დავით კერესელიძე და დიმიტრი შაშკინი გია ხუბუას წინააღმდეგ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : დავით კერესელიძე და დიმიტრი შაშკინი გია ხუბუას წინააღმდეგ
ნანახია: 1396

რატომ დაიწყო გია ხუბუას საქმიანობის რევიზია უნივერსიტეტში რამდენიმე თვეში ჩასატარებელი რექტორის არჩევნების წინ

სახელისუფლებო გუნდში ძალაუფლებისთვის ბაგირის გადაქაჩვა დაიწყო. ის, ვისაც მეტი ძალა აღმოაჩნდება, განათლების სფეროშიც ლობისტის ფუნქციას დაინარჩუნებს. ძალაუფლების გადანაწილების პროცესი თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან ის პოლიტიკურ პროცესში დაწინაურებულ მხარეს წარმოაჩენს. ამიტომაც, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი ადმინისტრაციის მიმართ წაყენებული ბრალდებები ცდება დაკარგული წიგნების საქმეს. თუკი წარსულში საუნივერსიტეტო რეფორმაში დაშვებული შეცდომების გამო თსუ-ს რექტორს, გიორგი ხუბუას პროფესორები დაუპირისპირდნენ და მათი პროტესტი, გაშუქების თვალსაზრისით, სახელისუფლებო მედიის ინტერესის სფეროს ნაკლებად წარმოადგენდა, ამჟამად რექტორთან დაპირისპირების ავანგარდში სახელისუფლო გუნდის ის ჯგუფია, რომელიც უნივერსიტეტის სახელის დაკნინებით, რექტორის დისკრედიტებითა და პოზიციების აღდგენით, მედიის გაცხოველებული ყურადღების ფონზე, გიორგი ხუბუას ჩაჩოჩებას ცდილობს.
პრესკონფერენციაზე, სადაც უნივერსიტეტის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გაეცა პასუხი, გიორგი ხუბუას მიმართ დაისვა ყველა მოსალოდნელი შეკითხვა, რომლებიც ე.წ. "წიგნების საქმესთან" ერთად, უკავშირდებოდა კანონიერ თუ არაკანონიერ სახელფასო დანამატებს, ტენდერებს, შეძენილ აგარაკს, თანამდებობებზე პროტექციით დანიშვნებს, სხვა გარემოებებს, მაგრამ სახელისუფლო მედიის სრული დასწრების ფონზე, არც ერთ "მიუკერძოებელ" ჟურნალისტს არ გასჩენია ინტერესი ბატონი რექტორისთვის უნივერსიტეტის ღირსების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დასაბუთების საარგუმენტაციოდ ეთქვა, თუ საიდან შეიძლება ყოფილიყო ინსპირირებული დისკრედიტაციის ეს საკმაოდ შეუნიღბავი პროცესი. ყველა მოერიდა იმის დაკონკრეტებას, რა შუაში უნდა ყოფილიყო პრემიერობაზე მომზირალი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის სამინისტრო უნივერსიტეტთან დაკავშირებულ აურზაურში, პოლიტიკური ლოგიკით რას უნდა ნიშნავდეს უნივერსიტეტში სადამსჯელო რაზმივით გადმოსხმული სამინისტროს გენინსპექცია, რატომ გახდა რამდენიმე ძვირადღირებული წიგნის დაკარგვის ფაქტი რექტორზე დარტყმის საბაბი, რატომ დაიწყო გია ხუბუას საქმიანობის რევიზია უნივერსიტეტში რამდენიმე თვეში ჩასატარებელი რექტორის არჩევნების წინ. რაა ამ კამპანიის მთავარი ქვეტექსტი და პასუხი, რომელმაც, ერთი მხრივ, გია ხუბუას ჩვეული მშვიდი ტონი დაარღვია და მეორე მხრივ, სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ მის წინააღმდეგ შემუშავებულ გეგმაში ახალი პუნქტი მოხაზა.
