თბილისელი ლტოლვილები განაჩენის მოლოდინში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : თბილისელი ლტოლვილები განაჩენის მოლოდინში
ნანახია: 399

რა პირობები დახვდათ მათ ფოცხო-ეწერში

მიმდინარე წლის 26 ივლისიდან მოყოლებული პოლიციამ სახელმწიფო შენობებიდან ასობით დევნილი გამოასახლა, პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მან ინტენსიური, პერმანენტული ხასიათი მიიღო, ეს კი დევნილებში დაძაბულობასა და უკმაყოფილებას იწვევს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში კი, შენობებიდან დევნილთა გამოსახლებას, მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისა და მათთვის პირობების გაუმჯობესების გარდა, კონკრეტულს არაფერს უკავშირებენ. მართალია, ხელისუფლება დევნილებს ალტერნატიულ ფართებს სხვადასხვა რაიონში სთავაზობს, მაგრამ მასზე დევნილები უარს აცხადებენ და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას თბილისის მასშტაბით მოითხოვენ, რადგან მათივე განმარტებით, საარსებო მინიმუმის მოპოვება მხოლოდ დედაქალაქში შეუძლიათ. "დევნილთა ხელმეორედ გასახლება და თბილისიდან მათი განდევნა არის ტოლფასი სამუშაო ადგილების დაკარგვისა, ვინაიდან წლების განმავლობაში მათ მძიმე კონკურენციის პირობებში მოიპოვეს სამუშაო ადგილები, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ვაჭრობასთან ან სხვა სფეროსთან, ვინაიდან პროფესიით მუშაობა საქართველოში არის რთული და იშვიათი. ეს ადამიანები მცირე შემოსავალს შოულობენ და ამ სამუშაოების წართმევა დანაშაულია ადამიანთა და სახელმწიფოებრიობის მიმართ", – განმარტავს კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელი, გარემოვაჭრეებისა და დევნილების საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ლაშა ჩხარტიშვილი. მისივე განმარტებით, დევნილთა ერთადერთი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ არის ელემენტარული საარსებო მინიმუმის და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით არა დედაქალაქის ცენტრში, არამედ მის ნებისმიერ გარეუბანში დასახლება. ხელისუფლება კი მათ მოთხოვნებს არაფრად აგდებს და ჩვეულ სიჯიუტესა და უკომპრომისობას იჩენს.
წალენჯიხის რაიონი, სოფელი ფოცხო-ეწერი - ეს ის სოფელია, სადაც აფხაზეთიდან დევნილი და ახლა უკვე თბილისის დროებითი საცხოვრებლებიდან გამოსახლებული სამასსამოცდარვა ოჯახი იცხოვრებს, ამ დროისთვის კი სოფელში მხოლოდ 14 დევნილი ოჯახია გადასული. ფოცხო ცენტრისგან მოწყვეტილი სოფელია, აქ ვერ შეხვდებით ვერც სავაჭრო ცენტრს, ვერც სკოლას და ვერც ბარს. უახლოესი სკოლა 6 კილომეტრში მდებარეობს და მასშიც მხოლოდ არასრული (9 წლიანი) განათლების მიღებაა შესაძლებელი. ფოცხო-ეწერში მდებარე ეს კორპუსები კი ენგურჰესის მშენებლობაზე მომუშავე პერსონალის დროებითი თავშესაფარი იყო. დღეს კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გაარემონტა, თუმცა დევნილები ამბობენ რომ სარემონტო სამუშაოები მხოლოდ ფასადისთვის განხორციელდა. საცხოვრებლად კი მინიმალური პირობებიც კი არ არის. მათ ცარიელი ოთახები დახვდათ, არ გააჩნიათ პირველადი მოხმარების ნივთები, წამლებიც კი. არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, წყალმომარაგება. მოკლედ ,ამ ხალხს გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება.
სწორედ ასეთი მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, დევნილთა ნაწილი ფოცხო-ეწერში ჩასახლებაზე უარს აცხადებს და მართებულადაც, რადგან აფხაზეთისა და კოდორის დევნილებმა, ქვეყნის დედაქალაქში 17 წლიანი ცხოვრების შემდეგ არ იციან როგორ არჩინონ ოჯახები სოფლად, მაშინ როდესაც სოფლის ადგილობრივებისთვისაც კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დასაქმებაა. თუმცა დევნილებისგან განსხვავებით ადგილობრივებს სახნავ-სათესი მიწები მაინც აქვთ.
