რამდენად შესაძლებელია წელიწადში 144 ლარად ხარისხიანი დაზღვევის მიღება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რამდენად შესაძლებელია წელიწადში 144 ლარად ხარისხიანი დაზღვევის მიღება
ნანახია: 550



განმეორებით სადაზღვევო ტენდერში სახელმწიფომ ვაუჩერის ფასი 180 ლარიდან 144 ლარამდე შეამცირა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და პედაგოგების დაზღვევის მომსახურების შეძენაზე სახელმწიფო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მლნ. ლარს დაზოგავს. მთავრობის მიერ ხელმეორედ გამოცხადებულ სამედიცინო დაზღვევის კონკურსში 10-მა სადაზღვევო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის ფარგლებში საქართველოს ტერიტორია დაიყო 27 ლოტად და თითოეული ლოტის მიხედვით განისაზღვრა დასაზღვევ ბენეფიციართა და ასაშენებელ საავადმყოფოთა რაოდენობა. პროგრამის ფარგლებში 900 ათასამდე სოციალურად დაუცველის და პედაგოგის დაზღვევა მოხდება.
ხელახალ სადაზღვევო ტენდერში თბილისის მასშტაბით ხალხის დაზღვევის უფლება, წინა ტენდერის მსგავსად, კვლავ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ შემოსულმა "ალფამ", ცომმერსანტ-ის გავრცელებული ინფორმაციით, უპრეცედენტო დაბალ ფასად - ერთ დაზღვეულზე 9,4 ლარის შეთავაზებით მოიპოვა. გარდა ამისა, 3 წლის განმავლობაში ის შიდა ქართლის და გურიის მოსახლეობას დააზღვევს და კასპსა და ოზურგეთში კლინიკებსაც ააშენებს. რეგიონებში კი, თბილისისგან განსხვავებით, სადაზღვევო ვაუჩერის ფასი 11,2 ლარია. კახეთის მოსახლეობის დაზღვევის უფლება "არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ" მიიღო, სამცხე-ჯავახეთში და აჭარის ლოტები "იმედი L"-მა და "ჯი პი აი ჰოლდინგმა" გაინაწილეს. სამეგრელოს ლოტი "ვესტმა" მოიგო, ქვემო ქართლი "ირაომ", ხოლო იმერეთი "ალდაგი ბი სი აიმ".
ტენდერის ჩატარების შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში, უპირველესი, რაღა თქმა უნდა, რამდენად შესაძლებელია 12 ლარად თვეში ხარისხიანი დაზღვევის მიღება, ასევე, რატომ ზღუდავს მოქალაქეების უფლებას ხელისუფლება, როდესაც სამი წლის განმავლობაში მათ არ შეუძლიათ საკუთარი სურვილისამებრ აირჩიონ სადაზღვევო კომპანია. ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტ ლევან კალანდაძეს გავესაუბრეთ.

- სადაზღევვო პაკეტის 180 ლარიდან 144 ლარამდე დაწევის შემდეგ ჩნდება კითხვა, რამდენად რეალური ამ თანხად ხაისხიანი დაზღვევის მიღება?

- დავიწყოთ იმით, რომ არც 144 ლარზე და არც 180 ლარზე ხელისუფლებას, მთავრობას, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს სახით, არ წარმოუდგენია ამ თანხის საკმარისობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. საერთოდ, როცა რაღაც პროექტი დგება, სახელმწიფო პროექტები მათ შორის, ამ პროექტებს ყოველთვის ახლავს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, სადაც დგინდება, რომ ამა და ამ სერვისების განხორციელებისთვის საჭიროა ეს და ეს თანხა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არც პირვლი ტენდერის დროს 180 ლარი რომ იყო დაფიქსირებული წლიური ღირებულება სადაზღვევო პოლისის და არც მეორე ტენდერში, სადაც 144 ლარი დაფიქსირდა, ეს გაანგარიშება არ წარმოადგინა. გასულ წლებში აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობდა გარკვეული ხარვეზებით ხორციელდებოდა, ანუ საზოგადოებაში იყო გარკვეული დისკომფორტი სრულფასოვანი სადაზღვევო მომსახურების არმიღების გამო, ანუ ყველა ვერ იღებდა იმ სამედიცინო მომსახურებას, რაც სახელმწიფო პროგრამით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ჩნდებოდა ეჭვი იმისა, რომ 180 ლარით სადაზღვევო კომპანიები ოპტიმალურ სამედიცინო მომსახურეობას ვერ აწვდიდა საზოგადოებას. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა ამ პროდუქციის გაიაფების, ანუ 180-დან 144-ლარამდე ფასის დაწევის შემდეგ. თან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სახელმწიფო არ აკონტროლებს, სადაზღვევო კომპანიამ რამდენად სრულფასოვანი და რამდენად ხარისხიანი სამედიცინო დაზღვევის მომსახურეობა გაუწია მომხმარებელს. შესაბამისად, როცა სადაზღვევო კომპანიებს შემოსავლები უმცირდებათ 180 ლარიდან 144 ლარამდე, სადაზღვევო კომპანია შეეცდება, რომ თავისი ხარჯები მაქსიმალურად დაზოგოს, ანუ ეკონომია გააკეთოს. პირველი რიგში, ის ხარჯებს სწორედ მიწოდებული სერვისის ხარისხის დაზოგვის ხარჯზე შეამცირებს, მითუმეტეს, ეს არ კონტროლირდება და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიები ამის საკანონმდებლო ხვრელს, საკანონმდებლო დაურეგულირებელ ნაწილს, თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ. აქ არის მეორე საკითხიც, ეს ეხება თვითონ სახელმწიფო სახსრების ეფექტურად და მიზნობრივად განკარგვის საკითხს. რა გვინდა ჩვენ საერთოდ ამ სახელმწიფო პროგრამებისგან? ჩვენ გვინდა მივიღოთ იაფი პროდუქტი, თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ ეფექტური და სრულფასოვანი პროდუქტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. ტენდერში აპრიორი გამარჯვების პირობა ჩადებული იყო მხოლოდ იაფი პროდუქტის, ფასის მიხედვით გამარჯვებულის გამოვლენა, ამ შემთხვევაში სერვისების მიწოდების ხარისხს სატენდერო კომისია არ ითვალისწინებდა. შარშან სახელმწიფომ თქვა, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის თითო პიროვნებაზე 180 ლარი იყო საჭიროა, ახლა კი გამოაცხადა, რომ 144 ლარი, ესე იგი, გამოდის, რომ სხვაობა არის 36 ლარი. ვინ იღებს პასუხისმგებლობას 36 ლარზე? თუ 180 ლარი იყო საჭირო, რატომ ვამცირებთ წელს 144 ლარამდე და თუ 144 ლარი საკმარისია, მაშინ შარშან 36 ლარით მეტით თითო კაცზე რატომ გადაიხადეს. ხომ არ აქვს აქ ადგილი სახელმწიფო თანხების არაეფექტურ ხარჯვას? გამოდის, რომ შარშან 36 ლარი თითო კაცზე წყალში გადაგვიყრია. ამაზე ვიღაცამ პასუხი საზოგადოებას უნდა გასცეს.

