დევნილი საქართველო » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : დევნილი საქართველო
ნანახია: 1508

დევნილი საქართველო

სამწუხაროდ, ბოლო 15 წელია საქართველოში დევნილთა პრობლემა დგას. აფხაზეთიდან დევნილებმა ის-ის იყო ცოტა მყარად მოიკიდეს ფეხი თბილისსა და სხვა რეგიონებში და ავად თუ კარგად, გააქვთ თავი დღევანდელ რთულ რეალობაში, რომ რუსეთის მორიგი აგრესიის გამო, ქვეყანას დევნილთა ახალი ტალღა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და შიდა ქართლიდან შეემატა. თბილისის სხვადასხვა შენობაში შეკედლებული დევნილებისაგან ნაწილი უკვე საკუთარ სახლებს დაუბრუნდა, 1500-მდე გორის კარვების ქალაქში ცხოვრობს, 22 063 – საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 37 354 დევნილი კი კვლავაც თბილისის საბავშვო ბაღებსა თუ სხვა დაწესებულებებში რჩება. ჩვენ დევნილთა რამდენიმე ბანაკი მოვინახულეთ და იქ მცხოვრებ ადამიანებს გავესაუბრეთ. ისინი ძალიან უკმაყოფილონი არიან იმ პირობებით, რაც მათ აქვთ. განსაკუთრებით კვების საკითხი აშფოთებთ. ის რაციონი, რაც სახელმწიფომ გამოუყო, ნამდვილად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი გამოიკვებოს. თანაც საკვები ძირითადად მშრალი სახისაა და დიდი ხნის განმავლობაში ყოველდღიურად მშრალი საკვების მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. დევნილები განსაკუთრებით ბავშვების გამო წუხან. ყოველ დღე მხოლოდ ლობიო და მაკარონი, ისიც გამოზომილი და მცირე რაოდენობით, რომელ მოზარდსა თუ ზრდასრულ ადამიანს გამოკვებავს. ამერიკიდან დახმარების სახით გამოგზავნილი წვენები კი ბევრგან არც მიუღიათ.


განსაკუთრებით რთულ პირობებში ცხოვრობენ გარეუბნებსა და ნაკლებპრესტიჟულ შენობებში მყოფი დევნილები. მათი უკმაყოფილებაც სამართლიანია. წუხან იმის გამო, რომ ხელისუფლებისაგან ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ის საკვები კი, რომელიც მათთან მიდის და ხშირად დაგვიანებით, საკმარისი არ არის. არ აქვთ შესაბამისი რაოდენობის ქვეშაგები, გადასაფარებლები, ზეწრები და ა.შ. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ გორში ბევრი საცხოვრებელი სახლი ძალიან მცირე დროში აღდგა, გარემონტდა და მოსახლეობას ახალ ავეჯთან ერთად ჩაბარდა, მაგრამ ეს თბილისში დარჩენილ დევნილთა მდგომარეობას ვერანაირად ვერ შეამსუბუქებს და გააუმჯობესებს.
თუ როგორ მიმდინარეობს დევნილთა პრობლემების მოგვარება და პირობების გაუმჯობესება, ამ საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს თამარ მარტიაშვილს მივმართეთ.


- მსოფლიოს სასურსათო ორგანიზაცია და ჩვენი სამინისტრო კოორდინაციას ვუწევთ ათდღიანი რაციონის დარიგებას, რომელსაც ძეხვეულიც დავუმატეთ. რადგანაც ბავშვებისთვის უფრო მეტადაა საჭირო პროტეინის მიღება, მალე ხორცის კონსერვებსაც მივაწვდით.
შევხვდი სოფლის სასურსათო ორგანიზაციას. ოქტომბრის დასაწყისში საერთაშორისო და არასამთვრობო ორგანიზაციები ჩამოიტანენ, სავარაუდოდ, 11-12 დღის დამატებით რაციონს, სადაც ხორცეულიც იქნება. ფაქტიურად, 20 ოქტომბრამდე გეგმა გაწერილია და პარალელურად ათდღიანი რაციონის დარიგებაც გაგრძელდება.

