"გარემოვაჭრეები შიმშილის საფრთხის წინაშე დგანან" – ლაშა ჩხარტიშვილი. » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "გარემოვაჭრეები შიმშილის საფრთხის წინაშე დგანან" – ლაშა ჩხარტიშვილი.
ნანახია: 283

ინტერვიუ კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელთან, გარემოვაჭრეებისა და დევნილების საპროტესტო აქციის ორგანიზატორთან ლაშა ჩხარტიშვილთან.

- ბ-ნო ლაშა, რამდენად გჯერათ, რომ გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქციები შედეგს გამოიღებს?
- თუ გარემოვაჭრეები სათანადოდ იაქტიურებენ, ნამდვილად გავიმარჯვებთ. ადრეც გვქონია არაერთი შემთხვევა, როცა გარემოვაჭრეებს ამა თუ იმ უბნიდან აძევებდნენ და ჩვენ მიზნისთვის მიგვიღწევია. 2007 წლიდან მოყოლებული, ალბათ, 100-მდე აქცია მაქვს გამართული. უბრალოდ, ახლა მასშტაბი შემოტევისა ხელისუფლების მხრიდან და მისი სისასტიკე გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ადრეულ პერიოდში. ახლა იყო მასიური გაძევება გარემოვაჭრეებისა ქუჩებიდან, მათზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დანაშაული ჩაიდინეს პოლიციელებმა, მათ შორის არა მარტო 19 აგვისტოს აქციებზე, მაშინ როცა უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი და კანონიერი მანიფესტაცია, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, სანქცირებული. ამ ეტაპზე, ჩვენ საჩივარს შევიტანთ პროკურატურაში, მშვიდობიანი მიტინგის დარბევის გამო. ამ აქციის დარბევა მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინების მცდელობას, რაც არ გამოუვიდათ. გარდა ამისა, ამ ადამიანების მიმართ, დანაშაულს ხელისუფლების მხრიდან მანამდეც ჰქონდა ადგილი. ხელისუფლება საკუთარი სიტყვების საწინააღმდეგოდ კი არ აწესრიგებს, არამედ კრძალავს გარევაჭრობას. ჩვენ მოვითხოვთ მის დაშვებას ცივილიზებული სახით, ისეთი ფორმით, რომ დაცული იყოს როგორც სანიტარული, ასევე ვიზუალური ფორმითაც მისაღები იყოს. ეს ძალიან ადვილი მისაღწევია, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება, შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების შექმნა, რომელიც დააწესებს რიგ ნორმებს. მაგალითად, უნდა მოხდეს ამ სავაჭრო ადგილებში განსაზღვრა კონკრეტული სივრცეებისა თითოეული გარემოვაჭრისთვის. ამას გარდა, სასურველია გარკვეული დიზაინის დახლებისა და ინვენტარის შექმნა, მნიშვნელოვანი საკითხია სანიტარული კონტროლი, ესაა ადგილის დასუფთავება და სურსათის ხარისხის კონტროლი. გარემოვაჭრენიც თანახმანი არიან ყოველდღიურად ლარიდან ორ ლარამდე გადაიხადონ ვაჭრობისთვის აუცილებელი გადასახადი. გარემოვაჭრეები ვერ მიდიან ბაზრებზე. მათთვის 7-დან 10 ლარამდე გადასახადი ხელმიუწვდომელია, რადგან ხშირ შემთხვევაში, ამ ადამიანთა დღიური ნავაჭრი 5-10 ლარს შეადგენს მხოლოდ. თუ ამ პროცესს სხვა ადამიანებიც არ შემოუერთდებიან, ამით არ დაზარალდებიან მხოლოდ გარემოვაჭრეები და დევნილები, ეს პროცესი გაგრძელდება და შეეხება ყველა პროფესიის ადამიანს.
- თუ ხელისუფლებამ მისთვის ჩვეული სიჯიუტე და უკომპრომისობა გამოავლინა, რას მოიმოქმედებენ გარემოვაჭრეები, როგორც ცნობილია, მათ უარი თქვეს საპროტესტო აქციებში პოლიტიკური პარტიების ჩართულობაზე, მაგრამ დამოუკიდებლადაც ვერ აღწევენ მიზანს, ხომ არ შეცვლილა ამ მხრივ მათი დამოკიდებულება?
