მდინარე აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობა სახიფათოა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მდინარე აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობა სახიფათოა
ნანახია: 543

საქართველო ჰიდროენერგორესურსებით მსოფლიო პირველ ათეულშია. 26 ათასი მდინარის პოტენციალის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია წელიწადში 160 მლრდ/კვტსთის წარმოება, რეალურად კი ქვეყანა 8,5 მლრდ/კვტსთ-ს აწარმოებს. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ჰიდრორესურსის დიდი ნაწილი უსარგებლოდ იკარგება, ენერგეტიკის სამინისტრო ინვესტორებს ჰესების აშენებას სთავაზობს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამი ჰესი აჭარაში, მდინარე აჭარისწყალზე უნდა აშენდეს. "აჭარისწყალი 1"-ის დადგმული სიმძლავრე 26.46 მგვტ-ია, "აჭარისწყალი 2"-ის დადგმული სიმძლავრე - 13.76 მგვტ, ხოლო "აჭარისწყალი 3"-ის სიმძლავრე - 6.09 მგვტ. მდინარე აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობით ძირითადად თურქული კომპანიები Kura Energy და Optimum Energy Uretim A.s-ია დაინტერესებული. ასევე ენერგეტიკის სამინისტროს ვებ გვერზე განთავსებული პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალ, მდინარე ჩაქვისწყალზე ასაშენებელი ჰესით იტალიური კომპანია - Camuna Installazio Spa დაინტერესდა.
კომპანია - ჩამუნა Instaalazio Spa მდინარე აკავრეთაზე, ჰესის მშენებლობითაც დაინტერესდა. ამ ჰესის მშენებლობით, ასევე, თურქული კომპანია - MAR-SU ELECTRICAL Generation Trade and Industry Limited Company არის დაინტერესებული.
მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტრო კომპანიების დოკუმენტაციას განიხილავს და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ საბანკო გარანტიის წარდგენის მოთხოვნით მიმართავს, გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამ მშენებლობების მთავარი პრობლემა ისაა, რომ არც ინვესტორი და არც მთავრობა გარემოზე ზემოქმედების შედეგებს და არც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს ხოლმე. გავრცელებული ინფორმაციით, ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე გამოიწვევს იმას, რომ მდინარე შავ ზღვაში აღარ ჩაიტანს ნატანს და შედეგად შავი ზღვის სანაპირო ზოლი შემცირდება.
ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით, სანამ სტრატეგიული შეფასებები არ მოხდება ჰესების მშენებლობა დაუშვებელია. ჩვენთან კი ძირითადად ზედაპირული შეფასებები ხდება და ძირეული კვლევები არ ტარდება. მათივე განცხადებით, დიდი კაშხალების მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ის კლიმატის ცვლილებებს იწვევს. კაშხლების მშენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სასათბურე გაზების გამოტყორცნა. გარდა ამისა, დიდი წვიმების შემთხვევაში, მატულობს სტიქიური რისკი, რადგან, თავის მხრივ, იზრდება ტყეების გაჩეხვის ტემპი. მშენებლობისა და წყალსაცავის მოწყობის ეტაპებზე მოსალოდნელია სასოფლო-სამეურნეო (ე.ი. საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები და ბოსტნები) და ტყის ნიადაგების გაქრობა წყლით დასატბორ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ნაგებობის მშენებლობის ადგილას და მათ სიახლოვეს. ძირითადად, მოხდება ნიადაგების კარგვა. გარდა ამისა, ჰესების მშენებლობა ისეთ ტერიტორიებზეც იგეგმება ხოლმე, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობებს დაგვაკარგინებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება თავად ინვესტორებმა უნდა წარუდგინონ გარემოს დაცვის სამინისტროს. ისინი ქირაობენ კერძო კომპანიებს და გარემოზე ზემოქმედების შეფასებებს აკეთებენ, თუ რამდენად კვალიფიციურები არიან ასეთი კერძო კომპანიები, ამას არავინ ამოწმებს. შემდეგ კი გარემოს დაცვის სამინისტრო მათ დასკვნებს ძირითადად დადებითად აფასებს. აბა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მშენებლობას ხომ არ დაუშლის, თუნდაც ის დიდ საფრთხეებს იწვევდეს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის უფროსის ნიკა ჭახნაკიას განცხადებით, ჰესების მშენებლობისას გარემოზე ზემოქმედების შეფასებას სამინისტრო არ აკეთებს. `მეწარმე, რომელიც მშენებლობას აპირებს და ამისთვის ნებართვის მიღება სურს, ქირაობს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც სწავლობს გარემოზე ზემოქმედების რისკებს კონკრეტულ ადგილზე - რადიაცია, ნარჩენები, ჰაერში გაფრქვევები, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება, შეიძლება თუ არა იქ ენერგეტიკული ობიექტის აშენება ან როგორი უნდა აშენდეს, რომ გარემოს მოერგოს და სხვა. არის პირდაპირ ჩამონათვალი, რომ ამ საქმიანობებს ეკოლოგიური ექსპერტიზა სჭირდება. შემდეგ სამინისტრო მეწარმის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე ახდენს ექსპერტიზას~, - ამბობს ნიკა ჭახნაკია.
გამოდის, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოს სათანადოდ ვერ იცავს. ნორმალურ ქვეყნებში გარემოზე ზემოქმედების წინასწარ შეფასებას თავად სახელმწიფო ახდენს. ჩვენი მთავრობისთვის კი პრიორიტეტი მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობისთვის ინვესტიციების მოზიდვაა. რა მოუვა გარემოს, ეს სულ ერთია. მთავარია, ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდოს.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48