თბილისის კანალიზაცია პირდაპირ მტკვარში ჩაედინება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : თბილისის კანალიზაცია პირდაპირ მტკვარში ჩაედინება
ნანახია: 581

მოსახლეობა მტკვარს მინდვრების მოსარწყავად იყენებს და თბილისელებს ნობათს ბაღჩეულის სახით უბრუნებს.

გარდაბნის ტერიტორიაზე მტკვრის გამწმენდი კოლექტორი უკვე ორი წელია გაფუჭებულია და თბილისის კანალიზაცია პირდაპირ ჩაედინება მტკვარში, რაც განსაკუთრებულ პრობლემებს ზაფხულში ქმნის, როდესაც მდინარეში წყლის დონე დაიწევს ხოლმე. ეს პრობლემა აზერბაიჯანულ მხარესაც აწუხებს, მოგეხსენებათ, გარდაბნის ტერიტორიიდან მტკვარი აზერბაიჯანში მოედინება. არსებობს ინფორმაცია, რომ მეზობელ სახელმწიფოში ფეკალური მასის გაშვებას, აზერბაიჯანული მხარე აპროტესტებს. კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ საქმე დიპლომატიურ სკანდალამდეც კი შეიძლება მივიდეს. თბილისის კანალიზაციის მოწესრიგება "ჯორჯიან უოთერს ენდ ფაუერს" ევალება. "ჯორჯიან უოთერს ენდ ფაუერს"-ი მოსახლეობიდან მომსახურების საფასურს როგორც წყლის მიწოდებისთვის, ასევე კანალიზაციის გამართულობისთვის იღებს. ერთი სიტყვით, დედაქალაქის მოსახლეობა იმისთვის, რომ კანალიზაცია მოწესრიგდეს, ფულს იხდის. როცა "ბანკები და ფინანსები" აღნიშნულ კომპანიას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის უკან დაუკავშირდა, ამ საკითხთან დაკავშირებით და მაშინ კომპანია "ჯორჯიან უოთერს ენდ ფაუერის" დირექტორმა, იორგ მათისმა გვიპასუხა, რომ "წყალგამშვები მილის გარემონტება შეუძლებელია, საჭიროა მისი რეკონსტრუქცია. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტი. ტექნიკურად ამ პრობლემის მოგვარება რთულია, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია დატბორილია, წყლის დონე მაღალია. რეკონსტრუქცია დაგეგმილია ზაფხულისთვის, როცა წყლის დონე დაბალი იქნება და შესაძლებელი იქნება მდინარის მიმართულების შეცვლა!"
თუ რა მდგომარეობაა დღეისათვის და დაიწყო თუ არა სამუშაოები ამ პრობლემის გადასაჭრელად კომპანიამ, ჩვენს შეკითხვას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი, იორგ მათისი პასუხობს, - "ამჟამად ჩვენს კომპანიას აქვს შიდა ტენდერი გამოცხადებული, სადაც რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებულის შერჩევისა და გამოვლენის შემდეგ დაიწყება სამუშაოები.
რადგან საკითხი დეტალურ შესწავლას და სიტუაციის მაღალტექნოლოგიურ დონეზე გადაჭრას მოითხოვს, მისი სირთულიდან გამომდინარე, აღნიშნული სამუშაოების შესრულებამ გათვალისწინებულზე მეტი დრო მოითხოვა".
ასე რომ, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს ჯერ-ჯერობით ისევ დაბინძურებულ წყალს ვუგზავნით, თავად ჩვენი მოსახლეობა კი ამ წყალს ნაკვეთების მოსარწყავად იყენებს, და არც თევზაობას ერიდება, ბანაობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ნინო ჩხობაძე ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევს[size=3]

კონკრეტულად, თუ რა ეკოლოგიურ პრობლემების გამომწვევია ეს ფაქტი, ამასთან დაკავშირებით "ბ&ფ" მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილ მინისტრს ნინო ჩხობაძეს ესაუბრა. "ჩვენი მდინარეები იმდენად სუფთაა", - განაცხადა მან, `წყალუხვობის პერიოდში განზავების პროცენტი არის მაღალი და არ ეტყობა რომ დაბინძურება ხდება.
კოლექტორი ეს არის საკანალიზაციო ქსელი მილიონ ნახევრიანი ქალაქის, წარმოგიდგენიათ, ალბათ, რამხელა დაბინძურების საფრთხეა. ეს არის, პირველ რიგში, ავადმყოფობის გამრავლების კერა, რადგან წყლის ტემპერატურა ზაფხულში მაღალია. მე მესმის კომპანიის პრობლემა, რადგან წყალუხვობის პერიოდში მილი არ ჩანს და ძალიან ძნელია ფიზიკურად სამუშაოების ჩატარება, მაგრამ იმდენად მძიმეა სიტუაცია, თუ მალე არ შეკეთდა კოლექტორი და მაღალი ტემპერატურები ასე გაგრძელდა, შეიძლება იმ დაავადებებმა იფეთქოს, როგორიცაა: დიზინტერია, ბოტკინი, რომელიც გავრცელებადია ამ დროს. ზოგადად, როცა საკანალიზაციო ქსელი ღია აუზებს ერევა, ესაა პრობლემა. ჩვენი კოლექტორს სიმძლავრე არ ყოფნიდა და გამწმენდი ვერ აკეთებდა სრულ წმენდას. ბიოლოგიური წმენდა არ ხდებოდა, მხოლოდ მექანიკური წმენდა იყო, ანუ მხოლოდ მყარი ნაწილების მოცილება ხდებოდა. ჩვენ გვჭირდება ბიოლოგიური გამწმენდები. კანალიზაციის პირდაპირ ჩადინება მითუმეტეს კატასტროფაა. თუ გვალვები გაგრძელდა, ძალიან სახიფათოა. გარემოს დაცვის სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა და კომპანიამ ამიტომ ჩაატარა ტენდერი სამუშაოების დასაწყებად. ჩვენ პრობლემა გვაქვს არაგვისპირეთშიც, იქ კოლექტორი საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ვერ გაკეთდა და მთელი სოფლების კანალიზაცია ჩაედინება არაგვის აუზში და შემდეგ მტკვარში. შესაბამისად, ეს პრობლემა მუდმივია საქართველოში. ზაფხულის პერიოდში, როცა მდინარე იკლებს, ამ დროს განსაკუთრებით პრობლემატურია. გარდა ამისა, მდინარეებში ჩაედინება მშრალი ხევების ნაგავი, რომელსაც მოსახლეობა ნაგავსაყრელებად იყენებს".

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48