- როგორც აღმოჩნდა, დევნილებზე საკვები ერთნაირად არ ნაწილდება. რატომ არ კონტროლდება საკვების გადანაწილების პროცესი. ზოგან ძალიან კარგი კვება აქვთ, უმეტესად კი უკმაყოფილონი არიან, რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გაიმარა.

- ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენ მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას ამ კოორდინაციაში, შექმნილია სპეციალური ჯგუფი. შეკრებები ხან გაეროს ოფისში, ხანაც ჩვენთან ან სხვადასხვა ადგილას ხდება, სადაც ვგეგმავთ გადანაწილების საკითხს, მაგრამ ამის გარდა, ცალკეული კერძო ან კომერციული ორგანიზაციები, კერძო პირები, დაწესებულებები, დროდადრო კოორდინაციას უწევენ ამა თუ იმ ცენტრს, ანუ ვიღაცასთან შეიძლება შეიტანონ განსაკუთრებული პროდუქტი და ჩვენ ინფორმაციაც კი არ გვქონდეს ამის შესახებ.

- ვიღაც რომ კარგად მარაგდება, ეს, ბუნებრივია, კარგია. მაგრამ იმათ, ვინც ცუდად მარაგდებიან, კონკრეტულად ხელისუფლების მიმართ აქვთ პრეტენზია და სწორედ თქვენგან ელიან კუთვნილ დახმარებას. ისინი კარგად არიან ინფორმირებულნი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მათთვის სოლიდური თანხაა გამოყოფილი.

- სწორედ ამიტომ ვიწყებთ ხორცის კონსერვების დარიგებას. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში შემუშავებული იქნება მინიმუმ სამი პუნქტი, რომლის მიხედვითაც დევნილებს (მ.შ. კერძო სექტორში მცხოვრებთ) დაურიგდებათ საკვები, საერთო მოხმარების პროდუქტები, რაც იმ მომენტისათვის იქნება შემოსული ჩვენი სამინისტროს საწყობებში.

რაც შეეხება ბავშვთა კვებას, კონფლიქტის დაწყების დღიდან მუდმივად ვარიგებთ არა მხოლოდ კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებზე, არამედ კერძო სექტორსაც ვუნაწილებთ, დაფიქსირებული ზარების შესაბამისად, საიდანაც მოთხოვნა შემოდის.

აგვისტოს განმავლობაში არ იყო აწყობილი სქემა, რომ ათ დღეში ერთხელ და რეგულარულად შეგვეტანა საკვები, მიგვქონდა ის, რაც შემოდიოდა. პროდუქტები რაოდენობის მიხედვით ნაწილდება იმდენ კომპაქტურ დასახლებაში, რამდენსაც ეყოფა. ყოფილა შემთხვევა მოხარშული ქათამიც შეგვიტანია. ახლა, როცა მეტ-ნაკლებად დავარეგულირეთ ეს პროცესი, ყველას ერთნაირი რაციონი ურიგდება. აგვისტოს ბოლოს ამერიკული, პაკეტირებული პროდუქტებიც დავარიგეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხმა გემო ვერ გაუგო, თუმცა კალორიულობის, ვიტამინების მხრივ ჯანმრთელობისათვის ძალიან კარგი შემადგენლობა ჰქონდა. ქართულმა მენტალიტეტმა ეს ვერ აღიქვა, ამიტომ შემდეგ ისევ სტანდარტულ საკვებზე გადავედით.
ისნის სამხედრო ჰოსპიტალში დევნილთა დიდი რაოდენობაა. ახლა იქ სასადილო იხსნება, რომელიც ყოველდღიურად ათას ადამიანს ცხელი საკვებით უზრუნველყოფს.
როგორც იცით, გორში, საქართველოსა და იტალიის წითელი ჯვრის მეშვეობით უკვე არის ასეთი სასადილო. ამასთანავე, ერთ-ერთმა საერთაშორისო ორანიზაციამ ვალდებულება აიღო და კარვებში მცხოვრები დევნილების გარდა, ადგილობრივ მოსახლეობასაც უზრუნველყოფენ საკვებით.