კერძოდ, მედიამ რექტორის მიმართ წაყენებული ბრალდებების გასამართლებლად, მოწინააღმდეგე პროფესორების აზრის განსაზოგადებლად, სარბიელზე იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ნანა ჭიღლაძე გამოიყვანა. ნანა ჭიღლაძის განცხადებით, რექტორს მართლაც უკანონოდ აქვს სახელფასო დანამატი, თუმცა მას არაფერი უთქვამს თემაზე - რა ბრალი მიუძღვის ან კავშირი აქვს ამას დაკარგულ წიგნებთან, რითაც, ალბათ, მიუთითა, რომ გიორგი ხუბუა წიგნების ქურდი არ არის. ცხადია, საზოგადოებისთვის, უცნობია და ხშირ შემთხვევაში, არაფრისმთქმელიც, თუკი "ერთი აღელვებული პროფესორი" ასეთ შეფასებას გააკეთებს. რექტორის მიმართ აუგი ხომ ბევრს უთქვამს, მაგრამ შესანიშნავ სამართალმცოდნეს, ნიჭიერ კონსტიტუციონალისტს, ქალბატონ ნანა ჭიღლაძეს ნამდვილად უნდა სცოდნოდა, რომ გიორგი ხუბუას წინააღმდეგ განცხადებები საუნივერსიტეტო საზოგადოებაში იმ დასკვნებს ჩამოაყალიბებდა, ვინ შეიძლება მდგარიყო უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ ბრძოლის უკან. როგორც ჩანს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გავლენიანი პირები უნივერსიტეტში ძალაუფლების დაბრუნებისთვის ემზადებიან. საზოგადოებას ახსოვს, რექტორსა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დაუმორჩილებელი დეკანის, დავით კერესელიძის დაპირისპირების ისტორია, რომელიც იმით დასრულდა, რომ გიორგი ხუბუამ დავით კერესელიძე თანამდებობიდან გადააყენა. მართალია, კერესელიძეს თსუ არ დაუტოვებია, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. დავით კერესელიძე ახალ სამსახურში იმ გუნდით მივიდა, რომელთა მეშვეობითაც 2005-2007 წლებში თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე რეფორმა წამოიწყო და სასწავლო პროცესის დახვეწის მიღწევის მცდელობის პარალელურად, ფაკულტეტიდან ქართული იურიდიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლები გაყარა. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ნანა ჭიღლაძესაც ჰქონდა, რომლის პოპულარობა იურიდიულ ფაკულტეტზე ექს-დეკან რომან შენგელიას დამსახურებაცაა, თუმცა ახალ დროში, ახალგაზრდების მაქსიმალისტობამ პროფესორი შენგელიაც ფაკულტეტის მიღმა დატოვა და მისი ნაამაგარიც შეგირდების მიმართ გაქრა. ცხადია, ნანა ჭიღლაძის მიერ გაკეთებული განცხადებები დავით კერესელიძის პოზიციას უნდა ნიშნავდეს, ლოგიკურად ასეა. გამორიცხული არ არის, გიორგი ხუბუას მეტოქემ მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტში დაგეგმილ არჩევნებში და დაწყებული კამპანია მოქმედი რექტორის სრული დისკრედიტირებისთვისაა საჭირო. თუკი გიორგი ხუბუა მეორე ვადით სურვილს გამოთქვამს კვლავ უხელმძღვანელოს უნივერსიტეტს, აკადემიური საბჭოს არჩევანს წინ ვერაფერი დაუდგება, მაგრამ ხუბუას არჩევანის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუჭირდება, თუკი საზოგადოებაში მისი დისკრედიტირება მოხდება. ეს უფრო მეტად ზრდის დავით კერესელიძის შანსებს რექტორის პოსტზე, ვინაიდან ფაკულტეტზე ყოფნის დროს, მას ჰქონდა სახელისუფლებო წრის ნდობა და საუნივერსიტეტო აკადემიური თუ სტუდენტური საზოგადოების ნაწილში მხარდაჭერა. ამიტომაც, გამორიცხული არ არის, უნივერსიტეტში პირველობისთვის ბრძოლაში უფრო მწვავე დაპირისპირებები ვიხილოთ. ნანა ჭიღლაძის გამოჩენა ხუბუას მთავარ ბრალმდებელთა ამპლუაში, ამას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ "პუტინის კონსტიტუციად" შეფასებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კონსტიტუციური ცვლილებების ერთ-ერთ ავტორს, ქალბატონ ნანა ჭიღლაძეს, რექტორ გიორგი ხუბუას სახელფასო დანამატზე საუბრის დროს, ნამდვილად უნდა გახსენებოდა ის პერიოდი, როდესაც თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებულმა კომისიამ საკუთარი თავი ამ სტატუსით თავადვე როგორ აირჩია, როგორ მოხდა პროფესორის წოდების დამტკიცება და რა შრომით ანაზღაურებას შეადგენდა პროფესორ და დეკანის მოადგილე ნანა ჭიღლაძის სახელფასო ანაზღაურება.
