სოციალური მედია, როგორც კარიერის დაგეგმვის საუკეთესო საშუალება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : სოციალური მედია, როგორც კარიერის დაგეგმვის საუკეთესო საშუალება
ნანახია: 444

სოციალური მედიის გამოყენება კარიერული წინსვლის პროცესში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. სოციალური მედიის მარტივი განსაზღვრება ასე გამოიყურება: "მასიური ინფორმაციის გაცვლა/კომუნიკაცია, რომელიც ხორციელდება ინტერნეტის მეშვეობით". შესაბამისად, ალბათ, არ გავამხელ საიდუმლოს, თუ ვიტყვი, რომ მისი როლი ინდივიდის კარიერულ წინსვლაში უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს სწრაფად მზარდია.
არსებობს 5 ძირითადი ვებ-რესურსი, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურია ბიზნესმენებისათვის და იმ პირებისთვის, ვინც აპირებს საკუთარი კარიერა პროაქტიულად და შინაარსიანად წარმართოს. აღნიშნული სივრცეებია: Facebook, Youtube, Linkedin, Blogging და Twitter. დღესდღეობით ვებ-სივრცეში დაახლოებით 112 მილიონი ბლოგია განთავსებული, 200 მილიონს აჭარბებს Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა, Youtube-ს თვეში 13 მილიარდჯერ სტუმრობენ, Linkedin-ზე 36 მილიონი ბიზნეს ერთეულია დარეგისტრირებული, ხოლო Twitter-ის 8 მილიონიანი აუდიტორია თვეში 40%-ით იზრდება.
საწყის ეტაპზე შედარებით სწრაფი, ადვილი და ამავე დროს ეფექტურია, მიმართოთ Linkedin, Blogging ან Twitter-ს რომელიც ფაქტიურად მინი ბლოგინგის სისტემაა (140-მდე გრაფიკული სიმბოლო). შემდეგ, მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად საჭირო ხდება ისეთი რესურსის გამოყენება, როგორიცაა Facebook– სრულიად უნიკალური და უსწრაფესად მზარდი სოციალური ქსელი. თუ თქვენი საჭიროება ამასაც გასცდა და უკვე საკუთარი თავის ბრენდინგს აწარმოებთ, Youtube მართლაც რომ შეუცვლელია.
როდესაც საქართველოში ვებ სოციალური ქსელის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენში არათუ ეს კონტენტი, არამედ ონლიან ვაჭრობაც კი ძნელად იკიდებს ფეხს, მაშინ როცა დასავლეთში მეორე პირველის განვითარების წინაპირობადაა მიჩნეული. და მაინც, სამამულო მასშტაბით წარმატებული კომპანიები და პერსონები უკვე აცნობიერებენ სოციალური მედიის როლს, როგორც მათი კარიერის დაგეგმვის მნიშვნელოვან ელემენტს. შესაბამისად, ის რაც განვითარებულ ონლაინ მედია სივრცეში უკვე აპრობირებულია, საქართველოში მხოლოდ ახლა ისინჯება. ამ აზრითაც, ვფიქრობ, მცირე გამოცდილების გაზიარება ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს.
არახალია, რომ ონლაინ აქტივობის სწორად წარმართვა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სოციალურ მედია-საიტებზე, თუმცა უახლესი მიდგომა ამ საკითხის მიმართ რამდენადმე ცვლის სოციალური ქსელის, როგორც პერსონალური ბრენდინგის ინსტრუმენტის მნიშვნელობას. დღეს მარკეტოლოგები და ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ სწორი ონლაინ კარიერა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტურად მოახდენ საკუთარი იმიჯის, როგორც შენს სფეროში ღრმად განსწავლულის ფორმირებას, ანუ ჩვენებას იმისა, რომ შენი ცოდნა შენს დარგში ექსპერტობისთვისაც კი საკმარისია! მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ ჩვენი სასურველი რეპუტაცია და იმიჯი, მხოლოდ ამის შემდეგ კი ”დავამზადოთ” შესაბამისი პირადი პროფილი ან ბრენდი. ვრეგისტრირდებით ყველა შესაძლო ინტერნეტ რესურსზე, სადაც კი მოვახერხებთ პერსონალურ ბრენდინგს, ეს შეიძლება იყოს ბლოგინგი ან სულაც პროფილური სივრცეები, რომელიც ინტერნეტ ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს (Digg, Delicious, StumbleUpon). სასურველია გამართოთ ლინკების გაცვლის სისტემა, რომლის მეშვეობითაც, მაგალითად თქვენს ბლოგს პოპულარიზაციას გაუწევთ Facebook-ის საშუალებით. მოკლედ, მისაღებია ვებსაიტის SEO-ს ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენება.
პრინციპულად შემდეგი ეტაპია ვიდეო აქტიურობა, ანუ თქვენი საქმიანობისა და პროფილის მულტიმედიური მხარდაჭერა. აქ უკვე საქმეში ერთვება ვიდეო ჰოსტინგის ისეთი საშუალებები, როგორებიცაა Youtube, Metakafe, Video.aol.com და ძმანი მათნი.
იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა შედეგი მოიტანოს, იყავით აქტიური ყველგან, სადაც დარეგისტრირდებით. ცნობადობის კიდევ უფრო გასაზრდელად შექმენით თემატური ფრაქციები (groups), სადაც პოტენცურ მომხმარებლებს გააერთიანებთ. ხშირად დააკომენტარეთ სხვის მიერ მოწოდებული კონტენტი. სასარგებლოა შესაბამის ფორუმებზე დისკუსიებში მონაწილეობის მიღებაც. ერთი სიტყვით, მუდამ გახსოვდეთ ნეთვორქინგისა და ბიზნეს-ინტეგრაციის (და არა მხოლოდ) უკვდავი პრინციპი: გაეცით, გაეცით და კიდევ ერთხელ გაეცით.
დასასრულ, მოვიხმობ ლეგენდარული ორატორისა და ავტორის, ზიგ ზიგლერის გენიალურ სიტყვებს: "თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ყველაფერი, რაც გსურთ, ამისათვის უბრალოდ უნდა დაეხმაროთ საკმარისად ცოტა ადამიანებს იმის მიღებაში, რაც მათ სურთ".


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48