- აშკარად ხელისუფლებიდან მოდის ეს ჭორი, რადგან საპროტესტო აქციებში პოლიტიკური პარტიების ჩართულობაზე გარემოვაჭრეები და დევნილები არათუ უარს ამბობენ, ხშირ შემთხვევაში გვეკითხებიან კიდეც, სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობითობა რატომ არის ასეთი დაბალი. ბუნებრივია, ზაფხულია და ამა თუ იმ პარტიიდან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს ჩაერთოს ამ პროცესში. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ყველა ჩაერთვება, რადგან ეს ადამიანები ელემენტარული შემოსავლების გარეშე დარჩნენ, შიმშილის საფრთხის წინაშე დგანან. ძალიან კარგია, რაც უფრო მეტი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ჩაერთვება. აქციის ორგანიზატორები ამ ადამიანებს ვეუბნებით ერთ რამეს, რომ შექმნან ძლიერი ინტერესთა ჯგუფები და მართლაც, ჩემი ინიციატივით 24 აგვისტოს სამ საათზე, წერეთლის ბაღში გაიმართება დამფუძნებელი კრება - გარემოვაჭრეთა ლიგის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება პროფესიული ორგანიზაცია. უკვე 400-მდე ადამიანმა გამოთქვა სურვილი ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ისინი სამი თვის ვადით აირჩევენ მმართველს, რადგან საკუთარი უფლებები დაიცვან, რადგან თავად უფრო კარგად იციან საკუთარი პრობლემები. აქ არ იქნება ჩემი თანამონაწილეობა, გარდა გვერდში დგომისა და მხარდაჭერისა. სამი თვის შემდეგ კი 2 წლის ვადით, აირჩევენ უფრო მეტად წარმომადგენლობით მმართველობას. მსგავს მიდგომას ვიყენებთ დევნილების მიმართაც, ისინი 25 აგვისტოს, 4 საათზე ატარებენ საკუთარი ორგანიზაციის დამფუძნებელ კრებას `მზიურში~. თუმცა, ეს არ ხდება მხოლოდ ამ აქციებისთვის, ასეთი ორგანიზაციები შემდგომშიც უნდა განვითარდნენ.
- მერიიდან ან მთავრობიდან კონტაქტზე გამოდის თუ არა ვინმე? ან თქვენ თუ სცადეთ მათთან მოლაპარაკება?
- ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირადი კონტაქტი მე პრინციპულად აღარ მაქვს უკვე მრავალი წელია. პრაქტიკულად, რევოლუციის შემდეგ რამდენიმე თვეში მე დავინახე, რასაც წარმოადგენდნენ ეს ადამიანები, რომ უღალატეს საკუთარ პრინციპებს, ხელისუფლების რომელიმე წევრთან კონტაქტის არანაირი სურვილი არ გამაჩნია და პრინციპულად ვუდგები ამ საკითხს. ხოლო რაც შეეხება ოფიციალურ კონტაქტს, რაიმე ოფიციალური შემოთავაზება გარემოვაჭრეების ან დევნილების მიმართ არ ყოფილა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ დამოკიდებულებას ვხედავთ ამ ადამიანებთან მიმართებაში.
- ხომ არ აპირებთ დედაქალაქის მერიას უჩივლოთ, რადგან დარღვეულია მოქალაქეთა, უმუშევარი და უსახსროდ დარჩენილი ადამიანების ელემენტარული უფლება - მიაღწიონ თვითდასაქმებას.
- ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, როგორც იურიდიული მექანიზმები, სარჩელები, საჩივრები, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება და მათი გააქტიურების მცდელობა. სხვათაშორის, არის გამოხმაურებები გაეროსგან, ევროკავშირისგან, რომლის დამკვირვებლები რამდენჯერმე დაესწრნენ ამ საზარელ პროცესს ლტოლვილთა გამოსახლებისა, აქციების შესახებაც არაერთხელ იკითხეს ჩვენთან, რადგან აინტერესებთ, რა მდგომარეობაში აგდებს ომისგან დაშავებულ ადამიანებს ხელისუფლება, ეს მიმართულება ამ მხრივ ძლიერია, მაგრამ ჩვენ, აგრეთვე, ვთვლით, რომ გარდა აღნიშნული ინსტრუმენტებისა, აუცილებელია ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოქმედება, რადგან ხელისუფლება ცალკე აღებული არც საერთაშორისო ორგანოებს მოუსმენს და არც იურიდიულ მექანიზმების ამოქმედებას დაუშვებს, რადგან საქართველოში არ არსებობს სასამართლო, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია სააკაშვილის სურვილებზე, ამიტომ საჭიროა მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ კიდევაც, თუმცა სასამართლოს არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საჩივრებს არ ვამზადებთ და სარჩელები არ შეგვაქვს. როგორც კი ამოვწურავთ საქართველოში ფორმალურ მექანიზმებს, აუცილებლად წავიღებთ მათ საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, რათა საქართველოში არ დავუშვათ ტოტალიტარული რეჟიმი, რომლის სურვილია ტოტალური კონტროლი საზოგადოებისა.
