"აფბა" არასამთავრობოებისთვის გადასახადის გაზრდას მხარს უჭერს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "აფბა" არასამთავრობოებისთვის გადასახადის გაზრდას მხარს უჭერს
ნანახია: 352

ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია არასამთავრობოებისთვის გადასახადის გაზრდას მხარს უჭერს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა” ახალი საგადასახადო კოდექსით ქართული არასამთავრობო სექტორის მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 12-დან 20 პროცენტამდე გაზრდას ეთანხმება.
როგორც "მედიანიუსს” ორგანზიაციის პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა განუცხადა, მთავრობის ახალი ინიციატივა ბიუჯეტის შევსების ამოცანის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია. დღეს ბიუჯეტის შევსება სერიოზულ პრობლემად იქცა. ასე იქნება მომავალ წელსაც, ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა შექმნას სხვადასხვა არეალი საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისთვის ან ბიუჯეტი უნდა შეამციროს.
"ცოტა უცნაურია, როდესაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი თვითონ აცხადებს, რომ მეტი გადასახადის გადახდაზე ყაბულსაა, მაგრამ თუ ობიექტურები ვიქნებით, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ არასამთავრობო სექტორს უნდა ჰქონდეს საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი, მაშინ სხვა სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა რა დააშავეს? იგივე მედიაში, სოფლის მეურნეობაში ან განათლებაში? - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.
არასამთავრობო სექტორში დახარჯული მრავალი მილიონი არც საზოგადოების ინტერესებს ხმარდება და არც იქ დასაქმებულთა შემოსავლებს. ამას მოწმობს არცთუ უსაფუძვლო კულუარული ხმები ფონდებსა და არასამთავობოებს შორის გარიგებების შესახებ, ეგრეთ წოდებული "ატკატების” თემა და სხვა. თითებზე ჩამოსათვლელია არასამთავრო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურ პრობლემატიკაზე მუშაობენ და რეალურ შედეგებსაც აღწევენ. ასეთი, არამართლზომიერი განვითარების გამო, არასამთავრობო სექტორი საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. ასეთებად, ძირითადად ხელისუფლების ნაწილად გადაქცეული კარგად დაგრანტული ჯგუფები მოიაზრებიან, რომლებიც სექტებივით მოქმედებენ და უმნიშვნელოვანეს საკითხებს ისე იხილავენ, რომ საზოგადოების წარმომადგენლებს განხილვაზე არც კი იწვევენ ხოლმე”, - განაცხადა ჯანიაშვილმა.
მისივე შეფასებით, ყოველივე ამის გათვალისწინებით, თუ დღემდე მოქმედი შეღავათი, 12-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადი, აღარ გაგრძელედება, ამით იქ დასაქმებულები, რეალურად არ დაზარალდებიან, რადგან ცნობილია, რომ ეს შეღავათი 2011 წლამდე მოქმედებდა და ყველა უნდა მომზადებულიყო ამ ცვლილებისათვის.
"მე ვფიქრობ, რომ პროსახელისუფლო ორგანიზაციების ლობი იმდენად ძლიერია, რომ არსებული შეღავათი შენარჩუნდება. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ყველაფერ ამაზე მნიშვნელოვანია ფონდებისა და არასამთავრობოების პრაქტიკა. დახარჯული ფულის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია მოიკოჭლებს, ეკონომიკა გაჩანაგებულია, ხოლო სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობამ მოქალაქეთა მთელი რიცხვის ნახევარს გადააჭარბა”, - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48