"ქართული იდეა" საქართველოს სინგაპურად გადაქცევას გამორიცხავს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "ქართული იდეა" საქართველოს სინგაპურად გადაქცევას გამორიცხავს
ნანახია: 367

"ქართული იდეა" გამორიცხავს საქართველოს გადაქცევას სინგაპურად სადაც მხოლოდ 10%-ია მკვიდრი მალაელი, ხოლო 90% იმიგრანტები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან" - სოზარ სუბარი

რას ნიშნავს "ქართული იდეა", სოზარ სუბარის ინიციატივა ბუნდოვანია, კონკრეტული პარამეტრიც ამ იდეას არ ახლავს. "ბ&ფ"-მ "ქართული იდეის" შესახებ კომენტარი სოზარ სუბარს სთხოვა.

"იდეა არის ძალიან მარტივი, თუ რას უნდა დაეფუძნოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, რა გვინდა, საით მივდივართ. ამაზე უნდა ვიფიქროთ და მერე დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, ჯერ უნდა ვიცოდეთ სად ვდგავართ, რა მიზანი გვაქვს და შემდეგ, რა მიგვაახლოებს მიზანთან.
ჩვენ ამ წლების განმავლობაში ქაოტურად ვვითარდებოდით, თუ რაღაც იდეას გადმოაგდებდა ხელისუფლება, ძირითადად ეს იყო პიარ-იდეა და არა სტრატეგია ქვეყნის განვითარებისთვის და შემდეგ ამაზე რამდენიმე თვე აიგებოდა.
გაგახსენებთ ერთ მაგალითს, რამდენიმე თვე მხოლოდ "კოკოითი ფანდარასტ" გვესმოდა, 100 საავადმყოფო გვესმოდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იყო მხოლოდ საუბარი, მერე ყველამ დაივიწყა ეს თემა და ასეთი კამპანიები. ამიტომ ეს არის არასწორი გზა.
იმისთვის, რომ ნორმალურ ქვეყანად ჩამოვყალიბდეთ საჭიროა რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება. ვიზრუნოთ ჩვენს კეთილდღეობაზე, გადავდგათ ყველა ის ნაბიჯი, რაც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისთვის იქნება აუცილებელი, ვიფიქროთ პროგრესზე და არ ჩამოვრჩეთ მსოფლიო განვითარებას. ფული უნდა ჩაიდოს განათლების სისტემაში და მეცნიერების განვითარებაში, რადგან ამით ჩვენ შეგვიძლია დავიმკვიდროთ ადგილი მსოფლიოში და არ ვიქცეთ ერთგვარ რეზერვაციად. ჩვენ დღეს ძალიან ჩამორჩენილი ვართ მსოფლიო განვითარების დონეს. თვითმყოფადობა რომ შევინარჩუნოთ, პარალელურად მსოფლიო პროგრესის თანამონაწილენი უნდა ვიყოთ. თვითმყოფადობა არ არის მარტო ქართველებზე ლაპარაკი, თვითმყოფადობა არის, თუ რამდენად იქნება ქართული ენა, თანამედროვე მეცნიერებაში განვითარებული. თუ არადა, 20 წლის შემდეგ ქართული ენა გახდება ისეთი, როგორიც დღეს მეგრული, სვანური ან რომელიმე ასეთი საშინაო მოხმარების ენაა და ვერ ასახავს ადეკვატურად მსოფლიო მეცნიერების, ცივილიზაციის მიღწევებს.
ამავდროულად, იმისთვის, რომ მსოფლიოს წინაშე წარვსდგეთ იმ ჩვენი ღირსებებით, რაც ქართულ კულტურას ჰქონდა, ამისთვის საჭიროა კულტურის განვითარებას უდიდესი ყურადღება მიექცეს. დღეს ქაოტურად ვვითარდებით, ერთ მაგალითს მოვიყვან. რამდენიმე დღის წინ ბათუმში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე საქართველოს განვითარების მაგალითად ჩვენმა პრეზიდენტმა სინგაპური მოიყვანა, ადრე თქვა შვეიცარია გვინდაო, სინგაპურული ელემენტებით. ახლა მაგალითად მოჰყავს სინგაპურის და ჩინეთის მოდელი.
სინგაპურში არ არის დემოკრატია, თუმცა, აქვთ პრეტენზია, რომ ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა. სინგაპურმა გადაწყვიტა, რომ განვითარებულ ქვეყანად უნდა გადაქცეულიყო და ამისთვის, მან ბიზნესს კარები გაუხსნა და ფულის დაბანდებისთვის ხელშემწყობი პირობები შექმნა, ეს კარგია და ამით სინგაპური მართლაც გადაიქცა განვითარებულ ქვეყანად, მაგრამ ამას არ ახლდა არანაირი შემზღუდავი მექანიზმი და დღეს იქაური მოსახლეობა, მალაელები, მხოლოდ 10%-ს შეადგენენ, 90% კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, პრეზიდენტმა პირდაპირ უნდა გვითხრას, თუ ეს მოდელი უნდა საქართველოში?
შევხედოთ ევროპის ქვეყნების მოდელებს იქ სხვაგვარადაა და შეიძლება, ჩვენ იმათ მივბაძოთ და გაუაზრებელი პოლიტიკა არ გვქონდეს.
ჩემი იდეა იყო, რომ საზოგადოებისთვის ბიძგი მიმეცა, რომ ვიფიქროთ ქვეყნის მომავალზე, პოლიტიკური მოტივი აქ არ დევს, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ პოლიტიკოსები არ ჩაერთვებიან, მაგრამ, ჩემი აზრით, სანამ პოლიტიკოსები ჩაერთვებიან და აიტაცებენ, ამაზე ფართო საზოგადოების ფართო ფენებმა უნდა იფიქრონ, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ რაღაცა მოდელზე. წინააღმდეგი არ ვარ, პროცესში პოლიტიკოსების ფართო სპექტრის ჩართვის, პირიქით, მივესალმები. მაგრამ ერთ საფრთხეს ვხედავ, საქართველოში რაღაცნაირად პოლიტიკა და სამოქალაქო სექტორი იმდენადაა გაყოფილი, რომ ამან შეიძლება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დააფრთხოს, რაც მე ნამდვილად არ გამიხარდება. შემოდგომაზე უკვე გამოიკვეთება, ვინ და როგორ ვითანამშრომლებთ ამ იდეის ირგვლივ".

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48