- რატომ არ ამოიღებთ არქივიდან წინასაარჩევნოდ უგულავას განცხადებას, როდესაც ამბობდა - გარემოვაჭრეებს ხელს ვერავინ გახლებთო, ხომ არ აპირებთ ხალხის მოტყუებისა და თავისი სიტყვის შეუსრულებლობის გამო მოითხოვოთ მისი გადაყენება?
- რა თქმა უნდა, უგულავამ მოატყუა გარემოვაჭრეები, რადგან ის საუბრობდა მათ დაცვაზე, მათი სამუშაო სფეროს მოწესრიგებაზე და არა აკრძალვაზე, მე მაშინვე ვიგრძენი ეს მოწესრიგება რასაც ნიშნავდა. ასევე მოატყუა დევნილები, რომელთაც ჰპირდებოდა, რომ საკუთრებაში დაუკანონდებოდათ საცხოვრებელი ფართები, მაგრამ ისინი ქუჩაში დატოვა საერთოდ. რაც შეეხება უგულავას გადაყენებას, ბუნებრივია, ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის, ამოცანა ყოველთვის იყო და რჩება სააკაშვილის რეჟიმის დასრულება, მისი შეცვლა, არა რომელიმე ახალი სააკაშვილით და ერთპიროვნული მმართველით, არამედ მრავალპარტიული მმართველობით, რომლის საუკეთესო გამოსავლად მიგვაჩნია სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა.
- როგორია გაერთიანებული პროფკავშირების პოზიცია, აპირებთ თუ არა თანამშრომლობას მათთან?
- ჩვენ მივესალმებით ყველა ორგანიზაციას, რომელიც მხარში დაუდგება რომელიმე სოციალურად დაუცველ ფენას. მაგრამ, სამწუხაროდ, გარევაჭრობის აკრძალვიდან უკვე 2 კვირა გავიდა, მაგრამ დღემდე არ მომისმენია პროფკავშირების მხრიდან გაკეთებული განცხადება.
- თქვენ როგორც პოლიტიკოსი და ყოფილი კმარელი, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ უკანონობის გამო, რასაც თუნდაც ბიზნესთან მიმართებაში თქვენს მიერ მოყვანილი ხელისუფლება სჩადის?
- მართალია, მე ვმონაწილეობდი ვარდების რევოლუციაში, მათ შორის მონაწილეობა მაქვს მიღებული მრავალ ორგანიზაციასთან ერთად საპროტესტო აქციებში, გარკვეული წვლილი მიმიძღვის შევარდნაძის რეჟიმის დასრულებაში, მაგრამ მე არ ვყოფილვარ სააკაშვილის პარტიის წევრი და მისი გულმხურვალე მხარდამჭერი, თუმცა გარკვეული პასუხისმგებლობა ყველა მოქალაქეს გვაკისრია, ვინც ჩვენი წვლილი შევიტანეთ რეჟიმის ცვლილებაში, რომელიც უკეთესობით არ დასრულდა. აქედან გამომდინარე, მე ვაპირებ მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუნდაც უკეთესი ხელისუფლების არსებობისას, ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, მით უმეტეს, როცა რეჟიმის ცვლილებამ გამოიწვია გაუარესება ყველა მიმართულებით, ვიდრე გაუმჯობესება. ვთვლი, რომ კიდევ უფრო მეტი და მეტი გავაკეთო, იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიცვალოს რეალობა და დასრულდეს ტოტალიტარული რეჟიმი.

თეონა ჭიტაძე








 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48