- ზოგიერთ ადგილას დევნილები კვლავაც საწოლების გარეშე, მხოლოდ ქვეშაგებზე წვანან. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში?

- რაც შეეხება საწოლებს, 5000 ერთ ეტაპად დარიგდა, ხოლო დანარჩენი 10 000 უახლოეს დღეებში დარიგდება. 15 000 – დან 2500 ორ საწოლიანია, თავისი ლეიბებით. ეს ადგილობრივი შეკვეთით, აქ დამზადდა. ლეიბები ცალკეც რიგდება. ძალიან გვიჭირს გადასაფარებლები, საზღვარგარეთ შეკვეთაა მიცემული და ეტაპობრივად ჩამოგვივა. დავიწყეთ თეთრეულის დარიგება 2 წლამდე ბავშვებზე. უფრო დიდ პარტიას ველოდებით და ჯერ მთლიანად ვერ დავფარავთ.

- კომპაქტურ დასახლებებში მოუწესრიგებელია ასევე გაზქურების, საპირფარეშოების, საშხაპეების და სხვა სახის პრობლემები..

- სხვადასხვა კომპაქტურ დასახლებაში უკვე დარიგდა 2000-მდე პატარა გაზის ქურა, 1500 კიდევ დარიგდება საერთო მოხმარებისთვის. პერიოდულად გაზის ბალონების დატენვასაც ვახორციელებთ.
საბავშვო ბაღებში აქვთ სამზარეულოები, სადაც უკვე არის ქურები, ისინი სკოლებშიცაა. გვინდა, რომ პატარა ბავშვებისთვის ინდივიდუალურები დავარიგოთ, რათა დედებს ღამე დამატებითი კვების გაცხელება არ გაუჭირდეთ.
ვიწყებთ პროგრამას, რომ დევნილებს ზამთრის გამავლობაში ნორმალური საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ, არ იყოს ელექტროენერგიის პრობლემა, მოვაწესრიგოთ კანალიზაცია, დავამატებთ საშხაპეებს, იქნება გათბობა _ დენზე, გაზზე ან შეშით, სიცივეში პრობლემა რომ არ ჰქონდეთ.

- არის თუ არა დევნილების საბავშვო ბაღებიდან ალტერნატიულ შენობებში…გადაყვანის შესაძლებლობა?

- ეს შესაძლებლობა ამჟამად არ არის. ამჟამად პირობებს ვუქმნით იქ, სადაც არიან. როცა მოხდება შესვლა ბუფერულ ზონაში და მომზადდება მათთვის სახლები, მხოლოდ ამის შემდეგ გამოთავისუფლდება ბაღები.
500-ზე მეტი ბავშვი მინიმუმ 2 კვირით გავუშვით საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყანაში. 200-ზე მეტი პოლონეთში, 300-ზე მეტი კი უკრაინაში. გარდა ამისა, აქაც ხშირად დაგვყავს გასართობად.

თავად დევნილებს, რომელთა მდგომარეობა ჯერ ისევ სავალალოა და კვლავაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აქვთ. მაგალითად, თემქაზე მდებარე მე-80 ბაგა-ბაღში მცხოვრები დევნილები ჯერ კიდევ მხოლოდ ქვეშაგებზე წვანან. საწოლები არ აქვთ. მათთვის ჯერ არც გაზის ბალონები მიუტანიათ. გამგეობიდანაც არავინ იწუხებს თავს მათთან მისვლით. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიუტანეს ერთი ყუთი ძეხვი. ისინი მხოლოდ გულმოწყალე მოსახლეობის ანაბარად არიან, რომლებიც დევნილებს შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. ზოგს ტანსაცმელი მიაქვს, ზოგს საჭმელი, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ ერთჯერადია, თანაც არც აქაურ მოსახლებას აქვს დალხენილი ცხოვრება და იმის საშუალება, რომ ამდენი ადამიანი გამოკვებოს ყოველდღიურად მაშინ, როცა დევნილებისთვის უამრავი თანხა, პროდუქტი და სხვა სახის ჰუმანიტარული დახმარებაა განკუთვნილი. თუ ხახლში გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, ამ ყველაფერს ის პირები ითვისებენ და "ჭამენ", ვისაც მათი განაწილება ევალება. ლტოლვილებმა ხომ თავიანთი თვალითაც იხილეს, როგორ იყიდებოდა ვარკეთილისა თუ სხვა ბაზრობებზე ჰუმანიტარული ქვეშაგები და სხვა ნივთები.
"თვალწინ მიდგას როგორ დამიწვეს სახლი. საშინელება იყო, დიდი ტრავმა გადავიტანეთ. ჩემი ერთადერთი ინტერესი იქ დაბრუნებაა, აქ რომ ოქროს სახლი მომცენ, არ მინდა. იქ მშიერი ყოფნა მირჩევნია, ვიდრე აქ. დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა ასე უყურადღებოდ არ დაგვტოვებს და დაგვაბრუნებენ დროულად," - ამბობს ქურთადან დევნილი მერი კახნიაშვილი.

