ნანახია: 1613
პუტინის დედა სოფელ მეტეხში ცხოვრობს
მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსის, ვლადიმერ პუტინის ბავშვობაზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება. 82 წლის ვერა პუტინა აცხადებს, რომ 10 წლის ასაკში მან საკუთარი ვაჟიშვილი გააშვილა და ახლა, ის სწორედ რომ დღევანდელი რუსეთის პრემიერ მინისტრი, ვლადიმერ პუტინია. კრემლი ამ ამბავს უარყოფს. ვერა პუტინა ერთერთ ქართულ სოფელში ცხოვრობს. ის ქართველებისთვის დამხასიათებელი სტუმართმოყვარეობით გამორჩეული ქალბატონია. ჩვენი სტუმრობისას საკუთარ ბაღში დაკრეფილი ხილით და თავის ოჯახში დამზადებული ჭაჭით გაგვიმასპინძლდა. ვერა პუტინას სახლი გორიდან 15 კმ-ში, სოფელ მეტეხში მდებარეობს. იქ, სადაც აგვისტოში რუსის ჯარმა ოკუპაცია მოახდინა. თუ დაავკირდებით, მოხუც პუტინას ძლიერი ყვრიმლის ძვლები და და ღრმად ჩამჯდარი გამჭოლი ცისფერი თვალები, იმას ადასტურებს, რასაც თავად ეს ქალბატონი ამტკიცებს. "მე ჩემი შვილით ამაყი ვიყავი, მაშინ როცა ის რუსეთის პრეზიდენტი გახდა. მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ, მე მისი მრცხვენია," – ამბობს პუტინა 1999 წელს, ვერა პუტინამ თავისი შვილი ტელევიზორში პირველად დაინახა და მაშინვე მიხვდა, რომ ის მისი დაკარგული შვილი იყო. როგორც ვერა პუტინა ჰყვება, მეტეხში ვოვა 2 წლის ასაკიდან 10 წლამდე ცხოვრობდა და შემდგომ მან ის რუსეთში თავის მშობლებთან გააგზავნა. მეტეხთან ყველაზე ახლოს მდებარე კალაქ კასპის არქივში წერია, რომ ვლადიმირ პუტინი 1959-1960 წლებში მეტეხის საშუალო სკოლაში რეგისტრირდებოდა და ეროვნებად ქართველი ჰქონდა მითითებული. ქალბატონ პუტინას ნაამბობი, ვლადიმერ პუტინის ბავშვობის შესახებ კრემლის ვერსიას ეწინააღდეგება. როგორც პურტინის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, პუტინას მონაყოლი სიმართლეს არ შეეფერება. თავად ვლადიმერ პუტინის, "ვითომ ავტობიოგრაფია", რომელიც 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაიწერა, ამტკიცებს, რომ პუტინი ფაბრიკის მუშისა და საბჭოთა საზღვაო ფლოტის სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. ავტობიგრაფიის მიხედვით, მან ბავშვობა სანკტ-პეტერბურგში გაატარა. როგორც პუტინი ამბობს, მისი ბაბუა სპირიდიონ პუტინი, ლენინისა და სტალინის პირადი მზარეული გახლდათ, რაც შეეხება მის მშობლებს, მისი თქმით დედა 1998 წელს, მამა კი 1999 წელს გარდაიცვალა. პატინას განცახდებით კი, მისი შვილის მამა რუსი მექანიკოსი, პლატონ პრივალოვი იყო, ის ამბობს, რომ ვოვა 1950 წლის 7 ოტომბერს დაიბადა. (პუტინის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით კი 1950 წლის 7 ოტომბერს). 