უკვე მწერალთა კავშირი ამ შენობაში ფუნქციონირებს. რაც ცოტა დრო არაა. დამამცირებელია, რომ დღეს ჩვენი კულტურის მინისტრი სიტყვიერად ამ შენობის 4 ოთახის დაბრუნებას დაგვპირდა. კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა და დამოკიდებულება მწერლობის მიმართ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მწერლების მოღვაწეობა ქურუმის მოღვაწეობას უტოლდება, რადგან ისინი სიტყვის მსახურები არიან. "სიტყვა იგი კი არის ღმერთი". ყველა ქვეყანაში მწერალთა კავშირი არსებობს. სამარცხვინოა, როცა ქართველ მწერლებს ასეთი მეთოდებით ებრძვიან. მწერლობა ევროპაში სულ სხვა ნაბიჯებით ვითარდება. ჩვენთან მწერლების დასაცავად კანონიც კი არ არსებობს. ქართული წიგნის გამოცემა ისევე იბეგრება, როგორც "კოკა-კოლის", ძეხვის, ბენზინგასამართი სადგურის ან სასტუმროს ბიზნესის წარმოება. მათ მწერლებისგან განსხვავებით დღეში ათასობით შემოსავალი აქვთ. მწერალმა შეიძლება მთელი ცხოვრება წიგნი წეროს. მისმა გაყიდვამ კი მაქსიმუმ ათასი ლარი მოგება მომიტანოს. ჩვენ ევროპასთან კონვენციაზე გავქვს ხელი მოწერილი და ინტელექტუალური საკუთრების ღირებულების ასე დაბეგვრა არ შეიძლება. სასაცილოა, მწერალს სტრიქონ-სტრიქონ ღირებულება უანგარიშო. დღეს მწერალი სავალალო მდგომარეობაშია ჩავარდნილი. საგადასახადო კოდექსი მწერალს როგორც მსხვილ კომპანიას, ისე ბეგრავს, რაც ნამდვილად სამარცხვინოა. კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა სხვანაირი უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანაში დღეს კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. მთავრობას უნდა კიდევ მოგვატყუოს. რადგან არ უნდათ, რომ მწერლები მიტინგზე გავიდნენ. ჩვენ კი აღარ მოვტყუვდებით. ხელისუფლებამ ეს მატყუარა საწოვარა თავის ტუჩებზე მოირგოს".
გაზეთი "ბ&ფ" კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის განვითარების სამინისტროს პრეს- სამსახურს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, უახლოეს დღეებში მწერალთა კავშირის შენობის დაბრუნების შესახებ დოკუმენტები გაფორმდება. მწერალთა კავშირისთვის შენობა - "მნათობს", "მაცნეს", ლიტერატურულ კავშირს და ა.შ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაეცემა. სამინისტროში ჯერ არ იციან, ოთახების რაოდენობა როგორ გადანაწილდება.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48