ანზორ ქოქოლაძეს საქმე: ოფიციალური ვერსია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ანზორ ქოქოლაძეს საქმე: ოფიციალური ვერსია
ნანახია: 505

ერთ-ერთი მხარე აშკარად ტყუის! რომელი?

გასულ კვირას, კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსის" ყოფილი მმართველი, ანზორ ქოქოლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით დააკავეს. საუბარია დაახლოებით 7 მილიონ ლარზე. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენმა 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგებების საფუძველზე თავი აარიდა სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.

გამოძიების ინფორმაციით, ქოქოლაძემ, რომელიც "ელიტ-ელექტრონიქსის" 100%-იანი წილის მფლობელი იყო, 2008 წელს, ისანში, კახეთის გზატკეცილზე და აწყურის ქუჩაზე არასაცხოვრებელი ფართები მილიონ შვიდასი ათას დოლარად შეიძინა. ქონების ფასი, რომელიც მილიონ შვიდასი ათასად იყო შეფასებული, აუდიტის საშუალებით ხელოვნურად გაზარდა და ხელოვნურად გაზრდილი ქონება, მისივე დაფუძნებულ კომპანიას, "ელიტ-ელექტრონიქსს" მიჰყიდა. შესაბამისად, საწესდებო კაპიტალი, რომელიც 2 მლნ. იყო, 7 მილიონამდე ხელოვნურად გაიზარდა. ხელოვნურად გაზრდილი ქონება ქოქოლაძემ "ელიტ-ელექტრონიქსს" მიჰყიდა.
გარდა იმისა, რომ ქონების ღირებულება ხელოვნურად იყო გაზრდილი, ქონება "საქართველოს ბანკში" იპოთეკითაც იყო დატვირთული, რაც ქოქოლაძემ დამალა. ქოქოლაძეს "საქართველოს ბანკიდან" 20 მლნ ჰქონდა გამოტანილი და იპოთეკით სწორედ ამიტომ იყო დატვირთული "ელიტ-ტექსტილის" ქონება, რომელიც მოგვიანებით მან "ელიტ-ელექტრონიქსს" მიჰყიდა.
"საქართველოს ბანკმა" იპოთეკით დატვირთული ქონება წაიღო და საბოლოო ჯამში "ელიტ-ელექტრონიქსი" დაზარალდა. გამოძიების მტკიცებით, საქმეში არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც ქოქოლაძის დანაშაულს ადასტურებს. კერძოდ, საუბარია "ელიტ-ელექტრონიქსის" და "ელიტ-ტექსტილის" საბუღალტრო, სამეწარმეო დოკუმენტაციაზე, სანოტარო დოკუმენტაციაზე, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებზე, დაზარალებულების ჩვენებებზე. გამოძიების განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ქოქოლაძე დაემალება გამოძიებას სასჯელის თავიდან არიდების მიზნით და ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე. აქედან გამომდინარე, მათ მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ქოქოლაძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი, ორთვიანი პატიმრობის შეფარდება. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით და არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს შეფარდებაზე. ადვოკატი გირაოს სახით 50 000 ლარის შეფარდებას მოითხოვდა.
"დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია, სააქციო საზოგადოება "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი დირექტორი და დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე, რომელმაც 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგებების დადების შედეგად, თავი აარიდა სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას. მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 180-ე მუხლით", - აღნიშნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა გიგილაშვილმა.
ბიზნესმენის დაკავებასთან დაკავშირებით ანზორ ქოქოლაძის მიერ ახლახანს დაარსებული კომპანია "ტექნო ბუმის" წარმომადგენლების განცხადება გავრცელდა, სადაც ისინი ამბობენ, რომ ბიზნესმენის დაკავება "თიბისი" ბანკის სარჩელის საფუძველზე მოხდა. თუმცა, "თიბისი" ბანკში ამ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ არანაირ საჩივრით სასამართლოსთვის ან პროკურატურისთვის არ მიუმართავთ. კომპანია "ტექნო ბუმის" გავრცელებულ პრეს-რელიზში ქოქოლაძის წარმომადგენლები "თიბისი" ბანკს "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების მითვისებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ქოქოლაძის მიერ გაფორმებული ყველა ბიზნესგარიგება გამჭვირვალე და კანონიერი იყო.
"ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელსა და ყოფილ მმართველს ანზორ ქოქოლაძეს "თიბისი" ბანკის "ელიტ ელექტრონიქსის" ახალმა მენეჯმენტმა ბრალი წაუყენა, თითქოს, ანზორ ქოქოლაძემ "ელიტ ელექტრონიქსის" ქონება მიითვისა, რაც, რა თქმა უნდა, "თიბისი" ბანკის მხრიდან კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდებაა", - აცხადებენ ანზორ ქოქოლაძის წარმომადგენლები. მათივე განცხადებით, "ელიტ ელექტრონიქსში" ყველა ინფორმაცია და ბიზნესხელშეკრულებები გამჭვირვალე და კანონიერი იყო, ამიტომ, ყველა ინფორმაციის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და ანზორ ქოქოლაძეს ეჭვმიტანილის სტატუსს მოუხსნის. საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, ამ ნაბიჯით "თიბისი" ბანკი ცდილობს მის მიერ "ელიტ ელექტრონიქსის" მითვისების ფაქტის გადაფარვას", - ნათქვამია "ტექნო ბუმის" პრეს-რელიზში.
"ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილ მფლობელსა და "თიბისი" ბანკს შორის დაპირისპირება თითქმის ერთი წელია გრძელდება. "ელიტ ელექტრონიქსის" პრობლემები შარშან ზაფხულში დაიწყო, როდესაც კომპანია სახელმწიფოსა და კერძო კრედიტორების მიმართ დაგროვებული დავალიანებების გამო დააყადაღეს. ერთ-ერთი კრედიტორი "თიბისი" ბანკიც იყო, რომელსაც "ელიტ ელექტრონიქსის" 55%-იანი წილი, 5,5 მილიონ დოლარად ჰქონდა დაგირავებული. მას შემდეგ რაც "ელიტ ელექტრონიქსი" პრობლემების გამო დაიხურა, ბანკმა კომპანიის გადახდისუნარიანობა ეჭვქვეშ დააყენა და 55%-ზე მართვის უფლება მოიპოვა. 2010 წლის 23 თებერვალს კი კომპანიის მენეჯმენტი დაითხოვა და `ელიტ ელექტრონიქსის~ მართვა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. ამის შემდეგ კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე, რომელიც "თიბისი" ბანკმა მმართველობას ჩამოაშორა, ბანკის წინააღმდეგ საჯარო განცხადებებს აკეთებდა და მას "ელიტ ელექტრონიქსის" მითვისების მცდელობაში ადანაშაულებდა. ბოლო პრეს-კონფერენცია ანზორ ქოქოლაძემ 3 ივნისს გამართა და "თიბისი" ბანკი თავისი კომპანიის აქციების მითვისებაში დაადანაშაულა. ქოქოლაძის ინფორმაციით, "თიბისი" ბანკმა 7 მაისს 5,5 მილიონ დოლარად დაგირავებული "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების 55%-ი, 116 000 დოლარად გაასხვისა "თიბისი" ბანკზე. მიზეზად კრედიტის გადახდის გრაფიკი დასახელდა, თუმცა ქოქოლაძე თვლის, რომ კომპანიის მენეჯმენტმა გრაფიკი შეგნებულად დაარღვია.
"თიბისი" ბანკი თვლის, რომ სურვილების ასრულება მარტივია და ამ სურვილების ასრულებას სხვისი ქონების დატაცების გზით ცდილობს. როცა აგვისტოში "ელიტ ელექტრონიქსში" შეიქმნა რთული სიტუაცია, ისარგებლა "თიბისი" ბანკმა შემთხვევით და უსაფუძვლოდ მოიპოვა 55%-ზე მართვის უფლება. 23 თებერვალს "თიბისი" ბანკმა ისარგებლა უსაფუძვლოდ მოპოვებული, - ვიმეორებ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია, საიდანაც იწყება ამ უკანონობის მთელი სათავე - 55% აქციებზე უსაფუძვლოდ მოპოვებული მართვის უფლება, გადააყენა კანონიერი მენეჯმენტი და მოიყვანა "თიბისი" ბანკის თანამშრომლები. ამის შემდეგ, 20 დღეში, იგივე "თიბისი" ბანკის თანამშრომლები, რომლებიც "ელიტ ელექტრონიქსის" სათავეში მოვიდნენ, არღვევენ საკრედიტო გრაფიკს, 500 000 ლარზე. ეს იმ დროს, როდესაც იგივე მენეჯმენტი, "თიბისი" ბანკის მიერ დაკომპლექტებული მენეჯმენტი, ამტკიცებს, რომ გეგმა გადაჭარბებით სრულდება", - აღნიშნა ანზორ ქოქოლაძემ
"ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი მმართველი `თიბისი~ ბანკს კომპანიის წილის დანაშაულებრივ მითვისებაში ადანაშაულებდა, ვინაიდან კომპანიის 55%-იანი წილი 116 000 ლარად, კომპანია "თიბისი ბროკერმა" შეაფასა და არა, დამოუკიდებელმა საბროკერო კომპანიამ. ანზორ ქოქოლაძე ამ გარიგების გაუქმებას ითხოვდა და დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავდა. "თიბისი" ბანკი, ქოქოლაძის ბრალდებებს მაშინ, კონტრბრალდებებით პასუხობდა. ანზორ ქოქოლაძემ "ელიტ ელექტრონიქსზე" მართვის უფლების დაკარგვის შემდეგ, მსგავსი კომპანია "ტექნო ბუმი" შექმნა, რომელიც ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობაზეა სპეციალიზებული. "თიბისი" ბანკი სწორედ იმით დაინტერესდა, რა თანხებით მოახერხა გადახდისუუნარო "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილმა მფლობელმა კონკურენტი, ახალი კომპანიის შექმნა, ამ საკითხის გასარკვევად `თიბისი~ ბანკში არც პროკურატურის ჩართვას გამორიცხავდნენ.
