ლევან ვარშალომიძე საქველმოქმედო ფონდს სასამართლოს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ლევან ვარშალომიძე საქველმოქმედო ფონდს სასამართლოს
ნანახია: 453

ლევან ვარშალომიძე საქველმოქმედო ფონდს სასამართლოს უგებს და რეგიონებიდან სამუშაოს საძებრად ბათუმში ჩასულ უმუშევრებს ქუჩაში დოგმას უკრძალავს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ "წმიდა ნინოსა და წმიდა აზირელის" სახელობის საქველმოქმედო ფონდსა და აჭარის მთავრობას შორის დავაზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება, საქველმოქმედო ფონდის შენობის სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ, თუმცა მოსარჩელე მხარე ასაბუთებს, რომ შენობა სახელმწიფო საკუთრებად არ უნდა ითვლებოდეს. ამიტომაც მოცემული გადაწყვეტილება ისევ სააპელაციო წესით გასაჩივრდება. თუკი მართლმსაჯულება ისევ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს, საქველმოქმედო ფონდის 50-მდე მიუსაფარი ოჯახი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდება. გავრცელებული ცნობით, ბათუმის ამ პრესტიჟულ ადგილას არსებულ შენობას ინვესტორი უკვე გამოუჩნდა, თუმცა სამართლებრივი დავა ის წინაღობაა, რომლითაც უძრავი ქონების გასხვისების კანონიერ წესებს აფერხებს. საქმეზე უკვე მუშაობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადგილობრივი ოფისის იურისტები. "ბ&ფ"-მ სამართლებრივი დავის დეტალების შესახებ მოსარჩელე მხარის ინტერესების დამცველს მიმართა.
გია ქარცივაძე, მოსარჩელე მხარის ადვოკატი: მიმდინარე წლის თებერვალში, სამართლებრივი დახმარების მიზნით "წმ. ნინოსა და წმინდა ფრანჩესკო აზირელის" სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარემ სვეტლანა კუდბამ მოგვმართა, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან მივიდა პოლიციისგან შეტყობინება, რომლის თანახმადაც, ფონდს აძლევდნენ 5-დღიან ვადას დაკავებული ტერიტორიის დასატოვებლად. შეტყობინების საფუძველი იყო მესაკუთრის, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნა. ამ საქმეზე შედგენილი დოკუმენტაციით დგინდება შემდეგი, რომ 1995 წელს, აჭარის მინისტრთა საბჭომ აღნიშნულ ფონდს საქველმოქმედო მიზნების განსახორციელებლად გადასცა უძრავი ქონება, მდებარეობით ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქუჩა 42-ში, რომელიც იყო 822 კვ.მ. ორსართულიანი შენობა. მინისტრთა საბჭოს 1995 წლის განკარგულების თანახმად, აღნიშნული ქონებით ფონდი ისარგებლებდა, ვიდრე არ აცდებოდა თავის საქველმოქმედო მიზანს.
2006 წელს, აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თავისი განკარგულებით მინისტრთა საბჭოს 1995 წლის განკარგულება გააუქმა, რითაც ფონდს ჩამოერთვა ქონების სარგებლობის უფლება. 2006 წელსვე ფონდმა მთავრობის თავმჯდომარის განკარგულება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ 2006 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, საქმე განუხილველად დატოვა, რაც დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ თითქოს ფონდი სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ ის არ გამოცხადდა. ფონდმა, ასევე, განუხილველად დატოვების განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აპელაციაში დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და საქმე არსებითი განხილვისთვის ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა. ბათუმის სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე ჩვენ წარვადგინეთ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა და საქმეში, აჭარის მთავრობასთან ერთად, მოპასუხეებად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და საქართველოს მთავრობა ჩავრთეთ, რადგანაც 2007 წლის 15 ნოემბერს, სწორედ საქართველოს მთავრობამ გადასცა სადაო ქონება საკუთრებაში ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობას. მოპასუხეებმა უარყვეს ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის კანონიერება, საქართველოს მთავრობამ კი აღიარა ჩვენი უფლება სარგებლობის ნაწილში აღნიშნულ ქონებაზე. არსებითი განხილვა რამოდენიმეჯერ გადაიდო, ძირითადად მორიგების მიზნით, თუმცა, როგორც ჩანს, ფონდისთვის შენობის დათმობას აჭარის მთავრობა არ აპირებს. ეს გამოიხატა კიდეც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც, სადაც მოსამართლემ საქმეზე მთავრობის სასარგებლო გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთში ჩაიკითხა. ჩვენ ვაპირებთ სამართლიანობისთვის ბრძოლა ისევ სამართლებრივი გზით გავაგრძელოთ. საქმეს აუცილებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ.
ფონდის ხელმძღვანელის, სვეტლანა კუდბას განცხადებით, 2006 წლის სასამართლოს განჩინების შესახებ მისთვის უცნობი იყო 2010 წლის იანვრამდე. უფრო მეტიც, მისივე განცხადებით, ფონდს საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები პირდებოდნენ "ხელშეუხებლობას". სვეტლანა კუდბას თქმით, არსებული დავის შესახებ 2010 წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი საკითხის გარკვევა აჭარის მთავრობას დაავალა. მისივე თქმით, საქველმოქმედო სახლმა მიიღო აჭარის მთავრობის მომართვაც, სადაც აღნიშნულია, რომ დავაში მიიღებენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო გამოიტანს. "აღნიშნულ საქმეს ჯერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავდა, რომლის გადაწყვეტილებითაც, დადგინდა, რომ ჩემს სახელზე თავის დროზე გამოგზავნილი სასამართლო უწყების მიღება-ჩაბარების აქტზე გაკეთებული ხელწერა გაყალბებული იყო. "ჩვენ მოვითხოვდით 2006 წელს მიღებული აჭარის მთავრობის დადგენილების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, საქველმოქმედო ფონდს თავისი კუთვნილი ფართი ჩამოერთვა. საქმე ეხება საქველმოქმედო ორგანიზაციის 822 კვ.მ-ის ფართის ორსართულიან შენობას, რომელიც აჭარის ყოფილი უზენაესი საბჭოს 1995 წლის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციას გადაეცა. 2006 წელს აჭარის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა და ქონება სახელმწიფო საკუთრებად დაარეგისტრირა. შენობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია, სწორედ ამ მიმართვის შემდეგ გახდა ცნობილი", – განაცხადა სვეტლანა კუდბამ.

საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ერთი თვის ვადაში გასაჩივრდება. აჭარაში, სადაც მთავრობა ბედნიერ ცხოვრებას დეკლარირებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები საკუთარ სადეპუტატო ხარჯებს 1000 ლარამდე იზრდიან და სარჩოს დასაკმაყოფილებლად ზაფხულის სეზონს შემყურე მოსახლეობის ბიუჯეტის ხარჯზე "მიცუბიშ აუტ ლენდერის" უახლოესი ავტომობილების 48 650 ათასი ლარად შეძენას უზრუნველყოფს, მსგავსი მიუსაფარი და საქველმოქმედო სახლები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ. აჭარას თავისი ტურისტული პოტენციალით შეუძლია საქართველოს უმდიდრესი კუთხე იყოს, თუმცა, როცა ადგილობრივი მედია იმის გაშუქებას იწყებს, თუ როგორ უკრძალავს პოლიცია ბათუმში საქართველოს რეგიონებიდან 300-მდე სამუშაოს მაძიებელს, უბრალოდ, არც მეტი, არც ნაკლები, ქუჩაში დოგმას და, შესაბამისად, არც საამისო ადგილია გამოყოფილი. მათ კი დღიური სამუშაოს ძიება მსგავს ვითარებაში უკვე დიდი ხანია უხდებათ, სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე წარმოდგენა ისევ შორეულ პერსპექტივად შეიძლება დარჩეს.
თუკი სხვაგვარადაა, ამას იტყვის სასამართლო.

არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48