გიორგი ხუბუამ უნივერსიტეტზე "დამრტყმელი ჯგუფის" გამოწვევა მიიღო და მისთვის შექმნილ რთულ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რექტორმა უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ითხოვა. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ცხადია, პრეზიდენტი გვერდს ვერ აუვლის პირველი უმაღლესი ქართული სასწავლებლის აკადემიური საბჭოს მოთხოვნას. გია ხუბუას მომავალი პრეზიდენტის გადასაწყვეტია. საინტერესოა, რა პოზიციას დაიჭერს ქვეყნის პირველი პირი. დავით კერესელიძე რექტორის წინააღმდეგ კამპანიას მინისტრ დიმიტრი შაშკინის თანხმობის გარეშე ვერ დაიწყებდა. შაშკინი პრეზიდენტის მოკავშირეა, ისევე, როგორც პრეზიდენტის მფარველობით შეძლო გიორგი ხუბუამ წარსულში აგორებული ყალბი დიპლომების გაცემასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის ჩაცხრობა. "მასმედიის საშუალებით გავრცელებული ბრალდებები უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, წარმოადგენს პირველ ქართულ სასწავლებელში მიმდინარე წარმატებული რეფორმის ავისმსურველთა კონკრეტული ჯგუფის უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც პირდაპირ ლახავს ქართული უნივერსიტეტის სახელს, აკადემიური და სტუდენტური საზოგადოების ღირსებას, უნივერსიტეტში მოღვაწე ყველა თაობის პრესტიჟს და შეურაცხყოფას აყენებს ქართულ საზოგადოებას. უნივერსიტეტიდან წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებით კონკრეტულ ბრალდებებს რეალობასთან კავშირი არ აქვს. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ძვირადღირებული, ისტორიული მნიშვნელობის მქონე წიგნების ქურდობასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტმა თავიდანვე მოახდინა რეაგირება და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით სამართალდამცავ ორგანოებს ეცნობა. პირველი ქართული სასწავლებლის დისკრედიტების მიზანმიმართული კამპანია პირველი შემთხვევა არ არის და იგი "რომელიმე დამტყმელი ჯგუფის" ინტერესებში შედის. ყველა ბრალდებაში უნივერსიტეტი არის მართალი და დღეს ქართულ საზოგადოებას გაცილებით კარგი უნივერსიტეტი აქვს, ვიდრე ოდესმე ყოფილა პირველი ქართული სასწავლებელი. ჩვენ მზად ვართ უნივერსიტეტში მოვიწვიოთ ნებისმიერი მაკონტროლებელი ორგანო, რადგანაც დასამალი არაფერი გვაქვს. უნივერსიტეტის რექტორი და ყველა პროფესორი იმდენ ხელფასს მიიღებს, რომელიც ამ სფეროს ღირსეულ წარმომადგენლებს შეეფერებათ. ვერ დაგპირდებით, რომ რექტორის ხელფასი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე სხვა რომელიმე აკადემიური წევრის ხელფასი. დღეს უნივერსიტეტში პროფესორის შრომის ანაზღაურება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ანაზღაურებების სწორია. ჩემთვის ეს არის საამაყო და მიმაჩნია, რომ ყველაზე პრივილეგირებული და დაფასებული ფენა აკადემიური წარმომადგენლობა უნდა იყოს", _ განაცხადა გიორგი ხუბუამ.
და ერთი ნიუანსიც, თსუ-ის რექტორი სახელისუფლებო რგოლში, ერთადერთი პირია, რომელმაც "რუსთავი-2" დეზინფორმაციაში დაადანაშაულა და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. რექტორი ასეთი პირდაპირი არხზე მომზადებულ სიუჟეტში იმ ბრალდების მიმართ იყო, სადაც ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ გიორგი ხუბუამ წყნეთში აგარაკი შეიძინა. "რატომ გერიდებათ, რომ თქვათ, ეს აგარაკი არის არა წყნეთში და არა ისეთი გამორჩეული ვილა, არამედ სოფელ ნავდაარანთკარში. თქვით, როცა აჩვენებთ, რომ ეს არის სოფელ ნავდაარანთკარში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს, ალბათ, გათვლილია იმაზე, რომ სოფელ ნავდაარანთკარი საზოგადოებაზე ისეთ შთაბეჭდილებას ვერ იქონიებს, როგორც წყნეთში ფეშენებელური აგარაკი", - ამბობს ხუბუამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ გამორიცხავს, რომ მედიაში გავრცელებული ცილისმწამებლური ხასიათის სიუჟეტებისა და მასალების გამო უნივერსიტეტმა სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. თსუ-ში შესული აუდიტი საბოლოო დასკვნას ორ კვირაში გამოაქვეყნებს.

არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48