"თიბისი" ბანკი ანზორ ქოქოლაძეს ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ახლო მომავალში დაინტერესდება, რა სახსრებით შეძლო ქოქოლაძემ მაღაზიათა ახალი ქსელის შექმნა. "არ გამოვრიცხავთ, პროკურატურასაც მივმართოთ, რათა მან გამოიძიოს, ხომ არ არის ეს სწორედ ის ფინანსური რესურსი, რომელიც ანზორ ქოქოლაძემ თავის დროზე "თიბისისგან" მიიღო "ელიტ ელექტრონიქსის" ბიზნესის გასავითარებლად. როგორ შეუძლია ადამიანს, რომელმაც რეალურად გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა კოპანია, დააფინანსოს და შექმნას ახალი ბიზნესები და რა წყაროებით აფინანსებს ამას?", - აცხადებდნენ ცოტა ხნის წინ "თიბისი" ბანკში.
ანზორ ქოქოლაძე კი "თიბისის" განცხადების კომენტირებისას აცხადებდა, რომ "თიბისი" ყურადღების გადატანას ცდილობს და ამისთვის არაკეთილსინდისიერ მეთოდებს იყენებს. მისი თქმით, "ელიტ ელექტრონიქსი" ყოველთვის გამჭვირვალე კომპანია იყო და ამ კუთხით 2009 წელს მსოფლიო ბანკის აღიარებაც მიიღო. თუმცა, ქოქოლაძის განცხადებით, კომპანიაში "თიბისის" მისვლის შემდეგ "ელიტ-ელექტორნიქსი" აქციონერებისთვისაც კი დახურული გახდა. მისივე მტკიცებით, მზად არის ყველა კითხვას უპასუხოს და დაამტკიცოს, რომ ახალი კომპანიისთვის რესურსი კანონიერი გზით, ბანკებიდან საკრედიტო ხაზის მეშვეობით მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილმა მმართველმა "თიბისი"-ს გენერალურ დირექტორს წერილი გაუგზავნა. ანზორ ქოქოლაძე "თიბისის" "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების 55%-ის სამმაგ ფასად გამოსყიდვას და ყველა ვალდებულების რეაბილიტაციის გეგმით დაფარვას სთავაზობს, რასაც მისი მტკიცებით, ახალი მენეჯმენტი ვერ ასრულებს. "თუ სიმართლეა, რომ "თიბისი" ბანკი მხოლოდ თავისი ვალის შემცირებით იყო დაინტერესებული და თუ მართლა მიიჩნევს, რომ `ელიტ-ელექტრონიქსის" 55% 116 ათასი ლარი ღირდა, რა ფასადაც ფარულად გადაიფორმა, მე სამჯერ მეტს ვუხდი ამ აქციების სანაცვლოდ", - აცხადებდა ქოქოლაძე.
"თიბისი"-მ ანზორ ქოქოლაძის წერილზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. როგორც მაშინ ბანკში აცხადებდნენ, ქოქოლაძესთან პოლემიკაში შესვლა გაუმართლებელია და საკითხის მოგვარება მხოლოდ სასამართლოს გზით მოხდება.
"თიბისი" ბანკისა და "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი მფლობელის დავა, ჯერჯერობით, ამ უკანასკნელის დაპატიმრებით დასრულდა. ანზორ ქოქოლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა. წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48