"მოგეხსენებათ, საჭმელი გრამობით მოგვდის, 6 წლის ავადმყოფი შვილი მყავს, ეპილეფსია აქვს, კრუნჩხვა ემართება, ამას ისიც დაერთო, რომ გამიცივდა. მე კი საშუალება არ მაქვს, სანდროს წამლები ვუყიდო, 22-ე პოლიკლინიკაში ექიმმა უფასოდ გასინჯა, მაგრამ მედიკამენტები არ მოუცია. სროლებმა, ბომბების ხმამ, დაძაბულობამ ძალიან იმოქმედა ბავშვზე და საშინელ დღეშია. მოსახლეობა მეხმარება, რომ ბავშვს წვნიანი ხანდახან მაინც ვაჭამო. ქვაბი მაჩუქეს, თეფში, ჭიქა, გადასაფარებელი, რომელიც სამივეს გვაფარია, მაგრამ ვცდილობთ ბავშვს დავაფაროთ, ჩვენ კი ძალიან გვცივა, ამ ხმელ ქვეშაგებზე წოლით გვერდები გვტკივა. ჩემი მეუღლე გადის ხოლმე, იქნებ სადმე წაიმუშაოს და რამე მოგვიტანოს, თორემ წამლის გარეშე ხომ ვერ მეყოლება ავადმყოფი ბავშვი. საჭმლის გარეშე შეიძლება გააძლებინო, მაგრამ წამლის გარეშე - ვერანაირად,"_ამბობს დევნილი ნათია თენაძე.


142-ე სკოლაში დისევიდან, ერედვიდან, ზნაურიდან, რუისიდან და ტყვიავიდან დევნილი 110 ადამიანი ცხოვრობს. დევნილი მალხაზ აბულიშვილი: `ჩვენამდე მოვიდა ჭორი, თითქოს კახეთში უნდათ მიწების მოცემა და ჩვენი იქ გამწესება. ერედველი კაცი ვარ, რა მინდა კახეთში. იმ უწყლო ადგილას არ გვინდა ჩვენ ცხოვრება! დაგვაბრუნონ ჩვენს დამწვარ სახლებში, როგორც ოსები დააბრუნეს 90 წელს, დაუდგეს პატარა ფიცრის სახლები. ჩვენც მოგვხედონ და მერე თვითონ მოსახლეობა გადაწყვეტს, იქ ცხოვრება ჯობია, თუ აქ. სანამ არ დაგვაბრუნებენ, აქედან ფეხს არ მოვიცვლით!
უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს სოსო ლაგვილავას თავის პედკოლექტივთან ერთად. ოთხი დღე მთლიანად მან დაგვაპურა საკუთარი სახსრებით, არაფერი მოუკლია ჩვენთვის. აქაური მოსახლეობაც დაგვეხმარა და რამდენჯერმე საკვები მოგვიტანა, მათ შორის წვნიანიც. ჩვენამდე მოდის ინფორმაცია, რომ ზოგს კარგი კვება აქვს - ძეხვი, ხორცი, კარაქი, ნამცხვარი და ა.შ. ჩვენ კი 16 დღის დაგვიანებით მოგვიტანეს საჭმელი, ისიც ხან გაეროს, ხან წითელ ჯვარს მოაქვს..
წამლები ძალიან დაბალი ხარისხისაა. ისიც მხოლოდ გამაყუჩებლები. არანაირი დამამშვიდებელი რამ. პოლიკლინიკაში უთხრეს ხალხს, ეს ჩვენი სახსრებითაა ნაყიდიო. გამოკვლევები კი უფასოა, მაგრამ მედიკამენტები ხომაა საჭირო."