1952 წელს, პუტინა ქართველ ჯარისკაცს, გიორგი ოსეფაშვილს გაჰყვა ცოლად, და ცოლ-ქმარი ვოვასთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა. 1960 წელს, პუტინამ ქმირს დაჟინებული მოთხოვნით, ბავშვი უკან რუსეთში ბებია-ბაბუასთან გააზგავნა. პატინა ვარაუდობს, რომ ვოვას ბიოგრაფიაში დაფიქსირებულმა სანქტ-პეტერბურგელმა მშობლებმა, ბავშვი ბებია-ბაბუასგან იშვილეს. მეტეხის სკოლის ყოფილი რუსული ენის მასწავლებებილი, შურა გაბინაშვილი იხსენებს, რომ 1958-1960 წლებში, ის ვოვას რუსული ენის მასწავლებელი იყო. მისი დარწმუნებით, ამ თემაზე საჯაროდ საუბრის გამო, მას სიკვდილით დაემუქრნენ. გაბინაშვილი ვოვას გონიერ მოსწავლედ ახასითებს. ვოვა კლასში ყველაზე საზრიანი ყოფილა. მას რუსული იგავ-არაკები ჰყვარებია და საერთოდ, რუსული ენა მისთვის ყველაზე საყვარელი საგანი ყოფილა. პატარა ვოვას თევზაობა და ჭიდაობაც უყვარდა. ის კლასში ყველაზე დაბალი იყო, მაგრამ ყოველთვის ყველაფერში გამარჯვება უნდოდა. ვერა პუტინა, მისი ქმირსა და ვოვას ურთიერთობის აღწერას თავს არიდებს და მხოლდო იმას აღნიშნავს, რომ მისი ქმარი ბავშვებთან დამოკიდებულებაში მკაცრი იყო. თუმცა, ახლო ურთიერთობების სურვილებით არც ვოვა გამოირჩეოდა. ის დროის იმეტეს ნაწილს კითხვაში ატარდებდა. 1960 წელს, ქმარმა პატინას ულტიმატუმი წაუყენა, რის შედეგადაც პუტინამ ბავშვს ხელი მოჰკიდა და რუსეთში წაიყვანა. 1 კვირის შემდეგ, ვერა პატინა საქართველოში ბავშვის გარეშე დაბრუნდა. ის ამბობს, რომ ბოლოს, მან თავისი შვილი 1999 წელს, ტელევიზორში დაინახა. თუ მას კითხავთ, თუ როგორ ამოიცნო შვილი, რომელიც წლებია არ უნხავს, ის გიპასუხებთ: "თქვენ ფიქრობთ რომ მე საკუთარ შვილს ვერ ვიცნობ?" ფოტო-ექსპერტები ირწმუნებიან, რომ პუტინასა და 7 წლის ვოვას შავ-თეთრ სურათში, (ასეთი ფოტო პატინას აქვს შენახული), ნამდვილად რუსეთის პრემიერ-მინისტრია. თუ პუტინას მონაყოლი სიმართლეს შეეფერება, ზოგიერთს, საქართველოს მეორე სახელგანთქმული შვილის, სტალინის ბავშვობაც მოაგონდება. იოსებ სტალინს, ბავშვობაში, დედამისის ლოთი ქმარი, ყოველთვის ამცირებდა. მსოფლიო პრესაში ხშირად წაიკითხვდით და მოისმენდით, მოსაზრებებს, თითქოს ჯორჯ ბუში, ერაყს მამამისის მკვლებობის მცდელობის გამო დაესხა თავს. ამ ლოგიკის მიხედვით, სრულიად შესაძლებელია, პუტინის ომი საქართველოში, ქართველი მამინაცვლისგან შეურაცხყოფილი ბავშვბის გამო, ქართველებთან ანგარიშსწორებად განვიხილოთ. ასე რომ, პუტინის ბიოგრაფიის პირველი ათი წელი სრულიად ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ პუტინას ისტორია დღეს ყველამ კარგად იცის, ადამიანები, რომლებიც მის გამოძიებას ცდილობდნენ დღეს ცოცხლები აღარ არიან. რუსი ჟურნალისტი და მედია-მაგნატი, არტიომ ბოროვიკი, თავის გამოძიებას პუტინის ბავშვობის შესახებ უკვე ასრულებდა, როცა ის საკუთარი თვითმფრინავის ავიაკატატროფის მსხვერპლი გახდა. ასევე, იტალიერი ჟურნალისტი, ანტონიო რუსსო, ვერა პატინას ფოფტები იტალიაში გადააგზავნა, და ძალიან მალე ის თბილისში მოკლეს. ოფიცილაური მონაცემებით, არც ერთის სიკვდილი პუტინის ბიოგრაფიის გამოძიებას არ უკავშირდებოდა. ვერა პუტინა, ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარს მომავალში აღარ აპირებს, მაგრამ აცხადებს, რომ ის მზად არის სიმართლის დასადგენად დნმ ტესტი ჩაიტაროს.
05 დეკემბერი 2008 telegraph (britanuli)
|