უცნაური დესანტი აჭარაში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : უცნაური დესანტი აჭარაში
ნანახია: 359

უმაღლესი განათლების და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების არმქონე მოხალისეები ქართველ ბავშვებს ინგლისურს შეასწავლიან

მათ შორის პედოფილები და ფსიქიკური გადახრის მქონენი არ არიან

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ამერიკიდან, ინგლისიდან, კანადიდან, ლიტვიდან და პოლონეთიდან საგანმანათლებლო პროგრამა - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" (Teach and Lern vith Georgia) ფარგლებში 50 უცხოელი მოხალისე ჩამოვიდა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართველ მასწავლებლებთან ერთად სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან.
შეგახსენებთ, საგანმანათლებლო პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" მიმდინარე წლის 1 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და მისი პილოტირების დაწყება სექტემბრიდან იგეგმება. პროგრამა, 2010-2011 სასწავლო წლისთვის, ქვეყანაში 1000 მოხალისის ჩამოყვანას ითვალისწინებს, რომელთა მშობლიურ ენას ინგლისური წარმოადგენს. მოხალისეები საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვლენ. პირველი ჯგუფი კი აჭარაში გადანაწილდება. საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლების თითქმის ნახევარს მოიცავს, მათ შორის მცირეკონტიგენტიან სკოლებსაც.
ფაქტია, რომ საქართველოს სკოლებში უცხო ენის მასწავლებლების დეფიციტია და დაახლოებით 200-მდე სკოლაში უცხო ენის პედაგოგი საერთოდ არ გვყავს. მიუხედავად ამისა, ჩამოყვანილი ადამიანების მიმართ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რომლებზეც პასუხი დღემდე არაა გაცემული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ბევრს საუბრობს პროექტის მიზნებსა და პრიორიტეტებზე, დღემდე უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა ჩამოყვანილი ადამიანების შერჩევა, რა ჯდება და საიდან ფინანსდება პროექტი და აქვთ თუ არა შერჩეულ 1000 მოხალისეს (ჩვენი მთავრობა მათ ასე უწოდებს) პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. როგორც პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მითითებული, მოხალისე პედაგოგებისთვის უმაღლესი განათლება, იმისთვის, რომ ქართველი ბავშვებისთვის ინგლისური ენა შეესწავლებინათ, არ არის სავალდებულო. მოკლედ, ჩამოსული მოხალისეებისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო არ არის და როგორც აღმოჩნდა, მათ არც პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება აქვთ. ეს ფაქტი თავად ჩამოსულებმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურეს.
პროექტის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში ჩამოსულ მოხალისეებს საქართველოს მთავრობა შემდეგ პირობებს სთავაზობს: ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრება; სამედიცინო დაზღვევა; სამსახურებრივი მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება; ერთი შვებულების ბილეთის ანაზღაურება; ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით; უსაფრთხო გარემო. რაც შეეხება მოხალისეების საყოფაცხოვრებო ხარჯებს, მათ ის ოჯახები გაიღებენ, სადაც ისინი განთავსდებიან.
ამასთან, განათლების სამინისტრო ამ დრომდე არ აკონკრეტებს, მთლიანობაში, რა თანხებთანაა დაკავშირებული აღნიშნული პროექტი და საიდან ფინანსდება.

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48