ვაკის პარკში გაშენებულ "ბენდუქიძის ქალაქს" მალე "სანდრას სკოლა" შეემატება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ვაკის პარკში გაშენებულ "ბენდუქიძის ქალაქს" მალე "სანდრას სკოლა" შეემატება
ნანახია: 659


თბილისში, რეკრეაციულ ზონებში მშენებლობების წარმოება უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მწვანე, რეკრეაციულ ზონებს განადგურებისგან დაიცავს. უკანონო მშენებლობები დედაქალაქის ისედაც გაღატაკებულ ბაღ-პარკებში კვლავ აქტიურად გრძელდება და ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ არის.
დღეს, თბილისელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი - ვაკის პარკი უმძიმეს მდგომარეობაშია. ზედა ნაწილში სხვადასხვა ტიპის მშენებლობები, მათ შორის საელჩოები, ისე აშენდა, რომ იმ ტერიტორიაზე ერთი ხეც კი არ დატოვეს. აღნიშნულმა მშენებლობებმა იმდენად დააპატარავა ვაკის პარკი, რომ შეიძლება მას მალე პარკი აღარც კი დაერქვას, იმდენად შემცირდა თავისი საზღვრებით. ეს, რა თქმა უნდა, როგორც ზნეობრივად მიუღებელ, ისე სამართლებრივად დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს, მაგრამ პასუხისმგებელი პირები ამაზე არ რეაგირებენ. მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია სკოლის მშენებლობა, რომლის მეპატრონეც პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი იქნება. დამეთანხმებით, ბენდუქიძის მიერ იქ "გაშენებულ ქალაქს" სკოლა ნამდვილად სჭირდება.
ცოტა ხნის წინ, ვაკის პარკის გადასარჩენად პოლიტიკურმა პარტიამ "სახალხო დემოკრატებმა" ბრძოლა დაიწყეს. მათ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს და მოსახლეობას ვაკის პარკის გადასარჩენად შემუშავებული პროგრამის შესახებ აცნობეს. ჩვენ ამ პროგრამით და "სახალხო დემოკრატების" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით ჭელიძეს დავუკავშირდით. "დიახ, ჩვენ ვმუშაობთ ვაკის პარკის გადარჩენის პროგრამაზე, რადგან დღეს პარკი არის უმძიმეს ვითარებაში. იქ მიმდინარე მშენებლობებმა, ფაქტიურად მოსპო და ძირფესვიანად გაანადგურა მწვანე მასივები. როცა პრეზიდენტი ვერეს გაჩეხილ ხეობაში ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ანალოგის აშენებას გვპირდება, ქალაქის ცენტრში მდებარე ვაკის პარკი განადგურების პირასაა მისული. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ვაკის პარკისთვის ძველი სახის დაბრუნებას, კერძოდ, საბავშვო ქალაქის, ღია კინოთეატრის, კაფე-ბარებისა და უამრავი სხვა გასართობი საშუალების მოწყობას, ანუ პარკს დაუბრუნდება პირვანდელი სახე, რა თქმა უნდა, თანამედროვე სტანდარტებით. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ საკითხს იქ მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით და მის გაჩანაგება- განადგურებას აღარ დავუშვებთ, რადგან ვაკის პარკი არის თბილისის ფილტვები. რაც შეეხება დღეს იქ მიმდინარე მშენებლობას ,"ვიცით მხოლოდ ის, რომ შენდება სკოლა, ხოლო ვინ აშენებს, ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ვფლობთ", - განაცხადა დავით ჭელიძემ.
ნატა მიგრიაული


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48