- 3 წლის ვადით დაზღვეულებს ეზღუდებათ საკუთარი სურვილისამებრ სადაზღვევო კომპანიის არჩევა. რამდენად სწორია ასეთი გადაწყვეტილება და რეალურად არის თუ არა ეს მონოპოლიის წარმოქმნის წინაპირობა?

- აღნიშნული სახელმწიფო პროექტი ითვალისწინებს დაზღვევის მომხმარებლების სამწლიან შეზღუდვას სადაზღვევო კომპანიის არჩევის ნაწილში, ანუ დაზღვეული ვერ გამოიცვლის სადაზღვევო კომპანიას სამი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ეს არის სადაზღვევო კომპანიების მონოპოლისტურ მდგომარეობაში ჩაყენება, იმდენად, რამდენადაც სადაზღვევო მონოპოლიზმი არ არის მხოლოდ ერთი სადაზღვევოს მიერ მონოპოლისტური მდგომარეობის ფლობა სადაზღვევო ბაზარზე. მონოპოლიზმი გამოიხატება იმაშიც, რომ ადამიანს არა აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ სამი წლის განმავლობაში დავაკანონეთ გარკვეული მონოპოლისტური მდგომარეობა და რეალურად ადამიანებს ავუკრძალეთ საკუთარი შეხედულებებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელ სადაზღვევო კომპანიში დაეზღვიონ. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი.

- რამდენად სწორია სადაზღვევოების "100 ახალი საავადმყოფოს" პროგრამაში ჩართვა?

- საავადმყოფოს თემაც გარკვეულ ნეგატიურ კითხვის ნიშნებს აჩენს. ეჭვი ჩნდება როგორც საზოგადოებაში, ისე ექსპერტულ წრეებში, იმასთან დაკავშირებით, რომ სადაზღვევო კომპანიების დავალდებულება "100 ახალი საავადმყოფოს" პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განპირობებულია იმით, რომ 100 საავადმყოფოს ჩავარდნის შემდეგ, ხელისუფლებამ დაჩქარებული ტემპით ინვესტორი ვერ იპოვა, ვინც საკუთარ თავზე აიღებდა ამ პროექტის განხორციელებას და ძალიან მარტივი გამოსავალი იპოვა - სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროექტი დამატებით ლოტად მიაწოდა სადაზღვევო კომპანიებს. მთავარი არის ის, რომ როცა სადაზღვევო კომპანია ფლობს და ახორციელებს სამედიცინო დაზღვევას, ამავე დროს ფლობს საავადმყოფოს. ეს
არის წმინდა ინტერესთა კონფლიქტი, იმდენად, რამდენადაც სადაზღვევო კომპანია რომელსაც სამედიცინო დაზღვევა აქვს თავისი კლიენტისთვის გაკეთებული, მაქსიმალურად დაინტერესებულია თავისი კლიენტის სამედიცინო მკურნალობის ხარჯები თავისსავე საავადმყოფოში მაქსიმალურად დაბალი იყოს. სრულიად შესაძლებელია, დაზღვეულმა საავადმყოფოში, ვერ მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურეობა იმდენად, რამდენადაც ეს საავადმყოფო იმ სადაზღვევო კომპანიის მფლობელობაში იქნება, ვის გამოწერილ პოლისსაც ეს ადამიანი ფლობს.
ნანა კალანდაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48