კომპანია "მაგთიმ" - თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა დაიწყო » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : კომპანია "მაგთიმ" - თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა დაიწყო
ნანახია: 499

კომპანია "მაგთიკომმა", რომელიც საკუთარ თანამშრომლებს მაღალი ხელფასებითა და პრემიებით ყოველთვის ანებივრებდა, კულუარული ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ 200-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა, ხოლო დარჩენილებს ხელფასები 10-15%-ით შეუმცირა. კომერციულ ბანკებთან ერთად, ფიჭური კავშირგაბმულობა ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც ამ ქვეყანაში ნამდვილად მუშაობს, რომელიც შემოსავლების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და თანამშრომლებსაც, კრიზისის პირობებშიც კი, მაღალი ხელფასებით ანებივრებს. ანდა რატომ არ გაანებივრებს, ეს ხომ ის სფეროა, სადაც არსებული ტარიფები, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოში, სიძვირის მიხედვით, ერთ-ერთი მოწინავეა. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების მიერ მიღებული შემოსავლები ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა და 2009 წელს 811 მილიონი ლარი შეადგინა. (სწორედ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მოქმედი 3 კომპანიის ამ გრანდიოზული შემოსავლების საფუძველზე გადაწყვიტა ფინანსთა სამინისტრომ კომპანიებისთვის აქციზის დაწესება, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის სექტემბრიდან შევა).
ამ ყველაფრის ფონზე კი ინფორმაცია შპს "მაგთიკომი"-დან 200-მდე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების, ხოლო დარჩენილთათვის ხელფასების შემცირების შესახებ, ნამდვილად მოულოდნელი იყო.
"ბ&ფ"-მა ეს ინფორმაცია უშუალოდ "მაგთიკომის" ყოფილი თანამშრომლისგან მიიღო, რომელიც ამ მასიურ შემცირებას შეეწირა. მან ისიც განაცხადა, რომ დარჩენილმა თანამშრომლებმა ხელფასების შემცირება გააპროტესტეს, თუმცა მათი მოთხოვნა, რომ ხელფასები უცვლელი დარჩენილიყო, ხელმძღვანელობისგან უპასუხოდ დარჩა. "მაგთიკომის" ყოფილმა თანამშრომელმა ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან, სამსახურში დააბრუნებენ.
რაც შეეხება კომპანიის პოზიციას ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განაცხადეს, კომპანიაში პერიოდულად ტარდება ხოლმე ტესტირება და თუკი თანამშრომელმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნები, მისი სამსახურიდან გათავისუფლება მართლაც ხდება. რაც შეეხება თანამშრომელთა მასიურ გათავისუფლებას, ასეთი ფაქტი ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა.
იმავე ინფორმატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თანამშრომელთა მასიური შემცირების მიზეზი ხელისუფლების მხრიდან კომპანიის ხელმძღვანელთათვის საკმაოდ მსხვილი თანხის მოთხოვნა წარმოადგენს, თუმცა მიზეზად არც კომპანიის შემოსავლების შემცირება გამოირიცხება.
კულუარული ინფორმაციით, საგადასახადო სამსახური 2009 წელს "ჯეოსელში" შესვლის პარალელურად `მაგთიკომშიც~ შევიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ "ჯეოსელი" ჯარიმის ოფიციალურად გადახდას გადაურჩა, კომპანიას გარკვეული პრობლემები მაინც შეექმნა.
2009 წელს "მაგთის" აბონენტების რიცხვი, პირველად მისი საქმიანობის განმავლობაში 78 817-ით შემცირდა. გარდა ამისა, გასულ წელს "მაგთიკომს" მიღებული შემოსავლებიც შეუმცირდა. მართალია, კომპანია კლიენტების შემცირების მიუხედავად ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე შემოსავლების მხრივ ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა აბონენტთა რაოდენობით პირველობას "ჯეოსელს" უთმობს. 2009 წლის მონაცემებით, "მაგთიკომის" საბაზრო წილი 43%. "ჯეოსელის" 46, ხოლო "ბილაინის" მხოლოდ 11%-ია.


მინდია გომიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48