პრეზიდენტის სტიპენდიის გარეშე დარჩენილი სტუდენტები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : პრეზიდენტის სტიპენდიის გარეშე დარჩენილი სტუდენტები
ნანახია: 934


ქართველი სტუდენტები საკუთარი სახელმწიფოს მიერ მიტოვებულები აღმოჩნდნენ

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის 557 მლნ. ლარი არის გაწერილი, რაც გასულ წელთან შედარებით 37 მლნ ლარით მეტია. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,"პრეზიდენტის სტიპენდიები ბაკალავრიატის წარჩინებულ სტუდენტებს" დაგეგმილი 1 მლნ 800 ათასი ლარის ნაცვლად 4 მლნ ლარით განისაზღვრა, მაშინ, როდესაც ეს თანხა გასულ წელს 2 მლნ 106 750 ლარს შეადგენდა.
პრეზიდენტის ფონდის პროგრამა კი 2010 წლის იანვრიდან, პრეზიდენტის #970 ბრძანებულების თანახმად, ლიკვიდირებულია და იმავე ბრძანებულების მიხედვით ფონდის ყველა პროგრამა, რომელიც განსახორციელებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა გადასცემოდა, 2010 წლის 28 იანვრის იგივე პრეზიდენტის ბრძანებულებით ფონდის სასწავლო პროგრამები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.
"ბანკები და ფინანსები" განათლების სამინისტროში გურანდა დარჩიძეს დაუკავშირდა, რომელიც უშუალოდ აღნიშნული პროგრამების კოორდინატორი გახლავთ. მისი თქმით, ყველა ფინანსური ვალდებულება, რაც მანამდე პრეზიდენტის ფონდს ეკისრებოდა, სრულიად გადაეცა ფინანსთა სამინისტროს და ამგვარად ფონდი ისევ განაგრძობს ქართველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში.
თუმცა, ქართველ სტუდენტებს შორის არის უკმაყოფილო სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ და რეიტინგულ უნივერსიტეტებში სწორედ აღნიშნული სტიპენდიის წყალობით წავიდნენ, მაგრამ შემდეგ მაგისტრანტებმა რამოდენიმე თვის განმავლობაში აღარ მიიღეს თანხა. მათ მიიღეს უწყება პრეზიდენტის ბრძანებულების შესახებ, რომ პრეზიდენტის ფონდი გაუქმდა და იმისათვის, რომ მათ კვლავ მიიღონ დაფინანსება, ახლა ფინანსთა სამინისტროს უნდა მიმართონ.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროში ახალი მიმართვების გაკეთებას, შემდეგ პასუხის მიღებას და საერთოდ ყველა საჭირო პროცედურას გარკვეული დრო სჭირდება. ის სტუდენტები კი, რომლებიც პრეზიდენტის ფონდის იმედად იყვნენ სასწავლებლად საზღვარგარეთ წასულები, უსახსროდ დარჩნენ და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. უფულობის გამო ბევრი მათგანი ვერ ესწრებოდა ლექციებს და იყო შემთხვევები, როცა საჭმლის და ქირის ფულს სტუდენტებს საქართველოდან ოჯახი უგზავნიდა.
საშუალოდ, ერთ სტუდენტს საზღვარგარეთ 500 - 900 ევრო ესაჭიროება იმისთვის, რომ მან ის მინიმალური და აუცილებელი ხარჯები დაფაროს, რაც მას სჭირდება. საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, ძალიან ცოტანი არიან ისეთი ოჯახები, რომლებსაც თავიანთი შვილებისთვის აღნიშნული თანხის გადარიცხვა ხელეწიფებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც მიმართავდნენ პრეზიდენტის ფონდს დაფინანსებისთვის.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სტუდენტების დაფინანსება გაგრძელდება და ქართველ სტუდენტებს კვლავ ექნებათ შანსი, სრულყოფილი განათლება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში მიიღონ.

ქეთი სიხუაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48