კოსტავას #14-ში მდებარე გამომცემლობა "სამშობლოს" შენობაში მყოფი დევნილები, გარდა იმისა, რომ საკვების ნაკლებობას უჩივიან, საშინელ ანტისანიტარიაში ცხოვრობენ. მოუწესრიგებელია საპირფარეშოები, არ არის წყალი. დევნილებს დეზინტერიის წარმოშობის შიში აქვთ. თემქაზე დაბანაკებული დევნილებისგან განსხვავებით, აქ მცხოვრებმა დევნილებმა ერთხელ იგემეს ამერიკული პაკეტური საკვების გემო. ერთხელაც ე.წ. წვნიანი მიუტანეს, რომელიც, როგორც გვითხრეს, საშინლად აყროლებული, ძველი და მაკარონისგან შემდგარი რუსული წარმოშობის ტომატიანი "წვნიანი" იყო. "ომსა და ბომბებს გადარჩენილებს, ცხადია, არანაირი სურვილი არ გვაქვს აყროლებული საჭმლით მოვიწამლოთ თავი", _ გვითხრეს დევნილებმა.
არავითარი მიზეზი და არც საბაბი არ გვაქვს იმისა, რომ დევნილების მონათხრობის სიმართლესა და გულწრფელობაში ეჭვი შევიტანოთ. თუმცა შედარებისთვის ისევ ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის პოზიციას მოვუსმინოთ. ლაშა ჟვანიას ბიუროს ხელმძღვანელი ლიანა შავეშოვი : "კობა ხაბაზი და ლაშა ჟვანია წითელ ჯვართან ერთად ყველანაირად ეხმარებიან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მყოფ დევნილებს. ამ რაიონში 1277 დევნილია და ისინი საბავშვო ბაღებში, სასტუმროსა და სხვადასხვა შენობებში არიან დაბინავებულნი. ბევრ ადგილას მივიტანეთ ლეიბები, თეთრეული, მადუღარები, გაზის ბალონები. რაც შეეხება საკვებს, ყოველ დღე სხვადასხვა მენიუ აქვთ - რძის პროდუქტები, წიწიბურა, "ბორში", სოსისი, ძეხვი, კვერცხი, ხორცის კონსერვები სხვადასხვა გარნირით და ა.შ. "
16 სექტემბერს ხუთი დევნილი ბავშვი ისრაელში წავიყვანეთ ექსკურსიაზე. ასევე, უახლოეს დღეებში ვგეგმავთ მათ წაყვანას რომელიმე კინოთეატრში. საპატრიარქოსთან ერთად მრავალშვილიანი დედების დახმარებაზეც ვზრუნავთ.
კვირაში ერთხელ მათთან მიდის ექიმი და რა მედიკამენტებიც სჭირდებათ ადგილზე მიაქვთ.
გარდა ამისა, ჩვენ, როცა საშუალება გვაქვს, გლდანში არსებულ გიორგი ასანიძის ბიუროსაც ვეხმარებით პროდუქტით, გადავეცით 50 ლეიბი."
რაც შეეხება დევნილების დაბრუნების პერსპექტივას საკუთარ სახლებში, როგორც ისინი ამბობენ, ამის შესახებ მათ არავინ არაფერს ეუბნება. მათ, ვისი სახლებიც დაზიანებულია, უთხრეს, რომ სათითაოდ დაითვალონ თითოეული ნახვრეტი სახლზე, კედლებზე, სახურავზე, მინებზე და ა.შ. და ამის შემდეგ შეუდგებიან მათ აღდგენა-გარემონტებას, მაგრამ ამისთვის, მინიმუმ, ჯერ მათი ადგილზე დაბრუნებაა საჭირო.


თამთა დადეშელი.


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48