"ის, რომ ფოცხო მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს, რთულია გადაადგილება და იქ მისვლა, რომ არ არის წყალი, საცხოვრებელი პირობები - მეორეხარისხოვანი დეტალებია, რატომ იცით? წარმოიდგინეთ, რაიონულ ცენტრთან ახლოს მდებარე სოფელშიც, რომ შეეთავაზებინათ დევნილებისთვის ბინა მიწის გარეშე, მაინც არ ექნებოდათ მათ გადარჩენის პერსპექტივა, ვინაიდან სამუშაო ადგილები სოფლად პრაქტიკულად არ არსებობს, მიწას არ აძლევენ და მიწისა და სამუშაო ადგილის გარეშე როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა? მას არ ექნება ხელფასი, რომლითაც იარსებებს, არ ექნება მიწა, რომელსაც დაამუშავებს და მით უმეტეს, მარტო მიწაც არაა საკმარისი ამისათვის და უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ასეთ პირობებში ასახლებენ 1992-93 წლებში აფხაზეთიდან წამოსულ დევნილებს, ბინა მიწის გარეშე კი სიკვდილის ტოლფასია", - აღნიშნავს ლაშა ჩხარტიშვილი.
უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებას დევნილებისთვის ალტერნატიულ ფართად სოფელ ფოცხო-ეწერის გარდა, ჯერ არცერთი სხვა რაიონი თუ სოფელი არ დაუსახელებია, ჩხარტიშვილის ცნობით კი ამ დროისთვის უკვე 3000-5000 დევნილია გამოსახლებული კომპაქტურად ჩასახლებული პუნქტებიდან. "მხოლოდ ამ ზაფხულს გამოყრილი დევნილების რიცხვი სამიდან ხუთი ათასამდე მერყეობს, ამას ემატება ათობით ათასი დევნილი, რომელიც კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობს და ყოველღამე ელოდება, როდის შემოესევიან მათ მერაბიშვილის ბანდის წევრები. ეს არის საშინელი მდგომარეობა", - საუბრობს ჩხარტიშვილი. დევნილთა რაიონებში ჩასახლების საკითხით სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც ინტერესდებიან და მათთვისაც უცნობია, თუ რას უპირებს ხელისუფლება ამდენ დევნილს, სად აპირებს მათ დასახლებას, კონკრეტულად რომელი ადგილებია მათთვის გათვლილი. შეუქმნიან თუ არა სამუშაო ადგილებს, ან გამოუყოფენ კი სახნავ-სათეს მიწებს? რა უნდა იყოს სოფლად დევნილთა შემოსავლის წყარო? ამ კითხვებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის გვინდოდა მიგვემართა, თუმცა არაერთი მცდელობისა, მათ ვერა და ვერ დავუკავშირდით და შესაბამისად, ამ მართლაცდა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები კვლავ ბუნდოვანი დარჩა.
სუბელიანის უწყება არ საუბრობს სოფელ ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილების ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებზე, თუმცა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია სრულიად განსხვავდება სოფლად ჩასახლებულ დევნილთა მონათხრობისგან. სამინისტროს მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მეტყველებს მთავრობის ცინიკურ დამოკიდებულებაზე დევნილების მიმართ. გთავაზობთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ვებ-გვერდზე მოცემულ ინფორმაციას: "წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო-ეწერის დასახლებაში რეაბილიტირებულია 14 კორპუსი (368 ბინა). დევნილი ოჯახები, რომლებიც 90-იანი წლების კონფლიქტის შემდგომ უიმედოდ ელოდნენ სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართების გამოყოფას და პრაქტიკულად იმყოფებოდნენ უბინაოდ, ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე, განსახლდნენ რეაბილიტირებულ, ახლადგარემონტებულ ბინებში... შენობებს მიეწოდებათ მუდმივი ელექტროენერგია, წყალი და ყველა პირობაა შექმნილი ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრებისთვის. აღნიშნული ფართები, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, გადაეცემათ დევნილ ოჯახებს საკუთრებაში".
საქართველოს მთავრობისგან მოტყუებული და შიმშილისთვის განწირული დევნილები კი, რომლებიც ხელისუფლების განაჩენს არ შეეგუენ, ადამიანური საცხოვრებელი პირობებისთვის ქუჩაში აქციებით ბრძოლას კვლავ აპირებენ. მაგრამ რამდენად შეძლებენ ისინი თავიანთი მოთხოვნილებების სისრულეში მოყვანას, დრო გვიჩვენებს.

თეონა ჭიტაძე




 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48